"აჭარა ტექსტილის" საწარმო გაფართოვებას გეგმავს. ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მათ მიერ შეკერილ "ადიდასის" და "პუმას" ბრენდის სამოსზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად, მენეჯმენტი წარმოების გაფართოვების საკითხს განიხილავს. საწარმოში ამ ეტაპზე 450 ადამიანი მუშაობს. როგორც "აჭარა ტექსტილში" ამბობენ, სამომავლოდ თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
თამარის დასახლებაში მდებარე სამკერვალოში "ადიდასისა" და "პუმას" ბრენდის სამოსი ერთი წელია იკერება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადის ექსპორტზე.
"აჭარა ტექსტილი" საქართველოში 2009 წელს გაიხსნა. საწარმოში ამჟამად "პუმას", "ლოტოსა" და "ერინის" ფირმის როგორც სპორტულ, ასევე ყოველდღიურ ტანისამოსს კერავენ. დაარსებიდან დღემდე ამ სფეროში თურქული ინვესტიციის მოცულობამ 6 მლნ. დოლარს მიაღწია.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9