გიორგი თარგამაძე - არჩევანი მშვიდობის, თავისუფალი და სამართლიანი ქვეყნის სასარგებლოდ გავაკეთე

გიორგი თარგამაძე - არჩევანი მშვიდობის, თავისუფალი და სამართლიანი ქვეყნის სასარგებლოდ გავაკეთე

"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ არჩევანი "მშვიდობის, თავისუფალი და სამართლიანი ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთა".

თარგამაძე მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N5 უბანზე ცოტა ხნის წინ ოჯახთან ერთად მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი არჩევნები გამორჩეულია იმით, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულია, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ჩატარებულა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ძნელია რაიმე საარჩევნო შედეგზე საუბარი, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ამომრჩეველი ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს.

მთაწმინდის N5 საარჩევნო უბანზე საკმაოდ მაღალია ამომრჩევლის აქტივობა და გრძელი რიგი დგას. აქტიურად მუშაობენ ადგილობრივი დამკვირვებლები. ცოტა ხნის უბანზე იმყოფებოდნენ ეუთოს წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე საარჩევნო პროცესს დააკვირდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა