პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმრები თანამედროვე ჯურღმულის შესახებ
პატიმრები თანამედროვე ჯურღმულის შესახებ

ორი ანო­ნი­მი ექ­სპა­ტიმ­რის მო­ნა­თხრო­ბით, მათ­თან ერ­თად "გა­ვი­ა­რეთ გზა" სა­პა­ტიმ­რო­ში ფე­ხის შედ­გმი­დან - გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე. მაგ­რამ ჩვე­ნი და­ზაფ­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობს ბევრ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ეს გზაც აქვს გავ­ლი­ლი და არა­ნაკ­ლებ დიდ სა­ში­ნე­ლე­ბებს შეს­წრე­ბია ან თავს გა­დახ­დე­ნია.

სამი პა­ტი­მა­რი, რომ­ლებ­საც და­ვუ­კავ­შირ­დით, ბევ­რი რა­მით გან­სხვავ­დე­ბა, მაგ­რამ მათი მწა­რე თავ­გა­და­სა­ვა­ლი ერ­თი­მე­ო­რეს ჰგავს. უპირ­ვე­ლე­სად იმით, რომ ამ­ხელს მან­კი­ერ სის­ტე­მას, რო­მელ­მაც ადა­მი­ანს ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის უფ­ლე­ბა წა­არ­თვა, ამას­თან - პა­ტი­მარ­საც და მის ზე­დამ­ხედ­ველ­საც. ამი­ტომ არის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი და ე.ი. უკა­ნო­ნო, რად­გან კა­ნო­ნი­ე­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, თუ ვინ რა და­ნა­შა­უ­ლის­თვის მოხ­ვდა გი­სო­სებს მიღ­მა, ორი­ვე მხა­რის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ უფ­ლე­ბებს იცავს...

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­ბუ­დე­ბულ სი­მა­ხინ­ჯე­საც ამ­ხე­ლენ და მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­საც და გვიყ­ვე­ბი­ან ისეთ ამ­ბებს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც აქამ­დე დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებ­დნენ...

ლილი გე­ლაშ­ვი­ლი, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი:

- შარ­შან, 11 ოქ­ტომ­ბერს, შვი­ლი სკო­ლა­ში მიჰ­ყავ­და, როცა ნაც­ნობ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ყო­ლა სთხო­ვეს. იქ მი­სულს, 236-ე მუხ­ლით - ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა-შე­ძე­ნის­თვის წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. კა­ტე­გო­რი­უ­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს შე­კო­წი­წე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა იყო.

- რა როლი ჰქონ­და თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში"?

- არა­ნა­ი­რი როლი არ ჰქო­ნია. მა­შინ პარ­ტი­აც კი არ იყო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. მაგ­რამ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნის, ფონდ "ქარ­თუს" პრე­ზი­დენ­ტის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამ­რია. მისი შვი­ლი, ალექ­სან­დრე თა­მა­ზაშ­ვი­ლი დე­დოფ­ლის­წყა­როს მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტია. რაც მთა­ვა­რია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი, რომ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილს, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში, კა­ხე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყო, კა­ხეთ­ში დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს. მარ­თა­ლია, იგი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კრი­მი­ნა­ლე­ბის მფარ­ვე­ლად გა­მოჰ­ყავს, მაგ­რამ ეს ასე არ არის. ამ კა­ცის გა­რეთ ყოფ­ნა დიდ პრობ­ლე­მას შე­უქ­მნი­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას": იცოდ­ნენ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გვერ­დით იქ­ნე­ბო­და... და­კა­ვე­ბი­სას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი­დევ სხვა გათ­ვლა ჰქონ­და (იმ პე­რი­ოდ­ში ამა­ზე არ ვლა­პა­რა­კობ­დით): იმა­საც ფიქ­რობ­დნენ, რომ გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი, ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ... კარ­გად გვახ­სოვს, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნეს 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს ერთ-ერთი გე­ნერ­ლის და­კა­ვე­ბა - თით­ქოს გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას უწევ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას. სქე­მა აქაც იგი­ვე იყო - აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, თა­მა­ზაშ­ვი­ლის­გან ია­რა­ღის არ­სე­ნა­ლი ამო­ე­ღოთ, რომ ჰქო­ნო­დათ იმის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მზად­დე­ბაო. მაგ­რამ ამ სქე­მას ამუ­შა­ვე­ბა არ ეწე­რა, რად­გან პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ქუ­ჩის აქ­ცი­ებ­ზე უარი თქვა. თა­მა­ზაშ­ვი­ლი კი ცი­ხე­ში დარ­ჩა.

- ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღი მას არ ეკუთ­ვნო­და?

- წლე­ბის მან­ძილ­ზე ორ­გა­ნო­ში მუ­შა­ობ­და. რო­დე­საც მის ბი­ნა­ში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს, სე­იფ­ში გა­ფორ­მე­ბუ­ლი ია­რა­ღე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ტა­რე­ბის უფ­ლე­ბაც ჰქონ­და, მაგ­რამ არ ატა­რებ­და. მათი მტკი­ცე­ბით კი თურ­მე მან­ქა­ნა­ში გა­უ­ფორ­მე­ბელ-და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი "კა­ლაშ­ნი­კო­ვის" სის­ტე­მის ავ­ტო­მა­ტი ჰქონ­და. არა­ნა­ი­რი ია­რა­ღი ჩა­დე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ამო­ღე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. და­კა­ვე­ბი­სას არც ჩხრე­კა ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ შემ­დეგ და­დეს ოქ­მე­ბი, სა­დაც წე­რია, თით­ქოს მან­ქა­ნი­დან ამო­ი­ღეს. ჯერ მას­თან ასე­თი ლა­პა­რა­კი იყო: დაჰ­კავ­ში­რე­ბო­და სი­ძეს და მო­ე­თხო­ვა, ივა­ნიშ­ვი­ლის­გან წა­მო­სუ­ლი­ყო და მის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ამა­ზე რომ ვერ და­ი­თან­ხმეს, მერე შვი­ლის და­ჭე­რით და­ე­მუქრნენ. ბო­ლოს კი პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში მა­გი­და­ზე შე­ფუ­თუ­ლი ნივ­თი და­უ­დეს და უთხრეს, - ეს ავ­ტო­მა­ტი შე­ნი­აო. ექ­სპერ­ტი­ზამ თქვა, რომ ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღი ავ­ტო­მა­ტუ­რი სრო­ლის­თვის უვარ­გი­სია, მისი ერთჯე­რა­დი გას­რო­ლა მხო­ლოდ დაშ­ლა-აწყო­ბის შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამის შემ­დეგ ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, მის და­კე­ტილ სახ­ლში. რო­დე­საც შვილ­მა გა­ი­გო, ჩხრე­კას ატა­რებ­დნენ, გა­მომ­ძი­ე­ბელს და­უ­რე­კა და უთხრა, - გზა­ში ვარ, მო­ვალ და კარს გა­გი­ღებ­თო, - მაგ­რამ არ და­ე­ლოდ­ნენ და სახ­ლში შეძ­ვრნენ. არც ერთი მე­ზო­ბე­ლი დამ­სწრეს სტა­ტუ­სით არ მი­უყ­ვა­ნი­ათ და ით­ქვა, თით­ქოს სახ­ლი­დან კი­დევ ამო­ი­ღეს სხვა­დას­ხვა ია­რა­ღი. სა­სა­მარ­თლო­ზე მოწ­მე­ე­ბად, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნეს, თით­ქოს ჩხრე­კას ისი­ნი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მათი და­კი­თხვე­ბი კუ­რი­ო­ზუ­ლი იყო. და­ზე­პი­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ჩხრე­კის ოქმი, კი­თხვის დას­მის­თა­ნა­ვე იბ­ნე­ოდ­ნენ და ცხა­დი ხდე­ბო­და, რომ ისი­ნი იქ სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლან.

- სოფ­ლის სახ­ლი­დან რა ამო­ი­ღეს?

- ავ­ტო­მა­ტი და რე­ვოლ­ვე­რი ჩა­უ­დეს. ბი­ნი­დან ამო­ი­ღეს ასე­ვე ორი უძ­ვე­ლე­სი ია­რა­ღი. ბა­ტო­ნი თა­მა­ზი ადას­ტუ­რებს, რომ ეს ორი ია­რა­ღი მისი ოჯა­ხის რე­ლიკ­ვი­აა. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, გას­რო­ლის­თვის ორი­ვე უვარ­გი­სია, რად­გან ძა­ლი­ან ძვე­ლია, ერთ-ერთი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ნა­ქო­ნია (თურ­მე თა­მა­ზაშ­ვი­ლის პა­პას ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა აჩუ­ქა). ეს სას­რო­ლად უვარ­გი­სი ია­რა­ღი სახ­ლში, ბუხ­რის თავ­ზე იდო... წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში თა­მა­ზაშ­ვი­ლი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. ია­რა­ღის ტა­რე­ბის მა­ნია რომ ჰქო­ნო­და, მი­ნი­მუმ რე­ვოლ­ვე­რი ექ­ნე­ბო­და, თან ის, რომ­ლის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბაც ჰქონ­და და არა - გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ავ­ტო­მა­ტი. 15 მოწ­მე და­ი­კი­თხა და ყვე­ლას ჩვე­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს ნორ­მა­ლუ­რად რომ შე­ე­ფა­სე­ბი­ნა, გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტან­და, რად­გან ერ­თმა­ნეთს გა­მო­რი­ცხავ­და მათი ჩვე­ნე­ბე­ბი. პრო­კუ­რა­ტუ­რა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­საც გვთა­ვა­ზობ­და. პი­რო­ბა ასე­თი იყო: ბრა­ლის აღი­ა­რე­ბა, 4 წელი რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლი და კი­დევ - პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი. თა­მა­ზაშ­ვილ­მა ამა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა და ბო­ლოს მო­სა­მარ­თლე არე­ვა­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბი სას­ჯე­ლი გა­მო­ი­ტა­ნა. მი­ნი­მუ­მე­ბი შე­უკ­რი­ბა და თა­მა­ზაშ­ვილს 3 წელი და 6 თვე შე­ე­ფარ­და.

- ახლა მის მი­მართ ახა­ლი ბრალ­დე­ბაც გა­ის­მა: ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მოს­ყიდ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ამა­ზე რას ამ­ბობს?

- პა­ტიმ­რის­თვის იმ სა­მარ­ცხვი­ნო კად­რე­ბის მიბ­მა­საც ცდი­ლო­ბენ, რო­მე­ლიც ოთხ კე­დელ­შუაა გა­მო­კე­ტი­ლი და გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ აქვს. ამის შე­სა­ხებ მან ინ­ფორ­მა­ცია რა­დი­ო­თი მო­ის­მი­ნა და ცუ­დად გახ­და... ცი­ხე­ში მათი ნე­ბის გა­რე­შე ბუ­ზიც რომ ვერ შეფ­რინ­დე­ბა, ეს ხომ ყვე­ლამ იცის!.. თა­ნამ­შრო­მე­ლი ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს და მისი კა­ბი­ნე­ტი­დან 17.000 დო­ლა­რი ამო­ი­ღე­სო. ცი­ხის თა­ნამ­შრო­მელს თუ რა­ი­მე თან­ხა უნდა აეღო, ცი­ხე­ში რა­ტომ აი­ღებ­და, გა­რეთ არ გა­დი­ო­და?! თუ უფრო ად­ვი­ლია, ცი­ხე­ში პა­ტი­მარ­თან შე­ი­ტა­ნო ფული?! თურ­მე ჯერ თა­მა­ზაშ­ვი­ლის­თვის უნდა გა­და­ე­ცათ და მერე მას უნდა გა­და­ე­ცა თა­ნამ­შრომ­ლის­თვის!.. ან რო­გორ უნდა შე­ე­ტა­ნათ ფული, რო­დე­საც თა­მა­ზაშ­ვილს მხო­ლოდ ად­ვო­კა­ტე­ბი ხვდე­ბი­ან?.. ეს უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნის გაგ­რძე­ლე­ბაა და იმ ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის, რაც თა­მა­ზაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ჟღერს - ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ატ­რი­ა­ლე­ბენ კლიპს და კრი­მი­ნა­ლებ­თან და ნარ­კო­ბიზ­ნეს­თან აკავ­ში­რე­ბენ ბა­ტონ თა­მაზს. როცა ამ­ხე­ლა ბრალ­დე­ბას უყე­ნებ, მა­შინ ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ამის გა­ნა­ჩე­ნი მა­ინც უნდა არ­სე­ბობ­დეს, ან გა­მო­ძი­ე­ბა მა­ინც უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამა­ზე და­წყე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ თუ იცოდ­ნენ, 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ არ და­ა­კა­ვეს თა­მა­ზაშ­ვი­ლი? რა უშ­ლი­და ხელს ამა­ში სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის გუნდს?! მაგ­რამ ასე­თი და­ნა­შა­უ­ლი არ არ­სე­ბობს.

- ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნეს?

- აცხა­დე­ბენ, რომ თურ­მე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, რაც და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ თა­მა­ზაშ­ვილ­თან არა­ვინ შე­სუ­ლა და არ და­უ­კი­თხავთ. სად იყ­ვნენ ამ­დე­ნი ხანი?! იქ­ნებ უდას­ტუ­რებ­და?... თუ გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლი იყო, არ უნდა შე­სუ­ლიყ­ვნენ მას­თან?!. ჰგო­ნი­ათ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ და­ი­ჯე­რებს ამ ტყუ­ილს და ვერ გა­არ­ჩევს შავ­სა და თეთ­რს! თვი­თონ და­ე­კარ­გათ სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლი და ტყუ­ილ­ში ცხოვ­რო­ბენ. თურ­მე ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის გამო ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლია. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის უნდა იყოს, რო­გორ გა­მო­ვი­და კად­რე­ბი იქი­დან, თუ ის, რა ხდე­ბო­და ცი­ხე­ებ­ში და რო­გორ აწა­მებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს?! რო­გორც ად­ვო­კა­ტი ვა­ცხა­დებ, ცი­ხე­ში ერთი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბიც არ არის, ვი­დე­ოთ­ვა­ლით რომ არ კონ­ტროლ­დე­ბო­დეს; და­მა­ტე­ბით კა­მე­რა სრუ­ლე­ბით არ იყო სა­ჭი­რო, მაგ­რამ იმის­თვის იწერ­დნენ, რომ პა­ტიმ­რე­ბი და­ე­შან­ტა­ჟე­ბი­ნათ. ეს არის და­წუ­ნე­ბუ­ლი კად­რე­ბი, და­ნარ­ჩე­ნი ახა­ლა­ი­ას აქვს სე­იფ­შიო. ესეც ძა­ლი­ან მეც­ნო: ყვე­ლა პა­ტი­მა­რი, როცა წე­რილს გვიგ­ზავ­ნის, აღ­წერს იმ მა­რაზმს, რაც ვნა­ხეთ და იქვე უთი­თებს, - ვი­დე­ო­ზე გვი­ღებ­დნე­ნო.

- თა­მა­ზაშ­ვი­ლიც ნა­ცე­მია?

- არა, მაგ­რამ "კა­რან­ტი­ნის" დაშ­ლა­ში ისიც მოხ­ვდა. რა პი­რო­ბებ­ში იყო, დე­ტა­ლუ­რად არ ვიცი, რად­გან ამა­ზე არ ულა­პა­რა­კია, - იცის, რომ მისი ოჯა­ხი ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს. ერთი პე­რი­ო­დი ცუ­დად იყო, გუ­ლის შე­ტე­ვა ჰქონ­და და სამ­ჯერ ელექტრო­შო­კით გა­მო­იყ­ვა­ნეს ექი­მებ­მა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. სა­კი­თხა­ვია - ეს მხო­ლოდ ნერ­ვი­უ­ლო­ბის შე­დე­გი იყო თუ სხვა რა­მის. ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბა არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი მო­უ­წყვეს. ცდი­ლობ­დნენ, მას­თან ტე­ლე­ფო­ნი შე­ე­ტა­ნათ, რა­ზეც უარი თქვა. ამ­ბობს, - დად­გე­ბოდ­ნენ ჩემი საკ­ნის წინ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გი­ნე­ბას იწყებ­დნენ, ცდი­ლობ­დნენ, პრო­ვო­კა­ცი­ას წა­მოვ­გე­ბო­დიო... სა­კან­ში აგენ­ტიც შე­უგ­ზავ­ნეს, მაგ­რამ ისიც მალე გა­შიფ­რა. მივ­მარ­თავ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რომ­ლის პი­რა­დი პა­ტი­მა­რია თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყო­ველ­დღე იღებს მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას: თუ მის მი­მართ რა­ი­მე პრო­ვო­კა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მასა და მე­რა­ბიშ­ვილს და­ე­კის­რე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგო­ნი­ა­შია და რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე არ­სე­ბობს, მაგ­რამ გუნ­დი­დან ვი­ღა­ცას ხომ უნდა ეყოს გო­ნი­ე­რე­ბა, რომ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კაცს მის­ჯი­ლი აქვს ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი და გა­და­საყ­ვა­ნია კო­ლო­ნი­ა­ში, დღემ­დე ისევ გლ­და­ნის ცი­ხე­ში ჰყავთ. მი­თხრან, რა­ტომ არ გა­დაჰ­ყავთ, თუ მარ­თლა მათი პი­რა­დი მძე­ვა­ლი არ არის...

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პატიმრები თანამედროვე ჯურღმულის შესახებ

პატიმრები თანამედროვე ჯურღმულის შესახებ

ორი ანონიმი ექსპატიმრის მონათხრობით, მათთან ერთად "გავიარეთ გზა" საპატიმროში ფეხის შედგმიდან - გათავისუფლებამდე. მაგრამ ჩვენი დაზაფრული საზოგადოება იცნობს ბევრ ადამიანს, რომელსაც ეს გზაც აქვს გავლილი და არანაკლებ დიდ საშინელებებს შესწრებია ან თავს გადახდენია.

სამი პატიმარი, რომლებსაც დავუკავშირდით, ბევრი რამით განსხვავდება, მაგრამ მათი მწარე თავგადასავალი ერთიმეორეს ჰგავს. უპირველესად იმით, რომ ამხელს მანკიერ სისტემას, რომელმაც ადამიანს ადამიანად ყოფნის უფლება წაართვა, ამასთან - პატიმარსაც და მის ზედამხედველსაც. ამიტომ არის დანაშაულებრივი და ე.ი. უკანონო, რადგან კანონიერი სასჯელაღსრულების სისტემა, განურჩევლად იმისა, თუ ვინ რა დანაშაულისთვის მოხვდა გისოსებს მიღმა, ორივე მხარის მოქალაქეობრივ უფლებებს იცავს...

ჩვენი რესპონდენტები სასჯელაღსრულების სისტემაში დაბუდებულ სიმახინჯესაც ამხელენ და მაღალი თანამდებობის პირების სხვა დანაშაულებრივ ქმედებებსაც და გვიყვებიან ისეთ ამბებს, რომლის შესახებაც აქამდე დუმილს ამჯობინებდნენ...

ლილი გელაშვილი, თამაზ თამაზაშვილის ადვოკატი:

- შარშან, 11 ოქტომბერს, შვილი სკოლაში მიჰყავდა, როცა ნაცნობმა პოლიციელებმა განყოფილებაში გაყოლა სთხოვეს. იქ მისულს, 236-ე მუხლით - იარაღის უკანონო ტარება-შეძენისთვის წაუყენეს ბრალი. კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეკოწიწებული ბრალდება იყო.

- რა როლი ჰქონდა თამაზ თამაზაშვილს "ქართულ ოცნებაში"?

- არანაირი როლი არ ჰქონია. მაშინ პარტიაც კი არ იყო ჩამოყალიბებული. მაგრამ თამაზაშვილი ივანიშვილის უახლოესი ადამიანის, ფონდ "ქართუს" პრეზიდენტის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. მისი შვილი, ალექსანდრე თამაზაშვილი დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატია. რაც მთავარია, ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ თამაზ თამაზაშვილს, რომელიც წარსულში, კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო, კახეთში დიდი ავტორიტეტი აქვს. მართალია, იგი ხელისუფლებას კრიმინალების მფარველად გამოჰყავს, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ კაცის გარეთ ყოფნა დიდ პრობლემას შეუქმნიდა "ნაციონალურ მოძრაობას": იცოდნენ, რომ ეს ადამიანი "ქართული ოცნების" გვერდით იქნებოდა... დაკავებისას ხელისუფლებას კიდევ სხვა გათვლა ჰქონდა (იმ პერიოდში ამაზე არ ვლაპარაკობდით): იმასაც ფიქრობდნენ, რომ გენერალ-მაიორი, ივანიშვილის წინააღმდეგ გამოეყენებინათ... კარგად გვახსოვს, როგორ გამოიყენეს 26 მაისის მოვლენების დროს ერთ-ერთი გენერლის დაკავება - თითქოს გადატრიალების მცდელობას უწევდა ორგანიზებას. სქემა აქაც იგივე იყო - აუცილებელი იყო, თამაზაშვილისგან იარაღის არსენალი ამოეღოთ, რომ ჰქონოდათ იმის თქმის საფუძველი, შეიარაღებული გადატრიალება მზადდებაო. მაგრამ ამ სქემას ამუშავება არ ეწერა, რადგან პირველი დღიდანვე ბიძინა ივანიშვილმა ქუჩის აქციებზე უარი თქვა. თამაზაშვილი კი ციხეში დარჩა.

- ამოღებული იარაღი მას არ ეკუთვნოდა?

- წლების მანძილზე ორგანოში მუშაობდა. როდესაც მის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს, სეიფში გაფორმებული იარაღები აღმოაჩინეს. ტარების უფლებაც ჰქონდა, მაგრამ არ ატარებდა. მათი მტკიცებით კი თურმე მანქანაში გაუფორმებელ-დაზიანებული "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი ჰქონდა. არანაირი იარაღი ჩადებული და შესაბამისად, ამოღებული არ ყოფილა. დაკავებისას არც ჩხრეკა ჩატარებულა, მაგრამ შემდეგ დადეს ოქმები, სადაც წერია, თითქოს მანქანიდან ამოიღეს. ჯერ მასთან ასეთი ლაპარაკი იყო: დაჰკავშირებოდა სიძეს და მოეთხოვა, ივანიშვილისგან წამოსულიყო და მის წინააღმდეგ განცხადება გაეკეთებინა. ამაზე რომ ვერ დაითანხმეს, მერე შვილის დაჭერით დაემუქრნენ. ბოლოს კი პოლიციის შენობაში მაგიდაზე შეფუთული ნივთი დაუდეს და უთხრეს, - ეს ავტომატი შენიაო. ექსპერტიზამ თქვა, რომ ამოღებული იარაღი ავტომატური სროლისთვის უვარგისია, მისი ერთჯერადი გასროლა მხოლოდ დაშლა-აწყობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამის შემდეგ ჩხრეკა ჩაატარეს დედოფლისწყაროში, მის დაკეტილ სახლში. როდესაც შვილმა გაიგო, ჩხრეკას ატარებდნენ, გამომძიებელს დაურეკა და უთხრა, - გზაში ვარ, მოვალ და კარს გაგიღებთო, - მაგრამ არ დაელოდნენ და სახლში შეძვრნენ. არც ერთი მეზობელი დამსწრეს სტატუსით არ მიუყვანიათ და ითქვა, თითქოს სახლიდან კიდევ ამოიღეს სხვადასხვა იარაღი. სასამართლოზე მოწმეებად, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მოიყვანეს, თითქოს ჩხრეკას ისინი ესწრებოდნენ. მათი დაკითხვები კურიოზული იყო. დაზეპირებული ჰქონდათ ჩხრეკის ოქმი, კითხვის დასმისთანავე იბნეოდნენ და ცხადი ხდებოდა, რომ ისინი იქ საერთოდ არ ყოფილან.

- სოფლის სახლიდან რა ამოიღეს?

- ავტომატი და რევოლვერი ჩაუდეს. ბინიდან ამოიღეს ასევე ორი უძველესი იარაღი. ბატონი თამაზი ადასტურებს, რომ ეს ორი იარაღი მისი ოჯახის რელიკვიაა. ექსპერტიზის დასკვნით, გასროლისთვის ორივე უვარგისია, რადგან ძალიან ძველია, ერთ-ერთი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაქონია (თურმე თამაზაშვილის პაპას ჩოლოყაშვილმა აჩუქა). ეს სასროლად უვარგისი იარაღი სახლში, ბუხრის თავზე იდო... წარდგენილ ბრალდებებში თამაზაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იარაღის ტარების მანია რომ ჰქონოდა, მინიმუმ რევოლვერი ექნებოდა, თან ის, რომლის ტარების უფლებაც ჰქონდა და არა - გაფუჭებული ავტომატი. 15 მოწმე დაიკითხა და ყველას ჩვენება სასამართლოს ნორმალურად რომ შეეფასებინა, გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა, რადგან ერთმანეთს გამორიცხავდა მათი ჩვენებები. პროკურატურა საპროცესო შეთანხმებასაც გვთავაზობდა. პირობა ასეთი იყო: ბრალის აღიარება, 4 წელი რეალური სასჯელი და კიდევ - პირობითი სასჯელი. თამაზაშვილმა ამაზე კატეგორიული უარი თქვა და ბოლოს მოსამართლე არევაძემ პროკურატურის შეთავაზებაზე ნაკლები სასჯელი გამოიტანა. მინიმუმები შეუკრიბა და თამაზაშვილს 3 წელი და 6 თვე შეეფარდა.

- ახლა მის მიმართ ახალი ბრალდებაც გაისმა: ციხის თანამშრომლების მოსყიდვაში ადანაშაულებენ. ამაზე რას ამბობს?

- პატიმრისთვის იმ სამარცხვინო კადრების მიბმასაც ცდილობენ, რომელიც ოთხ კედელშუაა გამოკეტილი და გადაადგილების საშუალებაც არ აქვს. ამის შესახებ მან ინფორმაცია რადიოთი მოისმინა და ცუდად გახდა... ციხეში მათი ნების გარეშე ბუზიც რომ ვერ შეფრინდება, ეს ხომ ყველამ იცის!.. თანამშრომელი ციხის ტერიტორიაზე დააკავეს და მისი კაბინეტიდან 17.000 დოლარი ამოიღესო. ციხის თანამშრომელს თუ რაიმე თანხა უნდა აეღო, ციხეში რატომ აიღებდა, გარეთ არ გადიოდა?! თუ უფრო ადვილია, ციხეში პატიმართან შეიტანო ფული?! თურმე ჯერ თამაზაშვილისთვის უნდა გადაეცათ და მერე მას უნდა გადაეცა თანამშრომლისთვის!.. ან როგორ უნდა შეეტანათ ფული, როდესაც თამაზაშვილს მხოლოდ ადვოკატები ხვდებიან?.. ეს უკანონო განაჩენის გაგრძელებაა და იმ ცილისმწამებლური განცხადებების, რაც თამაზაშვილის მისამართით ჟღერს - ყოველ ნახევარ საათში ატრიალებენ კლიპს და კრიმინალებთან და ნარკობიზნესთან აკავშირებენ ბატონ თამაზს. როცა ამხელა ბრალდებას უყენებ, მაშინ ელემენტარულად, ამის განაჩენი მაინც უნდა არსებობდეს, ან გამოძიება მაინც უნდა ყოფილიყო ამაზე დაწყებული. ამის შესახებ თუ იცოდნენ, 8 წლის განმავლობაში რატომ არ დააკავეს თამაზაშვილი? რა უშლიდა ხელს ამაში სააკაშვილსა და მის გუნდს?! მაგრამ ასეთი დანაშაული არ არსებობს.

- ბრალი ოფიციალურად წაუყენეს?

- აცხადებენ, რომ თურმე რამდენიმე კვირაა, რაც დაწყებულია გამოძიება, მაგრამ თამაზაშვილთან არავინ შესულა და არ დაუკითხავთ. სად იყვნენ ამდენი ხანი?! იქნებ უდასტურებდა?... თუ გამოძიება დაწყებული იყო, არ უნდა შესულიყვნენ მასთან?!. ჰგონიათ, რომ საზოგადოება კიდევ დაიჯერებს ამ ტყუილს და ვერ გაარჩევს შავსა და თეთრს! თვითონ დაეკარგათ სიმართლის მარცვალი და ტყუილში ცხოვრობენ. თურმე ჩვენი პრეზიდენტი პატიმრების წამების გამო ძალიან შეწუხებული და გაბრაზებულია. მისთვის მნიშვნელოვანი ის უნდა იყოს, როგორ გამოვიდა კადრები იქიდან, თუ ის, რა ხდებოდა ციხეებში და როგორ აწამებდნენ ადამიანებს?! როგორც ადვოკატი ვაცხადებ, ციხეში ერთი კვადრატული მეტრი ფართობიც არ არის, ვიდეოთვალით რომ არ კონტროლდებოდეს; დამატებით კამერა სრულებით არ იყო საჭირო, მაგრამ იმისთვის იწერდნენ, რომ პატიმრები დაეშანტაჟებინათ. ეს არის დაწუნებული კადრები, დანარჩენი ახალაიას აქვს სეიფშიო. ესეც ძალიან მეცნო: ყველა პატიმარი, როცა წერილს გვიგზავნის, აღწერს იმ მარაზმს, რაც ვნახეთ და იქვე უთითებს, - ვიდეოზე გვიღებდნენო.

- თამაზაშვილიც ნაცემია?

- არა, მაგრამ "კარანტინის" დაშლაში ისიც მოხვდა. რა პირობებში იყო, დეტალურად არ ვიცი, რადგან ამაზე არ ულაპარაკია, - იცის, რომ მისი ოჯახი ძალიან ნერვიულობს. ერთი პერიოდი ცუდად იყო, გულის შეტევა ჰქონდა და სამჯერ ელექტროშოკით გამოიყვანეს ექიმებმა მდგომარეობიდან. საკითხავია - ეს მხოლოდ ნერვიულობის შედეგი იყო თუ სხვა რამის. ფიზიკური შეხება არ ყოფილა, მაგრამ სხვადასხვა სახის პროვოკაციები მოუწყვეს. ცდილობდნენ, მასთან ტელეფონი შეეტანათ, რაზეც უარი თქვა. ამბობს, - დადგებოდნენ ჩემი საკნის წინ ციხის თანამშრომლები და ბიძინა ივანიშვილის მისამართით გინებას იწყებდნენ, ცდილობდნენ, პროვოკაციას წამოვგებოდიო... საკანში აგენტიც შეუგზავნეს, მაგრამ ისიც მალე გაშიფრა. მივმართავ მიხეილ სააკაშვილს, რომლის პირადი პატიმარია თამაზ თამაზაშვილი და, დარწმუნებული ვარ, ყოველდღე იღებს მასზე ინფორმაციას: თუ მის მიმართ რაიმე პროვოკაცია განხორციელდება და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, მთელი პასუხისმგებლობა მასა და მერაბიშვილს დაეკისრება. ხელისუფლება აგონიაშია და რეალური საფრთხე არსებობს, მაგრამ გუნდიდან ვიღაცას ხომ უნდა ეყოს გონიერება, რომ უკანონო ქმედება არ განახორციელონ. მიუხედავად იმისა, რომ კაცს მისჯილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული და გადასაყვანია კოლონიაში, დღემდე ისევ გლდანის ციხეში ჰყავთ. მითხრან, რატომ არ გადაჰყავთ, თუ მართლა მათი პირადი მძევალი არ არის...

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ