კალიფორნიაში ფილმ "ისლამის უცოდველობის" პროდიუსერი დააკავეს

კალიფორნიაში ფილმ "ისლამის უცოდველობის" პროდიუსერი დააკავეს

კალიფორნიაში ფილმ "ისლამის უცოდველობის" პროდიუსერი დააკავეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია BBC იუწყება.

ლოს-ანჯელესის პროკურატურის ინფორმაციით, ბასელი ნაკულა პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლების პირობის დარღვევისთვის დააკავეს.

როგორც სამართალდამცავები განმარტავენ, 55 წლის ეჭვმიტანილის დაკავება ფილმის შექმნას უკავშირდება.

ნაკულა კალიფორნიაში რამდენიმე წლის წინ, ფინანსური მაქინაციებისთვის აიყვანეს, თუმცა 2011 წელს ვადამდე, რამდენიმე პირობით გაათავისუფლეს – მას სპეციალური ნებართვის გარეშე ინტერნეტითა და ფსევდონიმით სარგებლობა ეკრძალებოდა.

ლოს-ანჯელესის ფედერალურმა მოსამართლემ დაკავებული ამერიკული მართლმსაჯულების მოტყუების მცდელობაში დამნაშავედ ცნო და გამოთქვა ვარაუდი, რომ ის მიმალვას აპირებდა.

ფილმი "ისლამის უცოდველობა", რომელიც ისლამურ ქვეყნებში მასობრივი არეულობის მიზეზი გახდა, მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ალტერნატიულ ისტორიაზეა აგებული. კადრები სოციალურ ქსელებში 11 სექტემბერს გავრცელდა. მუსულმანური სამყაროს წარმომადგენლები ფილმს მუჰამედისთვის შერაცხმყოფელად მიიჩნევენ. ამასთან, ისლამისტური დაჯგუფებები აშშ-ისა და სხვა დასავლური სახელმწიფოების საელჩოებზე თავდასხმებს აწყობენ.

თავდასხმების სერია ლიბიიდან დაიწყო, რასაც ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი და მასთან ერთად სამი დიპლომატი ემსხვერპლა. მუსულმანების შტურმს მსხვერპლი მოყვა იემენშიც.

ამასთან, გასულ კვირას პაკისტანის რკინიგზის მინისტრმა "ისლამის უცოდველობის" ავტორის მკვლელობისთვის ჯილდოდ 100 ათასი დოლარი დააწესა.

ასევე იხილეთ ვიდეო: "ისლამის უცოდველობა" - ფილმი, რომლის გამოც ისლამური სამყარო აშშ-ს აუმხედრდა

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა