პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით ქუთაისის ციხის კონტროლიორი დაკაავეს

პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით ქუთაისის ციხის კონტროლიორი დაკაავეს

პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დაკაავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, დაკავებულია ქუთაისის N2 საპყრობილის კონტროლიორი ირაკლი ამირანაშვილი.

მათივე ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე პატიმართა წამებისა და გაუპატიურების, ასევე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია 19 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის N8 საპყრობილისა და ქუთაისის N2 საპყრობილის დირექტორები და ამავე საპყრობილეების სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.

"გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ დამატებით გეცნობებათ", - აცხადებენ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ