მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გააცოფა ნიუ-იორკში მყოფი სააკაშვილი?
რამ გააცოფა ნიუ-იორკში მყოფი სააკაშვილი?

გა­ე­როს შტა­ბ­ბი­ნის მთა­ვარ შე­სას­ვლელ­თან და­უშ­ვე­ბე­ლია არა მხო­ლოდ დე­მონ­სტრა­ცი­ის მო­წყო­ბა, სამ კაც­ზე მე­ტის გა­ჩე­რე­ბაც კი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტებ­მა შეძ­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს დახ­ვედ­როდ­ნენ საპ­რო­ტეს­ტო შე­ძა­ხი­ლე­ბი­თა და უზარ­მა­ზა­რი პლა­კა­ტით და გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის სხდო­მა­ზე შეს­ვლის წინ მის­თვის ხა­სი­ა­თი გა­ე­ფუ­ჭე­ბი­ნათ. "კვი­რის პა­ლიტ­რა" აქ­ცი­ის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტორს გი­ორ­გი სი­გუ­ას ესა­უბ­რა.

- დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა გა­ე­როს შტა­ბ­ბი­ნი­დან 5-6 კვარ­ტა­ლის მო­შო­რე­ბით, სა­ი­და­ნაც მთა­ვა­რი შე­ნო­ბა არც კი ჩანს. ჩვენ აქ­ცი­ას ვა­ტა­რებ­დით 47-ე ქუ­ჩა­ზე. რო­დე­საც შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს, რომ მიშა მო­დი­ო­და, გა­მო­ვე­ყა­ვით დიდ ჯგუფს 4-5 ადა­მი­ა­ნი, წა­ვი­ღეთ დიდი პლა­კა­ტი, წარ­წე­რით SAAKASHVILI TORTURER (მწა­მე­ბე­ლი) და მი­ვე­დით მთა­ვარ შე­სას­ვლელ­თან. თითო-თი­თოდ მივ­დი­ო­დით ქუ­ჩა­ში. ვი­ცო­დით, რომ გვქონ­და მაქ­სი­მუმ წუთ-ნა­ხე­ვა­რი. ანუ გავ­შლი­დით პლა­კატს და შეგ­ვამ­ჩნევ­დნენ თუ არა, მა­შინ­ვე გა­მოგ­ვყრიდ­ნენ. ამი­ტომ ზუს­ტად უნდა დაგ­ვემ­თხვია ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჭიშ­კარ­თან გა­მო­ჩე­ნას.

- სა­ი­დან იცო­დით, ზუს­ტად რა დროს იქ­ნე­ბო­და სა­ა­კაშ­ვი­ლი ჭიშ­კარ­თან?

- მისი პი­რა­დი გა­რე­მოც­ვის­გან შე­ვი­ტყვეთ(!). დიახ, ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდი­და სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვი­დან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მელ­მაც დაგ­ვი­რე­კა, მიშა მო­დის და 5 წუთ­ში ჭიშ­კარ­თან იქ­ნე­ბაო. ისიც კი გაგ­ვა­გე­ბი­ნა, რო­მელ სას­ტუმ­რო­ში უნდა ეცხოვ­რა პრე­ზი­დენტს. იქაც გვქონ­და სი­ურპრი­ზე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა სამი დღით ჩა­მო­სულ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა ერთი ღა­მეც არ გა­ა­თია ნიუ-იორკში და გა­ე­რო­დან, პრაქ­ტი­კუ­ლად, პირ­და­პირ აე­რო­პორ­ტში გა­იქ­ცა.

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლას 1800-კა­ცი­ან დარ­ბაზ­ში ეს­წრე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. სა­ტე­ლე­ვი­ზიო კად­რებ­ში სი­ე­რა ლე­ო­ნე­სა და ლი­ბი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შევ­ნიშ­ნეთ. ალ­ბათ თა­ვი­ანთ ზო­ო­პარ­კებ­ში ასე­თი იშ­ვი­ა­თი ჯი­შის ცხო­ვე­ლი არ ჰყავთ და აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის წინ თით­ქმის ყვე­ლა დე­ლე­გატ­მა დარ­ბა­ზი და­ტო­ვა. შე­საძ­ლოა იმი­ტო­მაც, რომ გა­რეთ დი­ლი­დან ვუ­რი­გებ­დით შე­ნო­ბა­ში შემსვლელ დიპ­ლო­მა­ტებს ფლა­ერს, მო­წო­დე­ბით, არ ჩა­მო­არ­თვა ხელი ჯა­ლათს. მითი, რომ მი­შას უზარ­მა­ზა­რი მხარ­და­ჭე­რა აქვს, და­ინ­გრა, მა­კ­კე­ინ­საც კი არ შეხ­ვედ­რია. არა­და, ეგ რი­ტუ­ა­ლი აქვს, აქ რომ ჩა­მო­დის. ტიპი კიმ ირ სე­ნად გა­და­იქ­ცა, სპექ­ტაკ­ლებ­ში ცხოვ­რობს. "რუს­თა­ვი 2"-ის კად­რებ­ში ძა­ლით მიყ­ვა­ნილ ხალ­ხს აკ­ვრე­ვი­ნე­ბენ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ტაშს და "კუ­რი­ე­რი" გა­ე­რო­ში, მი­შას გა­მოს­ვლის ფონ­ზე, სავ­სე დარ­ბაზს აჩ­ვე­ნებს. და­ახ­ლო­ე­ბით ისე ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში გა­ა­კე­თეს 2010 წელს, კო­რეა-ბრა­ზი­ლი­ის თა­მა­ში რე­ა­ლუ­რად 1:2 დამ­თავ­რდა და კო­რე­ის ტე­ლე­ვი­ზი­ით მარ­ტო კო­რე­ის გოლი აჩ­ვე­ნეს და გა­მო­ა­ცხა­დეს, მო­ვი­გე­თო.

იხი­ლეთ ვრცლად

რამ გააცოფა ნიუ-იორკში მყოფი სააკაშვილი?

რამ გააცოფა ნიუ-იორკში მყოფი სააკაშვილი?

გაეროს შტაბბინის მთავარ შესასვლელთან დაუშვებელია არა მხოლოდ დემონსტრაციის მოწყობა, სამ კაცზე მეტის გაჩერებაც კი. მიუხედავად ამისა, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა შეძლეს, საქართველოს პრეზიდენტს დახვედროდნენ საპროტესტო შეძახილებითა და უზარმაზარი პლაკატით და გენერალური ასამბლეის სხდომაზე შესვლის წინ მისთვის ხასიათი გაეფუჭებინათ. "კვირის პალიტრა" აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს გიორგი სიგუას ესაუბრა.

- დემონსტრაციები ტარდება გაეროს შტაბბინიდან 5-6 კვარტალის მოშორებით, საიდანაც მთავარი შენობა არც კი ჩანს. ჩვენ აქციას ვატარებდით 47-ე ქუჩაზე. როდესაც შეგვატყობინეს, რომ მიშა მოდიოდა, გამოვეყავით დიდ ჯგუფს 4-5 ადამიანი, წავიღეთ დიდი პლაკატი, წარწერით SAAKASHVILI TORTURER (მწამებელი) და მივედით მთავარ შესასვლელთან. თითო-თითოდ მივდიოდით ქუჩაში. ვიცოდით, რომ გვქონდა მაქსიმუმ წუთ-ნახევარი. ანუ გავშლიდით პლაკატს და შეგვამჩნევდნენ თუ არა, მაშინვე გამოგვყრიდნენ. ამიტომ ზუსტად უნდა დაგვემთხვია ჩვენი პროტესტი სააკაშვილის ჭიშკართან გამოჩენას.

- საიდან იცოდით, ზუსტად რა დროს იქნებოდა სააკაშვილი ჭიშკართან?

- მისი პირადი გარემოცვისგან შევიტყვეთ(!). დიახ, ინფორმაციას გვაწვდიდა სააკაშვილის გარემოცვიდან ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც დაგვირეკა, მიშა მოდის და 5 წუთში ჭიშკართან იქნებაო. ისიც კი გაგვაგებინა, რომელ სასტუმროში უნდა ეცხოვრა პრეზიდენტს. იქაც გვქონდა სიურპრიზები მომზადებული, თუმცა სამი დღით ჩამოსულმა სააკაშვილმა ერთი ღამეც არ გაათია ნიუ-იორკში და გაეროდან, პრაქტიკულად, პირდაპირ აეროპორტში გაიქცა.

როგორც შევიტყვეთ, პრეზიდენტის გამოსვლას 1800-კაციან დარბაზში ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. სატელევიზიო კადრებში სიერა ლეონესა და ლიბიის წარმომადგენლები შევნიშნეთ. ალბათ თავიანთ ზოოპარკებში ასეთი იშვიათი ჯიშის ცხოველი არ ჰყავთ და აკვირდებოდნენ. სააკაშვილის გამოსვლის წინ თითქმის ყველა დელეგატმა დარბაზი დატოვა. შესაძლოა იმიტომაც, რომ გარეთ დილიდან ვურიგებდით შენობაში შემსვლელ დიპლომატებს ფლაერს, მოწოდებით, არ ჩამოართვა ხელი ჯალათს. მითი, რომ მიშას უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს, დაინგრა, მაკკეინსაც კი არ შეხვედრია. არადა, ეგ რიტუალი აქვს, აქ რომ ჩამოდის. ტიპი კიმ ირ სენად გადაიქცა, სპექტაკლებში ცხოვრობს. "რუსთავი 2"-ის კადრებში ძალით მიყვანილ ხალხს აკვრევინებენ სააკაშვილისთვის ტაშს და "კურიერი" გაეროში, მიშას გამოსვლის ფონზე, სავსე დარბაზს აჩვენებს. დაახლოებით ისე ხდება ყველაფერი, როგორც ჩრდილოეთ კორეაში გააკეთეს 2010 წელს, კორეა-ბრაზილიის თამაში რეალურად 1:2 დამთავრდა და კორეის ტელევიზიით მარტო კორეის გოლი აჩვენეს და გამოაცხადეს, მოვიგეთო.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა