სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ღლონტი - "ტელეკომპანიებმა, რომლებსაც Must Carry-ი შეეხო, საკაბელო კომპანიებს ერთობლივი განცხადებით მივმართეთ"
 მამუკა ღლონტი - "ტელეკომპანიებმა, რომლებსაც Must Carry-ი შეეხო, საკაბელო კომპანიებს ერთობლივი განცხადებით მივმართეთ"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო" სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ებს ე.წ. Must Carry-ის პრინ­ცი­პის გაგ­რძე­ლე­ბის თხოვ­ნით დღეს კი­დევ ერთხელ მი­მარ­თავს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დამ­ფუ­ძე­ნე­ბელ­მა, მა­მუ­კა ღლონტმა გა­ნუ­ცხა­და, სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი­სად­მი მი­მარ­თვას "მა­ესტრო" 18:00 სა­ათ­ზე გა­ავ­რცე­ლებს.

"ცოტა ხნის წინ იმ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­მა, რომ­ლებ­საც Must Carry-ის მოქ­მე­დე­ბა შე­ე­ხო, სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ებს ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბით მივ­მარ­თეთ. დღეს უკვე "მა­ესტრო" მი­მარ­თავს მათ კი­დევ ერთხელ და ვთხოვთ, რომ არ გაგ­ვთი­შონ", - გა­ნა­ცხა­და ღლონტმა და აქვე დას­ძი­ნა, რომ ამ ეტაპ­ზე Must Carry-ის პრინ­ცი­პის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ებ­თან სი­ტყვი­ე­რი შე­თან­ხმე­ბაც კი არ არ­სე­ბობს.

Must Carry-ის ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის წი­ნა­და­დე­ბით სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ებს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ეკა გი­გა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­კა­ბე­ლო­ე­ბის მიერ შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრინ­ცი­პის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან და­მა­ტე­ბი­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი არ დას­ჭირ­დე­ბა.

"თუკი სა­კა­ბე­ლო­ე­ბი თა­ვი­ანთ პა­კეტ­ში ისევ და­ტო­ვე­ბენ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, ამით კა­ნონს არ და­არ­ღვე­ვენ და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ შე­ექ­მნე­ბათ. ეს პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან არც და­მა­ტე­ბი­თი დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ღე­ბას სა­ჭი­რო­ებს. პი­რი­ქით, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი ჟეს­ტი მათი მხრი­დან", - გან­მარ­ტა გი­გა­ურ­მა.

Must Carry-ის პრინ­ცი­პის მოქ­მე­დე­ბის ვადა დღეს, 24:00 სა­ათ­ზე იწუ­რე­ბა. პრინ­ცი­პი ორი თვის წინ ამოქ­მედ­და. "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში" შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მა­უ­წყებ­ლო­ბის ტრან­ზიტ­ზე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პირი ვალ­დე­ბუ­ლი იყო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მომ­ხმა­რებ­ლის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბულ პა­კეტ­ში სა­ერ­თო მა­უ­წყებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზი­ის მფლო­ბე­ლი მე­დი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბიც ჩა­ერ­თო. Must Carry-ი რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას შე­ე­ხო, მათ შო­რის "მა­ესტროს", "მე-9 არხს", "კავ­კა­სი­ას", "ობი­ექ­ტივს", "თრი­ა­ლეთს" და "ტე­ლე­არხ 25"-ს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

მამუკა ღლონტი - "ტელეკომპანიებმა, რომლებსაც Must Carry-ი შეეხო, საკაბელო კომპანიებს ერთობლივი განცხადებით მივმართეთ"

 მამუკა ღლონტი - "ტელეკომპანიებმა, რომლებსაც Must Carry-ი შეეხო, საკაბელო კომპანიებს ერთობლივი განცხადებით მივმართეთ"

ტელეკომპანია "მაესტრო" საკაბელო კომპანიებს ე.წ. Must Carry-ის პრინციპის გაგრძელების თხოვნით დღეს კიდევ ერთხელ მიმართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანიის დამფუძენებელმა, მამუკა ღლონტმა განუცხადა, საკაბელო კომპანიებისადმი მიმართვას "მაესტრო" 18:00 საათზე გაავრცელებს.

"ცოტა ხნის წინ იმ ტელეკომპანიებმა, რომლებსაც Must Carry-ის მოქმედება შეეხო, საკაბელო კომპანიებს ერთობლივი განცხადებით მივმართეთ. დღეს უკვე "მაესტრო" მიმართავს მათ კიდევ ერთხელ და ვთხოვთ, რომ არ გაგვთიშონ", - განაცხადა ღლონტმა და აქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე Must Carry-ის პრინციპის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საკაბელო კომპანიებთან სიტყვიერი შეთანხმებაც კი არ არსებობს.

Must Carry-ის ვადის გახანგრძლივების წინადადებით საკაბელო კომპანიებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიმართავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა, საკაბელოების მიერ შესაბამისი ნების შემთხვევაში პრინციპის მოქმედების ვადის გაგრძელებას პარლამენტის მხრიდან დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები არ დასჭირდება.

"თუკი საკაბელოები თავიანთ პაკეტში ისევ დატოვებენ ტელევიზიებს, ამით კანონს არ დაარღვევენ და არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ შეექმნებათ. ეს პარლამენტის მხრიდან არც დამატებითი დადგენილების მიღებას საჭიროებს. პირიქით, ეს იქნება ძალიან კარგი ჟესტი მათი მხრიდან", - განმარტა გიგაურმა.

Must Carry-ის პრინციპის მოქმედების ვადა დღეს, 24:00 საათზე იწურება. პრინციპი ორი თვის წინ ამოქმედდა. "საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული იყო წინასაარჩევნო პერიოდში მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი მედიაკომპანიებიც ჩაერთო. Must Carry-ი რამდენიმე ტელეკომპანიას შეეხო, მათ შორის "მაესტროს", "მე-9 არხს", "კავკასიას", "ობიექტივს", "თრიალეთს" და "ტელეარხ 25"-ს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები