ცნობილი მსახიობი, ჯენიფერ ენისტონი ჯგუფ "ბითლების" ცნობილი სიმღერის "Hey, Jude"-ის ქავერ ვერსიის ჩაწერაში მონაწილეობს. სიმღერის მიხედვით კლიპსაც იღებენ.
სინგლის გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება საბავშვო საავადმყოფო St. Jude’s Children’s Research Hospital-ში.
საქველმოქმედო სიმღერის და კლიპის ჩაწერაში მონაწილეობას იღებენ მსახიობები - რობინ უილიამსი, ქეით ურბანი, ჯონ ჰემი, ჯესიკა კიმელი, ჯორჯინ სპარქსი და ბეტი უაითი. ასევე ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი და სპორტსმენი მაილკ სტრეხანი.
მომზადებულია Celebrity Gossip-ის მიხედვით.