პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - ვერასოდეს მოვა მთავრობა, რომელსაც შეიძლება მეტად უნდოდეს აჭარის განვითარება, ვიდრე ჩვენს მთავრობას სურს
 მიხეილ სააკაშვილი - ვერასოდეს მოვა მთავრობა, რომელსაც შეიძლება მეტად უნდოდეს აჭარის განვითარება, ვიდრე ჩვენს მთავრობას სურს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­რა­სო­დეს მოვა ისე­თი მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც მე­ტად უნ­დო­დეს ბა­თუ­მის და აჭა­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ვიდ­რე ეს ჩვენს მთავ­რო­ბას სურს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ბა­თუმ­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეკ­რე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ხალ­ხმა არ უნდა და­უშ­ვას, რომ აღმშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს, შე­ჩერ­დეს.

"ვე­რა­სო­დეს მოვა ისე­თი მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც მე­ტად უნ­დო­დეს ბა­თუ­მი­სა და აჭა­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ვიდ­რე - ჩვენს მთავ­რო­ბას. ამი­ტომ გვინ­და თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა, რათა ეს სას­წა­უ­ლი, რო­მელ­საც ერ­თად ვქმნით, არა­ვინ შე­ა­ჩე­როს. პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც ვინ­მეს გა­მი­ლი­ო­ნე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, უზ­ნე­ოა. მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლი და მეტი სარ­გე­ბე­ლი ხალ­ხის­თვის არის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც მე მეს­მის", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის ნიჭ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტა­ლან­ტე­ბი ჰყავს, რომ­ლე­ბიც და ქვეყ­ნის მო­მავ­ლის სა­და­რა­ჯო­ზე დგა­ნან.

მი­სი­ვე თქმით, დად­გა ეპო­ქა, რო­დე­საც ასე­თი ტა­ლან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­შიც გა­იზ­რდე­ბი­ან.

"ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ბავ­შვებს მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო გა­ნათ­ლე­ბა მივ­ცეთ. დიპ­ლომს, რო­მელ­საც ბა­თუ­მის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გას­ცემს, არის პრეს­ტი­ჟუ­ლი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. ასე­ვე გა­ვა­კე­თებთ ყველ­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტებს. და­ვი­წყეთ ძა­ლი­ან დიდი კუ­რორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში, რათა სი­ღა­რი­ბე, რო­მე­ლიც მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ვი­ღეთ, ჩვენს შვი­ლებს არ გა­დავ­ცეთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ბო­ლომ­დე იყოს და­ცუ­ლი. უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლის ის დონე, რო­მე­ლიც გვაქვს. ბა­თუმ­ში ახალ სამ სა­ა­ვად­მყო­ფოს გავ­ხსნით უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ჯან­დაც­ვა იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი უცხო­ე­ლე­ბის­თვის არ მინ­და. ჩემი სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ჩემი ხალ­ხია და ყვე­ლა­ფე­რი, გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრე­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბით, ახა­ლი სკო­ლე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბით და­წყე­ბუ­ლი და ჩემი სი­ცო­ცხლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, თქვენ გე­ძღვნე­ბათ", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძეს, რო­მელ­საც "ლა­პა­რაკ­ზე უკეთ საქ­მის კე­თე­ბა ეხერ­ხე­ბა", და­ფი­ცე­ბუ­ლი აქვს, რომ ბა­თუმ­ში "ბა­რა­კე­ბი" აღარ იარ­სე­ბებს და მთელს აჭა­რა­ში ყვე­ლა ოჯახს ღირ­სე­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ექ­ნე­ბა.

დღეს­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ან­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მუ­სი­კოს­მა, მა­რი­ამ წიკ­ლა­ურ­მა რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მიხეილ სააკაშვილი - ვერასოდეს მოვა მთავრობა, რომელსაც შეიძლება მეტად უნდოდეს აჭარის განვითარება, ვიდრე ჩვენს მთავრობას სურს

 მიხეილ სააკაშვილი - ვერასოდეს მოვა მთავრობა, რომელსაც შეიძლება მეტად უნდოდეს აჭარის განვითარება, ვიდრე ჩვენს მთავრობას სურს

საქართველოში ვერასოდეს მოვა ისეთი მთავრობა, რომელსაც მეტად უნდოდეს ბათუმის და აჭარის განვითარება, ვიდრე ეს ჩვენს მთავრობას სურს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შეკრებაზე განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ აღმშენებლობა, რომელიც მიმდინარეობს, შეჩერდეს.

"ვერასოდეს მოვა ისეთი მთავრობა, რომელსაც მეტად უნდოდეს ბათუმისა და აჭარის განვითარება, ვიდრე - ჩვენს მთავრობას. ამიტომ გვინდა თქვენი დახმარება, რათა ეს სასწაული, რომელსაც ერთად ვქმნით, არავინ შეაჩეროს. პოლიტიკა, რომელიც ვინმეს გამილიონერებას ემსახურება, უზნეოა. მეტი სამუშაო ადგილი და მეტი სარგებელი ხალხისთვის არის პოლიტიკა, რომელიც მე მესმის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ნიჭზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმოუდგენელი ტალანტები ჰყავს, რომლებიც და ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე დგანან.

მისივე თქმით, დადგა ეპოქა, როდესაც ასეთი ტალანტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებშიც გაიზრდებიან.

"ჩვენი მთავარი მიზანია, ბავშვებს მსოფლიოში საუკეთესო განათლება მივცეთ. დიპლომს, რომელსაც ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გასცემს, არის პრესტიჟული მსოფლიო მასშტაბით. ასევე გავაკეთებთ ყველგან უნივერსიტეტებს. დავიწყეთ ძალიან დიდი კურორტის მშენებლობა მაღალმთიან აჭარაში, რათა სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით მივიღეთ, ჩვენს შვილებს არ გადავცეთ. მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანი ბოლომდე იყოს დაცული. უნდა შევინარჩუნოთ კრიმინალთან ბრძოლის ის დონე, რომელიც გვაქვს. ბათუმში ახალ სამ საავადმყოფოს გავხსნით უახლოეს დღეებში და ყველა ადამიანის ჯანდაცვა იქნება უზრუნველყოფილი. ეს ყველაფერი უცხოელებისთვის არ მინდა. ჩემი სათაყვანებელი ჩემი ხალხია და ყველაფერი, გადამზადების ცენტრებით, საავადმყოფოებით, ახალი სკოლებით, უნივერსიტეტებით დაწყებული და ჩემი სიცოცხლით დამთავრებული, თქვენ გეძღვნებათ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ლევან ვარშალომიძეს, რომელსაც "ლაპარაკზე უკეთ საქმის კეთება ეხერხება", დაფიცებული აქვს, რომ ბათუმში "ბარაკები" აღარ იარსებებს და მთელს აჭარაში ყველა ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი ექნება.

დღესვე "ნაციონალური მოძრაობის" წიანსაარჩევნო შეხვედრაზე გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა, მარიამ წიკლაურმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "პოლიტიკური სივრცე"