საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ხვალ, 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
საქართველოში ხვალ, 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვალ, 1-ელ ოქ­ტომ­ბერს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 3 613 851 შე­ად­გენს. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 84 სა­არ­ჩევ­ნო ოლქი, 3 668 ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და 71 გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში შექ­მნი­ლი უბა­ნი იმოქ­მე­დებს. უბ­ნე­ბი 07:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა, ხმის მი­ცე­მა 08:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა, 20:00 სა­ათ­ზე კი კენ­ჭისყრა დას­რულ­დე­ბა და უბ­ნე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა.

1-ელი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 14 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და ორი ბლო­კი მი­ი­ღებს. ესე­ნია: პ/გ "კახა კუ­კა­ვა - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 1), ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 4)",ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა-მეტი სარ­გე­ბე­ლი ხალ­ხს" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 5), "სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 9), ბლო­კი "გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე - ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 10), "სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბა" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 17), "თა­ვი­სუფ­ლე­ბა-ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გზა" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 19), პ/გ "ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რია - ქარ­თუ­ლი დასი" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 23), პ/გ "ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 24), "სა­ხალ­ხო პარ­ტია" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 26), "მე­რაბ კოს­ტა­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბა" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 30), "მო­მა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 35), "სა­ქარ­თვე­ლოს მშრო­მელ­თა საბ­ჭო" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 36), "შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 38), "სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტსმენ­თა კავ­ში­რი" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 40) და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი - "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 41).

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის 45 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი გა­იხ­სნე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს 42 613 მო­ქა­ლა­ქეს ექ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე მეტი - 4 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი სა­ბერ­ძნეთ­ში გა­იხ­სნე­ბა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი კონ­ცენ­ტრა­ცი­აა, 3-3 უბა­ნი თურ­ქეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში, 2-2 - აშშ-სა და ეს­პა­ნეთ­ში ამოქ­მედ­დე­ბა. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი ასე­ვე იქ­ნე­ბა ვე­ნა­ში, ბა­ქო­ში, ტა­ლინ­ში, ლონ­დონ­ში, რომ­ში, ვარ­შა­ვა­ში, ერე­ვან­ში, ოდე­სა­ში, დო­ნეცკ­ში, ბერნ­ში, პრა­ღა­ში, ოტა­ვა­ში, ბუ­და­პეშ­ტში, ლი­სა­ბონ­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში.

ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა მე-7 მოწ­ვე­ვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს 4 წლის ვა­დით აირ­ჩევს. პარ­ლა­მენ­ტი 150 დე­პუ­ტა­ტის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­თა შო­რის 75 პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის, 75 კი ერ­თმან­და­ტი­ან სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე აირ­ჩე­ვა. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ამომ­რჩევ­ლის მი­ნი­მუმ 30%-ის მხარ­და­ჭე­რა უნდა მი­ი­ღოს, რათა პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

საქართველოში ხვალ, 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

საქართველოში ხვალ, 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

საქართველოში ხვალ, 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით 84 საარჩევნო ოლქი, 3 668 ჩვეულებრივი და 71 გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბანი იმოქმედებს. უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყება, 20:00 საათზე კი კენჭისყრა დასრულდება და უბნები დაიხურება.

1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 14 პოლიტიკური პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ესენია: პ/გ "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო" (საარჩევნო ნომერი 1), ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" (საარჩევნო ნომერი 4), ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს" (საარჩევნო ნომერი 5), "სამართლიანი საქართველოსთვის" (საარჩევნო ნომერი 9), ბლოკი "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" (საარჩევნო ნომერი 10), "სახალხო მოძრაობა" (საარჩევნო ნომერი 17), "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა" (საარჩევნო ნომერი 19), პ/გ "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი" (საარჩევნო ნომერი 23), პ/გ "ახალი მემარჯვენეები" (საარჩევნო ნომერი 24), "სახალხო პარტია" (საარჩევნო ნომერი 26), "მერაბ კოსტავას საზოგადოება" (საარჩევნო ნომერი 30), "მომავალი საქართველო" (საარჩევნო ნომერი 35), "საქართველოს მშრომელთა საბჭო" (საარჩევნო ნომერი 36), "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" (საარჩევნო ნომერი 38), "საქართველოს სპორტსმენთა კავშირი" (საარჩევნო ნომერი 40) და საარჩევნო ბლოკი - "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" (საარჩევნო ნომერი 41).

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 საარჩევნო უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილების საშუალება საქართველოს 42 613 მოქალაქეს ექნება. ყველაზე მეტი - 4 საარჩევნო უბანი საბერძნეთში გაიხსნება, სადაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, 3-3 უბანი თურქეთსა და უკრაინაში, 2-2 - აშშ-სა და ესპანეთში ამოქმედდება. საარჩევნო უბნები ასევე იქნება ვენაში, ბაქოში, ტალინში, ლონდონში, რომში, ვარშავაში, ერევანში, ოდესაში, დონეცკში, ბერნში, პრაღაში, ოტავაში, ბუდაპეშტში, ლისაბონსა და სხვა ქალაქებში.

ქვეყნის მოსახლეობა მე-7 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს 4 წლის ვადით აირჩევს. პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, რომელთა შორის 75 პროპორციული საარჩევნო სისტემის, 75 კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა. კანონის თანახმად, მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლის მინიმუმ 30%-ის მხარდაჭერა უნდა მიიღოს, რათა პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა