კახა კახიშვილი - "ბარათები ამომრჩეველთა დიდ ნაწილში იმის გამო არ დარიგდა, რომ კენჭისყრაზე რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს"

 კახა კახიშვილი - "ბარათები ამომრჩეველთა დიდ ნაწილში იმის გამო არ დარიგდა, რომ კენჭისყრაზე რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს"

ამომრჩევლის ბარათების დარიგებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული დარღვევების გამო ცესკოს ექსპერტი საარჩევნო საკითხებში კახა კახიშვილიც აკრიტიკებს. მისი თქმით, ბარათები ამომრჩეველთა დიდ ნაწილში იმის გამო არ დარიგდა, რომ კენჭისყრაზე რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კახიშვილმა განუცხადა, "ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც არჩევნების მაღალი ხარისხით ორგანიზებაზე საუბრობს, რეალურად ამომრჩევლის ბარათების დარიგება ვერ უზრუნველყო".

"ამ კონკრეტულ შეთხვევაში საქმე ისაა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული და მყარად დადგენილი საარჩევნო უბნების საზღვრები და მისამართები არ არსებობს. სწორედ ამიტომაც თავის დროზე კანონმდებელმა კანონში ამომრჩევლის ბარათის ცნება ჩადო. ეს იმის უზრუნველსაყოფად გაკეთდა, რომ ამომრჩეველმა იცოდეს, კენჭისყრის დღეს ხმის მისაცემად რომელ მისამართზე უნდა გამოცხადდეს. დარწმუნებული ვარ, რომ როცა ადამიანმა წინასწარ არ იცის, კონკრეტულად რომელ უბანზე უნდა მისცეს ხმა, ან როცა გაიგებს, რომ არ არის იმ უბნის საარჩევნო სიაში, სადაც წინა არჩევნებზე მისცა ხმა, ეს მას დააბნევს. ამიტომაც შესაძლოა ხვალინდელ არჩევნებში ხანდაზმულები ან ის ადამიანები, რომლებსაც დრო არ აქვთ, ხმის მიცემის გარეშე დარჩნენ", - აცხადებს კახიშვილი, რომლის მონაცემებით, "ამომრჩევლის ბარათი ამომრჩეველთა ძალიან დიდ პროცენტს არ მიუღია". ეს დოკუმენტი არ მისულა კახა კახიშვილის ოჯახშიც.

ცნობისთვის, ამომრჩევლის ბარათის მეშვეობით ამომრჩეველი იგებს, კონკრეტულად რომელ საარჩევნო უბაზე აძლევს ხმას. დოკუმენტში მითითებულია კენჭისყრის თარიღი და დრო, კენჭისყრის შენობის მისამართი - სართულისა და ოთახის ნომრების ჩათვლით, ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში, რეგისტრაციის ადგილი და ყველა საჭირო ინფორმაცია კენჭსყრაში ორგანიზებულად მონაწილებისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა