სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაჩო ახალაია პატიმრებს მოკითხვას უთვლის ციხეში"
"ბაჩო ახალაია პატიმრებს მოკითხვას უთვლის ციხეში"

ბოლო დროს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, გლ­და­ნის #8 სა­პყრო­ბი­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. ახალ­მა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა ცი­ხე­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­უშ­ვა. და­ი­ნიშ­ნა რიგ­გა­რე­შე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პა­ემ­ნე­ბი და სი­ტუ­ა­ცია ასე თუ ისე დამ­შვიდ­და. ერთ-ერთი პა­ტიმ­რის მშობ­ლის­გან ასე­თი რა­მეც მო­ვის­მი­ნე: "ჩემს შვილს რომ ვემ­შვი­დო­ბე­ბო­დი, ხუმ­რო­ბით მხარ­ზე ხელი წა­მო­ვარ­ტყი. მა­შინ­ვე მო­ვარ­და თვა­ლებ­და­ჭყე­ტი­ლი ბად­რა­გი და შე­ნიშ­ვნა მომ­ცა, - პა­ტი­მარს ხე­ლით ნუ ეხე­ბიო".

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა რუს­თა­ვის #6 სა­პყრო­ბი­ლე­ში. თა­კა­რა მზის ქვეშ გრძელ რიგ­ში "პე­რე­და­ჩე­ბით" დგა­ნან გან­სას­ჯე­ლე­ბის მშობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი. იქვე, გა­და­ხუ­რულ მო­საც­დელ­ში გო­დერ­ძი კიკ­ნა­ძის დედა შიმ­ში­ლობს. დრო­დად­რო შვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა ცი­ხი­დან და ეკი­თხე­ბა: "სტუ­დენ­ტე­ბი არ მო­დი­ან?"

- გუ­შინ ვნა­ხე, შვი­ლო, ჩემი ბიჭი, დღე­საც შე­გიშ­ვებ­თო, მი­თხრეს, მაგ­რამ თვი­თონ აღარ შე­უძ­ლია ად­გო­მა, რომ ჩა­მო­ვი­დეს, ძა­ლი­ან მძი­მედ არის. მშრალ შიმ­შილ­ზეა გა­და­სუ­ლი. ახლა ყვე­ლა პა­ტიმ­რის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა, ავად არი­ან მო­რა­ლუ­რად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ჩან­გრე­უ­ლი აქვთ გულ-მუ­ცე­ლი და არც შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ.

- თქვე­ნი შვი­ლი რის გამო იხ­დის სას­ჯელს?

- მკვლე­ლო­ბა მოხ­და, შვი­ლო, შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, სამი ბიჭი იყო შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და სა­მი­ვემ და­იბ­რა­ლა და­ნა­შა­უ­ლი, დღეს სა­მი­ვე სას­ჯელს იხ­დის. რე­ა­ლუ­რად არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ვინ გა­ა­კე­თა ეს. სა­ნამ გა­ა­სა­მარ­თლებ­დნენ, კი­დევ ერთი მკვლე­ლო­ბის დაბ­რა­ლე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ. სა­ნაც­ვლოდ კარგ პი­რო­ბებს და ცი­ხი­დან მალე გაშ­ვე­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ. იყო მუ­ქა­რაც, რომ თუ არ და­იბ­რა­ლებ­და, რო­გორც კი ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში შე­ვი­დო­და, მოკ­ლავ­დნენ. ამი­ტომ მო­ა­წე­რა ხელი კა­სა­ცი­ას. 12 ოქ­ტომ­ბერს უკვე იცო­და ჩემ­მა შვილ­მა, რომ 16 ოქ­ტომ­ბერს მზად­დე­ბო­და ერთ-ერთი პა­ტიმ­რის, ვინ­მე დი­ა­სა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა, თუ არ ვცდე­ბი, ას­ლან აბა­ში­ძის სიძე იყო, და თუ ამას არ და­იბ­რა­ლებ­და, მა­საც მოკ­ლავ­დნენ. არ ვიცი, რო­გორ მო­ტყუვ­და, ალ­ბათ წა­მე­ბას ვერ გა­უძ­ლო, შვი­ლო, და და­იბ­რა­ლა. მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ დიდი სი­სუ­ლე­ლე ჩა­ი­დი­ნა და ალა­პა­რაკ­და. ეს, რა თქმა უნდა, არ აპა­ტი­ეს. ყო­ველ ღამე სცემ­დნენ, აწა­მებ­დნენ. დღეს კონ­კრე­ტუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ადებს ხელს გო­დერ­ძი, ითხოვს, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი შე­მო­უშ­ვით, რომ მოვ­ყვე ყვე­ლა­ფერ­სო. ამი­ტო­მაც სცე­მეს კი­დევ ერთხელ იმ ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი კად­რე­ბის მერე. მას მერე აქ ვარ, შვი­ლო, და ფან­ჯრი­დან ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ჩემს ცო­ცხალმკვდარ შვილს. გუ­შინ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ეტყო­ბა მე­ტის­მე­ტი მო­უ­ვი­დათ. არ ვიცი, რო­დემ­დე გა­ვუძ­ლებ. სა­მარ­თალს ვე­ძებ. ვე­ღარ ვცნობ შვილს, ჭკუ­ი­დან არის გა­და­სუ­ლი.

20 წლის იყო, რომ და­ი­ჭი­რეს. 34 წელი შე­უს­რულ­და. სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი. არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა ამ ცი­ხე­ში, გარ­და დი­რექ­ტო­რი­სა. მთე­ლი ციხე ითხოვს, ლალი მო­როშ­კი­ნა შე­მო­უშ­ვი­თო, მაგ­რამ ყურს არა­ვინ იბერ­ტყავს.ჰე­პა­ტი­ტი აქვს ჩემს შვილს. ცი­ხის უფ­როს­მა მი­თხრა, რომ შიმ­ში­ლობს, ღვიძ­ლი და­ეშ­ლე­ბა და მერე ჩვენ დაგ­ვაბ­რა­ლებ­თო. საღ­სა­ლა­მა­თი და­ი­ჭი­რეს, ქვა­სა­ვით ბიჭი იყო, ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბა აქ აჰ­კი­დეს. არა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ უტარ­დე­ბა. რვა წე­ლია, ექი­მი არ შე­სუ­ლა ამ ცი­ხე­ში. ერთხელ მო­მი­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, ყელი გა­მო­იჭ­რაო. ასეთ მე­თოდს მა­შინ მი­მარ­თა­ვენ პა­ტიმ­რე­ბი, როცა წა­მე­ბის ეში­ნი­ათ. როცა ამას აკე­თებ, თავს გა­ნე­ბე­ბენ.

- რით გა­მო­იჭ­რა ყელი?

- ყვე­ლა­ფე­რიც აქვს, მაკ­რა­ტე­ლიც და ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თი, იმის­თვის, რომ გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო და არა­ფე­რი ეთ­ქვა. დღე­საც ეტყო­ბა ნა­ი­ა­რე­ვი.

სწო­რედ ამ დროს ერთი ქალ­ბა­ტო­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა გა­მო­ვი­ძა­ხეთ. გარ­შე­მო შე­მო­ეხ­ვივ­ნენ სხვა პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლე­ბი.

- ჩემ­მა შვილ­მა, სა­ნამ ეს ამ­ბე­ბი და­ი­წყე­ბო­და, ექი­მი მო­ი­თხო­ვა. ამის გამო კარ­ცერ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს. ოთხი დღე ჰყავ­დათ.

- ვინ­მეს გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რა ხდე­ბა კარ­ცერ­ში?

- ცივ ია­ტაკ­ზე აწ­ვე­ნენ, სა­დაც წვე­თავს წყა­ლი. ასე ჰყავთ 20-30 დღე, ამი­ტო­მაა, რომ ყვე­ლას პროს­ტა­ტი­ტი აქვს, სის­ხლს შარ­და­ვენ. ფსი­ქი­კა ხომ სა­ერ­თოდ მომ­სპა­რი აქვთ.

ამ დროს სა­უ­ბარ­ში კი­დევ ერთი მშო­ბე­ლი ჩა­ერ­თო:

- გლ­და­ნის ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი გუ­შინ. მორ­გი­დან გა­მო­ი­ტა­ნეს ბიჭი, ცო­ცხალმკვდა­რი. მორ­გში ჰყო­ლი­ათ ცო­ცხა­ლი და წყა­ლი ჰქო­ნი­ათ ზედ მიშ­ვე­ბუ­ლი ხუთი დღე. ამ ამ­ბე­ბის მერე გა­და­არ­ჩი­ნეს იმი­ტომ, რომ შე­ე­შინ­დათ. ახლა უშ­ვე­ბენ თურ­მე ცი­ხი­დან, მაგ­რამ მის სი­ცო­ცხლეს რა ფასი აქვს. ბოთ­ლი უდევს პარკში და იმით და­დის, იმა­ში შარ­დავს.

ამ დროს ცი­ხის დიდი ჭიშ­კა­რი გა­ი­ღო და მან­ქა­ნა გა­მო­ვი­და. ოთხი­ვე მინა ჩა­წე­უ­ლი აქვს, მან­ქა­ნი­დან გა­მაყ­რუ­ე­ბე­ლი მუ­სი­კის ხმა ის­მის, რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რაა ჩარ­თუ­ლი. ოთხი­ვე ფან­ჯრი­დან მუქ­სათ­ვა­ლი­ა­ნი, შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი იყუ­რე­ბი­ან და თან ტა­ნის მოძ­რა­ო­ბას აყო­ლე­ბენ სიმ­ღე­რას. იქვე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა დგას, კიკ­ნა­ძის დე­დას პირ­ვე­ლად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ. მან­ქა­ნა სწრა­ფი სვლით ტო­ვებს ტე­რი­ტო­რი­ას, ამა­სო­ბა­ში ცი­ხი­დან კი­დევ ერთი თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი დედა გა­მო­დის.

- პა­ტიმ­რის დედა ხართ?

- კი შვი­ლო, ირმა ნი­ნუა, რა­ი­ო­ნი­დან ვარ, და­სავ­ლე­თი­დან. ჩემი შვი­ლი ლე­ვან ხუ­ხია ყა­ჩა­ღო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს 2008 წლის 9 აპ­რილს. 36 წელი მი­უ­სა­ჯეს. ჩა­ი­დი­ნა ჩემ­მა შვილ­მა და­ნა­შა­უ­ლი, არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი, მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა რომ ვამ­ტკი­ცო, მაგ­რამ არა ისე­თი, რო­გორ­საც ესე­ნი სჩა­დი­ან. 2010 წელს მის სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა­ში შემ­დე­გი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ეწე­რა: ინ­სულ­ტი, ტვი­ნის შე­გუ­ბე­ბა, პროს­ტა­ტი­ტი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა, ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა. აი, ამ ზო­მამ­დე მი­იყ­ვა­ნეს საღ­სა­ლა­მა­თი ბავ­შვი. ყო­ველ მის­ვლა­ზე სხვა­დას­ხვა ფე­რის ტა­ნი­სა­მოსს მთხოვ­და. დე­დი­კო, თეთ­რი ტან­საც­მე­ლი მინ­დაო, მე­ტყო­და, მე­ო­რე დღეს შავს მთხოვ­და, მე­სა­მე დღეს - ლურჯს. ფსი­ქი­კუ­რად და­მი­ა­ვა­დეს შვი­ლი. ჯერ მარ­ტო ის არ კმა­რა, 21 წლის ბიჭს რომ და­ა­კა­ვებ და 36 წელს მი­უს­ჯი, სად არის ქარ­თუ­ლი ჰუ­მა­ნუ­რო­ბა? ძა­ლი­ან კარ­გია ლა­მა­ზი ქუ­ჩე­ბი და ლა­მა­ზი შე­ნო­ბე­ბი, მაგ­რამ არა­ფე­რია იმა­ზე კარ­გი, რომ ახალ­გაზ­რდას ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნა. დღეს ოჯახ­ში საჭ­მელს რომ ვჭამთ, იმის ფულს ერთი თვის მერე ვიხ­დით. არ მრცხვე­ნია ამის აღი­ა­რე­ბის, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 80% ასე ცხოვ­რობს. სად გა­გო­ნი­ლა, 36 წელი მი­უ­სა­ჯო 21 წლის ბიჭს და კი­დევ ცე­მით მოკ­ლა?! სად არის სა­მარ­თა­ლი. ექი­მის დას­კვნა­ში მი­წე­რენ: გა­რეგ­ნუ­ლად ნაკ­ლე­ბად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, კონ­ტაქ­ტში არ შე­მო­დის, დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე არ პა­სუ­ხობს, წევს ერთ პო­ზა­ში, თვალ­ღია, პა­ცი­ენტს უკე­თია პამ­პერ­სი, ტუ­ა­ლეტ­ში არ და­დის, ინ­სტრუქ­ცი­ებს არ ას­რუ­ლებს, და ბო­ლოს, ავად­მყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი­აო. სირ­ცხვი­ლი არ არის? რო­მე­ლი დედა წა­ი­კი­თხავ­და ასეთ სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნას ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე.

- თვი­თონ გი­ამ­ბობ­დათ, რომ სცემ­დნენ?

- არა, თვი­თონ არა­ფერს ლა­პა­რა­კობს. მე­ო­თხე წე­ლია პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. ორ­ჯერ გა­და­ი­ტა­ნა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩემი შვი­ლი ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ამ სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა. ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მოკ­ვდე­ბო­და. სამ­ჯერ წა­იყ­ვა­ნა და ფილ­ტვე­ბი­დან 5-5 ლიტ­რი წყა­ლი ამო­უ­ტუმ­ბეს. ჩემს შვილს ვე­ღარ ვცნობ. თმა გაც­ვე­ნი­ლი აქვს, რომ ვუ­ყუ­რებ, ვფიქ­რობ, ნუთუ ეს ის ლე­ვა­ნია, ის სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდა. იცით, რო­გო­რი იყო? არა­ვის და­ჩაგ­რავ­და, პი­რი­ქით, თუ სად­მე უსა­მარ­თლო­ბას ნა­ხავ­და, პირ­ვე­ლი და­უდ­გე­ბო­და წინ.

- შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის­თვის თუ მი­გი­მარ­თავთ?

- მივ­მარ­თე, მაგ­რამ პა­სუ­ხი ერთი და იგი­ვეა, სა­ნამ სას­ჯე­ლის ნა­ხე­ვარს არ მო­იხ­დის, არა­ფე­რი ეხე­ბა. მის­ჯი­ლი 36 წლის ნა­ხე­ვა­რი ჩემ­მა შვილ­მა შე­იძ­ლე­ბა ვერც მო­ი­ხა­დოს. რომ თენ­დე­ბა, ღმერ­თს მად­ლო­ბას ვწი­რავ, დილა რომ გა­მი­თე­ნა, მაგ­რამ იმა­ზე ვფიქ­რობ, ჩემ­მა შვილ­მაც თუ გა­ა­თე­ნა, თუ გა­ა­ხი­ლა თვა­ლი... ოთხი შვი­ლის დედა ვარ, 5 წე­ლია არც ჭამა მახ­სოვს, არც სმა, არც ნა­თე­სა­ვი, არც ახ­ლო­ბე­ლი, ყვე­ლა კარი დავ­ხუ­რე. მარ­ტო შვი­ლის სი­ცო­ცხლე­ზე ვფიქ­რობ. ხომ ჩა­ვა­ბა­რე კა­ნონ­მდებ­ლო­ბას ჯან­მრთე­ლი, იმა­საც ხომ ვა­ღი­ა­რებ, რომ შეც­და, და­ა­შა­ვა, მეც ჩა­მა­ბა­რეთ ჩემი და­ა­ვად­მყო­ფე­ბუ­ლი, ლო­გინს მი­ჯაჭ­ვუ­ლი შვი­ლი. აკ­მა­რეთ ის 5 წე­ლი­წა­დი. და­მიბ­რუ­ნონ ჩემი შვი­ლი, მე მო­ვუვ­ლი, მე გა­მო­ვა­ჯან­მრთე­ლებ. ღმერ­თის იმე­დი მაქვს მარ­ტო. (აქ ჩემი რეს­პონ­დენ­ტი მუხ­ლებ­ზე ეცე­მა - ავტ.). მუხ­ლმოდ­რე­კი­ლი ვე­ვედ­რე­ბი ჩვენს უწ­მინ­დესს, მე მა­პა­ტი­ოს, რო­გორც ოთხი შვი­ლის აღ­მზრდელ დე­დას, მისი შეც­დო­მა. იქ­ნებ შეც­დო­მაც და­ვუშ­ვი მის აღ­ზრდა­ში, მაგ­რამ ესეც სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბი­დან იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ვი­თხოვ, და­მიბ­რუ­ნონ ჩემი ინ­ვა­ლი­დი შვი­ლი, რომ მო­ვუ­ა­რო და და­უ­მად­ლე­ბე­ლი პური ვა­ჭა­მო.

და­რე­ჯან ხა­ჭა­პუ­რი­ძე:

- ბექა ესე­ბუ­ას დედა გახ­ლა­ვართ. გუ­შინ დი­ლით და­მი­რე­კეს, რომ ბავ­შვებ­მა თავი მი­ი­ბეს სა­წო­ლებ­ზე კი­დუ­რე­ბით, ნა­ცე­მე­ბი არი­ან და შიმ­ში­ლო­ბენ. არ ვი­ცით, რო­გორ ჩა­იგ­დეს ტე­ლე­ფო­ნი ხელ­ში, მაგ­რამ ერთ-ერ­თმა პა­ტი­მარ­მა დაგ­ვი­რე­კა მშობ­ლებს.

- რის გამო და­ა­კა­ვეს თქვე­ნი შვი­ლი?

- ეზო­ში იჩხუ­ბეს ბი­ჭებ­მა. სხვებს პატ­რო­ნე­ბი გა­მო­უჩ­ნდნენ, ფული გა­და­ი­ხა­დეს და გა­მო­უშ­ვეს. ჩემს შვილს 3-წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი მი­უ­სა­ჯეს. 7 თვე აქვს დარ­ჩე­ნი­ლი. მძი­მედ არის, ძვლის დაშ­ლა აქვს, გუ­შინ ვნა­ხე. გულ­ზე ხე­ლის დაკ­რე­ფა­ღა აკ­ლია და მიც­ვა­ლე­ბულს ჰგავს. ცა­რი­ე­ლი თვა­ლე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი. 21 წლი­საა. გუ­შინს მერე თვალ­წინ მიდ­გას მისი სახე. ჯერ ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში სცემ­დნენ, მერე გე­გუ­თის კო­ლო­ნი­ა­ში. იქი­დან საც­ვლით გად­მო­იყ­ვა­ნეს, ფეხ­შიშ­ვე­ლი. სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, რომ ორი კა­პი­კი მო­მეგ­რო­ვე­ბი­ნა და ცი­ხე­ში ჩემი შვი­ლის­თვის საჭ­მე­ლი მეჭ­მია და მემ­კურ­ნა­ლა. ეს კად­რე­ბი რომ ვნა­ხე, გული აღარ გა­მი­ჩერ­და, წა­მო­ვე­დი. ერთს ვი­თხოვ მხო­ლოდ, ლალი მო­როშ­კი­ნა შე­უშ­ვან ცი­ხე­ში და ჩემი შვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნონ. სახ­ლს გავ­ყი­დი და ვუმ­კურ­ნა­ლებ, ოღონ­დაც ჩა­უ­ტა­რონ გა­მოკ­ვლე­ვა, ნუ მო­მიკ­ლა­ვენ შვილს.

დალი არჩვა­ძე:

- გი­ორ­გი ჯე­ლა­ძის დედა ვარ. რუს­თა­ვის ძვე­ლი ცი­ხი­დან ახალ­ში გა­დას­ვლის დროს და­მი­რე­კა გი­ორ­გიმ და მი­თხრა, დედა, გვიშ­ვე­ლეთ, ვინ­მეს გა­ა­გე­ბი­ნეთ, ბი­ჭებს ჩე­ხა­ვენ, ახა­ლა­ი­ამ ჯე­ლა­ძე გა­მო­ა­ცხა­და და გავ­ყა­ვარ, ტე­ლე­ვი­ზი­ებს მი­ა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცი­აო. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, "იმე­დი" და "რუს­თა­ვი 2" გად­მოს­ცემ­და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. გი­ორ­გი ფაქ­ტობ­რი­ვად მკვდა­რი იყო, ნა­წა­მე­ბი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი. ორმო ჰქო­ნი­ათ უკვე გა­თხრი­ლი, რომ ცო­ცხლად ჩა­ე­მარ­ხათ. ამ ყვე­ლა­ფერს მი­მა­ლავ­დნენ. ძა­ლი­ან გვი­ან გა­ვი­გე. 2005 წლის დე­კემ­ბერ­ში ხდე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. დღეს მიყ­ვე­ბა გი­ორ­გი, რო­გორ ეუბ­ნე­ბო­და ვინ­მე ონი­ა­ნი, პირი გა­ა­ღე, ია­რა­ღი უნდა ჩა­გი­დო და გა­გა­გო­როო. გო­ნე­ბას ვკარ­გავ­დი უკვე, რა­ცი­ით გად­მოს­ცეს ამ სა­დის­ტებს, ჯე­ლა­ძე­ზე ამ­ბა­ვი ატყდა და და­აბ­რუ­ნე­თო, მიყ­ვე­ბო­და ჩემი შვი­ლი. გა­თი­შუ­ლი შე­მიყ­ვა­ნეს და "წი­თელ­მა ჯვარ­მა" გა­და­მარ­ჩი­ნაო. ერთი თვე არა­ვის გვიშ­ვებ­დნენ მას­თან, ად­ვო­კატ­საც კი. ერთი თვის შემ­დეგ, ქუ­თა­ის­ში რომ ჩა­ვე­დი და ჩემი შვი­ლი ვნა­ხე... ახ­ლაც ცუ­დად ვხდე­ბი, რომ მახ­სენ­დე­ბა. ვერ ვი­ცა­ნი. ცა­რი­ე­ლი ძვა­ლი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ჭკუ­ი­დან გა­და­ვე­დი, ხომ არა­ვინ გცე­მა-მეთ­ქი, ვკი­თხე, რა სი­სუ­ლე­ლეა, ავად ვი­ყა­ვიო, მი­თხრა. მა­შინ ხმა­მაღ­ლა ასეთ ფაქ­ტებ­ზე ვერ ლა­პა­რა­კობ­დნენ. ჰე­პა­ტი­ტი აჰ­კი­დეს ცი­ხე­ში. დიდი წა­მე­ბის მერე მი­ვაღ­წიე იმას, რომ რუს­თავ­ში გად­მო­ეყ­ვა­ნათ. ბევ­რი ვიბ­რძო­ლე, რომ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მა­ინც მოხ­ვედ­რი­ლი­ყო და მგო­ნი მანდ შევ­ცდი. სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი გა­და­ი­ტა­ნა იქ, ბო­ლოს რომ ვე­ლა­პა­რა­კე, ღრი­ა­ლებ­და.

- რის გა­მოა და­კა­ვე­ბუ­ლი თქვე­ნი შვი­ლი?

- უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რია, მე მი­თხრეს, რომ ჩემი შვი­ლი კო­დუ­ას პი­რა­დი პა­ტი­მა­რია. სა­ნამ და­ა­კა­ვებ­დნენ, რა­ჭა­ში უშიშ­რო­ე­ბამ გა­ი­ტა­ცა. ნა­ცე­მი მო­ვი­და სახ­ლში. დღემ­დე არ ვიცი, რა მოხ­და. მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს და ვი­ღაც ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს.

- აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი?

- არა, რას ამ­ბობთ! როცა რა­ღა­ცას აშა­ვებ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც გრძნობ, რის­თვის ვუძ­ლებ ამ წა­მე­ბას, არ ვი­ციო, მე­უბ­ნე­ბა. ჯგუ­ფუ­რი ჩხუ­ბი მოხ­და რა­ი­ონ­ში და ამას დაჰბ­რალ­და ყვე­ლა­ფე­რი. 18 წელი მი­უ­სა­ჯეს, მე-9 წელი და­ი­წყო. ჩემი შვი­ლის ის­ტო­რია გა­და­სა­რე­ვად იცის შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა, ერ­თად ის­ხდნენ ცი­ხე­ში.

ლალი მო­როშ­კი­ნა:

- მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის მერე, 2 ოქ­ტომ­ბერს, ცი­ხე­ებ­ში სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მე­ბის შეყ­ვა­ნას აპი­რე­ბენ. ყვე­ლა იმ პა­ტი­მარს ჩა­ქო­ლა­ვენ, რომ­ლებ­მაც ხმა ამო­ი­ღეს და ინ­ფორ­მა­ცია გა­რეთ გა­მო­ი­ტა­ნეს. ამი­ტომ მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას, 2 ოქ­ტომ­ბერს ჩვე­ნი პა­ტიმ­რე­ბი უნდა და­ვიც­ვათ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში და­ხო­ცა­ვენ, ბუნ­ტის მცდე­ლო­ბის მი­ზე­ზით. ჩვენ ათა­სო­ბით ჩვე­ნე­ბა გვაქვს. მი­ნი­მუმ ათი კა­ცია, ვი­საც ეს ჩვე­ნე­ბე­ბი გვაქვს ხელთ და ამი­ტომ ნუ შე­ეც­დე­ბი­ან პა­ტიმ­რე­ბის და­ხოც­ვას, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც გამ­ჟღავ­ნდე­ბა.

მო­სა­ღა­მოვ­და. რუს­თა­ვის მე­ექ­ვსე იზო­ლა­ტორს ვტო­ვებ­დი. თვალ­წინ მუხ­ლებ­ზე დამ­ხო­ბი­ლი, თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი და მო­შიმ­ში­ლე დე­დე­ბი მედგნენ. ერთი კი­თხვა არ მას­ვე­ნებ­და - რო­დის ექ­ნე­ბა ამას და­სას­რუ­ლი, რო­დის?!.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ბაჩო ახალაია პატიმრებს მოკითხვას უთვლის ციხეში"

"ბაჩო ახალაია პატიმრებს მოკითხვას უთვლის ციხეში"

ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, გლდანის #8 საპყრობილე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ახალმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა ციხეში ჟურნალისტები, სასულიერო პირები და არასამთავრობო უწყების წარმომადგენლები შეუშვა. დაინიშნა რიგგარეშე მოკლევადიანი პაემნები და სიტუაცია ასე თუ ისე დამშვიდდა. ერთ-ერთი პატიმრის მშობლისგან ასეთი რამეც მოვისმინე: "ჩემს შვილს რომ ვემშვიდობებოდი, ხუმრობით მხარზე ხელი წამოვარტყი. მაშინვე მოვარდა თვალებდაჭყეტილი ბადრაგი და შენიშვნა მომცა, - პატიმარს ხელით ნუ ეხებიო".

განსხვავებული სიტუაციაა რუსთავის #6 საპყრობილეში. თაკარა მზის ქვეშ გრძელ რიგში "პერედაჩებით" დგანან განსასჯელების მშობლები, ნათესავები. იქვე, გადახურულ მოსაცდელში გოდერძი კიკნაძის დედა შიმშილობს. დროდადრო შვილი ეხმაურება ციხიდან და ეკითხება: "სტუდენტები არ მოდიან?"

- გუშინ ვნახე, შვილო, ჩემი ბიჭი, დღესაც შეგიშვებთო, მითხრეს, მაგრამ თვითონ აღარ შეუძლია ადგომა, რომ ჩამოვიდეს, ძალიან მძიმედ არის. მშრალ შიმშილზეა გადასული. ახლა ყველა პატიმრის ძირითადი პრობლემა ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ავად არიან მორალურად, ფსიქოლოგიურად, ჩანგრეული აქვთ გულ-მუცელი და არც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

- თქვენი შვილი რის გამო იხდის სასჯელს?

- მკვლელობა მოხდა, შვილო, შელაპარაკების ნიადაგზე, სამი ბიჭი იყო შემთხვევის ადგილზე და სამივემ დაიბრალა დანაშაული, დღეს სამივე სასჯელს იხდის. რეალურად არ მაქვს ინფორმაცია, ვინ გააკეთა ეს. სანამ გაასამართლებდნენ, კიდევ ერთი მკვლელობის დაბრალებას აიძულებდნენ. სანაცვლოდ კარგ პირობებს და ციხიდან მალე გაშვებას სთავაზობდნენ. იყო მუქარაც, რომ თუ არ დაიბრალებდა, როგორც კი ორთაჭალის ციხეში შევიდოდა, მოკლავდნენ. ამიტომ მოაწერა ხელი კასაციას. 12 ოქტომბერს უკვე იცოდა ჩემმა შვილმა, რომ 16 ოქტომბერს მზადდებოდა ერთ-ერთი პატიმრის, ვინმე დიასამიძის მკვლელობა, თუ არ ვცდები, ასლან აბაშიძის სიძე იყო, და თუ ამას არ დაიბრალებდა, მასაც მოკლავდნენ. არ ვიცი, როგორ მოტყუვდა, ალბათ წამებას ვერ გაუძლო, შვილო, და დაიბრალა. მალევე მიხვდა, რომ დიდი სისულელე ჩაიდინა და ალაპარაკდა. ეს, რა თქმა უნდა, არ აპატიეს. ყოველ ღამე სცემდნენ, აწამებდნენ. დღეს კონკრეტული თანამდებობის პირებს ადებს ხელს გოდერძი, ითხოვს, ჟურნალისტები შემოუშვით, რომ მოვყვე ყველაფერსო. ამიტომაც სცემეს კიდევ ერთხელ იმ ავადსახსენებელი კადრების მერე. მას მერე აქ ვარ, შვილო, და ფანჯრიდან ველაპარაკები ჩემს ცოცხალმკვდარ შვილს. გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ეტყობა მეტისმეტი მოუვიდათ. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ. სამართალს ვეძებ. ვეღარ ვცნობ შვილს, ჭკუიდან არის გადასული.

20 წლის იყო, რომ დაიჭირეს. 34 წელი შეუსრულდა. სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. არაფერი შეცვლილა ამ ციხეში, გარდა დირექტორისა. მთელი ციხე ითხოვს, ლალი მოროშკინა შემოუშვითო, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს.ჰეპატიტი აქვს ჩემს შვილს. ციხის უფროსმა მითხრა, რომ შიმშილობს, ღვიძლი დაეშლება და მერე ჩვენ დაგვაბრალებთო. საღსალამათი დაიჭირეს, ქვასავით ბიჭი იყო, ყველა დაავადება აქ აჰკიდეს. არანაირი მკურნალობა არ უტარდება. რვა წელია, ექიმი არ შესულა ამ ციხეში. ერთხელ მომივიდა ინფორმაცია, ყელი გამოიჭრაო. ასეთ მეთოდს მაშინ მიმართავენ პატიმრები, როცა წამების ეშინიათ. როცა ამას აკეთებ, თავს განებებენ.

- რით გამოიჭრა ყელი?

- ყველაფერიც აქვს, მაკრატელიც და ყველა საჭირო ნივთი, იმისთვის, რომ გაჩუმებულიყო და არაფერი ეთქვა. დღესაც ეტყობა ნაიარევი.

სწორედ ამ დროს ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარების მანქანა გამოვიძახეთ. გარშემო შემოეხვივნენ სხვა პატიმრების მშობლები.

- ჩემმა შვილმა, სანამ ეს ამბები დაიწყებოდა, ექიმი მოითხოვა. ამის გამო კარცერში ჩაიყვანეს. ოთხი დღე ჰყავდათ.

- ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, რა ხდება კარცერში?

- ცივ იატაკზე აწვენენ, სადაც წვეთავს წყალი. ასე ჰყავთ 20-30 დღე, ამიტომაა, რომ ყველას პროსტატიტი აქვს, სისხლს შარდავენ. ფსიქიკა ხომ საერთოდ მომსპარი აქვთ.

ამ დროს საუბარში კიდევ ერთი მშობელი ჩაერთო:

- გლდანის ციხეში ვიყავი გუშინ. მორგიდან გამოიტანეს ბიჭი, ცოცხალმკვდარი. მორგში ჰყოლიათ ცოცხალი და წყალი ჰქონიათ ზედ მიშვებული ხუთი დღე. ამ ამბების მერე გადაარჩინეს იმიტომ, რომ შეეშინდათ. ახლა უშვებენ თურმე ციხიდან, მაგრამ მის სიცოცხლეს რა ფასი აქვს. ბოთლი უდევს პარკში და იმით დადის, იმაში შარდავს.

ამ დროს ციხის დიდი ჭიშკარი გაიღო და მანქანა გამოვიდა. ოთხივე მინა ჩაწეული აქვს, მანქანიდან გამაყრუებელი მუსიკის ხმა ისმის, რუსული სიმღერაა ჩართული. ოთხივე ფანჯრიდან მუქსათვალიანი, შავებში ჩაცმული მამაკაცები იყურებიან და თან ტანის მოძრაობას აყოლებენ სიმღერას. იქვე სასწრაფო დახმარების მანქანა დგას, კიკნაძის დედას პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ. მანქანა სწრაფი სვლით ტოვებს ტერიტორიას, ამასობაში ციხიდან კიდევ ერთი თვალცრემლიანი დედა გამოდის.

- პატიმრის დედა ხართ?

- კი შვილო, ირმა ნინუა, რაიონიდან ვარ, დასავლეთიდან. ჩემი შვილი ლევან ხუხია ყაჩაღობისთვის დააკავეს 2008 წლის 9 აპრილს. 36 წელი მიუსაჯეს. ჩაიდინა ჩემმა შვილმა დანაშაული, არ ვიქნები მართალი, მისი უდანაშაულობა რომ ვამტკიცო, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ესენი სჩადიან. 2010 წელს მის სამედიცინო დასკვნაში შემდეგი დაავადებები ეწერა: ინსულტი, ტვინის შეგუბება, პროსტატიტი, დაზიანებული გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ნერვული აშლილობა. აი, ამ ზომამდე მიიყვანეს საღსალამათი ბავშვი. ყოველ მისვლაზე სხვადასხვა ფერის ტანისამოსს მთხოვდა. დედიკო, თეთრი ტანსაცმელი მინდაო, მეტყოდა, მეორე დღეს შავს მთხოვდა, მესამე დღეს - ლურჯს. ფსიქიკურად დამიავადეს შვილი. ჯერ მარტო ის არ კმარა, 21 წლის ბიჭს რომ დააკავებ და 36 წელს მიუსჯი, სად არის ქართული ჰუმანურობა? ძალიან კარგია ლამაზი ქუჩები და ლამაზი შენობები, მაგრამ არაფერია იმაზე კარგი, რომ ახალგაზრდას ელემენტარული საარსებო პირობები შეუქმნა. დღეს ოჯახში საჭმელს რომ ვჭამთ, იმის ფულს ერთი თვის მერე ვიხდით. არ მრცხვენია ამის აღიარების, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ასე ცხოვრობს. სად გაგონილა, 36 წელი მიუსაჯო 21 წლის ბიჭს და კიდევ ცემით მოკლა?! სად არის სამართალი. ექიმის დასკვნაში მიწერენ: გარეგნულად ნაკლებად მოწესრიგებულია, კონტაქტში არ შემოდის, დასმულ შეკითხვებზე არ პასუხობს, წევს ერთ პოზაში, თვალღია, პაციენტს უკეთია პამპერსი, ტუალეტში არ დადის, ინსტრუქციებს არ ასრულებს, და ბოლოს, ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიაო. სირცხვილი არ არის? რომელი დედა წაიკითხავდა ასეთ სამედიცინო დასკვნას ემოციების გარეშე.

- თვითონ გიამბობდათ, რომ სცემდნენ?

- არა, თვითონ არაფერს ლაპარაკობს. მეოთხე წელია პარალიზებულია. ორჯერ გადაიტანა ტუბერკულოზი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შვილი ჯონდი ბაღათურიამ სიკვდილს გადაარჩინა. ის რომ არ ყოფილიყო, მოკვდებოდა. სამჯერ წაიყვანა და ფილტვებიდან 5-5 ლიტრი წყალი ამოუტუმბეს. ჩემს შვილს ვეღარ ვცნობ. თმა გაცვენილი აქვს, რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ნუთუ ეს ის ლევანია, ის სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა. იცით, როგორი იყო? არავის დაჩაგრავდა, პირიქით, თუ სადმე უსამართლობას ნახავდა, პირველი დაუდგებოდა წინ.

- შეწყალების კომისიისთვის თუ მიგიმართავთ?

- მივმართე, მაგრამ პასუხი ერთი და იგივეა, სანამ სასჯელის ნახევარს არ მოიხდის, არაფერი ეხება. მისჯილი 36 წლის ნახევარი ჩემმა შვილმა შეიძლება ვერც მოიხადოს. რომ თენდება, ღმერთს მადლობას ვწირავ, დილა რომ გამითენა, მაგრამ იმაზე ვფიქრობ, ჩემმა შვილმაც თუ გაათენა, თუ გაახილა თვალი... ოთხი შვილის დედა ვარ, 5 წელია არც ჭამა მახსოვს, არც სმა, არც ნათესავი, არც ახლობელი, ყველა კარი დავხურე. მარტო შვილის სიცოცხლეზე ვფიქრობ. ხომ ჩავაბარე კანონმდებლობას ჯანმრთელი, იმასაც ხომ ვაღიარებ, რომ შეცდა, დააშავა, მეც ჩამაბარეთ ჩემი დაავადმყოფებული, ლოგინს მიჯაჭვული შვილი. აკმარეთ ის 5 წელიწადი. დამიბრუნონ ჩემი შვილი, მე მოვუვლი, მე გამოვაჯანმრთელებ. ღმერთის იმედი მაქვს მარტო. (აქ ჩემი რესპონდენტი მუხლებზე ეცემა - ავტ.). მუხლმოდრეკილი ვევედრები ჩვენს უწმინდესს, მე მაპატიოს, როგორც ოთხი შვილის აღმზრდელ დედას, მისი შეცდომა. იქნებ შეცდომაც დავუშვი მის აღზრდაში, მაგრამ ესეც სოციალური გარემოებიდან იყო გამოწვეული. ვითხოვ, დამიბრუნონ ჩემი ინვალიდი შვილი, რომ მოვუარო და დაუმადლებელი პური ვაჭამო.

დარეჯან ხაჭაპურიძე:

- ბექა ესებუას დედა გახლავართ. გუშინ დილით დამირეკეს, რომ ბავშვებმა თავი მიიბეს საწოლებზე კიდურებით, ნაცემები არიან და შიმშილობენ. არ ვიცით, როგორ ჩაიგდეს ტელეფონი ხელში, მაგრამ ერთ-ერთმა პატიმარმა დაგვირეკა მშობლებს.

- რის გამო დააკავეს თქვენი შვილი?

- ეზოში იჩხუბეს ბიჭებმა. სხვებს პატრონები გამოუჩნდნენ, ფული გადაიხადეს და გამოუშვეს. ჩემს შვილს 3-წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. 7 თვე აქვს დარჩენილი. მძიმედ არის, ძვლის დაშლა აქვს, გუშინ ვნახე. გულზე ხელის დაკრეფაღა აკლია და მიცვალებულს ჰგავს. ცარიელი თვალებია დარჩენილი. 21 წლისაა. გუშინს მერე თვალწინ მიდგას მისი სახე. ჯერ ქუთაისის ციხეში სცემდნენ, მერე გეგუთის კოლონიაში. იქიდან საცვლით გადმოიყვანეს, ფეხშიშველი. საზღვარგარეთ ვიყავი წასული, რომ ორი კაპიკი მომეგროვებინა და ციხეში ჩემი შვილისთვის საჭმელი მეჭმია და მემკურნალა. ეს კადრები რომ ვნახე, გული აღარ გამიჩერდა, წამოვედი. ერთს ვითხოვ მხოლოდ, ლალი მოროშკინა შეუშვან ციხეში და ჩემი შვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ. სახლს გავყიდი და ვუმკურნალებ, ოღონდაც ჩაუტარონ გამოკვლევა, ნუ მომიკლავენ შვილს.

დალი არჩვაძე:

- გიორგი ჯელაძის დედა ვარ. რუსთავის ძველი ციხიდან ახალში გადასვლის დროს დამირეკა გიორგიმ და მითხრა, დედა, გვიშველეთ, ვინმეს გააგებინეთ, ბიჭებს ჩეხავენ, ახალაიამ ჯელაძე გამოაცხადა და გავყავარ, ტელევიზიებს მიაწოდეთ ინფორმაციაო. მაშინ ყველაფერი გავაკეთე, "იმედი" და "რუსთავი 2" გადმოსცემდა ამ ინფორმაციას. გიორგი ფაქტობრივად მკვდარი იყო, ნაწამები, გაუბედურებული. ორმო ჰქონიათ უკვე გათხრილი, რომ ცოცხლად ჩაემარხათ. ამ ყველაფერს მიმალავდნენ. ძალიან გვიან გავიგე. 2005 წლის დეკემბერში ხდებოდა ეს ყველაფერი. დღეს მიყვება გიორგი, როგორ ეუბნებოდა ვინმე ონიანი, პირი გააღე, იარაღი უნდა ჩაგიდო და გაგაგოროო. გონებას ვკარგავდი უკვე, რაციით გადმოსცეს ამ სადისტებს, ჯელაძეზე ამბავი ატყდა და დააბრუნეთო, მიყვებოდა ჩემი შვილი. გათიშული შემიყვანეს და "წითელმა ჯვარმა" გადამარჩინაო. ერთი თვე არავის გვიშვებდნენ მასთან, ადვოკატსაც კი. ერთი თვის შემდეგ, ქუთაისში რომ ჩავედი და ჩემი შვილი ვნახე... ახლაც ცუდად ვხდები, რომ მახსენდება. ვერ ვიცანი. ცარიელი ძვალი იყო დარჩენილი. ჭკუიდან გადავედი, ხომ არავინ გცემა-მეთქი, ვკითხე, რა სისულელეა, ავად ვიყავიო, მითხრა. მაშინ ხმამაღლა ასეთ ფაქტებზე ვერ ლაპარაკობდნენ.  ჰეპატიტი აჰკიდეს ციხეში. დიდი წამების მერე მივაღწიე იმას, რომ რუსთავში გადმოეყვანათ. ბევრი ვიბრძოლე, რომ ციხის საავადმყოფოში მაინც მოხვედრილიყო და მგონი მანდ შევცდი. საშინელებები გადაიტანა იქ, ბოლოს რომ ველაპარაკე, ღრიალებდა.

- რის გამოა დაკავებული თქვენი შვილი?

- უკანონო პატიმარია, მე მითხრეს, რომ ჩემი შვილი კოდუას პირადი პატიმარია. სანამ დააკავებდნენ, რაჭაში უშიშროებამ გაიტაცა. ნაცემი მოვიდა სახლში. დღემდე არ ვიცი, რა მოხდა. მალევე დააკავეს და ვიღაც ბიჭის მკვლელობისთვის გაასამართლეს.

- აღიარა დანაშაული?

- არა, რას ამბობთ! როცა რაღაცას აშავებ, პასუხისმგებლობასაც გრძნობ, რისთვის ვუძლებ ამ წამებას, არ ვიციო, მეუბნება. ჯგუფური ჩხუბი მოხდა რაიონში და ამას დაჰბრალდა ყველაფერი. 18 წელი მიუსაჯეს, მე-9 წელი დაიწყო. ჩემი შვილის ისტორია გადასარევად იცის შალვა რამიშვილმა, ერთად ისხდნენ ციხეში.

ლალი მოროშკინა:

- მე მაქვს ინფორმაცია, რომ არჩევნების მერე, 2 ოქტომბერს, ციხეებში სადამსჯელო რაზმების შეყვანას აპირებენ. ყველა იმ პატიმარს ჩაქოლავენ, რომლებმაც ხმა ამოიღეს და ინფორმაცია გარეთ გამოიტანეს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, 2 ოქტომბერს ჩვენი პატიმრები უნდა დავიცვათ. სხვა შემთხვევაში დახოცავენ, ბუნტის მცდელობის მიზეზით. ჩვენ ათასობით ჩვენება გვაქვს. მინიმუმ ათი კაცია, ვისაც ეს ჩვენებები გვაქვს ხელთ და ამიტომ ნუ შეეცდებიან პატიმრების დახოცვას, ეს ყველაფერი მაინც გამჟღავნდება.

მოსაღამოვდა. რუსთავის მეექვსე იზოლატორს ვტოვებდი. თვალწინ მუხლებზე დამხობილი, თვალცრემლიანი და მოშიმშილე დედები მედგნენ. ერთი კითხვა არ მასვენებდა - როდის ექნება ამას დასასრული, როდის?!.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ