პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იწვევენ ოპოზიციური არხები თუთბერიძე-თავხელიძეს ეთერში?!
რატომ იწვევენ ოპოზიციური არხები თუთბერიძე-თავხელიძეს ეთერში?!

"მა­ესტროს" ეთერ­ში გა­და­ცე­მა "გა­მო­კი­თხვა­ში", გარ­და იმი­სა, რომ იმ დღის კონ­კრე­ტულ თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბოდ­ნენ ხოლ­მე, ხში­რად მო­მის­მე­ნია, რო­გორ გა­მოთ­ქვამ­და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას დამ­რე­კავ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 60 % იმის გამო, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი არ­ხე­ბი სამ­სა­ხურს უწე­ვენ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის აპო­ლო­გე­ტებს და ისი­ნი გა­მუდ­მე­ბით მოჰ­ყავთ გა­და­ცე­მებ­ში. ასეთ­თა შო­რის ძი­რი­თა­დად ახ­სე­ნებ­დნენ მიშა თავ­ხე­ლი­ძეს, რო­მე­ლიც რისი ჟურ­ნა­ლის­ტია, დღე­საც ვერ გა­მი­გია ბო­ლომ­დე. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ასე­თი გა­მოკ­ვე­თი­ლი სიმ­პა­თია აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ეთერ­ში დას­ვა და სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მა უბო­ძო "პიკ­ზე"?!.. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტი ასე იყოს მიბ­მუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი გახ­ლდეთ მისი ყვე­ლა უგ­ვა­ნი ქმე­დე­ბით? მიშა თავ­ხე­ლი­ძე ის კა­ცია, რო­მე­ლიც ელი­საშ­ვი­ლის გა­და­ცე­მა­ში გა­ლე­წი­ლი მთვრა­ლი მი­ვი­და, თავს ძლივს აკა­ვებ­და ერთ ად­გი­ლას. რუ­სუ­ლად და­ი­წყო ლა­პა­რა­კი და შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის (თუ ამას პა­სუ­ხებს და­ვარ­ქმევთ) გა­ცე­მა. მის ოპო­ნენტს, გოგა მარ­გვე­ლაშ­ვილს, ალ­ბათ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ "ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის", რო­მე­ლიც არც ტე­ლე­ვი­ზი­ას სცემს პა­ტივს, რომ­ლის ეთერ­შიც მი­იწ­ვი­ეს და არც მა­ყუ­რე­ბელს, ძა­ლი­ან უხე­შად არ ეთ­ქვა რა­ი­მე და გა­და­ცე­მა თა­ვად და­ტო­ვა. თავ­ხე­ლი­ძემ მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე" გან­მარ­ტა, რომ ძა­ლი­ან მთვრა­ლი იყო. რუ­სუ­ლად ჭი­კ­ჭი­კი რომ და­ი­წყო, ნე­ტავ გიგა ნა­სა­რი­ძეს რა­ტომ არ მო­უ­ვი­და თავ­ში აზ­რად, მის­თვი­საც ეწო­დე­ბი­ნა რუ­სე­თის აგენ­ტი და შე­სა­ბა­მი­სი ვი­დე­ორ­გო­ლი მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა მას­ზე? ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რუ­სულ ენა­ზე აზ­როვ­ნებს და რო­გორც კი დათ­ვრე­ბა, ქარ­თუ­ლად წი­ნა­და­დე­ბას ვერ მარ­თავს, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "მერ­კე­ბით" გა­ქა­ნე­ბუ­ლი რუ­სო­ფი­ლი უნდა იყოს.

რად­გან ნა­სა­რი­ძე ვახ­სე­ნეთ, ისიც ამ სი­ა­ში უნდა მო­ვაქ­ცი­ოთ. ალ­ბათ რე­კორ­დი მოხ­სნა თეა სი­ჭი­ნა­ვას "არ­გუ­მენ­ტებ­ში" სტუმ­რო­ბით. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ მას არ აქვს ისე­თი მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბი­სა და არ­გუ­მენ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნის უნა­რი, რომ ვი­ფიქ­როთ, სწო­რედ ამი­ტომ იწ­ვე­ვენ გა­და­ცე­მებ­ში. უფრო მე­ტად სა­ფიქ­რა­ლია, რომ რად­გან მას სი­თავ­ხე­დის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი აქვს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, სწო­რედ ამის გამო სურთ ოპო­ზი­ცი­ურ არ­ხებს მისი გა­მოყ­ვა­ნა - ხალ­ხმა და­ი­ნა­ხოს, რო­გო­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჰყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა უზ­ნეო ქმე­დე­ბას "აპ­რა­ვე­ბე­ნო", მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელ­მა რა და­ვა­შა­ვეთ ნა­სა­რი­ძის ყოვ­ლად გულ­გრილ სა­ხეს რომ არ გვა­ყუ­რე­ბი­ნონ დღე­გა­მოშ­ვე­ბით?

თეა თუთ­ბე­რი­ძე - ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც თავ­ხე­დო­ბის ყო­ველ­გვარ ზღვარს გა­და­ა­ჭარ­ბა და ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რად შე­მობ­რუ­ნე­ბაც უნ­დო­და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გა­და­ცე­მა­ში, თუმ­ცა კი არ გა­მო­უ­ვი­და. თუთ­ბე­რი­ძე გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არას­დროს არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტი არ აქვს, პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ ბო­დავს ქალი, მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­უ­რი არ­ხე­ბი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად აძ­ლე­ვენ ამ ბოდ­ვე­ბის ეთერ­ში ფრქვე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას. ეს არის კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი დე­მა­გო­გი, რო­მელ­საც სხვა ფუნ­ქცია არ აქვს, თუ არა ყვი­რი­ლი და ოპო­ნენტზე უფრო ხმა­მაღ­ლა წი­ო­კი სტუ­დი­ა­ში, რათა გა­და­ფა­როს მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი და სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი არ მო­უხ­დეს და­სა­დე­ბი. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი გა­ნათ­ლე­ბა არ უმაგ­რებს ზურგს გარ­და იმი­სა, რომ გა­ნა­თე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის კე­თილ­მო­წყო­ბის დი­ა­დი მიზ­ნით - ის ხომ ერთი სოფ­ლე­ლი გო­გოა, თბი­ლის­ში რომ ჩა­ვი­და და თა­ვი­სით "მი­აღ­წია" ყვე­ლა­ფერს. სა­ინ­ტე­რე­სოა, მას­თან სო­ფელ­ში კი­თხუ­ლო­ბენ, რა გზით მო­უხ­და მას ამ "ყვე­ლაფ­რის" მიღ­წე­ვა? თუთ­ბე­რი­ძე გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის აზრი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ჰოი, სა­ოც­რე­ბავ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მა­ინც გა­მუდ­მე­ბით ეკი­თხე­ბი­ან აზრს. ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის 18 სექ­ტემ­ბრის გა­და­ცე­მა­ში თე­ა­კომ ისე გა­მო­იყ­ვა­ნა წყო­ბი­დან ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, რომ ელი­საშ­ვილ­მა მას სტუ­დი­ის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა. თეამ კი გა­და­წყვი­ტა, ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ერ­თა­დერ­თი იყო, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს იცავ­და და სწო­რედ იმი­ტომ უს­ვა­მენ თავ­ზე ხელს დღე­ვან­დე­ლი ნა­ცე­ბი, ასე­თი მდგრა­დი გოგო რომ ჰყავთ თა­ვი­ანთ რი­გებ­ში.

ამ ბოლო დროს ამ ხალ­ხს კი­დევ ერთი სახე შე­უ­ერ­თდა, თა­მა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, გიგა ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლე და პო­ლი­ტი­კუ­რად აშ­კა­რად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი, რო­მე­ლიც სა­ნამ ბო­კე­რი­ას ცოლი გახ­დე­ბო­და, არც ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, არც თა­ვი­სი ჟურ­ნა­ლი ჰქო­ნია და არც პო­ლი­ტი­კურ მო­საზ­რე­ბებს ეკი­თხე­ბო­და ვინ­მე. ახლა კი იმა­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი არ­ხე­ბის ეთერ­ში გა­და­ი­დებს ხოლ­მე ფეხს ფეხ­ზე (ტანი კი არ აქვს ური­გო), გე­მოვ­ნე­ბით შერ­ჩე­ულ, ძვი­რად ღი­რე­ბულ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი დე-მოკ­რა­ტი­ა­ზე ღა­ღა­დებს და დე­მა­გო­გი­ით გვაბ­რუ­ებს.

მე კი სულ სხვა რამ მა­ღელ­ვებს - რით ვერ გაგ­ვა­ძღეს ამ სა­ო­ცა­რი "სას­ტა­ვის" ყუ­რე­ბით და რით ვერ გა­ი­გეს, რომ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს ამ ძა­ლით ექ­სპერ­ტე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, იუ­რის­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი? აღარ გვინ­და, გთხოვთ, გა­ი­ტა­ნეთ ეს ხალ­ხი ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ხე­ბი არ იწ­ვე­ვენ და ესე­ნი რა­ტომ გა­და­ი­რივ­ნენ ასე, ვერ გა­მი­გია?!..

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რატომ იწვევენ ოპოზიციური არხები თუთბერიძე-თავხელიძეს ეთერში?!

რატომ იწვევენ ოპოზიციური არხები თუთბერიძე-თავხელიძეს ეთერში?!

"მაესტროს" ეთერში გადაცემა "გამოკითხვაში", გარდა იმისა, რომ იმ დღის კონკრეტულ თემას ეხმაურებოდნენ ხოლმე, ხშირად მომისმენია, როგორ გამოთქვამდა უკმაყოფილებას დამრეკავთა დაახლოებით 60 % იმის გამო, რომ ოპოზიციური არხები სამსახურს უწევენ ნაციონალების აპოლოგეტებს და ისინი გამუდმებით მოჰყავთ გადაცემებში. ასეთთა შორის ძირითადად ახსენებდნენ მიშა თავხელიძეს, რომელიც რისი ჟურნალისტია, დღესაც ვერ გამიგია ბოლომდე. ადამიანი, რომელსაც ასეთი გამოკვეთილი სიმპათია აქვს ხელისუფლების მიმართ, როგორ შეიძლება, ეთერში დასვა და საკუთარი გადაცემა უბოძო "პიკზე"?!.. როგორ შეიძლება, ჟურნალისტი ასე იყოს მიბმული ხელისუფლებაზე და აღფრთოვანებული გახლდეთ მისი ყველა უგვანი ქმედებით? მიშა თავხელიძე ის კაცია, რომელიც ელისაშვილის გადაცემაში გალეწილი მთვრალი მივიდა, თავს ძლივს აკავებდა ერთ ადგილას. რუსულად დაიწყო ლაპარაკი და შეკითხვებზე პასუხების (თუ ამას პასუხებს დავარქმევთ) გაცემა. მის ოპონენტს, გოგა მარგველაშვილს, ალბათ დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ "ჟურნალისტისთვის", რომელიც არც ტელევიზიას სცემს პატივს, რომლის ეთერშიც მიიწვიეს და არც მაყურებელს, ძალიან უხეშად არ ეთქვა რაიმე და გადაცემა თავად დატოვა. თავხელიძემ მოგვიანებით "ფეისბუქზე" განმარტა, რომ ძალიან მთვრალი იყო. რუსულად ჭიკჭიკი რომ დაიწყო, ნეტავ გიგა ნასარიძეს რატომ არ მოუვიდა თავში აზრად, მისთვისაც ეწოდებინა რუსეთის აგენტი და შესაბამისი ვიდეორგოლი მოემზადებინა მასზე? ადამიანი, რომელიც რუსულ ენაზე აზროვნებს და როგორც კი დათვრება, ქართულად წინადადებას ვერ მართავს, ამ ხელისუფლების "მერკებით" გაქანებული რუსოფილი უნდა იყოს.

რადგან ნასარიძე ვახსენეთ, ისიც ამ სიაში უნდა მოვაქციოთ. ალბათ რეკორდი მოხსნა თეა სიჭინავას "არგუმენტებში" სტუმრობით. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მას არ აქვს ისეთი მჭევრმეტყველებისა და არგუმენტების წარმოდგენის უნარი, რომ ვიფიქროთ, სწორედ ამიტომ იწვევენ გადაცემებში. უფრო მეტად საფიქრალია, რომ რადგან მას სითავხედის კოეფიციენტი აქვს ყველაზე მაღალი, სწორედ ამის გამო სურთ ოპოზიციურ არხებს მისი გამოყვანა - ხალხმა დაინახოს, როგორი მხარდამჭერები ჰყავს ხელისუფლებას, რომლებიც ყველა უზნეო ქმედებას "აპრავებენო", მაგრამ მაყურებელმა რა დავაშავეთ ნასარიძის ყოვლად გულგრილ სახეს რომ არ გვაყურებინონ დღეგამოშვებით?

თეა თუთბერიძე - ადამიანი, რომელმაც თავხედობის ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ციხეებში არსებული სიტუაციის თავისებურად შემობრუნებაც უნდოდა ალეკო ელისაშვილის გადაცემაში, თუმცა კი არ გამოუვიდა. თუთბერიძე გახლავთ ადამიანი, რომელსაც არასდროს არანაირი არგუმენტი არ აქვს, პირდაპირ ვიტყვი, რომ ბოდავს ქალი, მაგრამ ოპოზიციური არხები პერმანენტულად აძლევენ ამ ბოდვების ეთერში ფრქვევის საშუალებას. ეს არის კარგად გაწვრთნილი დემაგოგი, რომელსაც სხვა ფუნქცია არ აქვს, თუ არა ყვირილი და ოპონენტზე უფრო ხმამაღლა წიოკი სტუდიაში, რათა გადაფაროს მისი არგუმენტები და საკუთარი არგუმენტები არ მოუხდეს დასადები. ეს არის ადამიანი, რომელსაც არანაირი განათლება არ უმაგრებს ზურგს გარდა იმისა, რომ განათებულია საკუთარი ცხოვრების კეთილმოწყობის დიადი მიზნით - ის ხომ ერთი სოფლელი გოგოა, თბილისში რომ ჩავიდა და თავისით "მიაღწია" ყველაფერს. საინტერესოა, მასთან სოფელში კითხულობენ, რა გზით მოუხდა მას ამ "ყველაფრის" მიღწევა? თუთბერიძე გახლავთ ადამიანი, რომლის აზრი არავის აინტერესებს, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, ჟურნალისტები მაინც გამუდმებით ეკითხებიან აზრს. ალეკო ელისაშვილის 18 სექტემბრის გადაცემაში თეაკომ ისე გამოიყვანა წყობიდან ტელეწამყვანი, რომ ელისაშვილმა მას სტუდიის დატოვება მოსთხოვა. თეამ კი გადაწყვიტა, ბოლომდე დარჩენილიყო, ერთადერთი იყო, ვინც ხელისუფლების ინტერესებს იცავდა და სწორედ იმიტომ უსვამენ თავზე ხელს დღევანდელი ნაცები, ასეთი მდგრადი გოგო რომ ჰყავთ თავიანთ რიგებში.

ამ ბოლო დროს ამ ხალხს კიდევ ერთი სახე შეუერთდა, თამარა ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერიას მეუღლე და პოლიტიკურად აშკარად დაინტერესებული პირი, რომელიც სანამ ბოკერიას ცოლი გახდებოდა, არც ჟურნალისტი იყო, არც თავისი ჟურნალი ჰქონია და არც პოლიტიკურ მოსაზრებებს ეკითხებოდა ვინმე. ახლა კი იმავე ოპოზიციური არხების ეთერში გადაიდებს ხოლმე ფეხს ფეხზე (ტანი კი არ აქვს ურიგო), გემოვნებით შერჩეულ, ძვირად ღირებულ კაბაში გამოწყობილი დე-მოკრატიაზე ღაღადებს და დემაგოგიით გვაბრუებს.

მე კი სულ სხვა რამ მაღელვებს - რით ვერ გაგვაძღეს ამ საოცარი "სასტავის" ყურებით და რით ვერ გაიგეს, რომ არ გვაინტერესებს ამ ძალით ექსპერტების, ჟურნალისტების, იურისტების მოსაზრებები? აღარ გვინდა, გთხოვთ, გაიტანეთ ეს ხალხი ოპოზიციური ტელევიზიებიდან. ხელისუფლების არხები არ იწვევენ და ესენი რატომ გადაირივნენ ასე, ვერ გამიგია?!..

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა