პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ხარატიშვილი - "ცესკომ ყველა სახის წინასაარჩევნო სამუშაო დაასრულა"
ზურაბ ხარატიშვილი - "ცესკომ ყველა სახის წინასაარჩევნო სამუშაო დაასრულა"

ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ ყვე­ლა სა­ხის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სა­მუ­შაო და­ას­რუ­ლა, - ამის შე­სა­ხებ ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვილ­მა დღეს სა­ღა­მოს, შე­მა­ჯა­მე­ბელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ცეს­კო მზად არის არ­ჩევ­ნე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად და კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით ჩა­ა­ტა­როს. ხა­რა­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამომ­რჩევ­ლებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბათ. ამის­თვის ამოქ­მე­დე­ბუ­ლია "ცხე­ლი ხაზი", ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა ონ­ლა­ინ-ოპე­რა­ტო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც.

ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის თქმით, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­ზა­ნი, არ­ჩევ­ნე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და სა­ჯა­რო­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს იმუ­შა­ვებს ცეს­კოს 47.424 წევ­რი. პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის 33.300-მდე წევ­რი, არ­ჩევ­ნებს და­აკ­ვირ­დე­ბა 62.115 ად­გი­ლობ­რი­ვი და 1646 სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, ხოლო არ­ჩევ­ნე­ბის მე­დი­ა­გა­შუ­ქე­ბას 3.300-მდე აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი შეძ­ლებს.

ბრი­ფინ­გის ბო­ლოს ხა­რა­ტიშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა ის შე­ზღუდ­ვე­ბი და აკ­რძალ­ვე­ბი, რაც არ­ჩევ­ნე­ბის დღეს იმოქ­მე­დებს და კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და ამომ­რჩევ­ლებს, ნუ მივ­ლენ არ­ჩევ­ნებ­ზე რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის სიმ­ბო­ლი­კი­ა­ნი მა­ი­სუ­რით ან სხვა ატ­რი­ბუ­ტე­ბით, რად­გან ამან შე­იძ­ლე­ბა მათი 1000-ლა­რი­ა­ნი და­ჯა­რი­მე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ზურაბ ხარატიშვილი - "ცესკომ ყველა სახის წინასაარჩევნო სამუშაო დაასრულა"

ზურაბ ხარატიშვილი - "ცესკომ ყველა სახის წინასაარჩევნო სამუშაო დაასრულა"

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა სახის წინასაარჩევნო სამუშაო დაასრულა, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა დღეს საღამოს, შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო მზად არის არჩევნები მშვიდობიანად და კანონის სრული დაცვით ჩაატაროს. ხარატიშვილის განცხადებით, ამომრჩევლებს ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის საშუალება მთელი დღის განმავლობაში ექნებათ. ამისთვის ამოქმედებულია "ცხელი ხაზი", ასევე, შესაძლებელია ადმინისტრაციასთან დაკავშირება ონლაინ-ოპერატორების საშუალებითაც.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანი, არჩევნების გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფაა. მისივე განცხადებით, არჩევნების დღეს იმუშავებს ცესკოს 47.424 წევრი. პოლიტიკური სუბიექტების 33.300-მდე წევრი, არჩევნებს დააკვირდება 62.115 ადგილობრივი და 1646 საერთაშორისო დამკვირვებელი, ხოლო არჩევნების მედიაგაშუქებას 3.300-მდე აკრედიტებული ჟურნალისტი შეძლებს.

ბრიფინგის ბოლოს ხარატიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ის შეზღუდვები და აკრძალვები, რაც არჩევნების დღეს იმოქმედებს და კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს, ნუ მივლენ არჩევნებზე რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის სიმბოლიკიანი მაისურით ან სხვა ატრიბუტებით, რადგან ამან შეიძლება მათი 1000-ლარიანი დაჯარიმება გამოიწვიოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა