მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ახალი ვიდეოკლიპი "პოლიტიკური პორნოგრაფია" გადაიღო და სოციალური ქსელ facebook-ის პირად გვერდზე ატვირთა. ვიდეოს მცირე ანოტაცია ახლავს:
"მე ვერ დაველოდები ვერცერთი ტელევიზიის მოწყალებას ამ კლიპის გასაშვებად. ამიტომ გადავწყვიტე, არჩევნებამდე გენახათ ჩემი თვალით დანახული ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური "პორნოგრაფია". იმედია, საზოგადოება მხოლოდ სექსუალურ სცენებს არ დაინახავს ამ ვიდეოში. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ პოლიტიკა "ხმარობს" ადამიანებს... აბა, თქვენ იცით, ზეგამდე."
კლიპი სოციალურ ქსელებში მეორე სახელითაც გავრცელდა. ამ ვერსიით, მას "მიეცი" ქვია. ვიდეორგოლი ბევრი ეროტიკული სცენითაა გაჯერებული.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ანრი ჯოხაძის კლიპს პოლიტიკური სარჩული აქვს. რამდენიმე წლის წინ მომღერალმა სიმღერაზე - "ბედნიერი ერი" კლიპი გადაიღო. კლიპში ანრი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სხვა პოლიტიკოსებს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს თავად განასახიერებს.
იხილეთ ვიდეო: "პოლიტიკური პორნოგრაფია" - ანრი ჯოხაძემ ქართულ პოლიტიკას სკანდალური კლიპი მიუძღვნა (+18)