პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ - ვის, ანუ რა შედეგებს მოიტანს საარჩევნო ეგზიტპოლები?!
ვინ - ვის, ანუ რა შედეგებს მოიტანს საარჩევნო ეგზიტპოლები?!

1 ოქ­ტომ­ბერს ექ­სპერ­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას ელო­დე­ბი­ან. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა გერ­მა­ნულ კომ­პა­ნია ჯი-ეფ-კას (GFK) და­უკ­ვე­თა ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი, "ამომ­რჩე­ველ­თა ლი­გამ" - ამე­რი­კულ "ბარ­სე­ლო ენდ კომ­პა­ნის", ხოლო "მა­ესტრომ" - "პენ შონს". სა­ხე­ლი, პო­პუ­ლა­რო­ბა და რე­ი­ტინ­გი არც ერთ კომ­პა­ნი­ას არ აკ­ლია, თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ უკან მა­ინც ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და სო­ცი­ო­ლო­გე­ბი დგა­ნან.

გოჩა ცქი­ტიშ­ვი­ლი: - რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის­გან მიწ­ვე­ვა თა­ვა­დაც მი­ვი­ღე, მაგ­რამ უარი ვთქვი, მქონ­და სა­ა­მი­სო მი­ზე­ზი. ვფიქ­რობ, ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ შე­დე­გებს მი­ვი­ღებთ, რად­გან თქვენ მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის უკან სხვა­დას­ხვა ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფი დგას. მა­გა­ლი­თად, უც­ნო­ბია, ჯი-ეფ-კა რე­ა­ლუ­რად რა დო­ზით ერე­ვა გა­მო­კი­თხვებ­ში და რო­გორ აკონ­ტრო­ლებს შე­დე­გის ობი­ექ­ტუ­რო­ბას.

- მა­ინც რო­მელ ქარ­თულ კომ­პა­ნი­ას ეყ­რდნო­ბა ჯი-ეფ-კა, რო­მელ­საც ეგ­ზიტ­პოლს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი უკ­ვეთს?

- რო­გორც ვიცი, ეყ­რდნო­ბა ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლის ბი-სი-ჯისა და ასე­ვე, პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კომ­პა­ნი­ად მიჩ­ნე­ულ ეი-სი-ჯის. 2010 წელ­საც იმა­ვე კომ­პა­ნი­ამ იმუ­შა­ვა და გა­მო­ა­ცხა­და ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა "ამომ­რჩე­ველ­თა ლი­გი­სა" და "მა­ესტროს" მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ კომ­პა­ნი­ებს, ზუს­ტად ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სო­ცი­ო­ლო­გე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. ასე რომ, შე­დე­გე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

კახა მაღ­რა­ძე: - კარ­გი იქ­ნე­ბა, ცენ­ტრა­ლუ­რი, სა­ოლ­ქო და სა­უბ­ნო კო­მი­სი­ე­ბი ბევ­რად გამჭვირ­ვა­ლედ მუ­შა­ობ­დნენ, რათა ხალ­ხს მათ გა­მო­ცხა­დე­ბულ შე­დე­გებ­ში ეჭვი არ შე­ე­პა­როს. ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი­სა და პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის­კე­ნაა გა­და­ტა­ნი­ლი, რის მი­ხედ­ვი­თაც ამომ­რჩე­ველს "რე­ა­ლურ სუ­რათ­ზე" ექ­მნე­ბა წარ­მოდ­გე­ნა. ზო­გა­დად, პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლა ბევ­რად ზუს­ტია, ვიდ­რე ეგ­ზიტ­პო­ლი. რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, "ამომ­რჩე­ველ­თა ლიგა" "ბარ­სე­ლო ენდ კომ­პა­ნის" მეშ­ვე­ო­ბით პა­რა­ლე­ლურ დათ­ვლებ­საც ჩა­ა­ტა­რებს.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ვინ - ვის, ანუ რა შედეგებს მოიტანს საარჩევნო ეგზიტპოლები?!

ვინ - ვის, ანუ რა შედეგებს მოიტანს საარჩევნო ეგზიტპოლები?!

1 ოქტომბერს ექსპერტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებას ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გერმანულ კომპანია ჯი-ეფ-კას (GFK) დაუკვეთა ეგზიტპოლები, "ამომრჩეველთა ლიგამ" - ამერიკულ "ბარსელო ენდ კომპანის", ხოლო "მაესტრომ" - "პენ შონს". სახელი, პოპულარობა და რეიტინგი არც ერთ კომპანიას არ აკლია, თუმცა ექსპერტების განცხადებით, მათ უკან მაინც ქართული კომპანიები და სოციოლოგები დგანან.

გოჩა ცქიტიშვილი: - რამდენიმე კომპანიისგან მიწვევა თავადაც მივიღე, მაგრამ უარი ვთქვი, მქონდა საამისო მიზეზი. ვფიქრობ, ეგზიტპოლების რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს მივიღებთ, რადგან თქვენ მიერ დასახელებული კომპანიების უკან სხვადასხვა ქართული ჯგუფი დგას. მაგალითად, უცნობია, ჯი-ეფ-კა რეალურად რა დოზით ერევა გამოკითხვებში და როგორ აკონტროლებს შედეგის ობიექტურობას.

- მაინც რომელ ქართულ კომპანიას ეყრდნობა ჯი-ეფ-კა, რომელსაც ეგზიტპოლს საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვეთს?

- როგორც ვიცი, ეყრდნობა ლევან თარხნიშვილის ბი-სი-ჯისა და ასევე, პროსახელისუფლებო კომპანიად მიჩნეულ ეი-სი-ჯის. 2010 წელსაც იმავე კომპანიამ იმუშავა და გამოაცხადა ეგზიტპოლის შედეგები. რაც შეეხება "ამომრჩეველთა ლიგისა" და "მაესტროს" მიერ დაქირავებულ კომპანიებს, ზუსტად ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ვფიქრობ, ივანიშვილთან დაახლოებული სოციოლოგებისა და სპეციალისტების მომსახურებით სარგებლობენ. ასე რომ, შედეგები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.

კახა მაღრაძე: - კარგი იქნება, ცენტრალური, საოლქო და საუბნო კომისიები ბევრად გამჭვირვალედ მუშაობდნენ, რათა ხალხს მათ გამოცხადებულ შედეგებში ეჭვი არ შეეპაროს. ხშირად საზოგადოების ყურადღება ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლისკენაა გადატანილი, რის მიხედვითაც ამომრჩეველს "რეალურ სურათზე" ექმნება წარმოდგენა. ზოგადად, პარალელური დათვლა ბევრად ზუსტია, ვიდრე ეგზიტპოლი. რამდენადაც ცნობილია, "ამომრჩეველთა ლიგა" "ბარსელო ენდ კომპანის" მეშვეობით პარალელურ დათვლებსაც ჩაატარებს.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა