საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ვატო ყიფიანის მკვლელობის სავარაუდო დაკვეთის ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება
შსს ვატო ყიფიანის მკვლელობის სავარაუდო დაკვეთის ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს შსს ვატო ყი­ფი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო დაკ­ვე­თის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ეხ­მა­უ­რე­ბა და მას ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბი­სა და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ას უწო­დებს.

რო­გორც შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ოთარ პა­ტა­რი­ძე მოს­კოვ­ში მარ­თლაც ჰყავ­დათ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით, რა­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში 2010 წელს გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

"იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ქარ­თულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს არ ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ ამ საქ­მე­ში და გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ხოლო ოთარ პა­ტა­რი­ძის სი­ცო­ცხლეს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და, გა­ტა­ცე­ბუ­ლის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნით გა­და­წყდა, რომ მის ნა­თე­სავს, კერ­ძოდ კი სი­მამრს, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, გამ­ტა­ცებ­ლე­ბის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხა გა­და­ე­ხა­და, რათა ოთარ პა­ტა­რი­ძე გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში არ არ­სე­ბობს არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, გარ­და სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი ოთარ პა­ტა­რი­ძის იძუ­ლე­ბი­თი სა­უბ­რი­სა, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რა­ი­მე სა­ხით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მკვლე­ლო­ბის დაკ­ვე­თა­ში. ჩვენ ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო" ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ერ­თობ­ლივ ოპე­რა­ცი­ას ჩვე­ნი უწყე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის იყე­ნებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო სა­თა­უ­რით "სა­ა­კაშ­ვი­ლი ვატო ყი­ფი­ა­ნის მკვლე­ლო­ბას უკ­ვე­თავს". ვი­დე­ოს ახ­ლავს ვრცე­ლი ტექ­ტიც, რომ­ლის ავ­ტო­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შე­სა­ხებ სხვა სენ­სა­ცი­უ­რი მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­საც ჰპირ­დე­ბა: "ეს ეპი­ზო­დე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ძა­ლი­ან ვრცე­ლი აუ­დიო-ვი­დეო მა­სა­ლი­სა­გან. მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლი - უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, სა­დაც, ვატო ყი­ფი­ა­ნის მოკ­ვლის დაკ­ვე­თის გარ­და - სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სხვა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფაქ­ტე­ბია აღ­ბეჭ­დი­ლი".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს ვატო ყიფიანის მკვლელობის სავარაუდო დაკვეთის ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება

შსს ვატო ყიფიანის მკვლელობის სავარაუდო დაკვეთის ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება

საქართველოს შსს ვატო ყიფიანის მკვლელობის სავარაუდო დაკვეთის ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება და მას ქართველი კრიმინალებისა და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ ოპერაციას უწოდებს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ოთარ პატარიძე მოსკოვში მართლაც ჰყავდათ გატაცებული ფულის გამოძალვის მიზნით, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2010 წელს გამოძიება დაიწყო.

"იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ სპეცსამსახურებს არ ჰქონდათ საშუალება ჩართულიყვნენ ამ საქმეში და გაეთავისუფლებინათ გატაცებული, ხოლო ოთარ პატარიძის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა, გატაცებულის ოჯახის მოთხოვნით გადაწყდა, რომ მის ნათესავს, კერძოდ კი სიმამრს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, გამტაცებლების მიერ მოთხოვნილი თანხა გადაეხადა, რათა ოთარ პატარიძე გაეთავისუფლებინათ. გავრცელებულ კადრებში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, გარდა სასტიკად ნაწამები ოთარ პატარიძის იძულებითი საუბრისა, რომლებიც მიუთითებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიმე სახით მონაწილეობას მკვლელობის დაკვეთაში. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ტელეკომპანია "მაესტრო" ქართველი კრიმინალების და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ ერთობლივ ოპერაციას ჩვენი უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო სათაურით "სააკაშვილი ვატო ყიფიანის მკვლელობას უკვეთავს". ვიდეოს ახლავს ვრცელი ტექტიც, რომლის ავტორი საზოგადოებას ხელისუფლების წარმომადგენელთა შესახებ სხვა სენსაციური მასალების გამოქვეყნებასაც ჰპირდება: "ეს ეპიზოდები დამონტაჟებულია ძალიან ვრცელი აუდიო-ვიდეო მასალისაგან. მეორე და მესამე ნაწილი - უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება, სადაც, ვატო ყიფიანის მოკვლის დაკვეთის გარდა - საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ამსახველი ფაქტებია აღბეჭდილი".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა