პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა ინაშვილის ინფორმაციით, სააკაშვილის წინააღმდეგ ბელგიის პროკურატურამ სარჩელი მიიღო
ირმა ინაშვილის ინფორმაციით, სააკაშვილის წინააღმდეგ ბელგიის პროკურატურამ სარჩელი მიიღო

ბელ­გი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ლადო ბე­დუ­კა­ძის ად­ვო­კა­ტის სარ­ჩე­ლი წარ­მო­ე­ბა­ში მი­ი­ღო, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტი ირმა ინაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს.

მისი თქმით, ად­ვო­კა­ტი ამ­რა­ნი ხსე­ნე­ბულ სარ­ჩელ­ში იმ დამ­ნა­შა­ვე პირ­თა წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ითხოვს, რომ­ლე­ბიც გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლებ­ში პა­ტიმ­რებს აწა­მებ­დნენ. საქ­მე მხო­ლოდ და­ბა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კებს არ ეხე­ბა. ად­ვო­კატ ამ­რა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სარ­ჩელ­ში პირ­და­პირ არის მი­თი­თე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას გვა­რე­ბი.

"სა­ა­კაშ­ვილს, რა თქმა უნდა, ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რა ხდე­ბო­და ცი­ხე­ებ­ში და რო­გორ აწა­მებ­დნენ პა­ტიმ­რებს. გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა და­არ­ღვია უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ცია, რო­დე­საც ბე­დუ­კა­ძეს ცილი დას­წა­მა 2 მი­ლი­ო­ნი ევ­როს აღე­ბა­ში. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ბე­დუ­კა­ძე გა­მო­ა­ცხა­და სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტედ. ყვე­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც ფაქ­ტი, აი­სა­ხა ჩემს სარ­ჩელ­ში. ეს გა­მო­ძი­ე­ბა ბო­ლომ­დე უნდა იქ­ნას მიყ­ვა­ნი­ლი, რათა ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და­ი­სა­ჯოს",- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ამ­რან­მა.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის მა­სა­ლე­ბი ჟურ­ნა­ლისტ ირმა ინაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­საც მო­ი­ცავს, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ცი­ხე­ებ­ში ყვე­ლა ეს და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბო­და მა­შინ, რო­დე­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი. ინაშ­ვი­ლის თქმით, დამ­ნა­შა­ვე პირ­თა შო­რის, რა თქმა უნდა, ფი­გუ­რი­რებს მოქ­მე­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

"შე­საძ­ლოა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რო­მე­ლი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ჰგო­ნია, რომ ის გა­დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ ეს არ მოხ­დე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლი, ახა­ლა­ია, მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი თა­ნაბ­რად აგე­ბენ პა­სუხს კა­ნო­ნის წი­ნა­შე. ვა­ცხა­დებ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, ვერც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­დარ­ჩე­ბა, ვერც სა­ა­კაშ­ვი­ლი და ვერც ახ­ლა­ია, თუ ზო­დე­ლა­ვა", - გა­ნა­ცხდა ირმა ინაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, უპ­რე­ცე­დენ­ტოა ფაქ­ტი, რომ ბელ­გი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ად­ვო­კატ ამ­რა­ნის სარ­ჩე­ლი წარ­მო­ე­ბა­ში მი­ი­ღო, რად­გან ამ სარ­ჩელ­ში პირ­და­პირ არის ნახ­სე­ნე­ბი მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის გვა­რი, რო­მე­ლიც ბე­დუ­კა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­ქა­რა­სა და ცი­ლის­წა­მე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს.

ად­ვო­კა­ტი ამ­რა­ნი ანა­ლო­გი­უ­რი სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც გეგ­მავს. "მი­ზა­ნი არის ის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ახა­ლა­ია, მე­რა­ბიშ­ვი­ლი და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სა­მარ­თლდნენ",- აცხა­დებს ინაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ირმა ინაშვილის ინფორმაციით, სააკაშვილის წინააღმდეგ ბელგიის პროკურატურამ სარჩელი მიიღო

ირმა ინაშვილის ინფორმაციით, სააკაშვილის წინააღმდეგ ბელგიის პროკურატურამ სარჩელი მიიღო

ბელგიის პროკურატურამ ლადო ბედუკაძის ადვოკატის სარჩელი წარმოებაში მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ადვოკატი ამრანი ხსენებულ სარჩელში იმ დამნაშავე პირთა წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს, რომლებიც გავრცელებულ ვიდეომასალებში პატიმრებს აწამებდნენ. საქმე მხოლოდ დაბალი რანგის ჩინოვნიკებს არ ეხება. ადვოკატ ამრანის განცხადებით, სარჩელში პირდაპირ არის მითითებული მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას, მურთაზ ზოდელავას გვარები.

"სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ჰქონდა ინფორმაცია, რა ხდებოდა ციხეებში და როგორ აწამებდნენ პატიმრებს. გენერალურმა პროკურორმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია, როდესაც ბედუკაძეს ცილი დასწამა 2 მილიონი ევროს აღებაში. ქვეყნის პრეზიდენტმა ბედუკაძე გამოაცხადა სამშობლოს მოღალატედ. ყველა ეს ინფორმაცია, როგორც ფაქტი, აისახა ჩემს სარჩელში. ეს გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რათა ყველა დამნაშავე დაისაჯოს",- განაცხადა ადვოკატმა ამრანმა.

ამასთან, ადვოკატის მასალები ჟურნალისტ ირმა ინაშვილის ჩვენებასაც მოიცავს, რომელშიც ნათქვამია, რომ ციხეებში ყველა ეს დანაშაული ხდებოდა მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა ვანო მერაბიშვილი. ინაშვილის თქმით, დამნაშავე პირთა შორის, რა თქმა უნდა, ფიგურირებს მოქმედი პრემიერ-მინისტრი.

"შესაძლოა, ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსანს ჰგონია, რომ ის გადარჩება, მაგრამ ეს არ მოხდება. სააკაშვილი, ახალაია, მერაბიშვილი და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები თანაბრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე. ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ვერც ვანო მერაბიშვილი გადარჩება, ვერც სააკაშვილი და ვერც ახლაია, თუ ზოდელავა", - განაცხდა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, უპრეცედენტოა ფაქტი, რომ ბელგიის პროკურატურამ ადვოკატ ამრანის სარჩელი წარმოებაში მიიღო, რადგან ამ სარჩელში პირდაპირ არის ნახსენები მოქმედი პრეზიდენტის გვარი, რომელიც ბედუკაძის წინააღმდეგ მუქარასა და ცილისწამებას ახორციელებს.

ადვოკატი ამრანი ანალოგიური სარჩელის შეტანას საქართველოს გენერალურ პროკურატურაშიც გეგმავს. "მიზანი არის ის, რომ სააკაშვილი, ახალაია, მერაბიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები, პირველ რიგში, საქართველოში გასამართლდნენ",- აცხადებს ინაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა