თბილისში კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო აქცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
აქციაზე სიტყვით მხოლოდ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. ბიძინა ივანიშვილი თბილისელებს კოალიციის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, ასევე ესაუბრა იმ დაპირებებზე, რომელსაც "ქართული ოცნება" არჩევნების შემდგომ განახორციელებს.
გარდა ამისა, მან მოუწოდა პოლიციელებს, მასწავლებლებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს, გონივრული არჩევანი გააკეთონ პირველ ოქტომბერს და ისინი აუცილებლად დაიცავენ მათ უფლებებს და ნუ შეეშინდებათ ხელისუფლების ზეწოლის.
ივანიშვილმა ისაუბრა დევნილების შესახებაც. როგორც მან აღნიშნა ყველა დევნილს დაუკანონებენ ფართს. გარდა ამისა, კოალიციის ლიდერი გამოეხმაურა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც და აღნიშნა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღადგენს ურთიერთობებს აფხაზებთან და ოსებთან.
ამასთან, ივანიშვილმა კიდევ ერთი მოწოდება ბიზნესმენების მიმართ გააკეთა. მისი თქმით, ბიზნესმენისთვის არაფერს ნიშნავს მატერიალური მდგომარეობა, თუ მის ქვეყანას და ხალხს უჭირს.
დღევანდელ აქციაზე სამი სიმღერა შეასრულა ბერამ, მათ შორის ერთი სიმღერის პრემიერაც გამართა.