ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ დააკავა ქუთაისის #2 დაწესებულების განყოფილების უფროსი გაგა ლიპარტელიანი და ქუთაისის #2 საპყრობილის კონტროლიორი მიხეილ ჩხაიძე.
პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ ქუთაისის საპყრობილის ტერიტორიაზე.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 18 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.
გამოძიება გრძელდება და პროკურატურა დამატებით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისას გააცნობს საზოგადოებას.