პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნებზე ეგზიტპოლს რამდენიმე ტელეკომპანია და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაატარებს
არჩევნებზე ეგზიტპოლს რამდენიმე ტელეკომპანია და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაატარებს

1-ელი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ეგ­ზიტ­პოლს რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­კომ­პა­ნია და ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­ა­ტა­რებს.

ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მავს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი", "რუს­თა­ვი 2", "მა­ესტრო" და "ამომ­რჩე­ველ­თა ლიგა". არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულს აპი­რებს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დიც".

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე და­გეგ­მი­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის ფარ­გლებ­ში 220 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე 25 ათა­სი ამომ­რჩევ­ლის გა­მო­კი­თხვას აპი­რებს. არ­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეგ­ზი­ტოპლს სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ლი­დე­რი კომ­პა­ნია GFK გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

"მა­ესტრომ" შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ორ კომ­პა­ნი­ას­თან - "ოქსფორ­დსა" და "პე­ნინ შონ­თან" გა­ა­ფორ­მა და ისიც ეგ­ზიტ­პოლს 250 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე გა­მარ­თავს. "ჩვენც ვგეგ­მავთ ეგ­ზიტ­პო­ლის ჩა­ტა­რე­ბას", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გი­ორ­გი ლა­ფე­რაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ამომ­რჩე­ველ­თა ლი­გას", ის შე­სა­ბა­მის პრო­ექტს ამე­რი­კულ პარტნი­ორ კომ­პა­ნია "ბარ­სე­ლო ენდ კომ­პა­ნის" დახ­მა­რე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. "ამომ­რჩე­ველ­თა ლიგა" ეგ­ზიტ­პო­ლის მო­წყო­ბას­თან ერ­თად, ხმებს პა­რა­ლე­ლუ­რა­დაც და­ით­ვლის. "ამომ­რჩე­ველ­თა ლი­გის" 2400 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 1200 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ხმე­ბის პა­რა­ლე­ლურ დათ­ვლას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. გარ­და ამი­სა, "ამომ­რჩე­ველ­თა ლიგა" 400 უბან­ზე ეგ­ზიტ­პოლს გა­მარ­თავს. ექ­ზიტ­პო­ლი ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა წე­სის დაც­ვით. გა­მო­ი­კი­თხე­ბა ყო­ვე­ლი მეშ­ვი­დე ამომ­რჩე­ვე­ლი. გა­მო­კი­თხვა ანო­ნი­მუ­რო­ბის სრუ­ლი დაც­ვით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა", - აცხა­დებს კოკა გუნ­ცა­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

არჩევნებზე ეგზიტპოლს რამდენიმე ტელეკომპანია და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაატარებს

არჩევნებზე ეგზიტპოლს რამდენიმე ტელეკომპანია და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაატარებს

1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლს რამდენიმე ტელეკომპანია და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაატარებს.

ეგზიტპოლების ჩატარებას გეგმავს "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "რუსთავი 2", "მაესტრო" და "ამომრჩეველთა ლიგა". არსებული ცნობით, აღნიშნულს აპირებს ტელეკომპანია "იმედიც".

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" საპარლამენტო არჩევნებზე დაგეგმილი ეგზიტპოლის ფარგლებში 220 საარჩევნო უბანზე 25 ათასი ამომრჩევლის გამოკითხვას აპირებს. არხის ინფორმაციით, ეგზიტოპლს საერთაშორისო კვლევების ევროპული ლიდერი კომპანია GFK განახორციელებს.

"მაესტრომ" შესაბამისი ხელშეკრულება ორ კომპანიასთან - "ოქსფორდსა" და "პენინ შონთან" გააფორმა და ისიც ეგზიტპოლს 250 საარჩევნო უბანზე გამართავს. "ჩვენც ვგეგმავთ ეგზიტპოლის ჩატარებას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია "ამომრჩეველთა ლიგას", ის შესაბამის პროექტს ამერიკულ პარტნიორ კომპანია "ბარსელო ენდ კომპანის" დახმარებით განახორციელებს. "ამომრჩეველთა ლიგა" ეგზიტპოლის მოწყობასთან ერთად, ხმებს პარალელურადაც დაითვლის. "ამომრჩეველთა ლიგის" 2400 წარმომადგენელი საქართველოს მასშტაბით 1200 საარჩევნო უბანზე ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს. გარდა ამისა, "ამომრჩეველთა ლიგა" 400 უბანზე ეგზიტპოლს გამართავს. ექზიტპოლი ჩატარდება ყველა წესის დაცვით. გამოიკითხება ყოველი მეშვიდე ამომრჩეველი. გამოკითხვა ანონიმურობის სრული დაცვით განხორციელდება", - აცხადებს კოკა გუნცაძე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა