სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიჩარდ ნორლანდი - ყველას სურვილია, მიღწეულ იქნას არჩევნების სარწმუნო შედეგები
რიჩარდ ნორლანდი - ყველას სურვილია, მიღწეულ იქნას არჩევნების სარწმუნო შედეგები

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ამ­ჯე­რად არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ქარ­თველ ამომ­რჩე­ველ­თა ხელ­შია, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა სა­ბურ­თა­ლოს ოლ­ქის N26-ე უბან­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში ად­გი­ლი აქვს ნამ­დვილ კონ­კუ­რენ­ცი­ას. "გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და პროგ­ნო­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წი­ნას­წა­რი არა­ვინ იცის, რა შე­დე­გე­ბით დას­რულ­დე­ბა დღე­ვან­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის ხმა­ზე. ჩვენ, რო­გორც დამ­კვირ­ვებ­ლებს, თხოვ­ნით მოგ­ვმარ­თეს, რათა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­ვა­კე­თოთ ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ. ვი­მე­დოვ­ნებთ, დარ­ღვე­ვებს ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა, მაგ­რამ თუ ასე­თი და­ფიქ­სირ­დე­ბა, ჩვენ მათ შე­სა­ხებ გან­ვა­ცხა­დებთ, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, ვის მიერ იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვა. ყვე­ლას სურ­ვი­ლია, მიღ­წე­ულ იქ­ნას არ­ჩევ­ნე­ბის სარ­წმუ­ნო შე­დე­გე­ბი. ყვე­ლა მხა­რის შე­დე­გებ­მა დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ ისი­ნი პა­ტივს სცე­მენ სარ­წმუ­ნო პრო­ცე­სის შე­დე­გებს და მხარ­დამ­ჭე­რებ­საც ამა­ვეს მო­უ­წო­დე­ბენ. ამას მო­ვე­ლით ჩვენ, ამას ელის და იმ­სა­ხუ­რებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­კენ, ნდო­ბი­სა და მოთ­მი­ნე­ბი­სა­კენ მო­ვუ­წო­დებთ, ვიდ­რე და­ით­ვლე­ბა შე­დე­გე­ბი და ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბა. ქარ­თვე­ლებ­მა უნდა ამა­ყობ­დნენ დღე­ვან­დე­ლი დღით. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა კვლა­ვინ­დე­ბუ­რად სა­კუ­თარ წვლილს შე­ი­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა­ში", - გა­ნა­ცხა­და რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის, რომ ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჰო­ლან­დი­ის ელ­ჩებ­თან ერ­თად არ­ჩევ­ნებს აკ­ვირ­დე­ბა, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი­სად­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ინ­ტე­რეს­ზე მი­უ­თი­თებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რიჩარდ ნორლანდი - ყველას სურვილია, მიღწეულ იქნას არჩევნების სარწმუნო შედეგები

რიჩარდ ნორლანდი - ყველას სურვილია, მიღწეულ იქნას არჩევნების სარწმუნო შედეგები

წინასაარჩევნო კამპანია დასრულებულია და ამჯერად არჩევნების შედეგები ქართველ ამომრჩეველთა ხელშია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა საბურთალოს ოლქის N26-ე უბანზე დაკვირვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების პროცესში ადგილი აქვს ნამდვილ კონკურენციას. "განცხადებებისა და პროგნოზების მიუხედავად, წინასწარი არავინ იცის, რა შედეგებით დასრულდება დღევანდელი არჩევნები. არჩევნების შედეგები დამოკიდებულია თითოეული ქართველის ხმაზე. ჩვენ, როგორც დამკვირვებლებს, თხოვნით მოგვმართეს, რათა განვახორციელოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის მონიტორინგი და შეტყობინება გავაკეთოთ ნებისმიერი დარღვევის შესახებ. ვიმედოვნებთ, დარღვევებს ადგილი არ ექნება, მაგრამ თუ ასეთი დაფიქსირდება, ჩვენ მათ შესახებ განვაცხადებთ, განურჩევლად იმისა, ვის მიერ იქნება დაშვებული დარღვევა. ყველას სურვილია, მიღწეულ იქნას არჩევნების სარწმუნო შედეგები. ყველა მხარის შედეგებმა დაგვარწმუნა, რომ ისინი პატივს სცემენ სარწმუნო პროცესის შედეგებს და მხარდამჭერებსაც ამავეს მოუწოდებენ. ამას მოველით ჩვენ, ამას ელის და იმსახურებს ქართველი ხალხი. ჩვენ საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ, ნდობისა და მოთმინებისაკენ მოვუწოდებთ, ვიდრე დაითვლება შედეგები და ნებისმიერი სირთულის სათანადო შეფასება. ქართველებმა უნდა ამაყობდნენ დღევანდელი დღით. საერთაშორისო საზოგადოება კვლავინდებურად საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაში", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე განმარტებით, ის, რომ ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ელჩებთან ერთად არჩევნებს აკვირდება, საარჩევნო პროცესისადმი საერთაშორისო საზოგადოების დიდ ინტერესზე მიუთითებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა