პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - "ირაკლი ღარიბაშვილი და თინა ხიდაშელი ახლო მეგობრები არიან"
ბიძინა ივანიშვილი - "ირაკლი ღარიბაშვილი და თინა ხიდაშელი ახლო მეგობრები არიან"

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და თინა ხი­და­შე­ლი ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

ივა­ნიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა ფაბ­რი­კა­ცი­აა და ის ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის სხვა რა­მე­ზე გა­და­ტა­ნის მცდე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს.

"ჩვენ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი გუნ­დი ვართ. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და თინა ხი­და­შე­ლი მე­გობ­რო­ბენ. ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რო­ბა აქვთ. ჩვენს გუნდში პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ცდი­ლო­ბენ ინ­ტრი­გა შე­ი­ტა­ნონ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. მე­გობ­რუ­ლად ვართ. ეს ფაბ­რი­კა­ცია ჩვენ­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს. ამას აღა­რა­ვინ ჭამს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი პი­რა­დი დაც­ვის წევ­რს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რის თქმით, ის ბესო სურ­მა­ვას ბედს ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. "ბე­სოს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ­დი. მას კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი იმას, თუ რა გა­უ­კე­თეს ამ ბიჭს. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს, რომ ეს კაცი აა­ლა­პა­რა­კეს", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

დღეს ბესო სურ­მა­ვამ, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის წევ­რი იყო, გა­ავ­რცე­ლა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასა­ხუ­ლია ეკა ბე­სე­ლი­ას, გია ხუ­ხაშ­ვი­ლის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძი­სა და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­უბ­რე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ბიძინა ივანიშვილი - "ირაკლი ღარიბაშვილი და თინა ხიდაშელი ახლო მეგობრები არიან"

ბიძინა ივანიშვილი - "ირაკლი ღარიბაშვილი და თინა ხიდაშელი ახლო მეგობრები არიან"

ირაკლი ღარიბაშვილი და თინა ხიდაშელი ახლო მეგობრები არიან, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა.

ივანიშვილის განმარტებით, დღეს გავრცელებული ვიდეომასალა ფაბრიკაციაა და ის ციხეებში არსებული პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების სხვა რამეზე გადატანის მცდელობას წარმოადგენს.

"ჩვენ ძალიან მეგობრული გუნდი ვართ. ირაკლი ღარიბაშვილი და თინა ხიდაშელი მეგობრობენ. ძალიან ახლო მეგობრობა აქვთ. ჩვენს გუნდში პირველივე დღიდან ცდილობენ ინტრიგა შეიტანონ, მაგრამ ყველაფერი კარგადაა. მეგობრულად ვართ. ეს ფაბრიკაცია ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს. ამას აღარავინ ჭამს", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება მისი პირადი დაცვის წევრს, "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, ის ბესო სურმავას ბედს ძალიან განიცდის. "ბესოს ძალიან დიდ პატივს ვცემდი. მას კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ძალიან განვიცდი იმას, თუ რა გაუკეთეს ამ ბიჭს. როგორ მოახერხეს, რომ ეს კაცი აალაპარაკეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

დღეს ბესო სურმავამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო, გაავრცელა აუდიოჩანაწერები, სადაც, მისივე ინფორმაციით, ასახულია ეკა ბესელიას, გია ხუხაშვილის, ირაკლი ალასანიას, გუბაზ სანიკიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა