მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობის" სახელით ქვემო მაჩხაანში ნიღბიანები ხალხს თავს დაესხნენ
"ნაციონალური მოძრაობის" სახელით ქვემო მაჩხაანში ნიღბიანები ხალხს თავს დაესხნენ

წნო­რის შემ­დეგ ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მა­ჩხა­ან­ში გა­მოჩ­ნდნენ და ხალს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. "ჯერ ბირ­ჟა­ზე ყო­ფი­ლან, იქ და­ურ­ბე­ვი­ათ ხალ­ხი, მერე სხვა­გან გა­და­ი­ნაც­ვლეს. ვუ­თხა­რი, გი­ცა­ნი მეთ­ქი, "მგელ­კა­ცას" ეძა­ხი­ან, წნორ­ში ცხოვ­რობს და სა­დღაც დაც­ვა­ში მუ­შა­ობს. 7 თუ 8 ადა­მი­ა­ნი იყო, ორი მან­ქა­ნით, ერთი "ნივა" იყო, მე­ო­რე რა­ღაც ფირ­მა მან­ქა­ნა. ყო­ფილ გამ­გე­ბელს ეძებ­დნენ, იმის ჯავ­რი სჭირთ, რად­გან გა­დად­გა და ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­და," - გა­ნა­ცხა­და ქვე­მო მა­ჩხა­ა­ნის მკვიდრმა ქე­თი­ნო ჯან­ყა­რაშ­ვილ­მა.

ინ­ცი­დენ­ტი ქვე­მო მა­ჩხა­ან­ში 28 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, ნიღ­ბი­ა­ნე­ბი ხელ­კე­ტე­ბით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი.

"65 წლის კაცი წა­მო­აგ­დეს ფეხ­ზე, დუ­ბინ­კე­ბით იყ­ვნენ, სა­ცე­მად გაჰ­ყავ­დათ. მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­ვი­ხე­დე ამ დროს, მო­მიბ­რუნ­დნენ, რო­მე­ლი პარ­ტი­ის მომ­ხრე ხარო, თქვენ რო­მე­ლი პარ­ტი­ის მომ­ხრე­ე­ბი ხართ მეთ­ქი? "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სო", ჩვენც ყვე­ლა ხმას "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ვაძ­ლევთ მეთ­ქი. ლან­ძღვა და­ი­წყო, აბა ამის სუ­რა­თი აქ რის­თვის არის გაკ­რუ­ლიო და გელა გე­ლაშ­ვი­ლის პლა­კატ­ზე მი­უ­თი­თა. კრი­მი­ნა­ლუ­რი მთავ­რო­ბა უნდა მო­ვი­დეს და იმას უჭერთ მხარ­სო? ვუ­თხა­რი, კრი­მი­ნა­ლე­ბი თქვენ ხართ, რომ ნიღ­ბე­ბით და­დი­ხართ მეთ­ქი. და­მე­მუქრნენ, დუ­ბინ­კა მო­მი­ღე­რა ერ­თმა და მი­თხრა, სუ­ლერ­თია გა­გის­წორ­დე­ბი­თო. მე­ში­ნია, სა­ნამ არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ივ­ლის, არ ვიცი, რას იზა­მენ. ისე­თი ლან­ძღვა არ გა­მი­გია", -აღ­ნიშ­ნა ქვე­მო მა­ჩხა­ა­ნელ­მა თა­მარ ყან­დაშ­ვილ­მა.

სრუ­ლი ვერ­სია

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ნაციონალური მოძრაობის" სახელით ქვემო მაჩხაანში ნიღბიანები ხალხს თავს დაესხნენ

"ნაციონალური მოძრაობის" სახელით ქვემო მაჩხაანში ნიღბიანები ხალხს თავს დაესხნენ

წნორის შემდეგ ნიღბიანი ადამიანები სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში გამოჩნდნენ და ხალს შეურაცხყოფა მიაყენეს. "ჯერ ბირჟაზე ყოფილან, იქ დაურბევიათ ხალხი, მერე სხვაგან გადაინაცვლეს. ვუთხარი, გიცანი მეთქი, "მგელკაცას" ეძახიან, წნორში ცხოვრობს და სადღაც დაცვაში მუშაობს. 7 თუ 8 ადამიანი იყო, ორი მანქანით, ერთი "ნივა" იყო, მეორე რაღაც ფირმა მანქანა. ყოფილ გამგებელს ეძებდნენ, იმის ჯავრი სჭირთ, რადგან გადადგა და ოპოზიციაში გადავიდა," - განაცხადა ქვემო მაჩხაანის მკვიდრმა ქეთინო ჯანყარაშვილმა.

ინციდენტი ქვემო მაჩხაანში 28 სექტემბერს მოხდა. ადგილობრივების ცნობით, ნიღბიანები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები.

"65 წლის კაცი წამოაგდეს ფეხზე, დუბინკებით იყვნენ, საცემად გაჰყავდათ. მაღაზიიდან გამოვიხედე ამ დროს, მომიბრუნდნენ, რომელი პარტიის მომხრე ხარო, თქვენ რომელი პარტიის მომხრეები ხართ მეთქი? "ნაციონალური მოძრაობისო", ჩვენც ყველა ხმას "ნაციონალებს" ვაძლევთ მეთქი. ლანძღვა დაიწყო, აბა ამის სურათი აქ რისთვის არის გაკრულიო და გელა გელაშვილის პლაკატზე მიუთითა. კრიმინალური მთავრობა უნდა მოვიდეს და იმას უჭერთ მხარსო? ვუთხარი, კრიმინალები თქვენ ხართ, რომ ნიღბებით დადიხართ მეთქი. დამემუქრნენ, დუბინკა მომიღერა ერთმა და მითხრა, სულერთია გაგისწორდებითო. მეშინია, სანამ არჩევნები არ ჩაივლის, არ ვიცი, რას იზამენ. ისეთი ლანძღვა არ გამიგია", -აღნიშნა ქვემო მაჩხაანელმა თამარ ყანდაშვილმა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა