პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - მითი, თითქოს "ნაციონალურ მოძრაობას" დედაქალაქში სერიოზული დასაყრდენი არ აქვს, გუშინდელი შეკრებით დაიმსხვრა
მიხეილ სააკაშვილი - მითი, თითქოს "ნაციონალურ მოძრაობას" დედაქალაქში სერიოზული დასაყრდენი არ აქვს, გუშინდელი შეკრებით დაიმსხვრა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მითი იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" დე­და­ქა­ლაქ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი და­საყ­რდე­ნი არ აქვს, გუ­შინ­დე­ლი შეკ­რე­ბით და­იმ­სხვრა.

ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა დღეს, ფოთ­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი გახ­სნა.

"თბი­ლის­ში გუ­შინ გვქონ­და გრან­დი­ო­ზუ­ლი შეკ­რე­ბა, რე­გი­ო­ნე­ბი­დან წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ძა­ლი­ან ცოტა ხალ­ხი, ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან სიმბლუ­რად 200-300-500, მაქ­სი­მუმ 1500 კაცი. მინ­დო­და ეს ყო­ფი­ლი­ყო ძი­რი­თა­დად თბი­ლი­სე­ლე­ბის შეკ­რე­ბა, რად­გან მითი იმის შე­სა­ხებ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და იმ კურსს, რო­მე­ლიც ჩვენ ავირ­ჩი­ეთ, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი და­საყ­რდე­ნი არ აქვს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან უშუ­ა­ლოდ ფო­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გეგ­მა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ქა­ლაქ­ში წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბი­სა და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მის, ისე რო­გორც გზე­ბის პრობ­ლე­მა აღარ იქ­ნე­ბა.

"დღეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, რად­გან დას­რულ­და ფო­თის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ხე­ლახ­ლა მშე­ნებ­ლო­ბა, სა­დაც კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს იყო თე­ატ­რი. ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თე­ატ­რი გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა. ახლა ფოთს აქვს თე­ატ­რიც და ძა­ლი­ან მა­გა­რი ტა­ძა­რიც, მაგ­რამ ეს ნა­წი­ლია იმი­სა, რა­საც აქ ვა­კე­თებთ. მალე დას­რულ­დე­ბა წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბა, უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში კი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბა და­ი­წყე­ბა. რო­გორც კი ამ პრობ­ლე­მას მო­ვაგ­ვა­რებთ, ყვე­ლა ეზო­ში შე­ვალთ მა­გა­რი გზით", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა ფოთ­ში უახ­ლო­ეს ერთ კვი­რა­ში ახა­ლი მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი სა­წარ­მო გა­იხ­სნე­ბა.

"ამი­ტო­მაც, ვი­საც ეგო­ნა, რომ ზო­ნის პროგ­რა­მა არ იმუ­შა­ვებ­და, შეც­და. ის, შე­და­რე­ბით დაგ­ვი­ა­ნე­ბით, ვიდ­რე გვე­გო­ნა, მაგ­რამ მა­ინც მუ­შა­ობს. ერთი სი­ტყვით, ამ ქა­ლაქ­ში დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს", - დას­ძი­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლი­ტი­კა უზ­ნე­ო­ბაა, თუ ის არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს.

"პო­ლი­ტი­კა ის კი არ არის, რომ ვი­ღა­ცა გა­ლან­ძღო, შენი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და­იკ­მა­ყო­ფი­ლო, პო­ლი­ტი­კის ერ­თა­დერ­თი გა­მარ­თლე­ბა არ­სე­ბობს მა­შინ, თუ ქარ­თულ ოჯა­ხებს აქვთ უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მიხეილ სააკაშვილი - მითი, თითქოს "ნაციონალურ მოძრაობას" დედაქალაქში სერიოზული დასაყრდენი არ აქვს, გუშინდელი შეკრებით დაიმსხვრა

მიხეილ სააკაშვილი - მითი, თითქოს "ნაციონალურ მოძრაობას" დედაქალაქში სერიოზული დასაყრდენი არ აქვს, გუშინდელი შეკრებით დაიმსხვრა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მითი იმის შესახებ, თითქოს "ნაციონალურ მოძრაობას" დედაქალაქში სერიოზული დასაყრდენი არ აქვს, გუშინდელი შეკრებით დაიმსხვრა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს, ფოთში სტუმრობისას განაცხადა, სადაც საკათედრო ტაძარი გახსნა.

"თბილისში გუშინ გვქონდა გრანდიოზული შეკრება, რეგიონებიდან წამოვიყვანეთ ძალიან ცოტა ხალხი, ყველა რეგიონიდან სიმბლურად 200-300-500, მაქსიმუმ 1500 კაცი. მინდოდა ეს ყოფილიყო ძირითადად თბილისელების შეკრება, რადგან მითი იმის შესახებ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და იმ კურსს, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, საქართველოს დედაქალაქში სერიოზული დასაყრდენი არ აქვს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მან უშუალოდ ფოთის რეაბილიტაციის გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემის, ისე როგორც გზების პრობლემა აღარ იქნება.

"დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დასრულდა ფოთის საკათედრო ტაძრის ხელახლა მშენებლობა, სადაც კომუნისტების დროს იყო თეატრი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, თეატრი გამოგვეყვანა. ახლა ფოთს აქვს თეატრიც და ძალიან მაგარი ტაძარიც, მაგრამ ეს ნაწილია იმისა, რასაც აქ ვაკეთებთ. მალე დასრულდება წყალგაყვანილობის სისტემის მშენებლობა, უახლოეს თვეებში კი საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება დაიწყება. როგორც კი ამ პრობლემას მოვაგვარებთ, ყველა ეზოში შევალთ მაგარი გზით", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გარდა აღნიშნულისა ფოთში უახლოეს ერთ კვირაში ახალი მეტალურგიული საწარმო გაიხსნება.

"ამიტომაც, ვისაც ეგონა, რომ ზონის პროგრამა არ იმუშავებდა, შეცდა. ის, შედარებით დაგვიანებით, ვიდრე გვეგონა, მაგრამ მაინც მუშაობს. ერთი სიტყვით, ამ ქალაქში დიდი გეგმები გვაქვს", - დასძინა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ პოლიტიკა უზნეობაა, თუ ის არ ემსახურება ხალხის ინტერესებს.

"პოლიტიკა ის კი არ არის, რომ ვიღაცა გალანძღო, შენი პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილო, პოლიტიკის ერთადერთი გამართლება არსებობს მაშინ, თუ ქართულ ოჯახებს აქვთ უკეთესი ცხოვრება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა