პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტეხის ხიდზე პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა
მეტეხის ხიდზე პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა

მე­ტე­ხის ხიდ­ზე წმინ­და 100 000 მო­წა­მის წა­მე­ბის ად­გილ­ზე პა­რაკ­ლი­სი დას­რულ­და. პა­რაკ­ლი­სი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა , უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ მღვდელმთავ­რებ­თან და რამ­დე­ნი­მიე ათე­ულ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან ერ­თად აღავ­ლი­ნა.

მსა­ხუ­რე­ბას უამ­რა­ვი მრევ­ლი ეს­წრე­ბო­და, რომ­ლე­ბიც დღეს თბი­ლი­სის კურ­თხე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსვლე­ლო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მე­ტე­ხის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია მთლი­ა­ნად მომ­ლოც­ვე­ლებს ეკა­ვათ.

პა­რაკ­ლი­სის და­წყე­ბამ­დე პატ­რი­არ­ქმა მრევლს მცი­რე ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა. უწ­მინ­დეს­მა მრევლს ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის დღე მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ღვთის­მშო­ბე­ლი ყო­ველ­თვის იცავ­და და დღე­საც იცავს სა­ქარ­თვე­ლოს. მან კურ­თხე­ვა მის­ცა მრევლს, რომ ღვთის­მშობ­ლის ლოც­ვა "მო­წყა­ლე­ბი­სა კარი გან­გვი­ღე კურ­თხე­უ­ლო ღვთის­მშო­ბე­ლო" რამ­დენ­ჯერ­მე ეთ­ქვათ პა­რაკ­ლი­სის და­წყე­ბამ­დე და პა­რაკ­ლი­სის ბო­ლო­საც. ეს ლოც­ვა მრევ­ლმა რამ­დენ­ჯერ­მე თქვა. პა­რაკ­ლი­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უწ­მი­დეს­მა მრევ­ლი კი­დევ ერთხელ და­ლო­ცა და შეკ­რე­ბი­ლებს სა­მე­ბის ტა­ძარ­ში წას­ვლის­კენ მო­უ­წო­და, სა­დაც აფხა­ზე­თის ომის დროს და­ღუ­პულ­თათ­ვის პა­ნაშ­ვიდს გა­და­იხ­დის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მეტეხის ხიდზე პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა

მეტეხის ხიდზე პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა

მეტეხის ხიდზე წმინდა 100 000 მოწამის წამების ადგილზე პარაკლისი დასრულდა. პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და რამდენიმიე ათეულ სასულიერო პირთან ერთად აღავლინა.

მსახურებას უამრავი მრევლი ესწრებოდა, რომლებიც დღეს თბილისის კურთხევასთან დაკავშირებით მსვლელობებში მონაწილეობდნენ. მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მომლოცველებს ეკავათ.

პარაკლისის დაწყებამდე პატრიარქმა მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა მრევლს ჯვართამაღლების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ღვთისმშობელი ყოველთვის იცავდა და დღესაც იცავს საქართველოს. მან კურთხევა მისცა მრევლს, რომ ღვთისმშობლის ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო" რამდენჯერმე ეთქვათ პარაკლისის დაწყებამდე და პარაკლისის ბოლოსაც. ეს ლოცვა მრევლმა რამდენჯერმე თქვა. პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმიდესმა მრევლი კიდევ ერთხელ დალოცა და შეკრებილებს სამების ტაძარში წასვლისკენ მოუწოდა, სადაც აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთათვის პანაშვიდს გადაიხდის.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"