ლეგენდარული მსახიობის ელიზაბეტ ტეილორის შვილები ქონებას ვერ იყოფენ.
"ლიზას შვილები ერთმანეთს ფულის გამო ემტერებიან. მათ ომი გააჩაღეს. უცნობია, როდის მოახერხებენ ტეილორის შვილები წილის მიღებას - ახლა თუ რამდენიმე წლის შემდეგ, რადგან ქონების შეფასება მიმდინარეობს", - წერს ჟურნალი National Enquirer.
ტეილორი 2011 წლის 23 მარტს ლოს-ანჯელესში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ელიზაბეტი რვაჯერ იყო გათხოვილი და 4 შვილი ჰყავს: ვაჟები - მაიკლი და კრისტოფერი მსახიობ მაიკლ უაილდისგან (მეორე ქორწინება) გააჩინა, ქალიშვილი ლიზა - პროდუსერ მიშელ ტოდისგან (მესამე ქორწინება), ხოლო ვარსკვლავ ედი ფიშერთან ცხოვრების დროს გოგონა, მარია იშვილა (მეოთხე ქორწინება).
მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.