Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი ჭიჭინაძე: "თუ გუშინ დოსტოევსკის კითხულობდი და დღეს ვიღაც მოკალი ან აწამე, განათლებულს ვერავინ გიწოდებს"
გოგი ჭიჭინაძე: "თუ გუშინ დოსტოევსკის კითხულობდი და დღეს ვიღაც მოკალი ან აწამე, განათლებულს ვერავინ გიწოდებს"

კი­თხვა ოთხი წლი­სამ და­ი­წყო და წიგ­ნი დღემ­დე მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. იყო დრო, როცა წიგ­ნი მუ­სი­კა­ზე მე­ტა­დაც კი უყ­ვარ­და... რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი დი­რი­ჟო­რი გოგი ჭი­ჭი­ნა­ძე.

- დღეს რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვხე­დავ, სა­ვა­ლა­ლოა. მყავს სტუ­დენ­ტე­ბი, ვხვდე­ბი მე­გობ­რე­ბის შვი­ლებს - მათი დიდი ნა­წი­ლი უწიგ­ნუ­რია. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში იყო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გა­ი­ძუ­ლებ­და, წა­გე­კი­თხა. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, რო­დე­საც ოჯა­ხი წიგ­ნი­ე­რე­ბით ვერ და­იკ­ვეხ­ნი­და, ბავ­შვს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღო. მე­ტიც - მო­ვა­ლე­ო­ბაც კი ეკის­რა. დღეს ამ მხრივ ძა­ლი­ან ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ცდი­ლო­ბენ, წიგ­ნი­ე­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა კომ­პი­უ­ტე­რით აი­ნა­ზღა­უ­რონ. ჩე­ხო­ვის რამე წა­გი­კი­თხავს-მეთ­ქი? - ვკი­თხავ სტუ­დენტს და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ არ წა­უ­კი­თხავს. წავა, "ვი­კი­პე­დი­ა­ში" იპო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ას და ასე მო­ამ­ზა­დებს მა­სა­ლას. დღეს "ვი­კი­პე­დი­ის" დო­ნე­ზე ეზი­ა­რე­ბი­ან ლი­ტე­რა­ტუ­რულ შე­დევ­რებს. ამ­ბო­ბენ, რომ ეს დრომ მო­ი­ტა­ნა, რომ ადა­მი­ანს პრო­ფე­სი­ის გარ­და არაფ­რის ცოდ­ნა არ მო­ე­თხო­ვე­ბა... ყო­ვე­ლი­ვე ეს აშ­რობს ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რე­ბას.

რო­გორც ჯდო­მის კულ­ტუ­რას ვას­წავ­ლით ბავ­შვს, ჭა­მის კულ­ტუ­რას, ეს­თე­ტი­კის ნორ­მებს, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, წიგ­ნის კი­თხვის კულ­ტუ­რა­საც ასე­ვე ვა­ზი­ა­როთ?

ოთხი წლი­სა ვი­ყა­ვი, წიგ­ნი რომ შე­მიყ­ვარ­და. წიგ­ნებ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი. უკი­დე­გა­ნო ფან­ტა­ზია მქონ­და და წიგ­ნი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო, ხში­რად მუ­სი­კა­საც კი მერ­ჩივ­ნა. მე­ექ­ვსე კლას­ში ასე­თი რამ მო­ვი­ფიქ­რე: ჩემ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი მაგ­ნი­ტო­ფონ­ზე ჩა­ვი­წე­რე, მერე ამ ჩა­ნა­წერს ვრთავ­დი და მშობ­ლებს ვა­ტყუ­ებ­დი, ვმე­ცა­დი­ნე­ობ-მეთ­ქი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი წიგნს ვკი­თხუ­ლობ­დი.

თხუთ­მე­ტი წლის ვი­ყა­ვი, შტე­ფან ცვა­ი­გის ნო­ვე­ლებ­მა ჩემ­ზე სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რომ მო­ახ­დი­ნა. ღა­მე­ე­ბი არ მე­ძი­ნა, ვტი­რო­დი, ვოც­ნე­ბობ­დი...

- საყ­ვა­რე­ლი გმი­რი გყავ­დათ?

- ძა­ლი­ან ბევ­რი. ბავ­შვო­ბა­ში ხან დ"არ­ტა­ნი­ა­ნი ვი­ყა­ვი, ხან ათო­სი. "მიბ­რძო­ლია" კი­დეც "დაშ­ნით". რა­მეს რომ წა­ვი­კი­თხავ­დი, მერე ქუ­ჩა­ში ვდგამ­დი, ვე­ლო­სი­პე­დი ცხე­ნი იყო და ასე... წიგნ­მა, ლი­ტე­რა­ტუ­რამ, ხე­ლოვ­ნე­ბამ მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რდას შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი მის­ცეს. მე ეს სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე. ნუ­რა­ვინ იტყვის, რომ წიგ­ნი და რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან.

თორ­მე­ტი წლი­სას მარკ ტვე­ნი, დი­უ­მა გა­და­კი­თხუ­ლი მქონ­და. მერე შო­დერ­ლო დე ლაკ­ლოს "სა­ხი­ფა­თო კავ­ში­რებ­მა" გა­მი­ტა­ცა. ერო­ტიზ­მით გაჟ­ღენ­თი­ლი ბრწყინ­ვა­ლე რო­მა­ნი იყო და ჩუ­მად ვკი­თხუ­ლობ­დი - ღა­მით სა­წო­ლის ქვეშ ვმა­ლავ­დი ხოლ­მე. დი­ლით რომ ვიღ­ვი­ძებ­დი, ჰერ­მან მელ­ვი­ლი ან სხვა, ჩემი ასა­კის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა მხვდე­ბო­და. დე­და­ჩე­მი ამ მხრივ დიდ ყუ­რა­დღე­ბას მაქ­ცევ­და.

- ყვე­ლა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა თქვენ­ზე რო­მელ ავ­ტორს მო­უხ­დე­ნია?

- ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მეძ­ვირ­ფა­სე­ბა "დათა თუ­თაშ­ხია", რო­მე­ლიც მოვ­ლე­ნად მი­მაჩ­ნია ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. რუ­სეთ­ში ვიზ­რდე­ბო­დი და სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და. ამას­თა­ნა­ვე, ჩვე­ნი სახ­ლი ქარ­თვე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის თავ­შეყ­რის ად­გი­ლი იყო. მახ­სოვს, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბიც ხში­რად გვსტუმ­რობ­და. სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვი იყო, რომ შე­მო­ვი­დო­და ეს ულა­მა­ზე­სი კაცი, ტყა­ვის ქურ­თუ­კით, სვა­ნუ­რი ქუ­დით და თამ­ბა­ქოს გან­სა­კუ­თე­ბუ­ლი სურ­ნე­ლით... მათ სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის დიდი ინ­ტე­რე­სით ვუგ­დებ­დი ყურს...

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. პა­ტივს ვცემ ჩვენს ყვე­ლა დიდ მწე­რალს: კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძეს... მიყ­ვარს ყვე­ლა ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი, მაგ­რამ გა­ლა­კტი­ო­ნი ჩემს სულ­ში ცხოვ­რობს.

- წიგ­ნი და მუ­სი­კა...

- გე­ნი­ა­ლურ პო­ე­ტად მი­მაჩ­ნია მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვა. სა­ო­ცა­რი ბგერ­წე­რა აქვს. მაგ­რამ პო­ე­ზი­ას თა­ვის­თა­ვა­დი მუ­სი­კა ახ­ლავს. რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს შე­დევ­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც არა­ერ­თი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი და­წე­რი­ლა. მა­გა­ლი­თად, პუშ­კი­ნის ლექ­სებ­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა და­წე­რა ჩა­ი­კოვ­სკიმ...

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას თუ ეც­ნო­ბით?

- ამა­ში მო­ვი­კოჭ­ლებ. ერ­თა­დერ­თი, მაკა მი­ქე­ლა­ძის პო­ე­ზი­ა­სა და პრო­ზას ვიც­ნობ, ესეც იმი­ტომ, რომ ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია და ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ვკი­თხუ­ლობ, თუმ­ცა იმი­ტომ კი არ მომ­წონს, რომ ჩემი ახ­ლო­ბე­ლია - მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დია.

- დღეს და­ფა­სე­ბუ­ლია წიგ­ნი­ე­რე­ბა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტე­ლი­გენ­ცია არ არ­სე­ბობს. აით­ქვი­ფა და აი­რია ყვე­ლა­ფე­რი. იდე­ა­თა ნი­ვე­ლი­რე­ბა მოხ­და და სრუ­ლი­ად ახა­ლი ხალ­ხი გა­მო­ვი­და ას­პა­რეზ­ზე. არა­ნა­ი­რი და­ფა­სე­ბა მათ არა აქვთ... სა­ხელ­მწი­ფოს­გან ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი და­ფა­სე­ბა ის იქ­ნე­ბა, თავი დაგ­ვა­ნე­ბონ და მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცენ, რომ ეს გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ხალ­ხი რა­ღა­ცით მა­ინც გა­ვა­ხა­როთ. დღეს ხე­ლოვ­ნე­ბა პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია, რაც უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა.

- ჩვე­ნი სი­ნამ­დვი­ლე რო­მელ ნა­წარ­მო­ებს გა­გო­ნებთ?

- მა­ლერს და შოს­ტა­კო­ვიჩს აქვთ ფან­ტას­ტი­კუ­რი ნა­წყვე­ტე­ბი სიმ­ფო­ნი­ი­დან, ტკი­ვი­ლი­თა და სარ­კაზ­მით სავ­სე. მათ­ში აღ­წე­რი­ლია პრო­ვინ­ცი­უ­ლი სული თა­ვი­სი მტრუ­ლი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბით, აღ­წე­რი­ლია ბოღ­მა, ვულ­გა­რო­ბა... გა­მუდ­მე­ბით ჩა­მეს­მის ტკი­ვი­ლი­თა და სარ­კაზ­მით სავ­სე მუ­სი­კა.

- წიგ­ნი­ე­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას პო­ლი­ტი­კა­შიც ხე­დავთ?

- ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, ბევრ ჩვენს პო­ლი­ტი­კოსს, რო­მელ­საც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლო­ბა­ზე აქვთ პრე­ტენ­ზია, უამ­რა­ვი რამ წა­უ­კი­თხავს, მაგ­რამ ასეთ ხალ­ხს გა­ნათ­ლე­ბულს კი არა, ინ­ფორ­მი­რე­ბულს ვე­ძა­ხი, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას კი გა­და­უ­მუ­შა­ვებ­ლად გვაწ­ვდი­ან რო­გორც რი­ტო­რი­კას - ბოლო წლე­ბია, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან დე­მა­გო­გი­ის მეტი არა­ფე­რი გვეს­მის. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ამ "ინ­ფორ­მა­ცი­ას" სა­კუ­თარ სულ­ში ატა­რებს, იმით ფეხ­მძიმ­დე­ბა, იმით მდიდ­რდე­ბა და ნათ­დე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ის გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა. თუ გუ­შინ დოს­ტო­ევ­სკის კი­თხუ­ლობ­დი და დღეს ვი­ღაც მო­კა­ლი ან აწა­მე, გა­ნათ­ლე­ბულს ვე­რა­ვინ გი­წო­დებს.

- რის წა­კი­თხვას გვირ­ჩევს გოგი ჭი­ჭი­ნა­ძე?

- წა­ვი­კი­თხოთ, თუნ­დაც შექ­სპი­რი, კნუტ ჰამ­სუ­ნი - ამ მწერ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, ჩვენს სუ­ლებ­ში ახა­ლი სამ­ყა­რო გვა­პოვ­ნი­ნონ. ისი­ნი წუ­თი­სოფ­ლის სარ­კე­ე­ბი იყ­ვნენ. მოდი, ხში­რად ჩა­ვი­ხე­დოთ ამ სარ­კე­ში...

და­ვით ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

გოგი ჭიჭინაძე: "თუ გუშინ დოსტოევსკის კითხულობდი და დღეს ვიღაც მოკალი ან აწამე, განათლებულს ვერავინ გიწოდებს"

გოგი ჭიჭინაძე: "თუ გუშინ დოსტოევსკის კითხულობდი და დღეს ვიღაც მოკალი ან აწამე, განათლებულს ვერავინ გიწოდებს"

კითხვა ოთხი წლისამ დაიწყო და წიგნი დღემდე მისი საუკეთესო მეგობარია. იყო დრო, როცა წიგნი მუსიკაზე მეტადაც კი უყვარდა... რუბრიკის სტუმარია ცნობილი ქართველი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე.

- დღეს რასაც საზოგადოებაში ვხედავ, სავალალოა. მყავს სტუდენტები, ვხვდები მეგობრების შვილებს - მათი დიდი ნაწილი უწიგნურია. საბჭოთა კავშირში იყო სისტემა, რომელიც გაიძულებდა, წაგეკითხა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ოჯახი წიგნიერებით ვერ დაიკვეხნიდა, ბავშვს საშუალება ჰქონდა, განათლება მიეღო. მეტიც - მოვალეობაც კი ეკისრა. დღეს ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ცდილობენ, წიგნიერების ნაკლებობა კომპიუტერით აინაზღაურონ. ჩეხოვის რამე წაგიკითხავს-მეთქი? - ვკითხავ სტუდენტს და აღმოჩნდება, რომ არ წაუკითხავს. წავა, "ვიკიპედიაში" იპოვის ინფორმაციას და ასე მოამზადებს მასალას. დღეს "ვიკიპედიის" დონეზე ეზიარებიან ლიტერატურულ შედევრებს. ამბობენ, რომ ეს დრომ მოიტანა, რომ ადამიანს პროფესიის გარდა არაფრის ცოდნა არ მოეთხოვება... ყოველივე ეს აშრობს ადამიანის სულიერებას.

როგორც ჯდომის კულტურას ვასწავლით ბავშვს, ჭამის კულტურას, ესთეტიკის ნორმებს, რატომ არ შეიძლება, წიგნის კითხვის კულტურასაც ასევე ვაზიაროთ?

ოთხი წლისა ვიყავი, წიგნი რომ შემიყვარდა. წიგნებზე ვგიჟდებოდი. უკიდეგანო ფანტაზია მქონდა და წიგნი ჩემთვის ყველაფერი იყო, ხშირად მუსიკასაც კი მერჩივნა. მეექვსე კლასში ასეთი რამ მოვიფიქრე: ჩემ მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები მაგნიტოფონზე ჩავიწერე, მერე ამ ჩანაწერს ვრთავდი და მშობლებს ვატყუებდი, ვმეცადინეობ-მეთქი, სინამდვილეში კი წიგნს ვკითხულობდი.

თხუთმეტი წლის ვიყავი, შტეფან ცვაიგის ნოველებმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება რომ მოახდინა. ღამეები არ მეძინა, ვტიროდი, ვოცნებობდი...

- საყვარელი გმირი გყავდათ?

- ძალიან ბევრი. ბავშვობაში ხან დ"არტანიანი ვიყავი, ხან ათოსი. "მიბრძოლია" კიდეც "დაშნით". რამეს რომ წავიკითხავდი, მერე ქუჩაში ვდგამდი, ველოსიპედი ცხენი იყო და ასე... წიგნმა, ლიტერატურამ, ხელოვნებამ მოაზროვნე ახალგაზრდას შეიძლება ძალიან ბევრი მისცეს. მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. ნურავინ იტყვის, რომ წიგნი და რეალური ცხოვრება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

თორმეტი წლისას მარკ ტვენი, დიუმა გადაკითხული მქონდა. მერე შოდერლო დე ლაკლოს "სახიფათო კავშირებმა" გამიტაცა. ეროტიზმით გაჟღენთილი ბრწყინვალე რომანი იყო და ჩუმად ვკითხულობდი - ღამით საწოლის ქვეშ ვმალავდი ხოლმე. დილით რომ ვიღვიძებდი, ჰერმან მელვილი ან სხვა, ჩემი ასაკისთვის შესაფერისი ლიტერატურა მხვდებოდა. დედაჩემი ამ მხრივ დიდ ყურადღებას მაქცევდა.

- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე რომელ ავტორს მოუხდენია?

- ბავშვობიდან ძალიან მეძვირფასება "დათა თუთაშხია", რომელიც მოვლენად მიმაჩნია ქართულ ლიტერატურაში. რუსეთში ვიზრდებოდი და საქართველო ძალიან მენატრებოდა. ამასთანავე, ჩვენი სახლი ქართველი ინტელიგენციის თავშეყრის ადგილი იყო. მახსოვს, ჭაბუა ამირეჯიბიც ხშირად გვსტუმრობდა. საოცარი სანახავი იყო, რომ შემოვიდოდა ეს ულამაზესი კაცი, ტყავის ქურთუკით, სვანური ქუდით და თამბაქოს განსაკუთებული სურნელით... მათ საუბარს ყოველთვის დიდი ინტერესით ვუგდებდი ყურს...

ძალიან მიყვარს ნიკო ლორთქიფანიძე. პატივს ვცემ ჩვენს ყველა დიდ მწერალს: კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილს, გრიგოლ რობაქიძეს... მიყვარს ყველა ქართველი პოეტი, მაგრამ გალაკტიონი ჩემს სულში ცხოვრობს.

- წიგნი და მუსიკა...

- გენიალურ პოეტად მიმაჩნია მარინა ცვეტაევა. საოცარი ბგერწერა აქვს. მაგრამ პოეზიას თავისთავადი მუსიკა ახლავს. რა თქმა უნდა, არსებობს შედევრები, რომლებზეც არაერთი მუსიკალური ნაწარმოები დაწერილა. მაგალითად, პუშკინის ლექსებზე შესანიშნავი მუსიკა დაწერა ჩაიკოვსკიმ...

- თანამედროვე ქართულ ლიტერატურას თუ ეცნობით?

- ამაში მოვიკოჭლებ. ერთადერთი, მაკა მიქელაძის პოეზიასა და პროზას ვიცნობ, ესეც იმიტომ, რომ ჩემი ბიძაშვილია და ძალაუნებურად ვკითხულობ, თუმცა იმიტომ კი არ მომწონს, რომ ჩემი ახლობელია - მართლაც საინტერესო შემოქმედია.

- დღეს დაფასებულია წიგნიერება?

- საქართველოში ინტელიგენცია არ არსებობს. აითქვიფა და აირია ყველაფერი. იდეათა ნიველირება მოხდა და სრულიად ახალი ხალხი გამოვიდა ასპარეზზე. არანაირი დაფასება მათ არა აქვთ... სახელმწიფოსგან ჩვენი ყველაზე დიდი დაფასება ის იქნება, თავი დაგვანებონ და მუშაობის საშუალება მოგვცენ, რომ ეს გაუბედურებული ხალხი რაღაცით მაინც გავახაროთ. დღეს ხელოვნება პოლიტიზებულია, რაც უდიდესი ტრაგედიაა.

- ჩვენი სინამდვილე რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?

- მალერს და შოსტაკოვიჩს აქვთ ფანტასტიკური ნაწყვეტები სიმფონიიდან, ტკივილითა და სარკაზმით სავსე. მათში აღწერილია პროვინციული სული თავისი მტრული შინაგანი მდგომარეობით, აღწერილია ბოღმა, ვულგარობა... გამუდმებით ჩამესმის ტკივილითა და სარკაზმით სავსე მუსიკა.

- წიგნიერების ნაკლებობას პოლიტიკაშიც ხედავთ?

- ეჭვი არ მეპარება, ბევრ ჩვენს პოლიტიკოსს, რომელსაც ინტელექტუალობაზე აქვთ პრეტენზია, უამრავი რამ წაუკითხავს, მაგრამ ასეთ ხალხს განათლებულს კი არა, ინფორმირებულს ვეძახი, ამ ინფორმაციას კი გადაუმუშავებლად გვაწვდიან როგორც რიტორიკას - ბოლო წლებია, პოლიტიკოსებისგან დემაგოგიის მეტი არაფერი გვესმის. განათლებული ადამიანი ამ "ინფორმაციას" საკუთარ სულში ატარებს, იმით ფეხმძიმდება, იმით მდიდრდება და ნათდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის განათლებული ვერ იქნება. თუ გუშინ დოსტოევსკის კითხულობდი და დღეს ვიღაც მოკალი ან აწამე, განათლებულს ვერავინ გიწოდებს.

- რის წაკითხვას გვირჩევს გოგი ჭიჭინაძე?

- წავიკითხოთ, თუნდაც შექსპირი, კნუტ ჰამსუნი - ამ მწერლებს შეუძლიათ, ჩვენს სულებში ახალი სამყარო გვაპოვნინონ. ისინი წუთისოფლის სარკეები იყვნენ. მოდი, ხშირად ჩავიხედოთ ამ სარკეში...

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს