შსს-ს თანამშრომელი რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.
"შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი მოგელი ტოლიაშვილი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო მოხვდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოგელი ტოლიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედროებმა სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს", - აღნიშნილია განცხადებაში.