პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი ე.წ. "კანონიერ ქურდებს" ურჩევს "თვითმფრინავის ბილეთები უკან ჩააბარონ, რადგან საქართველოში მათ არავინ ელოდება"
მიხეილ სააკაშვილი ე.წ. "კანონიერ ქურდებს" ურჩევს "თვითმფრინავის ბილეთები უკან ჩააბარონ, რადგან საქართველოში მათ არავინ ელოდება"

მინ­და ვუ­თხრა კარ­გად და­ვი­წყე­ბულ ე.წ. "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს", შე­უძ­ლი­ათ თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბი ჩა­ა­ბა­რონ უკან, სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ არა­ვინ ელო­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ სტა­დი­ონ­ზე, მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა არ­ჩევ­ნე­ბის თე­მა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სამ დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს არ­ჩე­ვანს აკე­თებს.

"მე მინ­და ვუ­თხრა კარ­გად და­ვი­წყე­ბულ ე.წ. "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს", შე­უძ­ლი­ათ თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბი ჩა­ა­ბა­რონ უკან, სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ არა­ვინ ელო­დე­ბა. სამ დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო აკე­თებს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს არ­ჩე­ვანს, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს. არ­ჩე­ვანს, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა ყვე­ლა ქა­ლაქ­სა და ყვე­ლა ოჯახს. პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რი თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა რო­გორც ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის­თვის და ალ­ბათ აქამ­დე არას­დროს ვმდგარ­ვართ ასე­თი მკა­ფიო არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რი არის არ­ჩე­ვა­ნი წარ­სულ­სა და მო­მა­ვალს შო­რის. "პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს ჩვენ უნდა გავ­ცეთ პა­სუ­ხი მარ­ტივ შე­კი­თხვას - გვინ­და თუ არა გა­ვაგ­რძე­ლოთ წინსვლა თუ და­ვი­წყოთ უკუს­ვლა, გვინ­და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ თვი­სუფ­ლე­ბა კრი­მი­ნა­ლე­ბის­გან, ქურ­დე­ბის­გან, ძა­ლა­დო­ბის­გან, თუ თა­ნახ­მა ვართ ისევ და­ვი­დოთ ხელ­ზე ბორ­კი­ლე­ბი, რო­მე­ლიც და­ვამ­სხვრი­ეთ 2003 წელს და ჩავ­ბარ­დეთ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­სა და ქა­ოსს? ეს არის დიდი არ­ჩე­ვა­ნი და მე მჭირ­დე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა", - მი­მარ­თა სა­ა­კაშ­ვილ­მა მხარ­დამ­ჭე­რებს.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტმა გა­სულ კვი­რას პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრობ­ლე­მებს არა თუ გა­ექ­ცა, არა­მედ მას თვა­ლი გა­უს­წო­რა.

"გა­სულ კვი­რას ყვე­ლამ შე­ვი­ტყვეთ სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი და ვნა­ხეთ სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ფაქ­ტე­ბი უპა­ტი­ე­ბე­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი პა­სუ­ხი არ იყო გაქ­ცე­ვა, და­მალ­ვა და პრობ­ლე­მე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა. ჩვე­ნი პა­სუ­ხი იყო პრობ­ლე­მის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა, ამი­ტო­მაც და­ტო­ვა ორმა მი­ნის­ტრმა პოს­ტი, ამი­ტო­მაც და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, ამი­ტო­მაც და­ი­ნიშ­ნა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრად სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კო­სი იყო სის­ტე­მის. ასე პა­სუ­ხობს, ევ­რო­პუ­ლად პა­სუ­ხობს სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ზე რთულ გა­მოწ­ვე­ვას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის ნე­ბის­მი­ერ სის­ტე­მა­ში. ჩვენ პრობ­ლე­მას ვუ­პა­სუ­ხეთ რო­გორც გაზ­რდილ­მა, თა­ნა­მედ­რო­ვე, 21-ე სა­უ­კუ­ნის ქვე­ყა­ნამ", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

მიხეილ სააკაშვილი ე.წ. "კანონიერ ქურდებს" ურჩევს "თვითმფრინავის ბილეთები უკან ჩააბარონ, რადგან საქართველოში მათ არავინ ელოდება"

მიხეილ სააკაშვილი ე.წ. "კანონიერ ქურდებს" ურჩევს "თვითმფრინავის ბილეთები უკან ჩააბარონ, რადგან საქართველოში მათ არავინ ელოდება"

მინდა ვუთხრა კარგად დავიწყებულ ე.წ. "კანონიერ ქურდებს", შეუძლიათ თვითმფრინავის ბილეთები ჩააბარონ უკან, საქართველოში მათ არავინ ელოდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამ დღეში საქართველო უმნიშვნელოვანეს არჩევანს აკეთებს.

"მე მინდა ვუთხრა კარგად დავიწყებულ ე.წ. "კანონიერ ქურდებს", შეუძლიათ თვითმფრინავის ბილეთები ჩააბარონ უკან, საქართველოში მათ არავინ ელოდება. სამ დღეში საქართველო აკეთებს უმნიშვნელოვანეს არჩევანს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. არჩევანს, რომელიც შეეხება ყველა ყველა ქალაქსა და ყველა ოჯახს. პირველი ოქტომბერი თანაბრად მნიშვნელოვანი დღეა როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ისე საზოგადოების თითოეული წევრისთვის და ალბათ აქამდე არასდროს ვმდგარვართ ასეთი მკაფიო არჩევანის წინაშე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პირველი ოქტომბერი არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის. "პირველ ოქტომბერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი მარტივ შეკითხვას - გვინდა თუ არა გავაგრძელოთ წინსვლა თუ დავიწყოთ უკუსვლა, გვინდა შევინარჩუნოთ თვისუფლება კრიმინალებისგან, ქურდებისგან, ძალადობისგან, თუ თანახმა ვართ ისევ დავიდოთ ხელზე ბორკილები, რომელიც დავამსხვრიეთ 2003 წელს და ჩავბარდეთ განუკითხაობასა და ქაოსს? ეს არის დიდი არჩევანი და მე მჭირდება თქვენი დახმარება", - მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს.

ამასთან, პრეზიდენტმა გასულ კვირას პატიმართა წამების შესახებ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება პრობლემებს არა თუ გაექცა, არამედ მას თვალი გაუსწორა.

"გასულ კვირას ყველამ შევიტყვეთ საშინელი ამბავი და ვნახეთ სულისშემძვრელი ფაქტები უპატიებელი დანაშაულების შესახებ. ჩვენი პასუხი არ იყო გაქცევა, დამალვა და პრობლემებისთვის თავის არიდება. ჩვენი პასუხი იყო პრობლემისთვის თვალის გასწორება, ამიტომაც დატოვა ორმა მინისტრმა პოსტი, ამიტომაც დაიწყო გამოძიება, ამიტომაც დაინიშნა სასჯელაღსრულების მინისტრად სახალხო დამცველი, რომელიც ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო სისტემის. ასე პასუხობს, ევროპულად პასუხობს საქართველო ყველაზე რთულ გამოწვევას, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სისტემაში. ჩვენ პრობლემას ვუპასუხეთ როგორც გაზრდილმა, თანამედროვე, 21-ე საუკუნის ქვეყანამ", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა