მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელისო ჩაფიძე: "ხელისუფლებას მზაკვრული გეგმა ჩავუფლავე"
ელისო ჩაფიძე: "ხელისუფლებას მზაკვრული გეგმა ჩავუფლავე"

"ყვე­ლა სი­ახ­ლის" 33-ე ნო­მერ­ში (15-21 აგ­ვის­ტო, 2012 წ.) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა ელი­სო ჩა­ფი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მის ლიკ­ვი­და­ცი­ას სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გეგ­მავ­დნენ. ერთი თვის შემ­დეგ ქალ­ბა­ტონ­მა ელი­სომ წა­მოგ­ვიდ­გი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის სა­ხით. ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მას გი­ორ­გი კუბ­ლაშ­ვილ­მა გა­დას­ცა, რო­მელ­მაც ტყი­ბუ­ლის კუდ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის სა­უბ­რე­ბი ფა­რუ­ლად ჩა­წე­რა.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ტყი­ბუ­ლის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ყო­ფილ ლი­დერ გი­ორ­გი კუბ­ლაშ­ვილ­თან:

- ტყი­ბუ­ლის კუდ-ის უფ­რო­სი კობა შარ­ვა­ძე სო­ფელ სა­ძი­რე­ში ჩემს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს. მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნის­ში მან შე­მომ­თა­ვა­ზა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რის სა­ნაც­ვლო­დაც მპირ­დე­ბო­და სამ­სა­ხურ­ში მო­წყო­ბას პო­ლი­ცი­ა­ში ან მე­რი­ა­ში. ეს მოხ­დე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. მე მის­თვის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და ელი­სო ჩა­ფი­ძის შე­სა­ხებ მა­სა­ლე­ბი უნდა მი­მე­წო­დე­ბი­ნა. ჩავ­ვარ­დი დეპ­რე­სი­ა­ში, უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე და­მუქ­რე­ბო­და ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე, მე­თა­ნამ­შრომ­ლა შარ­ვა­ძეს­თან და ჩე­მი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, მისი ნა­ლა­პა­რა­კე­ვიც ჩა­მე­წე­რა. კუდ-ის უფ­როს­მა მი­თხრა, რომ როცა ელი­სოს­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დი, ჩა­მეც­ვა მა­ი­სუ­რი, რო­მელ­საც ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ექ­ნე­ბო­და ვი­დე­ოთ­ვა­ლი. აინ­ტე­რე­სებ­და, ჩა­ფი­ძე ვინ­მეს თან­ხას, თუნ­დაც ტე­ლე­ფო­ნის ჩა­სარ­თა­ვად თუ მის­ცემ­და. აგ­რეთ­ვე, აინ­ტე­რე­სებ­და ელი­სო ჩა­ფი­ძის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი.

ეს ყვე­ლა­ფე­რი მე უნდა ჩა­მე­წე­რა ფა­რუ­ლად და მი­მე­ტა­ნა კობა შარ­ვა­ძეს­თან. ამას­თა­ნა­ვე, მე ფა­რუ­ლად ვი­წერ­დი შარ­ვა­ძის ლა­პა­რაკს და იმას, რა­საც მა­ვა­ლებ­და. მე მაქვს ყვე­ლა ამ ჩა­ნა­წე­რის აუ­დი­ო­მა­სა­ლა, ვი­წერ­დი ტე­ლე­ფო­ნით, რო­მე­ლიც ჯი­ბე­ში ჩარ­თუ­ლი მედო.

ამის შემ­დეგ ქალ­ბა­ტონ ელი­სო ჩა­ფი­ძეს მივ­მარ­თე გან­ცხა­დე­ბით და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ლი­დე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა დავ­ტო­ვე. მას შემ­დეგ, რაც სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­ლა­ხე შიში, ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მა­სა­ლა გა­და­ვე­ცი ჟურ­ნა­ლის­ტებს, მათ შო­რის თქვენც, და 25 სექ­ტემ­ბერს ტყი­ბუ­ლის კუდ-ის უფ­როს კობა შარ­ვა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნე იმე­რე­თის მხა­რის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. ვი­თხოვ მის და­პა­ტიმ­რე­ბას. მარ­თა­ლია, შარ­ვა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ არის. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ ამ საქ­მის კურ­სში იყ­ვნენ ტყი­ბუ­ლის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ქა­თა­მა­ძე და ტყი­ბუ­ლის გამ­გე­ბე­ლი ლე­ვან დოხ­ნა­ძე, აგ­რეთ­ვე, ტყი­ბუ­ლის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი აკა­კი ცი­რე­კი­ძე. ამას თვი­თონ კობა შარ­ვა­ძე მე­უბ­ნე­ბო­და.

- ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის, პავ­ლე კუბ­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ხომ არ ყო­ფი­ლა რამე ზე­მოქ­მე­დე­ბა?

- არა, ასე­თი რამ ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა.

გვე­სა­უბ­რე­ბა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი, ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ელი­სო ჩა­ფი­ძე:

- ქალ­ბა­ტო­ნო ელი­სო, მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ტყი­ბუ­ლის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ კომ­პრო­მა­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბას გი­ორ­გი კუბ­ლაშ­ვილს ავა­ლებ­და...

- დიახ, გი­ორ­გი კუბ­ლაშ­ვილ­მა პა­ტი­ოს­ნად აღი­ა­რა, რომ ტყი­ბუ­ლის კუდ-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა კობა შარ­ვა­ძემ მას სამ­სა­ხუ­რი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ ჩემი თვალ­თვა­ლი და­ა­ვა­ლა. კუდ-ის უფ­რო­სის და ვინ­მე ვა­ხოს სა­უბ­რი­დან ირ­კვე­ვა, რომ მათ აინ­ტე­რე­სებ­დათ ჩემი გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი და ისიც, რო­მელ მხა­რეს ვი­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ში. როცა ეს ამ­ბა­ვი შე­ვი­ტყვე, გა­დავ­წყვი­ტე, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, პრე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მევ­რცე­ლე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია და მი­ვე­ცი კი­დეც ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს". შე­უძ­ლე­ბე­ლია, და­ბე­ჯი­თე­ბით ვამ­ტკი­ცო, რომ აუ­ცი­ლებ­ლად იგეგ­მე­ბო­და ჩემი ლიკ­ვი­და­ცია, მაგ­რამ როცა უშიშ­რო­ე­ბა ინ­ტე­რეს­დე­ბა შენი გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტით, აგ­რეთ­ვე, იმით, რო­მელ მხა­რეს ჯდე­ბი ავ­ტო­მო­ბილ­ში და რო­გო­რია იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლი­თაც ყო­ველ­დღე გა­და­ად­გილ­დე­ბი, ასეთ რა­მეს უყუ­რა­დღე­ბოდ ვერ და­ტო­ვებ. გა­დავ­წყვი­ტე, და­მეც­ვა ჩემი სი­ცო­ცხლე და ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვავ­რცე­ლე. იმ­ხა­ნად მე­ტის გა­კე­თე­ბა არც შე­მეძ­ლო. გარ­და ამი­სა, მო­პო­ვე­ბულ მა­სა­ლებ­ში კუდ-ის უფ­რო­სი შარ­ვა­ძე ჩემი ხარჯთაღ­რი­ცხვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც ინ­ტე­რეს­დე­ბა, 10 ლა­რიც რომ მი­მე­ცა ვინ­მეს­თვის ტე­ლე­ფო­ნის დე­პო­ზიტ­ზე ჩა­სა­რი­ცხად, იმის აუ­დიო და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რიც კი უნდა წა­რედ­გი­ნა გი­ორ­გი კუბ­ლაშ­ვილს. მო­პო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ექ­სპერ­ტი­ზის შემ­დეგ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მზაკ­ვრულ გეგ­მას ამ­ზა­დებ­და: ან უნდა მო­ეხ­დი­ნათ ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცია და ამით არ­ჩევ­ნე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა, ან ჩემი სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა. მაგ­რამ არც ერთი გა­მო­უ­ვი­დათ და არც მე­ო­რე. და­ვას­წა­რი და ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ვავ­რცე­ლე, რა­მაც მათი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მე­ბი ჩა­შა­ლა.

- ეჭვს იწ­ვევს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ გი­ორ­გი კუბ­ლაშ­ვილ­მა უპ­რობ­ლე­მოდ შეძ­ლო კუდ-ის უფ­რო­სის, კობა შარ­ვა­ძის ჩა­წე­რა ფა­რუ­ლად, მით უმე­ტეს, ეს ჩა­ნა­წე­რი საკ­მა­ოდ ვრცე­ლია.

- გი­ორ­გი ვაჟ­კა­ცუ­რად მო­იქ­ცა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­მარ­ჩი­ნა. ხომ შე­ეძ­ლო ეს არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა? მას ორი შვი­ლი ჰყავს და პი­რო­ბა მი­ვე­ცი, გულ­წრფე­ლი აღი­ა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ჩემ გვერ­დით იქ­ნე­ბო­და და ერ­თად ვიბ­რძო­ლებ­დით გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის აზ­რით, თქვენ ეს პი­ა­რის­თვის მო­ი­გო­ნეთ...

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, ვის­თვი­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ჩა­ლის ფასი აქვს, ალ­ბათ, ერ­ჩია ელი­სო ჩა­ფი­ძის სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ შე­ე­ტყოთ. ბო­დიშს ვუხ­დი ასეთ ადა­მი­ა­ნებს, თუ ვერ გა­ვა­ხა­რე ჩემი სიკ­ვდი­ლით და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გან­გა­ში ავ­ტე­ხე. აბა, უნდა დავ­ლო­დე­ბო­დი, კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბის კლა­ნი და კუდ-ის უფ­რო­სი ბო­ლოს რო­დის მო­მი­ღებ­და? ვი­საც ეჭვი ეპა­რე­ბა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ მიხ­ვდე­ბი­ან, რომ გან­გა­შის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­და.

- ამ ჩა­ნა­წე­რებ­ში არის ასე­თი ფრა­ზე­ბი: კუ­დის უფ­რო­სი ვინ­მე მი­შას ეუბ­ნე­ბა: "მე შე­მიძ­ლია ეს ბი­ჭე­ბი ჩა­გის­ვა იქ, კო­მი­სი­ა­ში, სა­დაც შენ მე­ტყვი"; "დღეს პა­ლი­კო ძაან კარგ ხა­სი­ათ­ზეა"; "ერთი კაცი რომ მყავ­დეს, შიგ­ნით ოფის­ში და­საყ­რდე­ნი". კუდ-ის უფ­რო­სი თქვენს კო­მი­სი­ებ­ში ხალ­ხი ჩა­ნერგვას აპი­რებ­და?!

- დიახ, ჩა­ნა­წე­რი­დან ამის მცდე­ლო­ბა იკ­ვე­თე­ბა... და მე, ელი­სო ჩა­ფი­ძე, ვიქ­ნე­ბი ძა­ლი­ან ცუდი ადა­მი­ა­ნი, პა­ლი­კო კუბ­ლაშ­ვილს, რო­მელ­მაც ტყი­ბუ­ლი ნა­სახ­ლა­რად აქ­ცია და გა­ა­ნი­ა­ვა ყვე­ლა­ფე­რი, რისი გა­ნი­ა­ვე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და, ერთი ხმაც რომ გა­ვა­ტა­ნო და გა­ვა­მარ­ჯვე­ბი­ნო. ის და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კრა­ხით და­ას­რუ­ლე­ბენ არ­ჩევ­ნებს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, თა­ვის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გუნდთან ერ­თად, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს წა­ა­გებს და გა­მარ­ჯვე­ბას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ი­პო­ვებს!

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ელისო ჩაფიძე: "ხელისუფლებას მზაკვრული გეგმა ჩავუფლავე"

ელისო ჩაფიძე: "ხელისუფლებას მზაკვრული გეგმა ჩავუფლავე"

"ყველა სიახლის" 33-ე ნომერში (15-21 აგვისტო, 2012 წ.) გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ მის ლიკვიდაციას სპეცსამსახურები გეგმავდნენ. ერთი თვის შემდეგ ქალბატონმა ელისომ წამოგვიდგინა მტკიცებულებები აუდიოჩანაწერის სახით. ეს მტკიცებულებები მას გიორგი კუბლაშვილმა გადასცა, რომელმაც ტყიბულის კუდ-ის ხელმძღვანელის საუბრები ფარულად ჩაწერა.

გთავაზობთ ინტერვიუს ტყიბულის "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ყოფილ ლიდერ გიორგი კუბლაშვილთან:

- ტყიბულის კუდ-ის უფროსი კობა შარვაძე სოფელ საძირეში ჩემს მეზობლად ცხოვრობს. მიმდინარე წლის ივნისში მან შემომთავაზა თანამშრომლობა, რის სანაცვლოდაც მპირდებოდა სამსახურში მოწყობას პოლიციაში ან მერიაში. ეს მოხდებოდა არჩევნების შემდეგ. მე მისთვის "ქართული ოცნებისა" და ელისო ჩაფიძის შესახებ მასალები უნდა მიმეწოდებინა. ჩავვარდი დეპრესიაში, უარის თქმის შემთხვევაში შეიძლება საფრთხე დამუქრებოდა ჩემი ოჯახის წევრებს. ამიტომ, გადავწყვიტე, მეთანამშრომლა შარვაძესთან და ჩემივე უსაფრთხოების მიზნით, მისი ნალაპარაკევიც ჩამეწერა. კუდ-ის უფროსმა მითხრა, რომ როცა ელისოსთან ერთად ვიქნებოდი, ჩამეცვა მაისური, რომელსაც ჩამონტაჟებული ექნებოდა ვიდეოთვალი. აინტერესებდა, ჩაფიძე ვინმეს თანხას, თუნდაც ტელეფონის ჩასართავად თუ მისცემდა. აგრეთვე, აინტერესებდა ელისო ჩაფიძის გადაადგილების მარშრუტი.

ეს ყველაფერი მე უნდა ჩამეწერა ფარულად და მიმეტანა კობა შარვაძესთან. ამასთანავე, მე ფარულად ვიწერდი შარვაძის ლაპარაკს და იმას, რასაც მავალებდა. მე მაქვს ყველა ამ ჩანაწერის აუდიომასალა, ვიწერდი ტელეფონით, რომელიც ჯიბეში ჩართული მედო.

ამის შემდეგ ქალბატონ ელისო ჩაფიძეს მივმართე განცხადებით და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერის თანამდებობა დავტოვე. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გადავლახე შიში, ჩემს ხელთ არსებული ყველა მასალა გადავეცი ჟურნალისტებს, მათ შორის თქვენც, და 25 სექტემბერს ტყიბულის კუდ-ის უფროს კობა შარვაძის წინააღმდეგ საჩივარი შევიტანე იმერეთის მხარის პროკურატურაში. ვითხოვ მის დაპატიმრებას. მართალია, შარვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ საქმის კურსში იყვნენ ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქათამაძე და ტყიბულის გამგებელი ლევან დოხნაძე, აგრეთვე, ტყიბულის პოლიციის უფროსი აკაკი ცირეკიძე. ამას თვითონ კობა შარვაძე მეუბნებოდა.

- ნაციონალური მოძრაობის" ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პავლე კუბლაშვილის მხრიდან ხომ არ ყოფილა რამე ზემოქმედება?

- არა, ასეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა.

გვესაუბრება კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე:

- ქალბატონო ელისო, მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ ტყიბულის კონსტიტუციური უსაფრთხოების წარმომადგენელი თქვენ წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებას გიორგი კუბლაშვილს ავალებდა...

- დიახ, გიორგი კუბლაშვილმა პატიოსნად აღიარა, რომ ტყიბულის კუდ-ის ხელმძღვანელმა კობა შარვაძემ მას სამსახურისა და უსაფრთხოების სანაცვლოდ ჩემი თვალთვალი დაავალა. კუდ-ის უფროსის და ვინმე ვახოს საუბრიდან ირკვევა, რომ მათ აინტერესებდათ ჩემი გადაადგილების მარშრუტი და ისიც, რომელ მხარეს ვიჯექი მანქანაში. როცა ეს ამბავი შევიტყვე, გადავწყვიტე, უსაფრთხოების მიზნით, პრესის საშუალებით გამევრცელებინა ინფორმაცია და მივეცი კიდეც ექსკლუზიური ინტერვიუ გაზეთ "ყველა სიახლეს". შეუძლებელია, დაბეჯითებით ვამტკიცო, რომ აუცილებლად იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია, მაგრამ როცა უშიშროება ინტერესდება შენი გადაადგილების მარშრუტით, აგრეთვე, იმით, რომელ მხარეს ჯდები ავტომობილში და როგორია იმ სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა, რომლითაც ყოველდღე გადაადგილდები, ასეთ რამეს უყურადღებოდ ვერ დატოვებ. გადავწყვიტე, დამეცვა ჩემი სიცოცხლე და ინფორმაცია მედიის საშუალებით გავავრცელე. იმხანად მეტის გაკეთება არც შემეძლო. გარდა ამისა, მოპოვებულ მასალებში კუდ-ის უფროსი შარვაძე ჩემი ხარჯთაღრიცხვის შესახებ ინფორმაციითაც ინტერესდება, 10 ლარიც რომ მიმეცა ვინმესთვის ტელეფონის დეპოზიტზე ჩასარიცხად, იმის აუდიო და ვიდეოჩანაწერიც კი უნდა წარედგინა გიორგი კუბლაშვილს. მოპოვებული ჩანაწერების ექსპერტიზის შემდეგ დადასტურებულია, რომ ეს ხელისუფლება ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინააღმდეგ მზაკვრულ გეგმას ამზადებდა: ან უნდა მოეხდინათ ჩემი დისკრედიტაცია და ამით არჩევნებიდან ჩამოშორება, ან ჩემი სიცოცხლის ხელყოფა. მაგრამ არც ერთი გამოუვიდათ და არც მეორე. დავასწარი და ამის შესახებ ინფორმაცია გავავრცელე, რამაც მათი მზაკვრული გეგმები ჩაშალა.

- ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ გიორგი კუბლაშვილმა უპრობლემოდ შეძლო კუდ-ის უფროსის, კობა შარვაძის ჩაწერა ფარულად, მით უმეტეს, ეს ჩანაწერი საკმაოდ ვრცელია.

- გიორგი ვაჟკაცურად მოიქცა, ფაქტობრივად, გადამარჩინა. ხომ შეეძლო ეს არ გაეკეთებინა? მას ორი შვილი ჰყავს და პირობა მივეცი, გულწრფელი აღიარების სანაცვლოდ ჩემ გვერდით იქნებოდა და ერთად ვიბრძოლებდით გამარჯვებისთვის.

- საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით, თქვენ ეს პიარისთვის მოიგონეთ...

- საზოგადოების იმ ნაწილს, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს, ალბათ, ერჩია ელისო ჩაფიძის სიკვდილის შესახებ შეეტყოთ. ბოდიშს ვუხდი ასეთ ადამიანებს, თუ ვერ გავახარე ჩემი სიკვდილით და ინფორმაციის მიღებისთანავე განგაში ავტეხე. აბა, უნდა დავლოდებოდი, კუბლაშვილების კლანი და კუდ-ის უფროსი ბოლოს როდის მომიღებდა? ვისაც ეჭვი ეპარება, მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ მიხვდებიან, რომ განგაშის საფუძველი ნამდვილად არსებობდა.

- ამ ჩანაწერებში არის ასეთი ფრაზები: კუდის უფროსი ვინმე მიშას ეუბნება: "მე შემიძლია ეს ბიჭები ჩაგისვა იქ, კომისიაში, სადაც შენ მეტყვი"; "დღეს პალიკო ძაან კარგ ხასიათზეა"; "ერთი კაცი რომ მყავდეს, შიგნით ოფისში დასაყრდენი". კუდ-ის უფროსი თქვენს კომისიებში ხალხი ჩანერგვას აპირებდა?!

- დიახ, ჩანაწერიდან ამის მცდელობა იკვეთება... და მე, ელისო ჩაფიძე, ვიქნები ძალიან ცუდი ადამიანი, პალიკო კუბლაშვილს, რომელმაც ტყიბული ნასახლარად აქცია და გაანიავა ყველაფერი, რისი განიავებაც შეიძლებოდა, ერთი ხმაც რომ გავატანო და გავამარჯვებინო. ის და "ნაციონალური მოძრაობა" კრახით დაასრულებენ არჩევნებს. მიხეილ სააკაშვილი, თავის დანაშაულებრივ გუნდთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებს წააგებს და გამარჯვებას "ქართული ოცნება" მოიპოვებს!

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"