იტალიელმა სამართალდამცავებმა ჩინელი ტურისტის ბარგის სტანდარტული შემოწმებისას 600-ზე მეტი მორიელი აღმოაჩინეს, რომელთაგან ნახევარი ცოცხალი იყო. ამ უცნაური ტვირთით ტურისტი ფლორენციაში ჩაფრინდა.
ტურისტის ერთ-ერთ ჩემოდანში პლასტმასის კონტეინერები ეწყო, რომელიც ყინულითა და მორიელებით იყო სავსე. მორიელების სიგრძე 6-7 სმ იყო.
მამაკაცმა, რომელმაც ეს საშიში ტვირთი აპენინიდან იტალიაში ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაიტანა, განაცხადა, რომ მორიელების პირადი მიზნებისთვის გამოყენება სურდა. ეს ქვეწარმავლები ჩინეთში დელიკატესად ითვლება.
ტურისტს საშიში ცხოველების სპეციალური ნებართვის გარეშე გადაზიდვის ბრალდება წაუყენეს, ხოლო მორიელები სპეციალისტებს შემდეგი გამოკვლევისთვის გაუგზავნეს.
მომზადებულია segodnya.ua-ის მიხედვით.