კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დილაობით, შემოწმებისას, გვაიძულებდნენ გავშიშვლებულიყავით, შემდეგ კი შეუბრალებლად გვცემდნენ"
"დილაობით, შემოწმებისას, გვაიძულებდნენ გავშიშვლებულიყავით, შემდეგ კი შეუბრალებლად გვცემდნენ"

რე­ზი­ნი­სა და რკი­ნის ხელ­კე­ტი, სი­გა­რე­ტი, ცო­ცხი - ეს იმ ნივ­თე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რებს აწა­მე­ბენ და აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ. ბოლო დღე­ებ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი კად­რე­ბი იყო იმის დას­ტუ­რი, რა­ზეც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლე­ბი და პრე­სა დიდი ხა­ნია სა­უბ­რობ­დნენ, ნა­ნახ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო. პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში, კერ­ძოდ კი, გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კი იყო სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშ­შიც, ესაა ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რა ხდე­ბა ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ში.

ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა ქუ­თა­ი­სის მე-2 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

"დი­ლა­ობ­ით, შე­მოწ­მე­ბი­სას, გვაი­ძუ­ლებ­დნენ გა­ვშიშ­ვლე­ბუ­ლი­ყა­ვით, რის შემ­დე­გაც, ვიდ­რე არ მობე­ზრდე­ბო­დათ, შე­უბ­რა­ლებ­ლად გვცემ­დნენ. რამ­დ­ენი­მე სა­ათს გვამ­ყო­ფებ­დნენ ხე­ლებ­და­წყო­ბილს და თუ რო­მე­ლი­მე და­ვიღ­ლე­ბო­დით, კო­ლექ­ტი­უ­რად გვსჯ­იდ­ნენ და ცივ წყალს გვას­ხამ­დნენ", - ამ­ბობს პა­ტი­მა­რი გი­ორ­გი გ.

ქუ­თა­ი­სის მე-2 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 1464 პა­ტი­მა­რია, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობს, რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უხე­შად და და­მამ­ცი­რებ­ლად ექ­ცე­ვი­ან. ბევ­რი პა­ტი­მა­რი უარს ამ­ბობს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დით, ერთი სა­ა­თით გა­სე­ირ­ნე­ბა­ზე, რად­გან იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ერთი პა­ტი­მა­რი მე­ო­რეს მი­ე­სალ­მე­ბა, გა­სე­ირ­ნე­ბა წყდე­ბა და მათ აბ­რუ­ნე­ბენ საკ­ნებ­ში. პა­ტიმ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ში­ნა­გა­ნა­წე­სის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­ტოო სა­კან­ში გა­დაყ­ვა­ნის ნაც­ვლად, რო­გორც ამას კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ე.წ "ბოქ­სებ­ში" გა­დაჰ­ყავთ. "ბოქ­სი" 2-3 კვმ ფარ­თო­ბის სა­კა­ნია, სა­დაც არ დგას მა­გი­და, სკა­მი, სა­წო­ლი, დას­ჯი­ლი პა­ტიმ­რე­ბი კი 3-იდან 24 სა­ა­თამ­დე ფეხ­შიშ­ვე­ლი, საც­ვლე­ბი­სა­მა­რა დგა­ნან, რად­გან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ია­ტაკ­ზე წყალს ას­ხა­მენ, პა­ტიმ­რებს წა­მო­წო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მო­უს­პონ. მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა 2011 წლის ივ­ლი­სი­დან და­ი­წყო, რა­საც პა­ტიმ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დი­რექ­ტო­რის შეც­ვლას უკავ­ში­რებს.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მე­ფე­ბულ შიშ­ზე მე­ტყვე­ლებს ისიც, რომ პა­ტიმ­რე­ბის თქმით, ისი­ნი უკი­დუ­რე­სი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ერი­დე­ბი­ან სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მო­თხოვ­ნას. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ბოლო ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ პა­ტიმ­რებ­მა იმ პი­რო­ბით გა­ბე­დეს მას­თან გა­სა­უბ­რე­ბა, თუ არ და­ა­სა­ხე­ლებ­დნენ მათ ვი­ნა­ო­ბას და მხო­ლოდ ინი­ცი­ა­ლე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. პა­ტი­მა­რი გი­ორ­გი ს.: "საკ­ნის ჩხრე­კის შემ­დეგ გა­მო­მიყ­ვა­ნეს საკ­ნი­დან, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­მი­წყეს ცემა, შემ­დეგ კი სპეც­რაზ­მე­ლებს უბ­რძა­ნეს ჩა­ვეყ­ვა­ნე "ბოქსში". იქ ყოფ­ნი­სას მა­ი­ძუ­ლებ­დნენ, დავ­მდგა­რი­ყა­ვი მუხ­ლებ­ზე".

გო­გი­ტა ზ: "ჩემს სა­კან­ში შე­მო­ვი­და სპეც­რაზ­მი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 15 თა­ნამ­შრო­მე­ლი, ცე­მით გა­მა­ტა­რეს ცი­ხის კო­რი­დორ­ში, და­მი­წყეს წა­მე­ბა, რა დრო­საც გო­ნე­ბა დავ­კარ­გე, გონ­ზე მო­სას­ვლე­ლად და­მას­ხეს ცივი წყა­ლი. შემ­დეგ კი "ბოქსში" ჩა­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც 7 სა­ა­თი მამ­ყო­ფეს გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი".

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­გი­ო­ნუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი მა­დო­ნა ბა­სი­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მათ რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თეს პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, თუმ­ცა რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია.

"სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა ქუ­თა­ი­სის მე-2 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას, აქ ლა­პა­რა­კი იყო ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­სა და პა­ტი­მარ­თა ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ველ სხვა ფაქ­ტებ­ზე. მე რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი ცი­ხე­ში და მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ­ჯე­რად პა­ტიმ­რებ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა აღარ ხორ­ცი­ლე­დე­ბა. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია მე-2 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი, თუმ­ცა ეს ადა­მი­ა­ნი დიდი ხნის წი­ნათ უნდა ყო­ფი­ლი­ყო თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნი­ლი", - აცხა­დებს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­გი­ო­ნუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი მა­დო­ნა ბა­სი­ლა­ძე.

P.S.სა­ხალ­ხო დამ­ცველ გი­ორ­გი ტუ­ღუ­შის გა­მი­ნის­ტრე­ბის შემ­დეგ, ქუ­თა­ი­სის მე-2 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემს­რუ­ლებ­ლად და­ვით ვა­შა­კი­ძე და­ი­ნიშ­ნა, ალ­ბათ, მისი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნა იმა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ექ­ნე­ბა ცი­ხის ად­მი­ნის­ტარ­ცი­ას პა­ტიმ­რებ­თან.

ირაკ­ლი ვა­ჩი­ბე­რა­ძე, ქუ­თა­ი­სი­დან

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"დილაობით, შემოწმებისას, გვაიძულებდნენ გავშიშვლებულიყავით, შემდეგ კი შეუბრალებლად გვცემდნენ"

"დილაობით, შემოწმებისას, გვაიძულებდნენ გავშიშვლებულიყავით, შემდეგ კი შეუბრალებლად გვცემდნენ"

რეზინისა და რკინის ხელკეტი, სიგარეტი, ცოცხი - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც საქართველოს ციხეებში პატიმრებს აწამებენ და აუპატიურებენ. ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში ნაჩვენები კადრები იყო იმის დასტური, რაზეც ადამიანის უფლებათა დამცველები და პრესა დიდი ხანია საუბრობდნენ, ნანახმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. პენიტენციურ სისტემაში, კერძოდ კი, გლდანის მე-8 საპყრობილეში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ ლაპარაკი იყო სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშიც, ესაა ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა ხდება ზოგადად საქართველოს ციხეებში.

ასეთივე მდგომარეობაა ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

"დილაობ­ით, შემოწმებისას, გვაი­ძუ­ლებდნენ გა­ვშიშვლე­ბულიყავით, რის შემდეგაც, ვიდრე არ მობე­ზრდებოდათ, შეუბრალებლად გვცემ­დნენ. რამ­დ­ენიმე საათს გვამ­ყოფებდნენ ხელებდაწყობილს და თუ რომელიმე დავიღლებოდით, კოლექტიურად გვსჯ­იდნენ და ცივ წყალს გვასხამდნენ", - ამბობს პატიმარი გიორგი გ.

ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1464 პატიმარია, მათი უმრავლესობა ამბობს, რომ თანამშრომლები უხეშად და დამამცირებლად ექცევიან. ბევრი პატიმარი უარს ამბობს კანონით გათვალისწინებული ვადით, ერთი საათით გასეირნებაზე, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთი პატიმარი მეორეს მიესალმება, გასეირნება წყდება და მათ აბრუნებენ საკნებში. პატიმრები აცხადებენ, რომ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამარ­ტოო საკანში გადაყვანის ნაც­ვლად, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, მათი უმრავლესობა ე.წ "ბოქსებში" გადაჰყავთ. "ბოქსი" 2-3 კვმ ფართობის საკანია, სადაც არ დგას მაგიდა, სკამი, საწოლი, დასჯილი პატიმრები კი 3-იდან 24 საათამდე ფეხშიშველი, საცვლებისამარა დგანან, რადგან ადმინისტრაციის თანამშრომლები იატაკზე წყალს ასხამენ, პატიმრებს წამოწოლის საშუალება რომ მოუსპონ. მდგომარეობის გაუარესება 2011 წლის ივლისიდან დაიწყო, რასაც პატიმრების უმრავლესობა დირექტორის შეცვლას უკავშირებს.

დაწესებულებაში გამეფებულ შიშ­ზე მეტყველებს ისიც, რომ პატიმრების თქმით, ისინი უკიდურესი საჭიროების შემთხვევაშიც კი ერიდებიან სამედიცინო დახმარების მოთხოვნას. სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ პატიმრებმა იმ პირობით გაბედეს მასთან გასაუბრება, თუ არ დაასახელებდნენ მათ ვინაობას და მხოლოდ ინიციალებით მოიხსენიებდნენ. პატიმარი გიორგი ს.: "საკნის ჩხრეკის შემდეგ გამომიყვანეს საკნიდან, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დამიწყეს ცემა, შემდეგ კი სპეცრაზმელებს უბრძანეს ჩავეყვანე "ბოქსში". იქ ყოფნისას მაიძულებდნენ, დავმდგარიყავი მუხლებზე".

გოგიტა ზ: "ჩემს საკანში შემოვიდა სპეცრაზმისა და ადმინისტრაციის დაახლოებით 15 თანამშრომელი, ცემით გამატარეს ციხის კორიდორში, დამიწყეს წამება, რა დროსაც გონება დავკარგე, გონზე მოსასვლელად დამასხეს ცივი წყალი. შემდეგ კი "ბოქსში" ჩამიყვანეს, სადაც 7 საათი მამყოფეს გაშიშვლებული".

სახალხო დამცველის რეგიონული კოორდინატორი მადონა ბასილაძე აღნიშნავს, რომ ქუთაისის ციხეში არსებულ მდგომარეობაზე მათ რამდენჯერმე მიმართეს პრობაციის სამინისტროს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

"სახალხო დამცველის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, აქ ლაპარაკი იყო ფიზიკურ ძალადობასა და პატიმართა ღირსების შემლახველ სხვა ფაქტებზე. მე რამდენჯერმე ვიყავი ციხეში და მინდა აღვნიშნო, რომ ამჯერად პატიმრებზე ფიზიკური ძალადობა აღარ ხორცილედება. გათავისუფლებულია მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი, თუმცა ეს ადამიანი დიდი ხნის წინათ უნდა ყოფილიყო თანამდებობიდან მოხსნილი", - აცხადებს სახალხო დამცველის რეგიონული კოორდინატორი მადონა ბასილაძე.

P.S.სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის გამინისტრების შემდეგ, ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორობის მოვალეობის შემს­რულებლად დავით ვაშაკიძე დაინიშნა, ალბათ, მისი ამ თანამდებობაზე დარჩენა იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი ურთიერთობა ექნება ციხის ადმინისტარციას პატიმრებთან.

ირაკლი ვაჩიბერაძე, ქუთაისიდან

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ