მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის დასჯას ითხოვენ "გაცეცხლებული" ცნობილები და რა თანამდებობა უბოძა შაშკინმა ვანო ჯავახიშვილს
ვის დასჯას ითხოვენ "გაცეცხლებული" ცნობილები და რა თანამდებობა უბოძა შაშკინმა ვანო ჯავახიშვილს

პე­ნი­ტენ­ცი­ა­რულ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ და იმ კად­რებ­მა, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბამ იხი­ლა, ბევრ ადა­მი­ანს მოს­ვე­ნე­ბა და­უ­კარ­გა. თით­ქოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­და­ტე­ხა მოხ­და და სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ტესტს ყო­ველ­დღე არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი უერ­თდე­ბა. ბევ­რი ფიქ­რობს, რომ დუ­მი­ლის დრო დამ­თავ­რდა, რომ ახლა გა­ჩუ­მე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ტოლ­ფა­სია. ჩემი რეს­პონ­დენ­ტე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. მათი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან შე­ი­ტყობთ, ვინ რას ფიქ­რობს მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვის აკის­რე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და რაში ხე­და­ვენ გა­მო­სა­ვალს.

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- მე აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ.

- აქ პო­ლი­ტი­კა რა შუ­ა­შია? საქ­მე ადა­მი­ა­ნე­ბის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას ეხე­ბა, თან - ამაზ­რზე­ნი ფორ­მით და შენ, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, პრო­ტეს­ტი არ გა­გიჩ­ნდა?

- ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და...

ბესო ზან­გუ­რი, მსა­ხი­ო­ბი:

- იმ ამაზ­რზე­ნი კად­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ პრე­ტენ­ზია გა­მიჩ­ნდა. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის ბრა­ლია, რომ თა­ვის დრო­ზე გირ­გვლი­ა­ნის, რო­ბა­ქი­ძის, ვა­ზა­გაშ­ვი­ლის, გამ­ცემ­ლი­ძის მკვლე­ლო­ბე­ბი ისე არ მი­ვი­ღეთ, რო­გორც პი­რა­დი ტრა­გე­დია. ახ­ლაც თუ გავ­ჩუმ­დე­ბით, მერე უა­რესს გაგ­ვი­კე­თე­ბენ. ეს ბო­რო­ტე­ბა არას­დროს დამ­თავ­რდე­ბა.

- პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვის აკის­რებ?

- პრე­ზი­დენტს! რას ჰქვია, ამ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ არ იცო­და? აბა, რა იცის? ის მდგო­მა­რე­ო­ბას სრუ­ლად უნდა აკონ­ტრო­ლებ­დეს. გლ­და­ნის ცი­ხე­ში ყო­ველ­თვის მკაც­რი პი­რო­ბე­ბი იყო. ისე­თი გან­ცდა მაქვს, თით­ქოს 1937 წელ­ში დავ­ბრუნ­დით, უბ­რა­ლოდ, იმ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, ახლა ქვე­ყა­ნა უფრო მე­ტა­დაა გა­ნა­თე­ბუ­ლი. მე ვერ ვი­ძი­ნებ მშვი­დად, როცა ვიცი, სა­დღაც ადა­მი­ა­ნებს ჩაგ­რა­ვენ და აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ. ბო­რო­ტე­ბა ყვე­ლას უკან და­უბ­რუნ­დე­ბა. მხო­ლოდ ბაჩო ახა­ლა­ი­ას გა­დად­გო­მა პე­ნი­ტენ­ცი­ა­რულ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს ვერ მო­აგ­ვა­რებს. ჩემი აზ­რით, პრე­ზი­დენ­ტიც უნდა გა­დად­გეს და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე გა­სა­მარ­თლდეს. არას­რულ­წლოვ­ნე­ბის გა­უ­ბე­დუ­რე­ბა, კა­ცე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა ვინ­მეს უნდა შერ­ჩეს? სა­ბერ­ძნეთ­ში ერთი ბიჭი მოკ­ლეს და მთე­ლი ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე დად­გა. ჩვენ რა დაგ­ვე­მარ­თა, კი­დევ რაღა უნდა გაგ­ვი­კე­თონ ისე­თი, რომ გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ? ახლა პრო­ცე­სი ისეთ ეტაპ­ზეა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რო­გო­რი "ფილ­მე­ბიც" უნდა გა­და­ი­ღონ, სიც­რუ­ის რო­გო­რი მან­ქა­ნაც უნდა აა­მუ­შა­ონ, ტალ­ღას, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდო­ბა ჰქვია, ვე­ღარ შე­ა­ჩე­რე­ბენ.

- ძა­ლა­დო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­შიც ხდე­ბა?

- ჩემი კო­ლე­გე­ბის ნაც­ვლად ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, მაგ­რამ რო­გორც მო­ქა­ლა­ქემ, შე­მიძ­ლია გი­თხრა: სა­კუ­თარ თავ­ზე არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას არ და­ვუშ­ვებ, ეს თუნ­დაც სი­ცო­ცხლის ფა­სად და­მიჯ­დეს. მე არაფ­რის მე­ში­ნია! მე ვარ ადა­მი­ა­ნი, ვინც იცის, რას ნიშ­ნავს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი და ისიც ვიცი, ვინ არის რო­ბერტ სტუ­რუა.

- ბა­ტონ რო­ბერტთან ბოლო დღე­ებ­ში თუ გქონ­დათ კონ­ტაქ­ტი?

- 29 სექ­ტემ­ბერს რო­ბერტ სტუ­რუა თბი­ლის­ში იქ­ნე­ბა და და­გეგ­მილ მი­ტინგზე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით დად­გე­ბა.

ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, შო­უ­მე­ნი:

- არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო "კო­მე­დი გრუ­პის" წევ­რებ­მა მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბი გაგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა. ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში "იუ­მო­რის­ტუ­ლი ამინ­დი" ნამ­დვი­ლად არ არის. მგო­ნი, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ.

- ვანო, შენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან არ­სე­ბუ­ლი მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რი ხარ, არა?

- გა­და­ცე­მა­ში შაშ­კი­ნი რომ მყავ­და სტუმ­რად, ვე­ხუმ­რე: რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დამ­ნიშ­ნე-მეთ­ქი. მერე, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და­ა­კომ­პლექ­ტეს მრჩე­ველ­თა საბ­ჭო, სა­დაც გავ­წევ­რდი, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრა, იქ არც დავ­დი­ო­დი.

- რა გე­ვა­ლე­ბო­და?

- მას უდოს კო­მი­სი­ის ერთი წევ­რი უნდა და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ ვინ და­ა­სა­ხე­ლეს, არც ვიცი.

- რო­გორც ვიცი, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შაშ­კი­ნის კალ­მა­ხე­ლი­ძით ჩა­ნაც­ვლე­ბის შემ­დე­გაც გა­გიგ­რძელ­და...

- მარ­თა­ლია, მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ში ჩემი სა­ხე­ლიც ეწე­რა. მი­რე­კავ­დნენ და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ: რა­ღაც სა­კითხს გან­ვი­ხი­ლავთ და ხომ არ მოხ­ვა­ლო?

- რა სა­კი­თხი უნდა გა­და­გე­წყვი­ტა?

- უკვე გი­თხა­რი: უდოს კო­მი­სი­ის ერთი წევ­რის არ­ჩე­ვა­ზე იყო ლა­პა­რა­კი.

- პე­ნი­ტენ­ცი­ა­რულ სის­ტე­მას­თან შე­ხე­ბა გქო­ნია?

- ქალ­თა კო­ლო­ნი­ის გახ­სნა­ზე მი­მი­პა­ტი­ჟეს და მი­ვე­დი. გარ­და ამი­სა, რუს­თა­ვის კო­ლო­ნი­ა­ში ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი სხე­დან და მათ მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლა­დაც ვი­ყა­ვი შე­სუ­ლი. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ე­მა­ნი იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, მათ ისიც ვკი­თხე, - ხომ არა­ფე­რი გი­ჭირთ-მეთ­ქი? ჩემ­თან არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბა­ზე არ ულა­პა­რა­კი­ათ.

- ვანო, შენი აზ­რით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვის ეკის­რე­ბა?

- გა­მო­ძი­ე­ბა უნდა ჩა­ტარ­დეს და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და­სა­ხელ­დეს. ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე პირი უკვე და­ა­კა­ვეს. მი­მაჩ­ნია, რომ და­უს­ჯე­ლი არა­ვინ უნდა დარ­ჩეს.

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- იმ ფი­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ სი­ტყვე­ბი - "ვგმობ ძა­ლა­დო­ბას" რბი­ლად ნათ­ქვა­მია. მე­ზი­ზღე­ბა ყვე­ლა, ვინც ეს გა­ა­კე­თა. ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის, მაგ­რამ უფ­ლე­ბა რომ მქონ­დეს, ამ სი­სა­ძაგ­ლე­ში გა­რე­ულ ყვე­ლა ადა­მი­ანს უმ­კაც­რე­სად დავ­სჯი­დი. დიდი იმე­დი მაქვს, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი წარ­დგე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე. პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც ცი­ხე­შია, უკვე ისე­დაც დას­ჯი­ლად მი­იჩ­ნე­ვა და მას იქ, რო­გორც ადა­მი­ანს, ისე უნდა მო­ექ­ცნენ.

- შენ მო­ნა­წი­ლე­ობ მი­უ­ზიკლში - "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი", რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან შეკ­რე­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით ჩა­ი­შა­ლა. შე­გიძ­ლია მი­თხრა, რა მოხ­და დარ­ბაზ­ში?

- ტყუ­ი­ლია, სპექ­ტაკ­ლი არ ჩაშ­ლი­ლა. ვიდ­რე წარ­მოდ­გე­ნა და­ი­წყე­ბო­და, ფი­ლარ­მო­ნი­ის კი­ბე­ზე თა­ნა­ტო­ლე­ბის გვერ­დით ვი­დე­ქი, მერე შე­ნო­ბა­ში შე­ვე­დი. ხე­ლო­ვა­ნი ვარ და ყო­ველ­გვარ პრო­ტესტს ჩემი საქ­მით გა­მოვ­ხა­ტავ; ჩემი ტრი­ბუ­ნა სცე­ნაა. დარ­ბაზ­ში 500 ადა­მი­ა­ნამ­დე იყო, მსა­ხი­ო­ბი კი ვალ­დე­ბუ­ლია, წარ­მოდ­გე­ნას 2 კა­ციც რომ ეს­წრე­ბო­დეს, მა­ინც ითა­მა­შოს. იმ დღეს, სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ, მო­მი­ტინ­გე­ე­ბის გვერ­დით დავ­დე­ქი.

მაკა ზამ­ბა­ხი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი, ამ კად­რებ­მა მეც შემძრა. პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ხე­დუ­ლი არ ვარ. არ ვიცი, ეს ვისი ბრა­ლია, მაგ­რამ და­უს­ჯე­ლი არა­ვინ უნდა დარ­ჩეს. ამას­თან ერ­თად, მთა­ვა­რია, პრობ­ლე­მა აღ­მო­ი­ფხვრას და მსგავ­სი რამ აღა­რა­სო­დეს გან­მე­ორ­დეს.

- სა­ახ­ლობ­ლო­ში პა­ტი­მა­რი თუ გყავს?

- დიახ.

- მის­გან მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ თუ გსმე­ნია?

- არა... ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია და სას­წრა­ფოდ უნდა მოგ­ვარ­დეს. დღემ­დე შოკ­ში ვარ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი გახ­ლა­ვართ, ნა­ნახ­მა ბევ­რის ფსი­ქი­კა­ზე და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც კი იმოქ­მე­და.

ჯაბა კი­ლა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ გან­ცდის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა შევ­ძლო, რო­მე­ლიც ამაზ­რზე­ნი ვი­დე­ო­ე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ და­მე­უფ­ლა. მგო­ნია, რომ შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი (თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ეწო­დოს) კად­რე­ბი გვიჩ­ვე­ნეს, უფრო "მძი­მე" მა­სა­ლე­ბი კი შე­ნა­ხუ­ლი ექ­ნე­ბათ; იმ არა­კა­ცებს უფრო მე­ტიც ექ­ნე­ბათ გა­კე­თე­ბუ­ლი - შერ­ცხვე­ბო­დათ თუ რა?! პრე­ზი­დენ­ტმა იმის თქმას, - არ ვი­ცო­დი, ასე­თი რამ თუ ხდე­ბო­დაო, - ჯო­ბია აღი­ა­როს, რომ "ჩა­ის­ვა­რა". მის­თვის არ­ცოდ­ნა კი­დევ ერთი და­ნა­შა­უ­ლია! ამ ბინ­ძუ­რი რგო­ლის მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა ადა­მი­ან­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს. ახა­ლა­ი­ას და კალ­მა­ხე­ლი­ძის გა­დად­გო­მით ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტია არ დამ­ყარ­დე­ბა. ჩვენ ევ­რო­პე­ლე­ბი - არა, პა­პუ­ა­სე­ბი ვყო­ფილ­ვართ. ნა­ტო­ში შეს­ვლა კი არა, სა­დაც ვართ, ყვე­ლა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან უნდა გაგ­ვრი­ცხონ. ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი პრო­ბა­ცი­ო­ნე­რია, ნა­ხე­ვა­რი სი­ღა­ტა­კე­ში ცხოვ­რობს და ამ პა­ტი­ვაყ­რილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რო­მელ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ? პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია; ამ სფე­როს­თან რა­ი­მე შე­ხე­ბა არც მო­მა­ვალ­ში მექ­ნე­ბა, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რი საქ­მეა, პო­ლი­ტი­კა ბინ­ძუ­რი თა­მა­შია... მე მყავს შვი­ლი და მისი მრცხვე­ნია. ის რომ გა­იზ­რდე­ბა და მკი­თხავს, - ასე­თი უზ­ნე­ო­ბის შემ­ხედ­ვა­რე ხმას რა­ტომ არ იღებ­დიო, რა ვუ­პა­სუ­ხო? ვინც მომ­ხდარ­ზე იტყვის, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა­აო, იმას იმ­სა­ხუ­რებს, რა­საც ცი­ხის ჯა­ლა­თე­ბი პა­ტიმ­რებს უკე­თებ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ცის გამ­წა­რე­ბა ბევ­რნა­ი­რი ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფა კი არა­ვის არ უნდა მი­ა­ყე­ნო.

- ხე­ლო­ვა­ნე­ბის 2 ბა­ნა­კად და­ყო­ფა­ზე რა აზ­რის ხარ?

- ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, "ვა­ი­მე, სამ­სა­ხუ­რი­დან არ გა­მაგ­დონ" ან "ახლა ამ კონ­ცერ­ტზე რომ არ გა­მო­ვი­დე, მერე აღარ მამ­ღე­რე­ბენ", რაზე უნდა ელა­პა­რა­კო? შე­მირ­ცხვე­ნია ყვე­ლა, ვი­საც ამის შე­ე­შინ­დე­ბა. მეც არა­ერ­თი სამ­სა­ხუ­რი მაქვს, ტე­ლე­ვი­ზი­ის რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტში ვარ ჩარ­თუ­ლი, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან ერთ დღეს რომ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლონ, მა­ინც არ გავ­ჩუმ­დე­ბი. ახლა რომ დავ­დუმ­დე, გა­მო­დის, რომ მეც იმ სა­ზი­ზღრო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ვარ, რო­მე­ლიც ვი­ხი­ლე. და­მი­ჯე­რე, ეს ლა­მა­ზად ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი არ არის, გუ­ლით ვლა­პა­რა­კობ. გა­მო­მიშ­ვე­ბენ და გა­მო­მიშ­ვან! არ არ­სე­ბობს სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­საც ჩემს ღირ­სე­ბა­ზე მაღ­ლა და­ვა­ყე­ნებ... ასეთ რა­ღა­ცებს რა­ტომ ბე­და­ვენ, იცი? 7 ნო­ემ­ბრის­თვის, 26 მა­ი­სის­თვის, ჩვე­ნი და­ხო­ცი­ლი ბი­ჭე­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში კი­ბე­ზე "და­გო­რე­ბით" გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის­თვის რომ არ მოვ­თხო­ვეთ პა­სუ­ხი. არ მეს­მის, რო­გორ უნდა გე­ზი­ზღე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნი, რომ ის გა­უ­კე­თო, რაც იმ კად­რებ­ში იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი; რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ანს პრო­ტეს­ტი არ ჰქონ­დეს?! პატ­რუ­ლი მომ­წონს და ვა­ქებ ამ რე­ფორ­მას, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ის არ არის საკ­მა­რი­სი, ქუ­ჩა­ში მო­ბი­ლურს რომ არ წა­გარ­თმე­ვენ და მან­ქა­ნას არ მოგ­პა­რა­ვენ. სა­მა­გი­ე­როდ, აბა, გა­ბე­დე და რამე "გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი" თქვი, მტრად გა­მო­გა­ცხა­დე­ბენ, ჯი­ბე­ში 2 კილო ჰე­რო­ინს "გი­პო­ვი­ან", მა­მას და­გი­ჭე­რენ... ჰოდა, მი­თხა­რით, ეს არის დე­მოკ­რა­ტია? დე­მოკ­რა­ტია კი არა, ეს სირ­ცხვი­ლია!..

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ვის დასჯას ითხოვენ "გაცეცხლებული" ცნობილები და რა თანამდებობა უბოძა შაშკინმა ვანო ჯავახიშვილს

ვის დასჯას ითხოვენ "გაცეცხლებული" ცნობილები და რა თანამდებობა უბოძა შაშკინმა ვანო ჯავახიშვილს

პენიტენციარულ სისტემაში არსებულმა მდგომარეობამ და იმ კადრებმა, რომელიც მოსახლეობამ იხილა, ბევრ ადამიანს მოსვენება დაუკარგა. თითქოს სამოქალაქო საზოგადოებაში გარდატეხა მოხდა და სტუდენტების პროტესტს ყოველდღე არაერთი ცნობილი ადამიანი უერთდება. ბევრი ფიქრობს, რომ დუმილის დრო დამთავრდა, რომ ახლა გაჩუმება დანაშაულის ჩადენის ტოლფასია. ჩემი რესპონდენტები ხელოვნების წარმომადგენლები არიან. მათი ინტერვიუებიდან შეიტყობთ, ვინ რას ფიქრობს მომხდართან დაკავშირებით, ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას და რაში ხედავენ გამოსავალს.

თიკო სადუნიშვილი, ტელეწამყვანი:

- მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ და არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- აქ პოლიტიკა რა შუაშია? საქმე ადამიანების ღირსების შელახვას ეხება, თან - ამაზრზენი ფორმით და შენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, პროტესტი არ გაგიჩნდა?

- ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა...

ბესო ზანგური, მსახიობი:

- იმ ამაზრზენი კადრების ნახვის შემდეგ საზოგადოების მიმართ პრეტენზია გამიჩნდა. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ თავის დროზე გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის მკვლელობები ისე არ მივიღეთ, როგორც პირადი ტრაგედია. ახლაც თუ გავჩუმდებით, მერე უარესს გაგვიკეთებენ. ეს ბოროტება არასდროს დამთავრდება.

- პასუხისმგებლობას ვის აკისრებ?

- პრეზიდენტს! რას ჰქვია, ამ ფაქტების შესახებ არ იცოდა? აბა, რა იცის? ის მდგომარეობას სრულად უნდა აკონტროლებდეს. გლდანის ციხეში ყოველთვის მკაცრი პირობები იყო. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს 1937 წელში დავბრუნდით, უბრალოდ, იმ პერიოდთან შედარებით, ახლა ქვეყანა უფრო მეტადაა განათებული. მე ვერ ვიძინებ მშვიდად, როცა ვიცი, სადღაც ადამიანებს ჩაგრავენ და აუპატიურებენ. ბოროტება ყველას უკან დაუბრუნდება. მხოლოდ ბაჩო ახალაიას გადადგომა პენიტენციარულ სისტემაში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ჩემი აზრით, პრეზიდენტიც უნდა გადადგეს და ყველა დამნაშავე გასამართლდეს. არასრულწლოვნების გაუბედურება, კაცების გაუპატიურება ვინმეს უნდა შერჩეს? საბერძნეთში ერთი ბიჭი მოკლეს და მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა. ჩვენ რა დაგვემართა, კიდევ რაღა უნდა გაგვიკეთონ ისეთი, რომ გამოვფხიზლდეთ? ახლა პროცესი ისეთ ეტაპზეა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა როგორი "ფილმებიც" უნდა გადაიღონ, სიცრუის როგორი მანქანაც უნდა აამუშაონ, ტალღას, რომელსაც ახალგაზრდობა ჰქვია, ვეღარ შეაჩერებენ.

- ძალადობა ხელოვნების სფეროშიც ხდება?

- ჩემი კოლეგების ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ როგორც მოქალაქემ, შემიძლია გითხრა: საკუთარ თავზე არანაირ ძალადობას არ დავუშვებ, ეს თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. მე არაფრის მეშინია! მე ვარ ადამიანი, ვინც იცის, რას ნიშნავს რუსთაველის თეატრი და ისიც ვიცი, ვინ არის რობერტ სტურუა.

- ბატონ რობერტთან ბოლო დღეებში თუ გქონდათ კონტაქტი?

- 29 სექტემბერს რობერტ სტურუა თბილისში იქნება და დაგეგმილ მიტინგზე ქართველი ხალხის გვერდით დადგება.

ვანო ჯავახიშვილი, შოუმენი:

- არსებული მდგომარეობის გამო "კომედი გრუპის" წევრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გადაცემები გაგვეჩერებინა. ახლა საქართველოში "იუმორისტული ამინდი" ნამდვილად არ არის. მგონი, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

- ვანო, შენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრი ხარ, არა?

- გადაცემაში შაშკინი რომ მყავდა სტუმრად, ვეხუმრე: რაიმე თანამდებობაზე დამნიშნე-მეთქი. მერე, ცნობილი ადამიანებისგან დააკომპლექტეს მრჩეველთა საბჭო, სადაც გავწევრდი, მაგრამ სიმართლე გითხრა, იქ არც დავდიოდი.

- რა გევალებოდა?

- მას უდოს კომისიის ერთი წევრი უნდა დაესახელებინა, მაგრამ ვინ დაასახელეს, არც ვიცი.

- როგორც ვიცი, უფლებამოსილება შაშკინის კალმახელიძით ჩანაცვლების შემდეგაც გაგიგრძელდა...

- მართალია, მრჩეველთა საბჭოში ჩემი სახელიც ეწერა. მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ: რაღაც საკითხს განვიხილავთ და ხომ არ მოხვალო?

- რა საკითხი უნდა გადაგეწყვიტა?

- უკვე გითხარი: უდოს კომისიის ერთი წევრის არჩევაზე იყო ლაპარაკი.

- პენიტენციარულ სისტემასთან შეხება გქონია?

- ქალთა კოლონიის გახსნაზე მიმიპატიჟეს და მივედი. გარდა ამისა, რუსთავის კოლონიაში ჩემი ბავშვობის მეგობრები სხედან და მათ მოსანახულებლადაც ვიყავი შესული. ეს ჩვეულებრივი პაემანი იყო. ბუნებრივია, მათ ისიც ვკითხე, - ხომ არაფერი გიჭირთ-მეთქი? ჩემთან არანაირ ძალადობაზე არ ულაპარაკიათ.

- ვანო, შენი აზრით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?

- გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველა დამნაშავე დასახელდეს. ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პირი უკვე დააკავეს. მიმაჩნია, რომ დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს.

გიორგი ვარდოსანიძე, მსახიობი:

- იმ ფირების ნახვის შემდეგ სიტყვები - "ვგმობ ძალადობას" რბილად ნათქვამია. მეზიზღება ყველა, ვინც ეს გააკეთა. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ უფლება რომ მქონდეს, ამ სისაძაგლეში გარეულ ყველა ადამიანს უმკაცრესად დავსჯიდი. დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული მათგანი წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. პატიმარი, რომელიც ციხეშია, უკვე ისედაც დასჯილად მიიჩნევა და მას იქ, როგორც ადამიანს, ისე უნდა მოექცნენ.

- შენ მონაწილეობ მიუზიკლში - "ვერის უბნის მელოდიები", რომელიც რამდენიმე დღის წინ, ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების ძალისხმევით ჩაიშალა. შეგიძლია მითხრა, რა მოხდა დარბაზში?

- ტყუილია, სპექტაკლი არ ჩაშლილა. ვიდრე წარმოდგენა დაიწყებოდა, ფილარმონიის კიბეზე თანატოლების გვერდით ვიდექი, მერე შენობაში შევედი. ხელოვანი ვარ და ყოველგვარ პროტესტს ჩემი საქმით გამოვხატავ; ჩემი ტრიბუნა სცენაა. დარბაზში 500 ადამიანამდე იყო, მსახიობი კი ვალდებულია, წარმოდგენას 2 კაციც რომ ესწრებოდეს, მაინც ითამაშოს. იმ დღეს, სპექტაკლის შემდეგ, მომიტინგეების გვერდით დავდექი.

მაკა ზამბახიძე, მომღერალი:

- როგორც ყველა ქართველი, ამ კადრებმა მეც შემძრა. პოლიტიკაში ჩახედული არ ვარ. არ ვიცი, ეს ვისი ბრალია, მაგრამ დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს. ამასთან ერთად, მთავარია, პრობლემა აღმოიფხვრას და მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.

- საახლობლოში პატიმარი თუ გყავს?

- დიახ.

- მისგან მსგავსი ფაქტების შესახებ თუ გსმენია?

- არა... ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. დღემდე შოკში ვარ. დარწმუნებული გახლავართ, ნანახმა ბევრის ფსიქიკაზე და ჯანმრთელობაზეც კი იმოქმედა.

ჯაბა კილაძე, მსახიობი:

- შეუძლებელია იმ განცდის სიტყვებით გადმოცემა შევძლო, რომელიც ამაზრზენი ვიდეოების ნახვის შემდეგ დამეუფლა. მგონია, რომ შედარებით მსუბუქი (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) კადრები გვიჩვენეს, უფრო "მძიმე" მასალები კი შენახული ექნებათ; იმ არაკაცებს უფრო მეტიც ექნებათ გაკეთებული - შერცხვებოდათ თუ რა?! პრეზიდენტმა იმის თქმას, - არ ვიცოდი, ასეთი რამ თუ ხდებოდაო, - ჯობია აღიაროს, რომ "ჩაისვარა". მისთვის არცოდნა კიდევ ერთი დანაშაულია! ამ ბინძური რგოლის მონაწილე ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს. ახალაიას და კალმახელიძის გადადგომით ქვეყანაში დემოკრატია არ დამყარდება. ჩვენ ევროპელები - არა, პაპუასები ვყოფილვართ. ნატოში შესვლა კი არა, სადაც ვართ, ყველა იმ ორგანიზაციიდან უნდა გაგვრიცხონ. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი პრობაციონერია, ნახევარი სიღატაკეში ცხოვრობს და ამ პატივაყრილ საზოგადოებაში რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკობენ? პოლიტიკური განცხადება არასდროს გამიკეთებია; ამ სფეროსთან რაიმე შეხება არც მომავალში მექნება, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან ბინძური საქმეა, პოლიტიკა ბინძური თამაშია... მე მყავს შვილი და მისი მრცხვენია. ის რომ გაიზრდება და მკითხავს, - ასეთი უზნეობის შემხედვარე ხმას რატომ არ იღებდიო, რა ვუპასუხო? ვინც მომხდარზე იტყვის, ეს ჩვეულებრივი მოვლენააო, იმას იმსახურებს, რასაც ციხის ჯალათები პატიმრებს უკეთებდნენ. საქართველოში კაცის გამწარება ბევრნაირი ფორმით შეიძლება, ასეთი დიდი შეურაცხყოფა კი არავის არ უნდა მიაყენო.

- ხელოვანების 2 ბანაკად დაყოფაზე რა აზრის ხარ?

- ადამიანს, რომელიც ფიქრობს, "ვაიმე, სამსახურიდან არ გამაგდონ" ან "ახლა ამ კონცერტზე რომ არ გამოვიდე, მერე აღარ მამღერებენ", რაზე უნდა ელაპარაკო? შემირცხვენია ყველა, ვისაც ამის შეეშინდება. მეც არაერთი სამსახური მაქვს, ტელევიზიის რამდენიმე პროექტში ვარ ჩართული, ძალიან დაკავებული გახლავართ, მაგრამ ყველა სამსახურიდან ერთ დღეს რომ გამათავისუფლონ, მაინც არ გავჩუმდები. ახლა რომ დავდუმდე, გამოდის, რომ მეც იმ საზიზღრობის თანამონაწილე ვარ, რომელიც ვიხილე. დამიჯერე, ეს ლამაზად ნათქვამი სიტყვები არ არის, გულით ვლაპარაკობ. გამომიშვებენ და გამომიშვან! არ არსებობს სამსახური, რომელსაც ჩემს ღირსებაზე მაღლა დავაყენებ... ასეთ რაღაცებს რატომ ბედავენ, იცი? 7 ნოემბრისთვის, 26 მაისისთვის, ჩვენი დახოცილი ბიჭებისთვის, პოლიციის შენობაში კიბეზე "დაგორებით" გარდაცვლილი პატიმრისთვის რომ არ მოვთხოვეთ პასუხი. არ მესმის, როგორ უნდა გეზიზღებოდეს ადამიანი, რომ ის გაუკეთო, რაც იმ კადრებში იყო ნაჩვენები; როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის მიმართ საღად მოაზროვნე ადამიანს პროტესტი არ ჰქონდეს?! პატრული მომწონს და ვაქებ ამ რეფორმას, მაგრამ ბედნიერებისთვის ის არ არის საკმარისი, ქუჩაში მობილურს რომ არ წაგართმევენ და მანქანას არ მოგპარავენ. სამაგიეროდ, აბა, გაბედე და რამე "გადაბრუნებული" თქვი, მტრად გამოგაცხადებენ, ჯიბეში 2 კილო ჰეროინს "გიპოვიან", მამას დაგიჭერენ... ჰოდა, მითხარით, ეს არის დემოკრატია? დემოკრატია კი არა, ეს სირცხვილია!..

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება