მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გზას გადის პატიმარი დაკავებიდან სასჯელის მოხდის ბოლო დღემდე
რა გზას გადის პატიმარი დაკავებიდან სასჯელის მოხდის ბოლო დღემდე

ბოლო დღე­ებ­ში ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი ით­ქვა და და­ი­წე­რა. არ შე­გა­წყენთ თავს იმა­ვეს გა­მე­ო­რე­ბით. რო­გორც ყვე­ლა, ბუ­ნებ­რი­ვია, მეც აღ­ვშფოთ­დი ნა­ნა­ხით და პრო­ტეს­ტის გრძნო­ბაც გა­მიჩ­ნდა. თავი ვალ­დე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლე, გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლეს­თან (აქვე გე­ტყვით, რომ სი­ტყვა "სა­პყრო­ბი­ლეს" ვერ იტან­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ვერც ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი. მის ნაც­ვლად ყველ­გან გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სი­ტყვა - "და­წე­სე­ბუ­ლე­ბა", მაგ­რამ, ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბის გამო, ამ სტა­ტი­ა­ში სწო­რედ "სა­პყრო­ბი­ლეს" გა­მო­ვი­ყე­ნებ) მივ­სუ­ლი­ყა­ვი და პა­ტიმ­რე­ბის­თვის სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­მე­ცხა­დე­ბი­ნა. 22 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს, იქ სტუ­დენ­ტე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა. რო­დე­საც მო­მი­ტინ­გე­ე­ბი და­ი­შალ­ნენ და ად­გილ­ზე მხო­ლოდ პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლე­ბი დარ­ჩნენ, ჩემი ყუ­რა­დღე­ბა რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა მი­ი­პყრო. მათი ლა­პა­რა­კი­დან მივ­ხვდი, რომ ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი იყ­ვნენ და იქა­ურ ამ­ბებს იხ­სე­ნებ­დნენ. გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე და კი­თხვებ­ზე გუ­ლახ­დი­ლი პა­სუ­ხე­ბიც მი­ვი­ღე. მარ­თა­ლია, თემა თით­ქოს "გაცვდა" და ვფიქ­რობ­დი, რომ ახალს ვე­რა­ფერს გა­ვი­გებ­დი, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, მოს­მე­ნილ­მა არა­ნაკ­ლებ შემძრა, ვიდ­რე წინა დღე­ებ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ით ნა­ნახ­მა კად­რებ­მა. გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო რეს­პონ­დენ­ტე­ბის სა­ხე­ლებს შევ­ცვლი და მათ ნა­ამ­ბობს შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად გად­მოგ­ცემთ.

ლაშა, 28 წლის:

- სას­ჯელს და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის გამო ვიხ­დი­დი. ცი­ხე­ში 3 წელი გა­ვა­ტა­რე. მათ­გან წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი - გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში. ეს არის ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი. პა­ტი­მა­რი ცი­ხე­ში შე­მოს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან გრძნობს, რომ სრუ­ლი­ად უცხო და სას­ტიკ სამ­ყა­რო­ში მოხ­ვდა. ჩემ­თვის პირ­ვე­ლი "სრო­კი" იყო და ბუ­ნებ­რი­ვია, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რა ხდე­ბო­და. რო­დე­საც სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­მი­ფარ­და და გლ­დან­ში გად­მო­მიყ­ვა­ნეს, გზა­ში პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მკი­თხეს - იცი, რო­გორ ხვდე­ბი­ან გლ­დან­ში პა­ტიმ­რებ­სო? - არა-მეთ­ქი. - ახლა გა­ი­გებ, რო­გო­რი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან იქ, მაგ­რამ მე­გობ­რულ რჩე­ვას მოგ­ცემ, თუ გინ­და, რომ ბევ­რი არ მოგ­ხვდეს, არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გო, არ იბ­ლა­ტაო, თავ­დახ­რილ­მა მი­ი­ღე ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოხ­დე­ბაო. ე.წ. კა­რან­ტი­ნის შე­სას­ვლელ­ში ის თა­ნამ­შრო­მე­ლი დამ­ხვდა, რო­მე­ლიც ახლა ამ ამ­ბე­ბის გა­მოა და­ჭე­რი­ლი. მას მეტ­სა­ხე­ლად ბას­ტის ეძახ­დნენ. - ხე­ლე­ბი უკან, ბიჭო, აქ ქუჩა ხომ არ გგო­ნი­აო, - იმ­ხე­ლა ხმით მიყ­ვი­რა, რომ ლა­მის გული გა­მი­ჩერ­და. აი, აქე­დან იწყე­ბა უკვე სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მი... კა­რან­ტინ­ში შე­მაგ­დეს. ერთი სა­შუ­ა­ლო ზო­მის ოთა­ხია, რომ­ლის ფან­ჯრე­ბიც სა­გულ­და­გუ­ლო­დაა დაგ­მა­ნუ­ლი და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ჩემი ვა­რა­უ­დით, იმ დღეს 300-ზე მეტი პა­ტი­მა­რი იყო იქ. კა­რან­ტინ­ში იმ­დენ დღეს გა­ჩე­რე­ბენ, რამ­დე­ნიც პა­რას­კე­ვამ­დეა დარ­ჩე­ნი­ლი, რად­გან სწო­რედ ამ დღეს ხდე­ბა ე.წ. კა­რან­ტი­ნის დაშ­ლა. კე­დელ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე "შპონ­კა" ანუ "ნარი" ანუ სა­წო­ლი, რო­მელ­ზეც, რა თქმა უნდა, ლე­ი­ბი არ აგია. თუ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი შე­მო­დი­ო­და, ლე­იბს მხო­ლოდ მა­შინ აგებ­დნენ სას­წრა­ფოდ. სუნ­თქვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ჰა­ე­რი არ გყოფ­ნის... თან იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, რომ ფეხ­ზე იდგე. დი­ლით თითო პა­ტი­მარს თითო პურს აძ­ლე­ვენ, საჭ­მელს კი ამ­დენ ადა­მი­ანს 2 დიდი გო­ბით აწ­ვდი­ან, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა ერ­თად ჭამს. მე მხო­ლოდ პურს ვჭამ­დი, ვი­ნა­ი­დან არ შე­მეძ­ლო სხვი­სი "ხე­ლის ნა­ბა­ნი" საჭ­მლის ჭამა. კა­რან­ტინ­ში ტუ­ა­ლე­ტი არის, მაგ­რამ არ არის ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი. ასეთ პი­რო­ბებ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი რომ სა­ერ­თო გო­ბი­დან შე­ჭა­მენ, თუ ოდ­ნავ ზი­ზღის გრძნო­ბა გაქვს, იმ გო­ბი­დან ვერ შე­ჭამ. თან, ამ­დე­ნი მო­ში­ვე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი მი­ვარ­დე­ბა გობს, ხე­ლებს ყოფს, წვენ­ში პურს აწობს... სა­ში­ნე­ლე­ბაა ამის ყუ­რე­ბა.

გი­ორ­გი, 25 წლის:

- კა­რან­ტინ­ში სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა და ამის გამო ისე­თი "ლომ­კა" გაქვს, რომ სხვა ვე­რა­ფერ­ზე ფიქ­რობ. ხომ ნა­ხეთ კად­რე­ბი, რო­გორ შლი­ან კა­რან­ტინს. წი­ნას­წარ იცი, რომ მაგ­რად მოგ­ხვდე­ბა, მაგ­რამ იქ ისეთ სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში ხარ, ნატ­რობ, სა­კან­ში მალე გა­გიყ­ვა­ნონ. პა­რას­კევს დი­ლი­დან იწყე­ბა კა­რან­ტი­ნის დაშ­ლა. გვერ­დი­თა ოთახ­ში 5-5 პა­ტი­მა­რი გაჰ­ყავთ და წრე­ში ჩამ­დგა­რი "მუტ­რუ­კე­ბი" გცე­მენ. როცა ტე­ლე­ვი­ზი­ით კა­რან­ტი­ნის დაშ­ლის ის კად­რე­ბი ვნა­ხე, ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი ამო­ვი­ცა­ნი. კადრში მარ­ცხე­ნა მხა­რეს ვინ­მე ვა­ხოც დგას, რო­მე­ლიც არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ, 24-25 წლის ბი­ჭია, ძა­ლი­ან სას­ტი­კია. ის, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით აჩ­ვე­ნეს, არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში მაგ დროს ხდე­ბა. რო­გორც ჩანს, მაგ "გა­და­ღე­ბის დღეს" ვერ იყ­ვნენ ხა­სი­ათ­ზე და შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად წა­მო­არ­ტყეს ბი­ჭებს. ერთი ფეხს გა­მოგ­დებს ფე­ხებ­ში, წა­გაქ­ცევს და რამ­დე­ნი­მე კაცი მთე­ლი ძა­ლით გირ­ტყამს. თუ ამო­იკ­ვნე­სებ, გა­ცი­ლე­ბით მეტი მოგ­ხვდე­ბა. თან ხმა­მაღ­ლა, ბოლო ხმა­ზე ხარ­ხა­რე­ბენ...

ლაშა:

- სა­ში­ნე­ლე­ბაა ამ ხარ­ხა­რის მოს­მე­ნა. ახ­ლაც ყუ­რებ­ში მიდ­გას და ღა­მით ხში­რად მეღ­ვი­ძე­ბა, როცა ჩა­მეს­მის. ასე მგო­ნია, ვი­ღაც თავ­ზე მად­გას და ხარ­ხა­რებს. ამაზ­რზე­ნია, ამ დროს ისე­თი დამ­ცი­რე­ბუ­ლი ხარ, რომ სი­ცო­ცხლეც აღარ გინ­და. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ცე­მის დროს, პა­ტი­მარს გონი და­უ­კარ­გავს. წყალს მი­ას­ხა­მენ და ისევ სცე­მენ...

გი­ორ­გი:

- ის მიკ­ვირს, რომ არ სწყინ­დე­ბათ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ან­მა ეს საქ­მე მუდ­მი­ვად აკე­თო და არ მოგ­ბეზ­რდეს. სად უნდა გქონ­დეს ამ­დე­ნი აგ­რე­სია დაგ­რო­ვე­ბუ­ლი, რომ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც შენ­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია, ასე სას­ტი­კად გა­უს­წორ­დე. იცით, რა­ტომ არი­ან ბევ­რნი კა­რან­ტი­ნის დაშ­ლა­ზე? იმი­ტომ, რომ იმ დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 300-მდე ადა­მი­ა­ნი გა­დაჰ­ყავთ სა­კან­ში და ცო­ტა­ნი რომ იყ­ვნენ, და­იღ­ლე­ბი­ან. 300 ადა­მი­ა­ნის ცე­მას ეხუმ­რე­ბით? ასე კი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბი­ან და აღარ იღ­ლე­ბი­ან.

ლაშა:

- სა­კან­ში რომ შე­დი­ხარ, დამ­ხვდუ­რი პა­ტიმ­რე­ბი გეც­ნო­ბი­ან, უნდა მო­უყ­ვე, რის­თვის "ზი­ხარ", შემ­დეგ ქცე­ვის წე­სებს გაც­ნო­ბენ. მა­გა­ლი­თად, როცა რო­მე­ლი­მე პა­ტი­მა­რი ლო­ცუ­ლობს ან სან­თე­ლი ან­თია, ტუ­ა­ლეტ­ში შეს­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა და ა.შ. კა­რან­ტი­ნი­დან გა­მოს­ვლი­სა და ცე­მის შემ­დეგ შოკ­შია ყვე­ლა პა­ტი­მა­რი. მით უმე­ტეს - ვინც პირ­ვე­ლად ხვდე­ბა იქ. მახ­სოვს, ერთი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მო­იყ­ვა­ნეს. ზედა ნარ­ზე აძ­ვრა და მთე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იწვა, ხმას არ გვცემ­და. რაც გვი­თხრა, ის იყო, რომ დღე-დღე­ზე გა­ვი­დო­და იქი­დან და ელო­დე­ბო­და იმ დღეს. გა­ვი­და 1 თვე... 2 თვე... ერთ დღეს ჩა­მოხ­ტა ნა­რი­დან და გვი­თხრა, ლექ­სი დავ­წე­რეო და წაგ­ვი­კი­თხა. გაგ­ვე­ცი­ნა - 2-თვი­ა­ნი დუ­მი­ლის მერე ამო­ი­ღო ხმა და ლექ­სი წაგ­ვი­კი­თხა. მერე "ჩვე­უ­ლებ­რივ პა­ტიმ­რად" იქცა. რო­გორც ჩანს, ის პე­რი­ო­დი შე­სა­გუ­ებ­ლად სჭირ­დე­ბო­და. ყვე­ლა ერ­თნა­ი­რი ხომ არაა. არ ვიცი რა­ტომ, მაგ­რამ ალ­ბათ ჩა­კე­ტი­ლი სივ­რცის ბრა­ლია, რომ პა­ტიმ­რებს ტკბი­ლე­ულ­ზე აქვთ მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. მა­ღა­ზი­ი­დან (იქ "ლა­რი­ოკს" ვე­ძახ­დით) ყუ­თით ამოგვქონ­და ხოლ­მე ვაფ­ლი ან "პე­ჩე­ნია" და წამ­ში აღარ იყო. მე ე.წ. "ჩ" კორ­პუს­ში ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სი­სას­ტი­კით იყო გან­თქმუ­ლი. ოლეგ ფა­ცა­ცია, რო­მე­ლიც ახლა და­კა­ვე­ბუ­ლია, სულ ჩვენს კორ­პუს­ში იყო ხოლ­მე. ის ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუ­ხუ­რი­და­ნაა და ჩვენ­თან სას­ჯელს მისი მე­ზო­ბე­ლიც იხ­დი­და. სა­ნამ ის ბიჭი ჩვენს სა­კან­ში იყო, არ გვცემ­დნენ. გა­ა­სა­მარ­თლეს თუ არა, მა­შინ­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს. აბა, თა­ვის­თან ხომ არ და­ტო­ვებ­და? ხელი შე­ეშ­ლე­ბო­და ჩვენს წა­მე­ბა­სა და დამ­ცი­რე­ბა­ში. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ბუ­თლი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­ზეც თა­ვი­დან ბევ­რი ილა­პა­რა­კეს ტე­ლე­ვი­ზი­ით და რო­მე­ლიც ახლა ლა­გო­დე­ხის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი გახ­ლავთ, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მეჯ­ვა­რეა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხელ­საც არ ახ­ლებს არა­ვინ, - სას­ტი­კი ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ და ვფიქ­რობ, პო­ლი­ცი­ა­შიც ვერ მო­ით­მენს, რომ ხალ­ხი არ აწა­მოს. დად­გე­ბო­და დე­რეფ­ნის თავ­ში და ყვი­რო­და - ილო­ცეთ, სა­ნამ თქვენს სა­კანს გა­ვა­ღე­ბო. ჩა­მო­ივ­ლი­და საკ­ნებ­ში და პა­ტიმ­რე­ბის ცე­მით გულს იჯე­რებ­და. სა­ა­მი­სოდ მი­ზე­ზი არ სჭირ­დე­ბო­და. ფა­ცა­ცია თუ გუ­ნე­ბა­ზე არ იყო, დი­ლით გა­მო­ა­ცხა­დებ­და, რომ არც ერთი პა­ტი­მა­რი არ უნდა დამ­ჯდა­რი­ყო ან არ უნდა წა­მო­წო­ლი­ლი­ყო ნარ­ზე. შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოწ­მებ­დნენ "ვალ­ჩო­კი­დან" (სპე­ცი­ა­ლუ­რი ხვრე­ლია კარ­ში და­ტა­ნე­ბუ­ლი, პა­ტიმ­რე­ბის სათ­ვალ­თვა­ლოდ) და თუ მის მო­თხოვ­ნას არ ას­რუ­ლებ­დი, მაგ­რად მოგ­ხვდე­ბო­და. მარ­ტო იმას კი არ სცემ­დნენ, ვინც ურ­ჩობ­და, მთელ სა­კანს უს­წორ­დე­ბოდ­ნენ. ამი­ტომ, ვალ­დე­ბუ­ლი იყა­ვი, და­მორ­ჩი­ლე­ბო­დი, რომ შენ გამო სხვე­ბი არ დას­ჯი­ლიყ­ვნენ.

გი­ორ­გი:

- ოლეგ ფა­ცა­ცი­ას სა­გან­გე­ბოდ, წვე­ტი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა და პა­ტიმ­რებს სწო­რედ იმ "წვე­ტე­ბით" უს­წორ­დე­ბო­და. მახ­სოვს ერთხელ, გვერ­დი­თა საკ­ნი­დან ის­მო­და ხმა - საკ­მა­ოდ ასა­კო­ვა­ნი პა­ტი­მა­რი ეხ­ვე­წე­ბო­და, ნუ მცემ, ცი­რო­ზი მაქვს, ისე­დაც დღე­ე­ბი მაქვს დათ­ვლი­ლი და ნუ მომ­კლა­ვო. წა­აქ­ცია და ღვიძ­ლის არე­ში ურტყა ფეხ­საც­მლის წვე­რი... შენ რომ გცე­მენ, ხომ სა­ში­ნე­ლე­ბაა, მაგ­რამ სხვა საკ­ნე­ბი­დან რომ გეს­მის ღმუ­ი­ლის, ყვი­რი­ლის ხმა, ეგ უფრო გთრგუ­ნავს და გა­გი­ჟებს. ერთხელ კი­დევ - გვერ­დი­თა საკ­ნის ფან­ჯრი­დან პა­ტი­მარ­მა კა­ტას სო­სი­სი გა­და­უგ­დო. ნამ­დვი­ლი არ­მა­გე­დო­ნი და­ატ­რი­ა­ლეს იქ... სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ ყვე­ლას.

ლაშა:

- შე­მოც­ვივ­დე­ბოდ­ნენ სა­კან­ში და და­ი­ძა­ხებ­დნენ, - აბა, ყვე­ლა­ნი "შპონ­კის" ქვეშ შეძ­ვე­რი­თო! თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი არ შეძ­ვრე­ბა, რა თქმა უნდა. ზო­გი­ერ­თი მა­შინ­ვე ას­რუ­ლებ­და ბრძა­ნე­ბას. იცი, მა­ინც უნდა მოგ­ხვდეს და ბუ­ნებ­რი­ვია, თავს არ და­იმ­ცი­რებ. ჰოდა, მოგ­ვარ­დე­ბო­და, წა­გაქ­ცევ­და და წიხ­ლით შეგ­ტე­ნი­და მა­ინც. ასე შე­ტე­ნი­და და­ნარ­ჩე­ნებ­საც, ვინც ეურ­ჩე­ბო­და და ნე­ბით არ ძვრე­ბო­და. მერე და­ი­ბა­რებ­და, სა­ნამ არ გე­ტყვით, არ გა­მოხ­ვი­დე­თო და გა­ვი­დო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, იქ არ დარ­ჩე­ბო­დი. შე­გა­მოწ­მებ­და და ხე­ლახ­ლა გცემ­და, რომ გე­კი­თხა, მორ­წმუ­ნე­ე­ბი იყ­ვნენ, თით­ქმის ყვე­ლას ჯვა­რი ეკი­და კი­სერ­ზე, ზო­გი­ერ­თზე ამ­ბობ­დნენ, მარ­ხუ­ლობ­სო... რო­გორ გგო­ნი­ათ, ჭეშ­მა­რი­ტად მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი ხა­ტებს შე­უ­რა­ცხყოფს? ხა­ტე­ბის კუ­თხე თით­ქმის ყვე­ლა სა­კან­შია. მო­უს­ვამ­დნენ ხელს და ძირს ყრიდ­ნენ ყვე­ლა­ფერს. ასე­თი ძა­ლა­დო­ბა ყო­ველ­დღე ხდე­ბო­და... ხაზს ვუს­ვამ - ყო­ველ­დღე და არა, ხან­და­ხან, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს ხოლ­მე, თა­ვის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ გა­მოს­ვლებ­ში.

გი­ორ­გი:

- ყვე­ლა­ზე მე­ტად დღე­სას­წა­უ­ლე­ბი გვძულ­და. ცოდ­ვის ტრი­ა­ლი იყო ხოლ­მე, მაგ დღე­ებ­ში, რად­გან ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მთვრა­ლე­ბი იყ­ვნენ და აგ­რე­სია ემა­ტე­ბო­დათ. არ გა­სუ­ლა დღე­სას­წა­უ­ლი, რომ არ ვე­ცე­მეთ. ერთი პე­რი­ო­დი, ჩვენს სარ­თულ­ზე, ყო­ველ სა­ღა­მოს, რა­ღაც­ნა­ი­რი, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ბღა­ვი­ლი ის­მო­და ხოლ­მე. ეს ის ხმა არ იყო, რა­საც ადა­მი­ა­ნი ცე­მის ან წა­მე­ბის დროს გა­მოს­ცემს. კარ­გა ხანს ვერ გა­ვი­გეთ, რა ხდე­ბო­და. შემ­დეგ თქვეს, რომ თურ­მე ძრო­ხის ქურ­დო­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და ყო­ველ სა­ღა­მოს ძრო­ხა­სა­ვით ბღა­ვილს აი­ძუ­ლებ­დნენ და მერე სცემ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ლადო ბე­დუ­კა­ძეს, ჩვენს კორ­პუს­ზე მუ­შა­ობ­და. ვინც რო­გორ უნდა, ისე გა­ი­გოს, მაგ­რამ თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მას­ზე ჰუ­მა­ნუ­რი ადა­მი­ა­ნი გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში არ მუ­შა­ობ­და. ნე­ბის­მი­ერ პა­ტი­მარს ჰკი­თხეთ და გე­ტყვით, რომ მას არა­სო­დეს არა­ვინ უცე­მია და მით უმე­ტეს - უწა­მე­ბია. როცა ის იყო მო­რი­გე, გვი­ხა­რო­და, რად­გან ვი­ცო­დით, იმ დღეს არა­ვინ გვცემ­და. თან მა­ღა­ლი პოს­ტი ეკა­ვა და ყვე­ლა ემორ­ჩი­ლე­ბო­და. ხში­რად შე­მო­სუ­ლა სა­კან­ში და უთ­ქვამს, - გა­უ­ძე­ლით, ბი­ჭე­ბო, გპირ­დე­ბით, რომ აღ­ვად­გენ თქვენს შე­ლა­ხულ პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­სო. ახლა აბ­რა­ლე­ბენ, წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დაო. არ და­ი­ჯე­როთ, ეს ტყუ­ი­ლია. მიკ­ვირს, რა­ტომ არ მოს­ვლია აზ­რად თუნ­დაც ერთ ჟურ­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც ამ დღე­ებ­ში ცი­ხე­ში შე­ვი­და და პა­ტიმ­რებს და­ე­ლა­პა­რა­კა, ბე­დუ­კა­ძე­ზე რამე ეკი­თხა? ნამ­დვი­ლად ვიცი, რა პა­სუხ­საც მი­ი­ღებ­და. ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ მან გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა წა­მე­ბის ფაქ­ტე­ბი და მად­ლი­ე­რი ვარ მისი. მარ­თლა ასე იყო.

ლაშა:

- რა მიკ­ვირს, იცით? დგა­ნან და მარ­ტო გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ... ხმა ამო­ი­ღონ, რა ხდე­ბა სხვა ცი­ხე­ებ­სა თუ ზო­ნებ­ში. ბა­ტო­ნი ტუ­ღუ­ში რომ გა­ი­ძა­ხის, ამას ვი­ზამ და იმას ვი­ზა­მო, როცა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი იყო და ბოლო ან­გა­რი­ში და­წე­რა ქსნის მე-15 კო­ლო­ნი­ი­დან, მა­შინ იქა­უ­რი მწა­მე­ბე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გვა­რებს ასა­ხე­ლებ­და, ახლა კი დუმს... მათ აღარც კი ახ­სე­ნებს... გახ­სოვთ ალ­ბათ, 800-მა პა­ტი­მარ­მა რომ მო­ა­წე­რა ხელი სა­ჩი­ვარს, წა­მე­ბი­სა და უღირ­სი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ. ქსან­ში 1 თვე ვი­ყა­ვი. გლ­და­ნი­დან რომ გა­და­მიყ­ვა­ნეს, იქ მის­ვლის­თა­ნა­ვე ისე მცე­მეს, 2 კვი­რა გონ­ზე ვერ მოვ­დი­ო­დი. ელექტრო­შო­კით მა­წა­მეს... ბევ­რს გაჰ­ყვი­რო­და მა­შინ ტუ­ღუ­ში, დიმა ჩხე­ი­ძი­სა და სხვე­ბის შე­სა­ხებ... ახლა ჩუ­მა­დაა... ნუთუ აღარ ახ­სოვს? გლ­დან­შიც და ქსან­შიც პა­ტიმ­რის აბა­ნო­ში ცემა აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია. სველ ია­ტაკ­ზე გა­დაგ­დებ­დნენ და სიკ­ვდი­ლის პი­რას მი­გიყ­ვან­დნენ. წარ­მო­მიდ­გე­ნია, ახლა რომ ამ ჯა­ლა­თებს პა­ტიმ­რის ცემა აუკ­რძა­ლეს, რო­გო­რი "ლომ­კა" აქვთ, ალ­ბათ ხე­ლე­ბი ექა­ვე­ბათ. ქსნის კო­ლო­ნი­ა­ში ნა­ცე­მი აბა­ნო­ში და­მაგ­დეს და 3 დღე არც არა­ვის ვუ­კი­თხავ­ვარ, ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი თუ - მკვდა­რი... კა­რიც არ გა­უ­ღი­ათ... ია­ტაკ­ზე მე­ძი­ნა და მხო­ლოდ წყალს ვსვამ­დი. 3 დღის მერე გა­მო­მიყ­ვა­ნეს და სა­კან­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. იქ წე­სით, არ უნდა იყოს კარ­ცე­რი და ფი­ზი­კუ­რად ასე­თი ოთა­ხი არც არ­სე­ბობს. აბა­ნო ას­რუ­ლებს კარ­ცე­რის ფუნ­ქცი­ას. ქსნი­დან რუს­თავ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო. მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა ერ­თდრო­უ­ლად მცე­მა, თან ისე სას­ტი­კად, რომ სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხმე­ვით ვერ გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბო­დი და ვერც ვჭამ­დი. პა­ტიმ­რე­ბი მივ­ლიდ­ნენ, თა­ვი­სი ხე­ლით მაჭ­მევ­დნენ და ფეხ­ზე წა­მო­მა­ყე­ნეს. სა­პყრო­ბი­ლე­ებ­ში არი­ან პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. რო­გორც კი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ან ვინ­მე უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი შე­მო­ვი­დო­და, რო­გორც და­რი­გე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ისი­ნი გარ­შე­მო შე­მო­ეხ­ვე­ოდ­ნენ და და­ნარ­ჩენ პა­ტიმ­რებს მი­ახ­ლო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. - პრე­ტენ­ზია ხომ არ გაქ­ვთო? - თუ გვკი­თხავ­დნენ, ისი­ნი ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა ყვი­როდ­ნენ, - რა პრე­ტენ­ზია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­და­აო. რომ მო­გე­წა­დი­ნე­ბი­ნა, ახ­ლოს ვერ მი­ე­კა­რე­ბო­დი გა­რე­დან შე­მო­სულ ადა­მი­ანს, რომ შენი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გეთ­ქვა.

გი­ორ­გი:

- საქ­მე ის არის, რომ ამის შე­სა­ხებ პა­ე­მან­ზე მო­სულ ოჯა­ხის წევ­რებ­საც ვერ ეუბ­ნე­ბი. ტე­ლე­ფო­ნე­ბი ის­მი­ნე­ბა და ისი­ნი რომ წავ­ლენ, უა­რეს დღე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი. თა­ნაც, რა აზრი აქვს? სა­მარ­თალს ამ ქვე­ყა­ნა­ში ვერ იპო­ვი და ტყუ­ი­ლად უნდა ანერ­ვი­უ­ლო მშობ­ლე­ბი. რაც მეტს იყ­ვი­რებ სის­ტე­მის მან­კი­ერ მხა­რე­ზე, მით მეტი მოგ­ხვდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ექ­ცე­ოდ­ნენ იმ პა­ტიმ­რებს, რომ­ლის ად­ვო­კა­ტიც ბევ­რს ყვი­რო­და ან სტრას­ბურ­გში ჰქონ­და გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი საქ­მე. აუუუ, მტერს არ ვუ­სურ­ვებ ასე­თი პა­ტიმ­რე­ბის ად­გილ­ზე ყოფ­ნას. ბევ­რი შე­მოჰ­კვდო­მი­ათ ცე­მა­ში ან ისე და­უ­ინ­ვა­ლი­დე­ბი­ათ, რომ სა­ვარ­ძელ­საა მი­ჯაჭ­ვუ­ლი... ამას ყო­ველ­დღე რომ უყუ­რებ, მერე ცდი­ლობ, აღარ გა­ა­ღი­ზი­ა­ნო და იქი­დან საღ-სა­ლა­მათ­მა და ცო­ცხალ­მა გა­მო­აღ­წიო. როცა სას­ჯე­ლის ვადა იწუ­რე­ბა და შინ უნდა წახ­ვი­დე, შე­მო­დის მო­რი­გე, გვარს და­ი­ძა­ხებს და - "სვა­ბო­და­ზეო". ბევ­რი პა­ტი­მა­რი ასეთ დროს ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა­საც ვერ ახერ­ხებს. სხვე­ბი მხარ­ში შე­უდ­გე­ბი­ან ხოლ­მე და გა­რეთ გა­მოჰ­ყავთ. მო­ცე­ლი­ლე­ბი­ვით არი­ან, იმ­დე­ნად და­უ­ჯე­რებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ, რომ შინ მი­დი­ან. ჩემი ზო­ნა­ში ყოფ­ნის დროს ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც ყო­ფი­ლა, რომ გა­სუ­ლი პა­ტი­მა­რი უკან მა­ლე­ვე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა... სულ მიკ­ვირს ასე­თი ხალ­ხის. ასე­თი ჯო­ჯო­ხე­თი გა­ი­ა­რო და კი­დევ რა­ღაც და­ა­შა­ვო?

ლაშა:

- უკვე 8 თვეა, გა­რეთ ვარ და კოშ­მა­რე­ბის­გან ახ­ლაც კი მეღ­ვი­ძე­ბა ღამე. ყვე­ლა "მოქ­მედ" თუ ყო­ფილ პა­ტი­მარს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი სჭირ­დე­ბა. ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რამ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლია, როცა ღამე კოშ­მარს ხე­დავ, გა­იღ­ვი­ძებ და აღ­მო­ა­ჩენ, რომ სახ­ლში ხარ... ამ დროს სი­ხა­რუ­ლის­გან ხმა­მაღ­ლა სი­ცი­ლი, ყვი­რი­ლი გინ­დე­ბა, რომ ყვე­ლამ გა­ი­ზი­ა­როს შენი სი­ხა­რუ­ლი. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან რომ გა­მოხ­ვალ, პირ­ველ რიგ­ში ცას უნდა ახე­დო, პირ­ჯვა­რი გა­და­ი­წე­რო და თქვა: გმად­ლობ, ღმერ­თო, რომ გა­მაძ­ლე­ბი­ნე და ცო­ცხა­ლი ვბრუნ­დე­ბი ოჯახ­ში...

ბექა ხო­ტი­ვა­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რა გზას გადის პატიმარი დაკავებიდან სასჯელის მოხდის ბოლო დღემდე

რა გზას გადის პატიმარი დაკავებიდან სასჯელის მოხდის ბოლო დღემდე

ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. არ შეგაწყენთ თავს იმავეს გამეორებით. როგორც ყველა, ბუნებრივია, მეც აღვშფოთდი ნანახით და პროტესტის გრძნობაც გამიჩნდა. თავი ვალდებულად ჩავთვალე, გლდანის მე-8 საპყრობილესთან (აქვე გეტყვით, რომ სიტყვა "საპყრობილეს" ვერ იტანდა სასჯელაღსრულების ვერც ერთი თანამშრომელი. მის ნაცვლად ყველგან გამოიყენებოდა სიტყვა - "დაწესებულება", მაგრამ, ჩემი პირადი მოსაზრების გამო, ამ სტატიაში სწორედ "საპყრობილეს" გამოვიყენებ) მივსულიყავი და პატიმრებისთვის სოლიდარობა გამომეცხადებინა. 22 სექტემბერს, საღამოს, იქ სტუდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა. როდესაც მომიტინგეები დაიშალნენ და ადგილზე მხოლოდ პატიმრების მშობლები დარჩნენ, ჩემი ყურადღება რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცმა მიიპყრო. მათი ლაპარაკიდან მივხვდი, რომ ყოფილი პატიმრები იყვნენ და იქაურ ამბებს იხსენებდნენ. გამოველაპარაკე და კითხვებზე გულახდილი პასუხებიც მივიღე. მართალია, თემა თითქოს "გაცვდა" და ვფიქრობდი, რომ ახალს ვერაფერს გავიგებდი, მაგრამ მერწმუნეთ, მოსმენილმა არანაკლებ შემძრა, ვიდრე წინა დღეებში ტელევიზიით ნანახმა კადრებმა. გასაგები მიზეზების გამო რესპონდენტების სახელებს შევცვლი და მათ ნაამბობს შეულამაზებლად გადმოგცემთ.

ლაშა, 28 წლის:

- სასჯელს დანაშაულის დაფარვის გამო ვიხდიდი. ციხეში 3 წელი გავატარე. მათგან წელიწად-ნახევარი - გლდანის მე-8 საპყრობილეში. ეს არის ნამდვილი ჯოჯოხეთი. პატიმარი ციხეში შემოსვლის პირველივე წუთებიდან გრძნობს, რომ სრულიად უცხო და სასტიკ სამყაროში მოხვდა. ჩემთვის პირველი "სროკი" იყო და ბუნებრივია, წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა. როდესაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შემიფარდა და გლდანში გადმომიყვანეს, გზაში პოლიციელებმა მკითხეს - იცი, როგორ ხვდებიან გლდანში პატიმრებსო? - არა-მეთქი. - ახლა გაიგებ, როგორი სტუმართმოყვარეები არიან იქ, მაგრამ მეგობრულ რჩევას მოგცემ, თუ გინდა, რომ ბევრი არ მოგხვდეს, არ შეეწინააღმდეგო, არ იბლატაო, თავდახრილმა მიიღე ყველაფერი, რაც მოხდებაო. ე.წ. კარანტინის შესასვლელში ის თანამშრომელი დამხვდა, რომელიც ახლა ამ ამბების გამოა დაჭერილი. მას მეტსახელად ბასტის ეძახდნენ. - ხელები უკან, ბიჭო, აქ ქუჩა ხომ არ გგონიაო, - იმხელა ხმით მიყვირა, რომ ლამის გული გამიჩერდა. აი, აქედან იწყება უკვე საშინელებათა ფილმი... კარანტინში შემაგდეს. ერთი საშუალო ზომის ოთახია, რომლის ფანჯრებიც საგულდაგულოდაა დაგმანული და უამრავი ადამიანია მოთავსებული. ჩემი ვარაუდით, იმ დღეს 300-ზე მეტი პატიმარი იყო იქ. კარანტინში იმდენ დღეს გაჩერებენ, რამდენიც პარასკევამდეა დარჩენილი, რადგან სწორედ ამ დღეს ხდება ე.წ. კარანტინის დაშლა. კედელზე მიმაგრებულია რამდენიმე "შპონკა" ანუ "ნარი" ანუ საწოლი, რომელზეც, რა თქმა უნდა, ლეიბი არ აგია. თუ სახალხო დამცველი შემოდიოდა, ლეიბს მხოლოდ მაშინ აგებდნენ სასწრაფოდ. სუნთქვა შეუძლებელია, ჰაერი არ გყოფნის... თან იძულებული ხარ, რომ ფეხზე იდგე. დილით თითო პატიმარს თითო პურს აძლევენ, საჭმელს კი ამდენ ადამიანს 2 დიდი გობით აწვდიან, საიდანაც ყველა ერთად ჭამს. მე მხოლოდ პურს ვჭამდი, ვინაიდან არ შემეძლო სხვისი "ხელის ნაბანი" საჭმლის ჭამა. კარანტინში ტუალეტი არის, მაგრამ არ არის ტუალეტის ქაღალდი. ასეთ პირობებში მყოფი ადამიანები რომ საერთო გობიდან შეჭამენ, თუ ოდნავ ზიზღის გრძნობა გაქვს, იმ გობიდან ვერ შეჭამ. თან, ამდენი მოშივებული პატიმარი მივარდება გობს, ხელებს ყოფს, წვენში პურს აწობს... საშინელებაა ამის ყურება.

გიორგი, 25 წლის:

- კარანტინში სიგარეტის მოწევა არ შეიძლება და ამის გამო ისეთი "ლომკა" გაქვს, რომ სხვა ვერაფერზე ფიქრობ. ხომ ნახეთ კადრები, როგორ შლიან კარანტინს. წინასწარ იცი, რომ მაგრად მოგხვდება, მაგრამ იქ ისეთ საშინელ პირობებში ხარ, ნატრობ, საკანში მალე გაგიყვანონ. პარასკევს დილიდან იწყება კარანტინის დაშლა. გვერდითა ოთახში 5-5 პატიმარი გაჰყავთ და წრეში ჩამდგარი "მუტრუკები" გცემენ. როცა ტელევიზიით კარანტინის დაშლის ის კადრები ვნახე, ყველა თანამშრომელი ამოვიცანი. კადრში მარცხენა მხარეს ვინმე ვახოც დგას, რომელიც არ დაუკავებიათ, 24-25 წლის ბიჭია, ძალიან სასტიკია. ის, რაც ტელევიზიით აჩვენეს, არაფერია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში მაგ დროს ხდება. როგორც ჩანს, მაგ "გადაღების დღეს" ვერ იყვნენ ხასიათზე და შედარებით მსუბუქად წამოარტყეს ბიჭებს. ერთი ფეხს გამოგდებს ფეხებში, წაგაქცევს და რამდენიმე კაცი მთელი ძალით გირტყამს. თუ ამოიკვნესებ, გაცილებით მეტი მოგხვდება. თან ხმამაღლა, ბოლო ხმაზე ხარხარებენ...

ლაშა:

- საშინელებაა ამ ხარხარის მოსმენა. ახლაც ყურებში მიდგას და ღამით ხშირად მეღვიძება, როცა ჩამესმის. ასე მგონია, ვიღაც თავზე მადგას და ხარხარებს. ამაზრზენია, ამ დროს ისეთი დამცირებული ხარ, რომ სიცოცხლეც აღარ გინდა. ყოფილა შემთხვევა, ცემის დროს, პატიმარს გონი დაუკარგავს. წყალს მიასხამენ და ისევ სცემენ...

გიორგი:

- ის მიკვირს, რომ არ სწყინდებათ. როგორ შეიძლება, ადამიანმა ეს საქმე მუდმივად აკეთო და არ მოგბეზრდეს. სად უნდა გქონდეს ამდენი აგრესია დაგროვებული, რომ ადამიანს, რომელსაც შენთვის არაფერი დაუშავებია, ასე სასტიკად გაუსწორდე. იცით, რატომ არიან ბევრნი კარანტინის დაშლაზე? იმიტომ, რომ იმ დღეს დაახლოებით 300-მდე ადამიანი გადაჰყავთ საკანში და ცოტანი რომ იყვნენ, დაიღლებიან. 300 ადამიანის ცემას ეხუმრებით? ასე კი ერთმანეთს ენაცვლებიან და აღარ იღლებიან.

ლაშა:

- საკანში რომ შედიხარ, დამხვდური პატიმრები გეცნობიან, უნდა მოუყვე, რისთვის "ზიხარ", შემდეგ ქცევის წესებს გაცნობენ. მაგალითად, როცა რომელიმე პატიმარი ლოცულობს ან სანთელი ანთია, ტუალეტში შესვლა არ შეიძლება და ა.შ. კარანტინიდან გამოსვლისა და ცემის შემდეგ შოკშია ყველა პატიმარი. მით უმეტეს - ვინც პირველად ხვდება იქ. მახსოვს, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოიყვანეს. ზედა ნარზე აძვრა და მთელი დღეების განმავლობაში იწვა, ხმას არ გვცემდა. რაც გვითხრა, ის იყო, რომ დღე-დღეზე გავიდოდა იქიდან და ელოდებოდა იმ დღეს. გავიდა 1 თვე... 2 თვე... ერთ დღეს ჩამოხტა ნარიდან და გვითხრა, ლექსი დავწერეო და წაგვიკითხა. გაგვეცინა - 2-თვიანი დუმილის მერე ამოიღო ხმა და ლექსი წაგვიკითხა. მერე "ჩვეულებრივ პატიმრად" იქცა. როგორც ჩანს, ის პერიოდი შესაგუებლად სჭირდებოდა. ყველა ერთნაირი ხომ არაა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ალბათ ჩაკეტილი სივრცის ბრალია, რომ პატიმრებს ტკბილეულზე აქვთ მოთხოვნილება. მაღაზიიდან (იქ "ლარიოკს" ვეძახდით) ყუთით ამოგვქონდა ხოლმე ვაფლი ან "პეჩენია" და წამში აღარ იყო. მე ე.წ. "ჩ" კორპუსში ვიყავი, რომელიც თანამშრომლების სისასტიკით იყო განთქმული. ოლეგ ფაცაცია, რომელიც ახლა დაკავებულია, სულ ჩვენს კორპუსში იყო ხოლმე. ის ზუგდიდის რაიონის სოფელ მუხურიდანაა და ჩვენთან სასჯელს მისი მეზობელიც იხდიდა. სანამ ის ბიჭი ჩვენს საკანში იყო, არ გვცემდნენ. გაასამართლეს თუ არა, მაშინვე გადაიყვანეს. აბა, თავისთან ხომ არ დატოვებდა? ხელი შეეშლებოდა ჩვენს წამებასა და დამცირებაში. ბატონი გიორგი ბუთლიაშვილი, რომელზეც თავიდან ბევრი ილაპარაკეს ტელევიზიით და რომელიც ახლა ლაგოდეხის პოლიციის უფროსი გახლავთ, ბაჩო ახალაიას მეჯვარეა და დარწმუნებული ვარ, ხელსაც არ ახლებს არავინ, - სასტიკი ადამიანი გახლავთ და ვფიქრობ, პოლიციაშიც ვერ მოითმენს, რომ ხალხი არ აწამოს. დადგებოდა დერეფნის თავში და ყვიროდა - ილოცეთ, სანამ თქვენს საკანს გავაღებო. ჩამოივლიდა საკნებში და პატიმრების ცემით გულს იჯერებდა. საამისოდ მიზეზი არ სჭირდებოდა. ფაცაცია თუ გუნებაზე არ იყო, დილით გამოაცხადებდა, რომ არც ერთი პატიმარი არ უნდა დამჯდარიყო ან არ უნდა წამოწოლილიყო ნარზე. შემდეგ მოულოდნელად გამოწმებდნენ "ვალჩოკიდან" (სპეციალური ხვრელია კარში დატანებული, პატიმრების სათვალთვალოდ) და თუ მის მოთხოვნას არ ასრულებდი, მაგრად მოგხვდებოდა. მარტო იმას კი არ სცემდნენ, ვინც ურჩობდა, მთელ საკანს უსწორდებოდნენ. ამიტომ, ვალდებული იყავი, დამორჩილებოდი, რომ შენ გამო სხვები არ დასჯილიყვნენ.

გიორგი:

- ოლეგ ფაცაციას საგანგებოდ, წვეტიანი ფეხსაცმელი ეცვა და პატიმრებს სწორედ იმ "წვეტებით" უსწორდებოდა. მახსოვს ერთხელ, გვერდითა საკნიდან ისმოდა ხმა - საკმაოდ ასაკოვანი პატიმარი ეხვეწებოდა, ნუ მცემ, ციროზი მაქვს, ისედაც დღეები მაქვს დათვლილი და ნუ მომკლავო. წააქცია და ღვიძლის არეში ურტყა ფეხსაცმლის წვერი... შენ რომ გცემენ, ხომ საშინელებაა, მაგრამ სხვა საკნებიდან რომ გესმის ღმუილის, ყვირილის ხმა, ეგ უფრო გთრგუნავს და გაგიჟებს. ერთხელ კიდევ - გვერდითა საკნის ფანჯრიდან პატიმარმა კატას სოსისი გადაუგდო. ნამდვილი არმაგედონი დაატრიალეს იქ... სასტიკად გაუსწორდნენ ყველას.

ლაშა:

- შემოცვივდებოდნენ საკანში და დაიძახებდნენ, - აბა, ყველანი "შპონკის" ქვეშ შეძვერითო! თავმოყვარე ადამიანი არ შეძვრება, რა თქმა უნდა. ზოგიერთი მაშინვე ასრულებდა ბრძანებას. იცი, მაინც უნდა მოგხვდეს და ბუნებრივია, თავს არ დაიმცირებ. ჰოდა, მოგვარდებოდა, წაგაქცევდა და წიხლით შეგტენიდა მაინც. ასე შეტენიდა დანარჩენებსაც, ვინც ეურჩებოდა და ნებით არ ძვრებოდა. მერე დაიბარებდა, სანამ არ გეტყვით, არ გამოხვიდეთო და გავიდოდა. ბუნებრივია, იქ არ დარჩებოდი. შეგამოწმებდა და ხელახლა გცემდა, რომ გეკითხა, მორწმუნეები იყვნენ, თითქმის ყველას ჯვარი ეკიდა კისერზე, ზოგიერთზე ამბობდნენ, მარხულობსო... როგორ გგონიათ, ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი ხატებს შეურაცხყოფს? ხატების კუთხე თითქმის ყველა საკანშია. მოუსვამდნენ ხელს და ძირს ყრიდნენ ყველაფერს. ასეთი ძალადობა ყოველდღე ხდებოდა... ხაზს ვუსვამ - ყოველდღე და არა, ხანდახან, როგორც პრეზიდენტი ამბობს ხოლმე, თავის ბოლოდროინდელ გამოსვლებში.

გიორგი:

- ყველაზე მეტად დღესასწაულები გვძულდა. ცოდვის ტრიალი იყო ხოლმე, მაგ დღეებში, რადგან ციხის თანამშრომლები მთვრალები იყვნენ და აგრესია ემატებოდათ. არ გასულა დღესასწაული, რომ არ ვეცემეთ. ერთი პერიოდი, ჩვენს სართულზე, ყოველ საღამოს, რაღაცნაირი, არაადამიანური ბღავილი ისმოდა ხოლმე. ეს ის ხმა არ იყო, რასაც ადამიანი ცემის ან წამების დროს გამოსცემს. კარგა ხანს ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა. შემდეგ თქვეს, რომ თურმე ძროხის ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს ახალგაზრდა მამაკაცი და ყოველ საღამოს ძროხასავით ბღავილს აიძულებდნენ და მერე სცემდნენ. რაც შეეხება ლადო ბედუკაძეს, ჩვენს კორპუსზე მუშაობდა. ვინც როგორ უნდა, ისე გაიგოს, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მასზე ჰუმანური ადამიანი გლდანის საპყრობილეში არ მუშაობდა. ნებისმიერ პატიმარს ჰკითხეთ და გეტყვით, რომ მას არასოდეს არავინ უცემია და მით უმეტეს - უწამებია. როცა ის იყო მორიგე, გვიხაროდა, რადგან ვიცოდით, იმ დღეს არავინ გვცემდა. თან მაღალი პოსტი ეკავა და ყველა ემორჩილებოდა. ხშირად შემოსულა საკანში და უთქვამს, - გაუძელით, ბიჭებო, გპირდებით, რომ აღვადგენ თქვენს შელახულ პატივმოყვარეობასო. ახლა აბრალებენ, წამებაში მონაწილეობდაო. არ დაიჯეროთ, ეს ტყუილია. მიკვირს, რატომ არ მოსვლია აზრად თუნდაც ერთ ჟურნალისტს, რომელიც ამ დღეებში ციხეში შევიდა და პატიმრებს დაელაპარაკა, ბედუკაძეზე რამე ეკითხა? ნამდვილად ვიცი, რა პასუხსაც მიიღებდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მან გამოააშკარავა წამების ფაქტები და მადლიერი ვარ მისი. მართლა ასე იყო.

ლაშა:

- რა მიკვირს, იცით? დგანან და მარტო გლდანის საპყრობილეზე ლაპარაკობენ... ხმა ამოიღონ, რა ხდება სხვა ციხეებსა თუ ზონებში. ბატონი ტუღუში რომ გაიძახის, ამას ვიზამ და იმას ვიზამო, როცა სახალხო დამცველი იყო და ბოლო ანგარიში დაწერა ქსნის მე-15 კოლონიიდან, მაშინ იქაური მწამებელი თანამშრომლების გვარებს ასახელებდა, ახლა კი დუმს... მათ აღარც კი ახსენებს... გახსოვთ ალბათ, 800-მა პატიმარმა რომ მოაწერა ხელი საჩივარს, წამებისა და უღირსი მოპყრობის ფაქტების შესახებ. ქსანში 1 თვე ვიყავი. გლდანიდან რომ გადამიყვანეს, იქ მისვლისთანავე ისე მცემეს, 2 კვირა გონზე ვერ მოვდიოდი. ელექტროშოკით მაწამეს... ბევრს გაჰყვიროდა მაშინ ტუღუში, დიმა ჩხეიძისა და სხვების შესახებ... ახლა ჩუმადაა... ნუთუ აღარ ახსოვს? გლდანშიც და ქსანშიც პატიმრის აბანოში ცემა აპრობირებული მეთოდია. სველ იატაკზე გადაგდებდნენ და სიკვდილის პირას მიგიყვანდნენ. წარმომიდგენია, ახლა რომ ამ ჯალათებს პატიმრის ცემა აუკრძალეს, როგორი "ლომკა" აქვთ, ალბათ ხელები ექავებათ. ქსნის კოლონიაში ნაცემი აბანოში დამაგდეს და 3 დღე არც არავის ვუკითხავვარ, ცოცხალი ვიყავი თუ - მკვდარი... კარიც არ გაუღიათ... იატაკზე მეძინა და მხოლოდ წყალს ვსვამდი. 3 დღის მერე გამომიყვანეს და საკანში გადამიყვანეს. იქ წესით, არ უნდა იყოს კარცერი და ფიზიკურად ასეთი ოთახი არც არსებობს. აბანო ასრულებს კარცერის ფუნქციას. ქსნიდან რუსთავში გადამიყვანეს, სადაც ანალოგიური სიტუაცია იყო. მიყვანისთანავე რამდენიმე თანამშრომელმა ერთდროულად მცემა, თან ისე სასტიკად, რომ საკუთარი ძალისხმევით ვერ გადავაადგილდებოდი და ვერც ვჭამდი. პატიმრები მივლიდნენ, თავისი ხელით მაჭმევდნენ და ფეხზე წამომაყენეს. საპყრობილეებში არიან პატიმრები, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ. როგორც კი სახალხო დამცველი ან ვინმე უფლებათა დამცველი შემოვიდოდა, როგორც დარიგებულები იყვნენ, ისინი გარშემო შემოეხვეოდნენ და დანარჩენ პატიმრებს მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. - პრეტენზია ხომ არ გაქვთო? - თუ გვკითხავდნენ, ისინი ყველაზე ხმამაღლა ყვიროდნენ, - რა პრეტენზია, ყველაფერი კარგადააო. რომ მოგეწადინებინა, ახლოს ვერ მიეკარებოდი გარედან შემოსულ ადამიანს, რომ შენი გულისტკივილი გეთქვა.

გიორგი:

- საქმე ის არის, რომ ამის შესახებ პაემანზე მოსულ ოჯახის წევრებსაც ვერ ეუბნები. ტელეფონები ისმინება და ისინი რომ წავლენ, უარეს დღეში აღმოჩნდები. თანაც, რა აზრი აქვს? სამართალს ამ ქვეყანაში ვერ იპოვი და ტყუილად უნდა ანერვიულო მშობლები. რაც მეტს იყვირებ სისტემის მანკიერ მხარეზე, მით მეტი მოგხვდება. განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ იმ პატიმრებს, რომლის ადვოკატიც ბევრს ყვიროდა ან სტრასბურგში ჰქონდა გასაჩივრებული საქმე. აუუუ, მტერს არ ვუსურვებ ასეთი პატიმრების ადგილზე ყოფნას. ბევრი შემოჰკვდომიათ ცემაში ან ისე დაუინვალიდებიათ, რომ სავარძელსაა მიჯაჭვული... ამას ყოველდღე რომ უყურებ, მერე ცდილობ, აღარ გააღიზიანო და იქიდან საღ-სალამათმა და ცოცხალმა გამოაღწიო. როცა სასჯელის ვადა იწურება და შინ უნდა წახვიდე, შემოდის მორიგე, გვარს დაიძახებს და - "სვაბოდაზეო". ბევრი პატიმარი ასეთ დროს ფეხზე წამოდგომასაც ვერ ახერხებს. სხვები მხარში შეუდგებიან ხოლმე და გარეთ გამოჰყავთ. მოცელილებივით არიან, იმდენად დაუჯერებლად მიაჩნიათ, რომ შინ მიდიან. ჩემი ზონაში ყოფნის დროს ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ გასული პატიმარი უკან მალევე დაბრუნებულა... სულ მიკვირს ასეთი ხალხის. ასეთი ჯოჯოხეთი გაიარო და კიდევ რაღაც დააშავო?

ლაშა:

- უკვე 8 თვეა, გარეთ ვარ და კოშმარებისგან ახლაც კი მეღვიძება ღამე. ყველა "მოქმედ" თუ ყოფილ პატიმარს რეაბილიტაციის კურსი სჭირდება. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სიხარულია, როცა ღამე კოშმარს ხედავ, გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ სახლში ხარ... ამ დროს სიხარულისგან ხმამაღლა სიცილი, ყვირილი გინდება, რომ ყველამ გაიზიაროს შენი სიხარული. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რომ გამოხვალ, პირველ რიგში ცას უნდა ახედო, პირჯვარი გადაიწერო და თქვა: გმადლობ, ღმერთო, რომ გამაძლებინე და ცოცხალი ვბრუნდები ოჯახში...

ბექა ხოტივარი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"