პოლიტიკა

11

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე თევზებშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირებას. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობას, უცნობ ადამიანებთან კონტაქტს. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. მთვარის ეს დღე განქორწინებისთვისაც კი უიღბლოდ ითვლება.
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ეკლესია და მუსლიმთა წარმომადგენლობა დაუშვებლად მიიჩნევს ფილმ "ისლამის უცოდველობის" საჯაროდ ჩვენებას
საქართველოს ეკლესია და მუსლიმთა წარმომადგენლობა დაუშვებლად მიიჩნევს ფილმ "ისლამის უცოდველობის" საჯაროდ ჩვენებას

სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მუს­ლიმ­თა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ ფილმ "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბის" სა­ჯა­როდ ჩვე­ნე­ბას.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე დე­კა­ნოზ­მა და­ვით შა­რა­შე­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფილ­მის ჩვე­ნე­ბამ შე­უ­რა­ცხყო მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი და მათი სა­მარ­თლი­ა­ნი აღ­შფო­თე­ბა და პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მუს­ლიმ­თა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ დღეს ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას მო­ა­წე­რეს ხელი.

"შევ­ნიშ­ნავთ იმა­საც, რომ ამ­გვარ პრობ­ლე­მებს ად­გი­ლი აქვს რო­გორც ის­ლამ­თან, ისე სხვა რე­ლი­გი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვართ მომსწრე­ნი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ქრის­ტი­ან­თა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის მკრე­ხე­ლუ­რი სა­ხით შე­ლახ­ვი­სა. სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ ფაქ­ტებს ად­გი­ლი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბი აღ­ვი­ვებს რე­ლი­გი­ურ შუღლს ცალ­კე­ულ ქვეყ­ნებ­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბე­ბი­თაც სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის მშვი­დო­ბას, რად­გან იწ­ვევს პრო­ტეს­ტის აგ­რე­სი­ულ ფორ­მებს, რაც მარ­თა­ლია სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ მსოფ­ლიო დღე­საც ამ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დგას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელი მო­ა­წე­რეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა თე­ო­დო­რემ და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მუს­ლიმ­თა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ახუნ­დი ალი ალი­ევ­მა.

ამას­თან, გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს ყვე­ლამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს, რომ მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბა" - ფილ­მი, რომ­ლის გა­მოც ის­ლა­მუ­რი სამ­ყა­რო აშშ-ს აუმ­ხედ­რდა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დამანგრეველი მიწისძვრის მომენტში გადაღებული კადრები - თურქეთში, ძლიერი ბიძგების შედეგად, 20-მდე შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი

საქართველოს ეკლესია და მუსლიმთა წარმომადგენლობა დაუშვებლად მიიჩნევს ფილმ "ისლამის უცოდველობის" საჯაროდ ჩვენებას

საქართველოს ეკლესია და მუსლიმთა წარმომადგენლობა დაუშვებლად მიიჩნევს ფილმ "ისლამის უცოდველობის" საჯაროდ ჩვენებას

საქართველოს ეკლესია და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობა დაუშვებლად მიიჩნევენ ფილმ "ისლამის უცოდველობის" საჯაროდ ჩვენებას.

როგორც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განაცხადა, აღნიშნული ფილმის ჩვენებამ შეურაცხყო მილიონობით ადამიანი და მათი სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია.

საქართველოს საპატრიარქომ და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობამ დღეს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

"შევნიშნავთ იმასაც, რომ ამგვარ პრობლემებს ადგილი აქვს როგორც ისლამთან, ისე სხვა რელიგიებთან მიმართებაშიც. არაერთხელ ვყოფილვართ მომსწრენი საჯარო სივრცეში ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების მკრეხელური სახით შელახვისა. სამწუხაროდ, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა საქართველოშიც. ამგვარი ქმედებები აღვივებს რელიგიურ შუღლს ცალკეულ ქვეყნებში და საერთაშორისო მასშტაბებითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რადგან იწვევს პროტესტის აგრესიულ ფორმებს, რაც მართალია სრულიად მიუღებელია, მაგრამ მსოფლიო დღესაც ამ რეალობის წინაშე დგას", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენელმა ახუნდი ალი ალიევმა.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და თავისი წვლილი შეიტანოს, რომ მომავალში მსგავსი დაპირისპირებები თავიდან იქნას აცილებული.

იხილეთ ვიდეო: "ისლამის უცოდველობა" - ფილმი, რომლის გამოც ისლამური სამყარო აშშ-ს აუმხედრდა

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"