საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ბურჯალიანი - ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების მასალები ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა
თინა ბურჯალიანი - ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების მასალები ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა

ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბი შემ­დგო­მი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის მიზ­ნით ბელ­გი­ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გა­ეგ­ზავ­ნა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თინა ბურ­ჯა­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაგ­ზავ­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის 21-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად გან­ხორ­ცი­ელ­და.

ბურ­ჯა­ლი­ა­ნის თქმით, მა­სა­ლე­ბის გაგ­ზავ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა გრძელ­დე­ბა ბელ­გი­ის კომ­პე­ტენ­ტუ­რი სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე. რო­გორც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, ქარ­თუ­ლი მხა­რე ბელ­გი­ელ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გა­ნაგ­რძობს და მათ მო­პო­ვე­ბულ ნე­ბის­მი­ერ და­მა­ტე­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას მი­აწ­ვდის.

"პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბი­სა და არაჰუ­მა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი წა­მე­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლად არის ცნო­ბი­ლი გლ­და­ნის N8 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­რი­გე ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე.

ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით და­უს­წრებ­ლად შე­ე­ფარ­და და­პა­ტიმ­რე­ბა და მის მი­მართ გა­მო­ცხად­და ძებ­ნა ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით. საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი და დრო­უ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რის გა­მოც მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­მარ­თოს ბელ­გი­ის მხა­რეს საქ­მის შემ­დგო­მი გა­მო­ძი­ე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად", - აღ­ნიშ­ნა თინა ბურ­ჯა­ლი­ან­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რად­გან ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძემ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხა და ამ­ჟა­მად ბელ­გი­ის სა­მე­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა, მისი ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბი შემ­დგო­მი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის მიზ­ნით ბელ­გი­ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა.

ამას­თან, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბი­სა და არაჰუ­მა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 19 პირი, მათ შო­რის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, გლ­და­ნის N8 სა­პყრო­ბი­ლი­სა და ქუ­თა­ი­სის N2 სა­პყრო­ბი­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი და ამა­ვე სა­პყრო­ბი­ლე­ე­ბის სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის პი­რე­ბი. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

თინა ბურჯალიანი - ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების მასალები ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა

თინა ბურჯალიანი - ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების მასალები ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა

ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები შემდგომი სამართალწარმოების მიზნით ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაგზავნა სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა.

ბურჯალიანის თქმით, მასალების გაგზავნის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოება გრძელდება ბელგიის კომპეტენტური სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, ქართული მხარე ბელგიელ კოლეგებთან თანამშრომლობას განაგრძობს და მათ მოპოვებულ ნებისმიერ დამატებით მტკიცებულებას მიაწვდის.

"პატიმრების წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წამებისთვის ბრალდებულად არის ცნობილი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოპერატიული მორიგე ვლადიმერ ბედუკაძე.

ვლადიმერ ბედუკაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა დაპატიმრება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სრულყოფილი და დროული განხორციელება, რის გამოც მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მიმართოს ბელგიის მხარეს საქმის შემდგომი გამოძიების საწარმოებლად", - აღნიშნა თინა ბურჯალიანმა.

მისივე ინფორმაციით, რადგან ვლადიმერ ბედუკაძემ ქვეყნის დატოვება მოახერხა და ამჟამად ბელგიის სამეფოში იმყოფება, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები შემდგომი სამართალწარმოების მიზნით ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნება.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე პატიმართა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია 19 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის N8 საპყრობილისა და ქუთაისის N2 საპყრობილის დირექტორები და ამავე საპყრობილეების სხვა მაღალი თანამდებობების პირები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა