მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლელა მებურიშვილს ფანები ძვირფას საჩუქრებს უგზავნიან
ლელა მებურიშვილს ფანები ძვირფას საჩუქრებს უგზავნიან

კარ­გა ხა­ნია ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი პრე­სის ფურ­ცლებ­ზე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე უარს ამ­ბობ­და, მაგ­რამ ახლა დუ­მი­ლი და­არ­ღვია და ამ პა­უ­ზის მი­ზე­ზებ­ზე "რე­ი­ტინგთან" ისა­უბ­რა. ჩვენს რეს­პონ­დენტს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და დღის ბო­ლოს ძლივს გა­მო­ნა­ხა დრო, მი­სი­ვე ცხოვ­რე­ბის სტილ­ზე ვე­სა­უბ­რეთ. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ინ­ტერ­ვიუ ცი­ხის სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დეა ჩა­წე­რი­ლი.

- კარ­გად ხარ გა­რუ­ჯუ­ლი, გე­ტყო­ბა კარ­გად და­ის­ვე­ნე. რა სი­ახ­ლე­ე­ბი გაქვს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი, ნელ-ნელა ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას. თე­ატ­რში ჯერ სე­ზო­ნი არ და­წყე­ბუ­ლა, ალ­ბათ ოქ­ტომ­ბრი­დან და­ვი­წყებთ სპექ­ტაკ­ლებს, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში კი ისევ წა­ვიყ­ვან გა­და­ცე­მა "ეკი-ვოკს".

- შენ იყა­ვი "ჯე­ოს­ტა­რის" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი, მარ­თა­ლია, "ჯე­ოს­ტა­რი" და­ი­ხუ­რა, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ და­ი­წყო "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი", თუ გქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! და თუ ჩა­ერ­თვე­ბი ამ პრო­ექ­ტში?

- უნ­დო­დათ, რომ ამ პრო­ექ­ტში მეც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტეს, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" არა­ვინ ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი, ვინც "ჯე­ოს­ტარ­თან" ასო­ცირ­დე­ბო­და და ალ­ბათ ეს მარ­თა­ლი­ცაა.

- ახლა ის გვი­თხა­რი, ზო­გა­დად რო­გო­რია შენი დღის გრა­ფი­კი? ტო­რო­ლა ხარ თუ გიყ­ვარს დი­ლის ძილი?

- ამ ბოლო დროს ძა­ლი­ან ადრე ვიღ­ვი­ძებ. მარ­თა­ლია, ზღვა­ზე ყოფ­ნი­სას გვი­ან ვი­ძი­ნებ­დი, მაგ­რამ დი­ლით მა­ინც ადრე, და­ახ­ლო­ე­ბით 6-7 სა­ათ­ზე ვდგე­ბო­დი, რომ სუფ­თა წყლი­თა და სუფ­თა ჰა­ე­რით მი­მე­ღო სი­ა­მოვ­ნე­ბა, ეტყო­ბა მი­ვეჩ­ვიე ამას და საქ­მეც რომ არ მქონ­დეს, დი­ლის 8 სა­ათ­ზე, მაქ­სი­მუმ 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე მეღ­ვი­ძე­ბა, არა­და, ადრე დი­ლის ძილი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ამის შემ­დეგ ვმოქ­მე­დებ იმის მი­ხედ­ვით, თუ რა მაქვს იმ დღეს და­გეგ­მი­ლი. რო­გორც წესი, ჩემი დღე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ჰგავს, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გრა­ფი­კი და სამ­სა­ხუ­რი მაქვს და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევრ ად­გი­ლას მი­წევს მის­ვლა.

- დი­ლით სა­უზ­მეს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ირ­თმევ, თუ ყა­ვით ან ჩაით კმა­ყო­ფილ­დე­ბი...

- დი­ლა­ო­ბით ყო­ველ­თვის მი­ვირ­თმევ "ჰერ­კუ­ლე­სის" ფა­ფას ყვე­ლით. ად­გო­მის შემ­დეგ, სა­ნამ გა­მოვ­ფხიზ­ლდე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად ვსვამ წყალს. ამ­ბო­ბენ, რომ წყა­ლი კარ­გია სა­ხის კა­ნის­თვის და ზო­გა­დად, ორ­გა­ნიზ­მის­თვის. შემ­დეგ ვამ­ზა­დებ ფა­ფას, ცოტა ჰერ­კუ­ლესს ვყრი ქვაბ­ში, ვას­ხამ წყალს და სა­ნამ გა­მოვ­რთავ, ორი წუ­თით ადრე ვა­მა­ტებ დაჭ­რილ ყველს, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­დის.

- სახ­ლი­დან გას­ვლამ­დე, რო­გორც ყვე­ლა ქალი, ალ­ბათ შენც გარ­კვე­ულ დროს უთ­მობ სა­კუ­თარ თავს...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. სა­ერ­თოდ, ყო­ველ­დღი­უ­რად არ ვი­კე­თებ მა­კი­აჟს. თუ გა­და­ღე­ბა არ მაქვს ან სა­ღა­მოს გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას არ მივ­დი­ვარ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, კანი და­ვას­ვე­ნო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან ცოტა დროს ვხარ­ჯავ თა­ვის ფორ­მა­ში მო­საყ­ვა­ნად. თუ საქ­მე მო­ი­თხოვს, შე­მიძ­ლია 15 წუთ­ში მო­ვემ­ზა­დო, წყა­ლი გა­და­ვივ­ლო, ჩა­ვიც­ვა და გა­ვი­დე. თან, ტან­საც­მლის შერ­ჩე­ვა­ზეც ბევ­რს არ ვფიქ­რობ, უცებ ვარ­ჩევ და უცებ ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა ჩა­ვიც­ვა.

- ხში­რად ამ­ბო­ბენ, როცა ქა­ლე­ბი ცუდ ხა­სი­ათ­ზე არი­ან, მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი მათ­თვის დიდი გან­ტვირ­თვაა, თუნ­დაც არა­ფე­რი იყი­დონ, შენ თუ ეთან­ხმე­ბი ამას?

- არას­დროს მქო­ნია შემ­თხვე­ვა, მა­ღა­ზი­ა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და არა­ფე­რი მე­ყი­დოს. როცა მე­გობ­რებს მივ­ყვე­ბი სა­ყიდ­ლებ­ზე, ვცდი­ლობ, კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვიყო იმა­ზე, რა უნ­დათ მათ, რად­გან ხში­რად ასეთ დრო­საც კი იმა­ზე მეტ რა­მეს ვყი­დუ­ლობ, ვი­საც გავ­ყე­ვი (იცი­ნის). რო­დე­საც და­სას­ვე­ნებ­ლად მივ­დი­ვარ, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ერთი ჩე­მო­და­ნი მი­მაქვს, უკან კი მი­ნი­მუმ ორით ვბრუნ­დე­ბი.

ამ დროს სა­უ­ბარ­ში ლე­ლას მე­გო­ბა­რი ჩაგ­ვერ­თო:

- ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ჩუქ­ნი­ან. შე­იძ­ლე­ბა უცებ კარი გა­ა­ღოს და ულა­მა­ზე­სი სამ­კა­უ­ლი დახ­ვდეს.

ლელა:

- ეს ხში­რად არ ხდე­ბა, მაგ­რამ თუ რა­ი­მე ძვი­რი აქ­სე­სუ­ა­რი მაქვს, ყვე­ლა ნა­ჩუ­ქა­რია. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, გა­მი­ღია კარი და ლა­მა­ზი სამ­კა­უ­ლი დამ­ხვედ­რია, ხში­რად ვერც ვი­გებ, ვი­ნაა სი­ურპრი­ზის ავ­ტო­რი. თა­ვი­დან ვნერ­ვი­უ­ლობ, მაგ­რამ მერე ვწყნარ­დე­ბი და ამ ფაქტს ვი­ღებ, რო­გორც ღმერ­თის სა­ჩუ­ქარს. ვფიქ­რობ, ის უფრო ჯენტლმე­ნუ­რი და რა­ინ­დუ­ლი საქ­ცი­ე­ლია, როცა ბო­ლომ­დე არ იცი, ვინ გი­კე­თებს ასეთ სა­ჩუ­ქარს, ვიდ­რე ის, რომ ვი­ღაც გი­რე­კავს და გე­უბ­ნე­ბა, თუ ნახე, გუ­შინ კარ­თან სა­ჩუ­ქა­რი რომ და­გი­დეო.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­გან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ყო­ფილ­ხარ. რო­გორც გვი­თხა­რი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევრ ად­გი­ლას გი­წევს მის­ვლა, რითი მოძ­რა­ობ?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფე­ხით სი­ა­რუ­ლი, ძი­რი­თა­დად მა­ინც ტაქ­სით გა­და­ვად­გილ­დე­ბი. ვერ ვი­ტყვი, რომ ტაქ­სით სი­ა­რუ­ლი ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს, ხან კარ­გი მძღო­ლი შეგ­ხვდე­ბა, ხან - არა. არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც დი­ლი­დან­ვე ისეთ გან­წყო­ბას შე­გიქ­მნი­ან, მთე­ლი დღე გაგ­ყვე­ბა კარ­გი ხა­სი­ა­თი, დაგ­ლო­ცა­ვენ, თბი­ლად და­გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, უთ­ქვამთ, აუ­ცი­ლებ­ლად ჩემს ცოლს უნდა და­გა­ლა­პა­რა­კო, ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხა­რო და მა­შინ­ვე რე­კა­ვენ. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა შეგ­ხვდეს ვინ­მე უჟ­მუ­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ზე ბუ­ზღუ­ნებს, სა­ცო­ბი თუ შეხ­ვდა, ჩხუ­ბობს, ეწე­ვა სი­გა­რეტს, არა­და სა­შინ­ლად არ მიყ­ვარს, სი­გა­რეტს რომ ეწე­ვი­ან. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მან­ქა­ნი­დან რომ გა­დავ­დი­ვარ, სულ ვცდი­ლობ თბი­ლად და­ვემ­შვი­დო­ბო და კარ­გი გან­წყო­ბა მე მა­ინც და­ვუ­ტო­ვო და ძი­რი­თა­დად ასე ვემ­შვი­დო­ბე­ბი: კე­თი­ლი მგზავ­რო­ბა, ბა­ტო­ნო, კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ, ბედ­ნი­ერ დღეს გი­სურ­ვებთ. ერთხელ ტაქ­სის მძღოლს ორ ნა­ბიჯ­ზე ვთხო­ვე წაყ­ვა­ნა, 3 ლარ­ზე შევ­თან­ხმდით, მაგ­რამ ად­გილ­ზე მი­სულს 5 ლარი გა­მო­მარ­თვა, მარ­თა­ლია გავ­ბრაზ­დი, მაგ­რამ მა­ინც მშვი­დად და თბი­ლად და­ვემ­შვი­დო­ბე, დიდი მად­ლო­ბა, კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ-მეთ­ქი. ჩხუბს ვე­რა­ვის და­ვუ­წყებ.

- პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი ხარ, თუ ყო­ველ­თვის სა­დღაც მი­გეჩ­ქა­რე­ბა?

- პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი ვარ. მე­ტიც, როცა რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ საქ­მე­ზე მივ­დი­ვარ, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე მი­ვი­დე, არა­და სკო­ლა­ში ყო­ველ­თვის ვიგ­ვი­ა­ნებ­დი და კა­რის ქალი მე და ჩემს ძმას დაგ­ვცი­ნო­და, კა­რა­ქი­ა­ნი პური და ჩაი ვერ მი­ირ­თვით დრო­ზეო?! (იღი­მე­ბა)

- საგ­რი­მი­ო­რო არის ად­გი­ლი, სა­დაც შენ, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, უნდა გარ­და­იქ­მნა გმი­რად, ალ­ბათ გექ­ნე­ბა იქ ისე­თი ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან გიყ­ვარს, და ფიქ­რობ, რომ შენ­თვის წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნია...

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, თი­ლის­მე­ბი და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი არ მიყ­ვარს, ჩემს საგ­რი­მი­ო­რო­ში დგას ძა­ლი­ან კარ­გი სა­ვარ­ძე­ლი, რო­მე­ლიც კარგ აუ­რას მიქ­მნის და როცა თე­ატ­რში დაღ­ლი­ლი მივ­დი­ვარ, იქ ვის­ვე­ნებ. სპექ­ტაკ­ლის და­წყე­ბამ­დე იმ სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­დო­მა ჩემ­თვის კარ­გი გან­ტვირ­თვაა. გარ­და ამი­სა, მაქვს კარ­გი გა­ნა­თე­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს შუქს ისე ჩა­უ­წიო, რომ სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. სარ­კე­ზე კი ადრე ყვა­ვი­ლი და სუ­რა­თი მქონ­და ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- ძნე­ლი არ არის მთე­ლი დღე იმუ­შაო, სა­ღა­მოს მიხ­ვი­დე თე­ატ­რში, გარ­და­ი­სა­ხო და ცოტა ხნით იცხოვ­რო სხვა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბით?

- შე­იძ­ლე­ბა ძნე­ლია, მაგ­რამ მე იმ­დე­ნად მიყ­ვარს ჩემი საქ­მე, რომ ამ ყვე­ლა­ფერს თავს ვარ­თმევ. მარ­თა­ლია, გრი­მის გა­კე­თე­ბა არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ამ დროს შე­დი­ხარ როლ­ში, გე­მა­ტე­ბა ენერ­გია, როცა სცე­ნა­ზე გა­დი­ხარ, მა­ყუ­რებ­ლის­გან დიდ მუხტს გრძნობ.

- რო­ლის­თვის გა­რეგ­ნო­ბა მკვეთ­რად თუ შე­გიც­ვლია?

- კი, იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა. გიზო ჟორ­და­ნი­ამ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში დად­გა ზღა­პა­რი, რო­მელ­შიც კა­ტას ვთა­მა­შობ­დი და ძა­ლი­ან უც­ნა­ურ გრიმს ვი­კე­თებ­დი. გარ­და ამი­სა, სპექ­ტაკლ "ონე­გინ­ში" ვთა­მა­შობ­დი მატ­რი­ოშ­კას და მეც­ვა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი კოს­ტი­უ­მი, თავ­ზე კი მე­ფა­რა წი­თე­ლი ძა­ფე­ბის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი პა­რი­კი. "დე­ტექ­ტი­ვებ­ში" კი მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით, ასა­კო­ვა­ნი გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, რის­თვი­საც ძა­ლი­ან თეთრ მა­კი­აჟს მი­კე­თებ­დნენ.

- ხომ არ არის სა­უ­ბა­რი ახა­ლი სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბა­ზე?

- ადრე იყო ამა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ახა­ლი არა­ფე­რია.

- რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა "ეკი-ვოკ­ზეც" ვთქვათ, ეს ამ­პლუა შე­და­რე­ბით ახა­ლია შენ­თვის. გა­და­ე­ყა­რე რა­ი­მე სირ­თუ­ლე­ებს ამ გა­და­ცე­მა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას?

- ჟურ­ნა­ლის­ტად და წამ­ყვა­ნად "ჯე­ოს­ტა­რამ­დე" არ მი­მუ­შა­ვია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ახლა ვსწავ­ლობ ამ საქ­მეს. "ჯე­ოს­ტარ­ში" სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დე­ლი ვი­ყა­ვი, წინა დღით მი­თხრეს, რომ წამ­ყვა­ნი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, არ ვი­ცო­დი რა უნდა მე­ლა­პა­რა­კა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ღია ეთერ­ში მუ­შა­ო­ბა რთუ­ლია, მით უმე­ტეს გა­მო­უც­დე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სირ­თუ­ლე­ებს ამ პრო­ექ­ტში უფრო წა­ვა­წყდი, ვიდ­რე "ეკი-ვოკ­ში". სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო!, საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან, ჩა­წე­რის დროს მო­დი­ან და დიდი ამ­ბა­ვი გვაქვს ხოლ­მე. ზოგი სუ­რა­თებს იღებს, ზოგი მე­უბ­ნე­ბა, რომ თვი­თონ მე­ფეა და მე კი მისი სა­ხელ­მწი­ფოს პრინ­ცე­სა, ზოგს მო­აქვს თაფ­ლი და ამ­ბობს, ჩემი სა­მე­ფოს თაფ­ლი მო­გი­ტა­ნეო, მათი ყუ­რა­დღე­ბით მარ­თლა გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვარ, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- სტუმ­რის მო­ძი­ე­ბა, ტექ­სტის და­წე­რა და მსგავ­სი წვრილ­მა­ნი დე­ტა­ლე­ბი გე­ხე­ბა?

- ძი­რი­თა­დად ამას ჩემი პრო­დი­უ­სე­რე­ბი აგ­ვა­რე­ბენ, მაგ­რამ სტუ­მარს თუ კარ­გად ვიც­ნობ, მე ვუ­რე­კავ. რაც შე­ე­ხე­ბა ტექსტს, სრუ­ლი იმპრო­ვი­ზა­ცი­აა და ამას წი­ნას­წარ არ ვწერ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მყავს და არ მჭირ­დე­ბა სუფ­ლი­ო­რი.

- შენს სა­ტე­ლე­ვი­ზიო იმიჯ­ზე ვინ ზრუ­ნავს?

- ეს ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა, რად­გან ხში­რად არ მომ­წონს ჩემი ჩაც­მუ­ლო­ბა, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ას სხვა მო­თხოვ­ნე­ბი აქვს, ამი­ტომ მარ­ტო ვერ ვწყვეტ ამ სა­კითხს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ერ­თად ვა­თან­ხმებთ, თუ რო­გორ უნდა გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე ეკ­რან­ზე.

- შენი სა­მუ­შაო მა­გი­და რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, არის მას­ზე ბევ­რი ფურ­ცე­ლი და კა­ლა­მი?

- ყვე­ლა სა­კი­თხში წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ, ყო­ველ­თვის და­ლა­გე­ბუ­ლი მაქვს ოთა­ხი, უჯრე­ბი სახ­ლშიც და სამ­სა­ხურ­შიც, შე­იძ­ლე­ბა შინ ღამე დავ­ბრუ­ნე, რამე არ მო­მე­წო­ნოს და მა­შინ­ვე და­ლა­გე­ბა და­ვი­წყო. მსი­ა­მოვ­ნებს, როცა ყვე­ლა­ფე­რი სუფ­თა­დაა. სპე­ცი­ა­ლუ­რად სამ­სა­ხუ­რის­თვის არ მაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი ბლოკ­ნო­ტი ან კა­ლა­მი, მაგ­რამ როცა წი­ნას­წარ, ვთქვათ, ერთი კვი­რით ადრე ვგეგ­მავ რა­ი­მეს, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ნიშ­ნავ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ან ბლოკ­ნოტ­ში.

- ლელა, თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებ?

- როცა "დე­ტექ­ტი­ვე­ბის" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბა გვქონ­და, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ვი­ყა­ვი, ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სად გავ­სულ­ვარ, გა­და­ღე­ბი­დან პირ­და­პირ შინ მივ­დი­ო­დი, მერე კი - გა­და­ღე­ბა­ზე, ხან­და­ხან მხო­ლოდ ორი სა­ა­თი მე­ძი­ნა. მე­ო­რე სე­ზო­ნის და­წყე­ბი­სას კი ვთქვი, ასეთ მძი­მე გრა­ფიკს ვე­ღარ გა­ვუძ­ლებ-მეთ­ქი. მარ­თა­ლია, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ჩემი თხოვ­ნა, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. რო­გორც კი მცი­რე თა­ვი­სუ­ფალ დროს გა­მოვ­ნა­ხავ­დი, მა­შინ­ვე მე­გობ­რებ­თან გავ­რბო­დი. ჩემ­მა ასეთ­მა გრა­ფიკ­მა და­მა­ფიქ­რა იმა­ზე, რომ დრო გავა და უკან რომ მო­ვი­ხე­დავ, მივ­ხვდე­ბი, საქ­მის გარ­და არა­ფე­რი მი­კე­თე­ბია, რაც არას­წო­რია. ამის შემ­დეგ უფრო ხში­რად ვნა­ხუ­ლობ მე­გობ­რებს. სხვა­თა შო­რის, მამა ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რობს, ამ ბოლო დროს ვერ გნა­ხუ­ლო­ბო, თვი­თონ ძა­ლი­ან ადრე გა­დის სახ­ლი­დან, მე კი გვი­ან რომ მივ­დი­ვარ, ხან­და­ხან ერ­თმა­ნეთს ვერ ვხვდე­ბით. საქ­მე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბი­სა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა, ვინც გიყ­ვარს, არ შე­იძ­ლე­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩი­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო, ამი­ტომ როცა მცი­რე შეს­ვე­ნე­ბა მაქვს, ვცდი­ლობ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად იქ მი­ვი­დე. სა­ნამ კარ­გი ამინ­დე­ბია, სულ ვცდი­ლობთ, გა­რეთ, ჰა­ერ­ზე ვი­ყოთ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლა და ხში­რად მო­ვი­თხოვ ასეთ ად­გი­ლებ­ში წას­ვლას (იღი­მე­ბა). სა­ერ­თოდ, ხალ­ხმრავ­ლო­ბა არ მი­ზი­დავს, ამი­ტომ ძი­რი­თა­დად ისეთ ად­გი­ლებს ვარ­ჩევთ, სა­დაც სიმ­შვი­დეა.

- ლელა, წიგ­ნებს, პრე­სას, ტე­ლე­ვი­ზორს რა ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში? შენ­სა­ვე გა­და­ცე­მას თუ უყუ­რებ?

- ტე­ლე­ვი­ზორს თით­ქმის არ ვუ­ყუ­რებ, ჩემი პრო­დი­უ­სე­რი მიბ­რაზ­დე­ბა იმის გამო, რომ იშ­ვი­ა­თად ვუცქერ ჩემს გა­და­ცე­მას, კომ­პი­უ­ტერ­თან მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვჯდე­ბი, დიდ­ხანს ვერ ვჩერ­დე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა წიგ­ნებს, კი­თხვა სა­ოც­რად მიყ­ვარს, ხში­რად გა­და­ღე­ბებ­ზეც კი წიგ­ნე­ბით დავ­დი­ო­დი და სა­ნამ ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებს მო­აგ­ვა­რებ­დნენ, ვკი­თხუ­ლობ­დი. ამ დროს მსი­ა­მოვ­ნებს, აზ­როვ­ნე­ბით სხვა­გან რომ ვარ გა­დარ­თუ­ლი. ზა­ფხულ­ში წიგ­ნე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! კი­თხვა­ზე ხომ აღარ­ფერს ვამ­ბობ, წელს ორი კვი­რით ვი­ყა­ვი ბა­თუმ­ში, მთე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ჯე­ქი "კა­ჩალ­კა­ში" და მთე­ლი ბი­ბი­ლი­ო­თე­კა გა­და­ვი­კი­თხე.

- ძი­რი­თა­დად, რომ­ლი ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რას ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- კონ­კრე­ტუ­ლად ვერ გე­ტყვი. იყო პე­რი­ო­დი, როცა აქ­ტი­უ­რად ვკი­თხუ­ლობ­დი დე­ტექ­ტი­ვებს და ერთი ზა­ფხუ­ლი მი­ვუ­ძღვე­ნი აკუ­ნინს, გა­და­ვი­კი­თხე მისი ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი. წელს თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლებს და­ვუთ­მე ყუ­რა­დღე­ბა, ახა­ლი ბესტსე­ლე­რე­ბი წა­ვი­კი­თხე, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა კლა­სი­კად არ იქ­ცეს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.

- სახ­ლი ის ად­გი­ლია, სა­დაც დაღ­ლი­ლი გან­სატ­ვირ­თად მი­დი­ხარ. რო­გო­რია შენი ოთა­ხი, სა­დაც ყვე­ლაფ­რის­გან ის­ვე­ნებ...

- პა­ტა­რა ოთა­ხი მაქვს, სა­დაც უამ­რა­ვია ხა­ტია, იქ­ვეა ჩემი საყ­ვა­რე­ლი სა­წო­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი უჯრა აქვს და იცი რო­გორ ვერ­თო­ბი?! რომ ვწე­ვარ, ვა­ღებ და ვკე­ტავ ამ უჯ­რას, სა­დაც ყუ­თე­ბით ჩა­წი­კწი­კე­ბუ­ლია სამ­კა­უ­ლე­ბი: სა­მა­ჯუ­რე­ბი, ბეჭ­დე­ბი. ჩემი 15 წლის ძმის­შვი­ლი ხში­რად მთხოვს ხოლ­მე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, ყვე­ლას უყ­ვარს იმ უჯ­რის ამო­ქექ­ვა. სა­ერ­თოდ, როცა დაღ­ლი­ლი ვარ, ჩემ­თვის გან­ტვირ­თვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა წყა­ლი, როცა ცუ­დად ვარ, რა­ი­მე მტკი­ვა, წყა­ლი ყვე­ლაფ­რის­გან მკურ­ნავს, ვგიჟ­დე­ბი ცურ­ვა­ზე. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი წა­ვი­დე აუზ­ზე, ვი­ცუ­რაო და მერე დავ­ბრუნ­დე შინ.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ლელა მებურიშვილს ფანები ძვირფას საჩუქრებს უგზავნიან

ლელა მებურიშვილს ფანები ძვირფას საჩუქრებს უგზავნიან

კარგა ხანია ლელა მებურიშვილი პრესის ფურცლებზე არ გამოჩენილა და ინტერვიუებზე უარს ამბობდა, მაგრამ ახლა დუმილი დაარღვია და ამ პაუზის მიზეზებზე "რეიტინგთან" ისაუბრა. ჩვენს რესპონდენტს, რომელიც ძალიან დაკავებული იყო და დღის ბოლოს ძლივს გამონახა დრო, მისივე ცხოვრების სტილზე ვესაუბრეთ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ინტერვიუ ციხის სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნებამდეა ჩაწერილი.

-  კარგად ხარ გარუჯული, გეტყობა კარგად დაისვენე. რა სიახლეები გაქვს საქმიანობაში?

-  განსაკუთრებული არაფერი, ნელ-ნელა ვიწყებ მუშაობას. თეატრში ჯერ სეზონი არ დაწყებულა, ალბათ ოქტომბრიდან დავიწყებთ სპექტაკლებს, ტელევიზიაში კი ისევ წავიყვან გადაცემა "ეკი-ვოკს".

-  შენ იყავი "ჯეოსტარის" ერთ-ერთი წამყვანი, მართალია, "ჯეოსტარი" დაიხურა, მაგრამ სამაგიეროდ დაიწყო "საქართველოს ვარსკვლავი", თუ გქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და თუ ჩაერთვები ამ პროექტში?

-  უნდოდათ, რომ ამ პროექტში მეც ვყოფილიყავი დაკავებული, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს, "საქართველოს ვარსკვლავში" არავინ ყოფილიყო ისეთი, ვინც "ჯეოსტართან" ასოცირდებოდა და ალბათ ეს მართალიცაა.

-  ახლა ის გვითხარი, ზოგადად როგორია შენი დღის გრაფიკი? ტოროლა ხარ თუ გიყვარს დილის ძილი?

-  ამ ბოლო დროს ძალიან ადრე ვიღვიძებ. მართალია, ზღვაზე ყოფნისას გვიან ვიძინებდი, მაგრამ დილით მაინც ადრე, დაახლოებით 6-7 საათზე ვდგებოდი, რომ სუფთა წყლითა და სუფთა ჰაერით მიმეღო სიამოვნება, ეტყობა მივეჩვიე ამას და საქმეც რომ არ მქონდეს, დილის 8 საათზე, მაქსიმუმ 9-ის ნახევარზე მეღვიძება, არადა, ადრე დილის ძილი ძალიან მიყვარდა. ამის შემდეგ ვმოქმედებ იმის მიხედვით, თუ რა მაქვს იმ დღეს დაგეგმილი. როგორც წესი, ჩემი დღეები ერთმანეთს არ ჰგავს, მრავალფეროვანი გრაფიკი და სამსახური მაქვს და დღის განმავლობაში ბევრ ადგილას მიწევს მისვლა.

-  დილით საუზმეს აუცილებლად მიირთმევ, თუ ყავით ან ჩაით კმაყოფილდები...

-  დილაობით ყოველთვის მივირთმევ "ჰერკულესის" ფაფას ყველით. ადგომის შემდეგ, სანამ გამოვფხიზლდები, აუცილებლად ვსვამ წყალს. ამბობენ, რომ წყალი კარგია სახის კანისთვის და ზოგადად, ორგანიზმისთვის. შემდეგ ვამზადებ ფაფას, ცოტა ჰერკულესს ვყრი ქვაბში, ვასხამ წყალს და სანამ გამოვრთავ, ორი წუთით ადრე ვამატებ დაჭრილ ყველს, ძალიან გემრიელი გამოდის.

-  სახლიდან გასვლამდე, როგორც ყველა ქალი, ალბათ შენც გარკვეულ დროს უთმობ საკუთარ თავს...

-  რასაკვირველია. საერთოდ, ყოველდღიურად არ ვიკეთებ მაკიაჟს. თუ გადაღება არ მაქვს ან საღამოს განსაკუთრებულ ადგილას არ მივდივარ, მაქსიმალურად ვცდილობ, კანი დავასვენო. აქედან გამომდინარე, ძალიან ცოტა დროს ვხარჯავ თავის ფორმაში მოსაყვანად. თუ საქმე მოითხოვს, შემიძლია 15 წუთში მოვემზადო, წყალი გადავივლო, ჩავიცვა და გავიდე. თან, ტანსაცმლის შერჩევაზეც ბევრს არ ვფიქრობ, უცებ ვარჩევ და უცებ ვიღებ გადაწყვეტილებას, რა ჩავიცვა.

-  ხშირად ამბობენ, როცა ქალები ცუდ ხასიათზე არიან, მაღაზიებში სიარული მათთვის დიდი განტვირთვაა, თუნდაც არაფერი იყიდონ, შენ თუ ეთანხმები ამას?

-  არასდროს მქონია შემთხვევა, მაღაზიაში წავსულიყავი და არაფერი მეყიდოს. როცა მეგობრებს მივყვები საყიდლებზე, ვცდილობ, კონცენტრირებული ვიყო იმაზე, რა უნდათ მათ, რადგან ხშირად ასეთ დროსაც კი იმაზე მეტ რამეს ვყიდულობ, ვისაც გავყევი (იცინის). როდესაც დასასვენებლად მივდივარ, უმეტეს შემთხვევაში ერთი ჩემოდანი მიმაქვს, უკან კი მინიმუმ ორით ვბრუნდები.

ამ დროს საუბარში ლელას მეგობარი ჩაგვერთო:

-  ძვირად ღირებულ ნივთებს თაყვანისმცემლები ჩუქნიან. შეიძლება უცებ კარი გააღოს და ულამაზესი სამკაული დახვდეს.

ლელა:

-  ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ თუ რაიმე ძვირი აქსესუარი მაქვს, ყველა ნაჩუქარია. ყოფილა შემთხვევა, გამიღია კარი და ლამაზი სამკაული დამხვედრია, ხშირად ვერც ვიგებ, ვინაა სიურპრიზის ავტორი. თავიდან ვნერვიულობ, მაგრამ მერე ვწყნარდები და ამ ფაქტს ვიღებ, როგორც ღმერთის საჩუქარს. ვფიქრობ, ის უფრო ჯენტლმენური და რაინდული საქციელია, როცა ბოლომდე არ იცი, ვინ გიკეთებს ასეთ საჩუქარს, ვიდრე ის, რომ ვიღაც გირეკავს და გეუბნება, თუ ნახე, გუშინ კართან საჩუქარი რომ დაგიდეო.

-  თაყვანისმცემლებისგან განებივრებული ყოფილხარ. როგორც გვითხარი, დღის განმავლობაში ბევრ ადგილას გიწევს მისვლა, რითი მოძრაობ?

-  მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ფეხით სიარული, ძირითადად მაინც ტაქსით გადავადგილდები. ვერ ვიტყვი, რომ ტაქსით სიარული ძალიან მსიამოვნებს, ხან კარგი მძღოლი შეგხვდება, ხან - არა. არიან ისეთები, რომლებიც დილიდანვე ისეთ განწყობას შეგიქმნიან, მთელი დღე გაგყვება კარგი ხასიათი, დაგლოცავენ, თბილად დაგელაპარაკებიან, ყოფილა შემთხვევა, უთქვამთ, აუცილებლად ჩემს ცოლს უნდა დაგალაპარაკო, ძალიან უყვარხარო და მაშინვე რეკავენ. თუმცა შეიძლება შეგხვდეს ვინმე უჟმური, რომელიც ყველაფერზე ბუზღუნებს, საცობი თუ შეხვდა, ჩხუბობს, ეწევა სიგარეტს, არადა საშინლად არ მიყვარს, სიგარეტს რომ ეწევიან. ასეთი ადამიანების მანქანიდან რომ გადავდივარ, სულ ვცდილობ თბილად დავემშვიდობო და კარგი განწყობა მე მაინც დავუტოვო და ძირითადად ასე ვემშვიდობები: კეთილი მგზავრობა, ბატონო, კარგად ბრძანდებოდეთ, ბედნიერ დღეს გისურვებთ. ერთხელ ტაქსის მძღოლს ორ ნაბიჯზე ვთხოვე წაყვანა, 3 ლარზე შევთანხმდით, მაგრამ ადგილზე მისულს 5 ლარი გამომართვა, მართალია გავბრაზდი, მაგრამ მაინც მშვიდად და თბილად დავემშვიდობე, დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი. ჩხუბს ვერავის დავუწყებ.

-  პუნქტუალური ხარ, თუ ყოველთვის სადღაც მიგეჩქარება?

-  პუნქტუალური ვარ. მეტიც, როცა რაიმე სერიოზულ საქმეზე მივდივარ, ყოველთვის ვცდილობ, რამდენიმე წუთით ადრე მივიდე, არადა სკოლაში ყოველთვის ვიგვიანებდი და კარის ქალი მე და ჩემს ძმას დაგვცინოდა, კარაქიანი პური და ჩაი ვერ მიირთვით დროზეო?! (იღიმება)

-  საგრიმიორო არის ადგილი, სადაც შენ, როგორც მსახიობი, უნდა გარდაიქმნა გმირად, ალბათ გექნება იქ ისეთი ნივთები, რომლებიც ძალიან გიყვარს, და ფიქრობ, რომ შენთვის წარმატების მომტანია...

-  სიმართლე გითხრათ, თილისმები და მსგავსი რაღაცები არ მიყვარს, ჩემს საგრიმიოროში დგას ძალიან კარგი სავარძელი, რომელიც კარგ აურას მიქმნის და როცა თეატრში დაღლილი მივდივარ, იქ ვისვენებ. სპექტაკლის დაწყებამდე იმ სავარძელში ჩაჯდომა ჩემთვის კარგი განტვირთვაა. გარდა ამისა, მაქვს კარგი განათება, რომელიც საშუალებას გაძლევს შუქს ისე ჩაუწიო, რომ სიმშვიდე შეინარჩუნო. სარკეზე კი ადრე ყვავილი და სურათი მქონდა ჩამოკიდებული.

-  ძნელი არ არის მთელი დღე იმუშაო, საღამოს მიხვიდე თეატრში, გარდაისახო და ცოტა ხნით იცხოვრო სხვა ადამიანის ცხოვრებით?

-  შეიძლება ძნელია, მაგრამ მე იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ ამ ყველაფერს თავს ვართმევ. მართალია, გრიმის გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ ამ დროს შედიხარ როლში, გემატება ენერგია, როცა სცენაზე გადიხარ, მაყურებლისგან დიდ მუხტს გრძნობ.

-  როლისთვის გარეგნობა მკვეთრად თუ შეგიცვლია?

-  კი, იყო რამდენიმე შემთხვევა. გიზო ჟორდანიამ მარჯანიშვილის თეატრში დადგა ზღაპარი, რომელშიც კატას ვთამაშობდი და ძალიან უცნაურ გრიმს ვიკეთებდი. გარდა ამისა, სპექტაკლ "ონეგინში" ვთამაშობდი მატრიოშკას და მეცვა ძალიან ლამაზი კოსტიუმი, თავზე კი მეფარა წითელი ძაფებისგან გაკეთებული პარიკი. "დეტექტივებში" კი მაქსიმალურად ვცდილობდით, ასაკოვანი გამოვჩენილიყავი, რისთვისაც ძალიან თეთრ მაკიაჟს მიკეთებდნენ.

-  ხომ არ არის საუბარი ახალი სეზონის გადაღებაზე?

-  ადრე იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჯერჯერობით ახალი არაფერია.

-  რამდენიმე სიტყვა "ეკი-ვოკზეც" ვთქვათ, ეს ამპლუა შედარებით ახალია შენთვის. გადაეყარე რაიმე სირთულეებს ამ გადაცემაზე მუშაობისას?

-  ჟურნალისტად და წამყვანად "ჯეოსტარამდე" არ მიმუშავია, შეიძლება ითქვას, რომ ახლა ვსწავლობ ამ საქმეს. "ჯეოსტარში" სრულიად გამოუცდელი ვიყავი, წინა დღით მითხრეს, რომ წამყვანი უნდა ვყოფილიყავი, არ ვიცოდი რა უნდა მელაპარაკა, მოგეხსენებათ, ღია ეთერში მუშაობა რთულია, მით უმეტეს გამოუცდელი ადამიანისთვის. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ სირთულეებს ამ პროექტში უფრო წავაწყდი, ვიდრე "ეკი-ვოკში". საერთოდ, ძალიან მიყვარს ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, საყვარლები არიან, ჩაწერის დროს მოდიან და დიდი ამბავი გვაქვს ხოლმე. ზოგი სურათებს იღებს, ზოგი მეუბნება, რომ თვითონ მეფეა და მე კი მისი სახელმწიფოს პრინცესა, ზოგს მოაქვს თაფლი და ამბობს, ჩემი სამეფოს თაფლი მოგიტანეო, მათი ყურადღებით მართლა განებივრებული ვარ, რაც ძალიან მახარებს.

-  სტუმრის მოძიება, ტექსტის დაწერა და მსგავსი წვრილმანი დეტალები გეხება?

-  ძირითადად ამას ჩემი პროდიუსერები აგვარებენ, მაგრამ სტუმარს თუ კარგად ვიცნობ, მე ვურეკავ. რაც შეეხება ტექსტს, სრული იმპროვიზაციაა და ამას წინასწარ არ ვწერ, აქედან გამომდინარე, არ მყავს და არ მჭირდება სუფლიორი.

-  შენს სატელევიზიო იმიჯზე ვინ ზრუნავს?

-  ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა, რადგან ხშირად არ მომწონს ჩემი ჩაცმულობა, მაგრამ ტელევიზიას სხვა მოთხოვნები აქვს, ამიტომ მარტო ვერ ვწყვეტ ამ საკითხს, შემოქმედებითი ჯგუფი ერთად ვათანხმებთ, თუ როგორ უნდა გამოვიყურებოდე ეკრანზე.

-  შენი სამუშაო მაგიდა როგორ გამოიყურება, არის მასზე ბევრი ფურცელი და კალამი?

-  ყველა საკითხში წესრიგის მოყვარული ვარ, ყოველთვის დალაგებული მაქვს ოთახი, უჯრები სახლშიც და სამსახურშიც, შეიძლება შინ ღამე დავბრუნე, რამე არ მომეწონოს და მაშინვე დალაგება დავიწყო. მსიამოვნებს, როცა ყველაფერი სუფთადაა. სპეციალურად სამსახურისთვის არ მაქვს გამოყოფილი ბლოკნოტი ან კალამი, მაგრამ როცა წინასწარ, ვთქვათ, ერთი კვირით ადრე ვგეგმავ რაიმეს, აუცილებლად ვინიშნავ მობილურ ტელეფონში ან ბლოკნოტში.

-  ლელა, თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

-  როცა "დეტექტივების" პირველი სეზონის გადაღება გვქონდა, ძალიან დატვირთული ვიყავი, ექვსი თვის განმავლობაში არსად გავსულვარ, გადაღებიდან პირდაპირ შინ მივდიოდი, მერე კი - გადაღებაზე, ხანდახან მხოლოდ ორი საათი მეძინა. მეორე სეზონის დაწყებისას კი ვთქვი, ასეთ მძიმე გრაფიკს ვეღარ გავუძლებ-მეთქი. მართალია, გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა, მაგრამ მაინც ძალიან დაკავებული ვიყავი. როგორც კი მცირე თავისუფალ დროს გამოვნახავდი, მაშინვე მეგობრებთან გავრბოდი. ჩემმა ასეთმა გრაფიკმა დამაფიქრა იმაზე, რომ დრო გავა და უკან რომ მოვიხედავ, მივხვდები, საქმის გარდა არაფერი მიკეთებია, რაც არასწორია. ამის შემდეგ უფრო ხშირად ვნახულობ მეგობრებს. სხვათა შორის, მამა ხშირად მსაყვედურობს, ამ ბოლო დროს ვერ გნახულობო, თვითონ ძალიან ადრე გადის სახლიდან, მე კი გვიან რომ მივდივარ, ხანდახან ერთმანეთს ვერ ვხვდებით. საქმე აუცილებელია, მაგრამ მეგობრებისა და იმ ადამიანების გარეშე ყოფნა, ვინც გიყვარს, არ შეიძლება. ძალიან მიყვარს ჩინური სამზარეულო, ამიტომ როცა მცირე შესვენება მაქვს, ვცდილობ, მეგობრებთან ერთად იქ მივიდე. სანამ კარგი ამინდებია, სულ ვცდილობთ, გარეთ, ჰაერზე ვიყოთ, ძალიან მიყვარს ბუნებაში გასვლა და ხშირად მოვითხოვ ასეთ ადგილებში წასვლას (იღიმება). საერთოდ, ხალხმრავლობა არ მიზიდავს, ამიტომ ძირითადად ისეთ ადგილებს ვარჩევთ, სადაც სიმშვიდეა.

-  ლელა, წიგნებს, პრესას, ტელევიზორს რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში? შენსავე გადაცემას თუ უყურებ?

-  ტელევიზორს თითქმის არ ვუყურებ, ჩემი პროდიუსერი მიბრაზდება იმის გამო, რომ იშვიათად ვუცქერ ჩემს გადაცემას, კომპიუტერთან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ვჯდები, დიდხანს ვერ ვჩერდები. რაც შეეხება წიგნებს, კითხვა საოცრად მიყვარს, ხშირად გადაღებებზეც კი წიგნებით დავდიოდი და სანამ ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებდნენ, ვკითხულობდი. ამ დროს მსიამოვნებს, აზროვნებით სხვაგან რომ ვარ გადართული. ზაფხულში წიგნებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კითხვაზე ხომ აღარფერს ვამბობ, წელს ორი კვირით ვიყავი ბათუმში, მთელი დღეების განმავლობაში ვიჯექი "კაჩალკაში" და მთელი ბიბილიოთეკა გადავიკითხე.

-  ძირითადად, რომლი ჟანრის ლიტერატურას ანიჭებ უპირატესობას?

-  კონკრეტულად ვერ გეტყვი. იყო პერიოდი, როცა აქტიურად ვკითხულობდი დეტექტივებს და ერთი ზაფხული მივუძღვენი აკუნინს, გადავიკითხე მისი ყველა ნაწარმოები. წელს თანამედროვე მწერლებს დავუთმე ყურადღება, ახალი ბესტსელერები წავიკითხე, რომლებიც შეიძლება კლასიკად არ იქცეს, მაგრამ რამდენიმე მათგანი ძალიან მომეწონა.

-  სახლი ის ადგილია, სადაც დაღლილი განსატვირთად მიდიხარ. როგორია შენი ოთახი, სადაც ყველაფრისგან ისვენებ...

-  პატარა ოთახი მაქვს, სადაც უამრავია ხატია, იქვეა ჩემი საყვარელი საწოლი, რომელსაც ძალიან დიდი უჯრა აქვს და იცი როგორ ვერთობი?! რომ ვწევარ, ვაღებ და ვკეტავ ამ უჯრას, სადაც ყუთებით ჩაწიკწიკებულია სამკაულები: სამაჯურები, ბეჭდები. ჩემი 15 წლის ძმისშვილი ხშირად მთხოვს ხოლმე დათვალიერებას, ყველას უყვარს იმ უჯრის ამოქექვა. საერთოდ, როცა დაღლილი ვარ, ჩემთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა წყალი, როცა ცუდად ვარ, რაიმე მტკივა, წყალი ყველაფრისგან მკურნავს, ვგიჟდები ცურვაზე. შეიძლება ძალიან დაღლილი წავიდე აუზზე, ვიცურაო და მერე დავბრუნდე შინ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება