პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სულხან მოლაშვილი - ჩემს წამებაში უშუალოდ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ
სულხან მოლაშვილი - ჩემს წამებაში უშუალოდ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ

კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი მისი პა­ტიმ­რო­ბის დროს სა­კუ­თა­რი წა­მე­ბის ფაქ­ტებ­ზე სა­უბ­რობს და ამა­ში გიგა ბო­კე­რი­ას, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­სა და გოგა გრი­გა­ლაშ­ვილს ასა­ხე­ლებს. რო­გორც მო­ლაშ­ვილ­მა "მე­ცხრე არ­ხის" ეთერ­ში საფ­რან­გე­თი­დან პირ­და­პი­რი ჩარ­თვის დროს გა­ნა­ცხა­და, და­კა­ვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ღა­მეს, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბო­კე­რია და ადე­იშ­ვი­ლი მას წა­მე­ბის სა­ში­ნე­ლი მე­თო­დე­ბით გა­უს­წორ­დნენ სა­სურ­ვე­ლი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის მო­თხოვ­ნით.

"რო­დე­საც და­ჭე­რე­ბი და­ი­წყო, მე არ გავ­ქცე­ულ­ვარ, სა­მარ­თალ­დაც­ვის ორ­გა­ნო­ებ­ში მი­ვე­დი და პირ­ვე­ლი­ვე ღა­მეს მოხ­და ჩემი წა­მე­ბა. ოთახ­ში ბნე­ლო­და, თვა­ლი მქონ­და ახ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ კარ­გად გა­ვარ­ჩიე, თუ ვინ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჩემს წა­მე­ბა­ში. ისი­ნი იყ­ვნენ: გიგა ბო­კე­რია, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, გოგა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი და სხვე­ბი. არ­ყით გაჟ­ღენ­თი­ლი, მთვრა­ლი დამ­ქა­შე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ელექტრო­შო­კით და სი­გა­რე­ტის დაწ­ვით იმ­თა­ვით­ვე ასი­ა­მოვ­ნებ­დნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. რო­დე­საც ვე­კი­თხე­ბო­დი, რო­მე­ლი საქ­მის გახ­სნა სურ­დათ, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მხო­ლოდ ერთი წი­ნა­და­დე­ბა და­მე­წე­რა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში, საკ­რე­ბუ­ლო­დან მო­პარ­ვა თით­ქოს შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.. რო­დე­საც უარი მი­ი­ღეს, მა­წა­მეს", - გა­ნა­ცხა­და სულ­ხან მო­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ცი­ხე­ებ­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქო­ნო­და. "იმ­თა­ვით­ვე, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბას აღა­რა­ფე­რი აკ­ლდა, მან ხალ­ხის და­ში­ნე­ბის მიზ­ნით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რამ­დე­ნი­მე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა, მათ შო­რის სა­ძი­ნებ­ლებ­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­წი­ო­კე­ბით. მას შემ­დეგ, რაც მან და მის­მა აგი­ტა­ტო­რებ­მა და ხე­ლის­შემ­წყო­ბებ­მა ძალა მო­იკ­რი­ბეს - ბო­კე­რი­ამ რა­მიშ­ვილ­მა და სხვებ­მა, ერ­თად შე­ად­გი­ნეს და­სა­პა­ტიმ­რე­ბე­ლი ხალ­ხის სი­ე­ბი და რო­გორც 37-იანი წლე­ბის ქრო­ნი­კებ­ში გვი­ნა­ხავს, ასე­თი სი­ე­ბით დას­დევ­დნენ ხალ­ხს და­სა­ჭე­რად.

გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ სა­ა­კაშ­ვილს ასე­თი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ პი­რა­დად არ სცოდ­ნო­და, უფრო მე­ტიც - გიგა ბო­კე­რია იყო ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც გა­აჩ­ნდა და­სა­ჭე­რი ხალ­ხის სია. სიას ადე­იშ­ვილ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ და ის გოგო-ბი­ჭე­ბი, კალ­მა­ხე­ლი­ძე­ე­ბი და ახა­ლა­ი­ე­ბი ამ მზაკ­ვრულ გეგ­მას პი­ო­ნე­რე­ბი­ვით ას­რუ­ლებ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და სულ­ხან მო­ლაშ­ვილ­მა.

მან მისი პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში მის სა­კან­ში ევ­რო­საბ­ჭოს დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ვი­ზი­ტიც გა­იხ­სე­ნა.

"ევ­რო­საბ­ჭოს დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შსს-ს სარ­დაფ­ში ჩემი წა­მე­ბის ფაქ­ტზე შე­მო­ვიდ­ნენ, ერთ-ერთი, ვინც მა­თი­ას იორშს ახ­ლდა, იყო კი­რი­ლო­ვი, რო­დე­საც ნახა, რა პი­რო­ბებ­ში ვი­ყა­ვი, გულ­წა­სუ­ლი გა­იყ­ვა­ნეს. ეს და­ი­წე­რა რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ში და რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ეს სა­ა­კაშ­ვილს არ სცოდ­ნო­და?!", - გა­ნა­ცხა­და კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სულხან მოლაშვილი - ჩემს წამებაში უშუალოდ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ

სულხან მოლაშვილი - ჩემს წამებაში უშუალოდ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი მისი პატიმრობის დროს საკუთარი წამების ფაქტებზე საუბრობს და ამაში გიგა ბოკერიას, ზურაბ ადეიშვილსა და გოგა გრიგალაშვილს ასახელებს. როგორც მოლაშვილმა "მეცხრე არხის" ეთერში საფრანგეთიდან პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, დაკავების პირველივე ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბოკერია და ადეიშვილი მას წამების საშინელი მეთოდებით გაუსწორდნენ სასურველი აღიარებითი ჩვენების მიცემის მოთხოვნით.

"როდესაც დაჭერები დაიწყო, მე არ გავქცეულვარ, სამართალდაცვის ორგანოებში მივედი და პირველივე ღამეს მოხდა ჩემი წამება. ოთახში ბნელოდა, თვალი მქონდა ახვეული, მაგრამ კარგად გავარჩიე, თუ ვინ მონაწილეობდა ჩემს წამებაში. ისინი იყვნენ: გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გოგა გრიგალაშვილი და სხვები. არყით გაჟღენთილი, მთვრალი დამქაშები და სპეციალისტები ადამიანის წამებისა, რომლებიც ელექტროშოკით და სიგარეტის დაწვით იმთავითვე ასიამოვნებდნენ მიხეილ სააკაშვილს. როდესაც ვეკითხებოდი, რომელი საქმის გახსნა სურდათ, მეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ ერთი წინადადება დამეწერა, რომ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, საკრებულოდან მოპარვა თითქოს შევარდნაძის პერიოდში განხორციელდა.. როდესაც უარი მიიღეს, მაწამეს", - განაცხადა სულხან მოლაშვილმა.

მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეებში პატიმართა წამების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა. "იმთავითვე, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობას აღარაფერი აკლდა, მან ხალხის დაშინების მიზნით განახორციელა რამდენიმე უკანონო ქმედება, მათ შორის საძინებლებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკებით. მას შემდეგ, რაც მან და მისმა აგიტატორებმა და ხელისშემწყობებმა ძალა მოიკრიბეს - ბოკერიამ რამიშვილმა და სხვებმა, ერთად შეადგინეს დასაპატიმრებელი ხალხის სიები და როგორც 37-იანი წლების ქრონიკებში გვინახავს, ასეთი სიებით დასდევდნენ ხალხს დასაჭერად.

გამორიცხულია, რომ სააკაშვილს ასეთი ფაქტების შესახებ პირადად არ სცოდნოდა, უფრო მეტიც - გიგა ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც გააჩნდა დასაჭერი ხალხის სია. სიას ადეიშვილთან ერთად განიხილავდნენ და ის გოგო-ბიჭები, კალმახელიძეები და ახალაიები ამ მზაკვრულ გეგმას პიონერებივით ასრულებდნენ", - განაცხადა სულხან მოლაშვილმა.

მან მისი პატიმრობის პერიოდში მის საკანში ევროსაბჭოს დამკვირვებლების ვიზიტიც გაიხსენა.

"ევროსაბჭოს დამკვირვებლები, რომლებიც შსს-ს სარდაფში ჩემი წამების ფაქტზე შემოვიდნენ, ერთ-ერთი, ვინც მათიას იორშს ახლდა, იყო კირილოვი, როდესაც ნახა, რა პირობებში ვიყავი, გულწასული გაიყვანეს. ეს დაიწერა რეზოლუციებში და როგორ შეიძლებოდა ეს სააკაშვილს არ სცოდნოდა?!", - განაცხადა კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა