მაია ფანჯიკიძე - დაუყოვნებლივ მოვითხოვთ გამოძიებას, სად არის ბესო სურმავა და რატომ არ უბრუნდება ოჯახს

მაია ფანჯიკიძე - დაუყოვნებლივ მოვითხოვთ გამოძიებას, სად არის ბესო სურმავა და რატომ არ უბრუნდება ოჯახს

კოალიცია "ქართული ოცნება" უწყებათაშორის კომისიას მიმართავს, გამოიძიონ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას გაუჩინარების საკითხი, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არც კოალიციამ და არც ოჯახმა უკვე მესამე დღეა, არაფერი იციან ბესო სურმავას ადგილსამყოფელზე და ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ როგორც უწყებათაშორის კომისიას, ასევე საქმის კურსში ჩააყენეს საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი.

"ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ გამოძიებას, სად არის ბესო სურმავა და რატომ არ უბრუნდება ოჯახს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, ბესო სურმავა 10 წელი იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი. ფანჯიკიძის განცხადებით, უკვე მესამე დღეა იტვირთება რაღაც მასალები Youtube-ზე რომელიც არის ფაბრიკაცია და არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს ამის გავრცელებას სურმავას ბიძინა ივანიშვილი ავალებდა.

როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა აღნიშნა, ბესო სურმავას მეუღლემ დახმარებისთვის მიაკითხა "ქართულ ოცნებას" და როგორც ის ირწმუნება, სურმავა არ ფლობდა კომპიუტერს იმ დონეზე, რომ შეძლებოდა მსგავსი მასალის ატვირთვა.

მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჯდება მანქანაში ბესო სურმავა და ეს კადრები, ასევე ის, რომ მან ოთახში დატოვა თავისი ნივთები, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სურმავა მოტყუებით გაიყვანეს. სავარაუდოდ, ფანჯიკიძის განცხადებით, სურმავა იმ ადამიანს იცნობდა, ვისაც გაჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა