”ოსკარზე” ნომინირებული ცნობილი მსახიობი, ენ ჰეთევეი გათხოვდა. მსახიობი ცოლად მის საქმროს, ადამ შულმანს 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ გაყვა. ცერემონია კალიფორნიაში, კვირას გაიმართა.
ქორწილში სულ 180 სტუმარი იყო მიწვეული. ენ ჰეთევეის დიზაინერ ვალენტინოს შექმნილი საქორწინო კაბა ეცვა.
ჰეთევეი და შულმანი ერთმანეთს 2008 წლიდან ხვდებიან. მათი რომანი მაშინ დაიწყო, როცა ენი 4 წლიანი ურთიერთობის შემდეგ რაფაელო ფორელის დაშორდა.
მომზადებულია usmagazine.com-ის მიხედვით.