პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არჩევნების შემდეგ პრობლემები შეიქმნება, საქართველოში დავრჩებით"
"თუ არჩევნების შემდეგ პრობლემები შეიქმნება, საქართველოში დავრჩებით"

სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს ამე­რი­კუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ღია დე­მოკ­რა­ტი­ის კო­მი­ტე­ტის" კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მარ­თვის დი­რექ­ტო­რი და­ლას ფრო­რი­ბი აფა­სებს.

- სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ რა­ტომ გი­თხრათ უარი ამ არ­ჩევ­ნებ­ზე დამ­კვირ­ვებ­ლად რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე? რა იყო მისი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი?

- ჩვენ ცეს­კო­ში ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, დო­კუ­მენ­ტა­ცია წარ­ვად­გი­ნეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია ამ დო­კუ­მენ­ტებ­მა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი და პრობ­ლე­მა მათი მხრი­დან ჩვე­ნი ფი­ნან­სუ­რი და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხი იყო. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც ფი­ნანსდე­ბა არა სა­ხელ­მწი­ფოს, არა­მედ კერ­ძო პი­რე­ბის მიერ. ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ის არის, რომ ჩვენ აქ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვე­დით, "ღია დე­მოკ­რა­ტი­ის ინ­სტი­ტუ­ტი" 6 ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე­ობს და 4 ქვე­ყა­ნა­ში უკვე მი­ი­ღო აკ­რე­დი­ტა­ცია სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. უკ­რა­ი­ნა­ში სამ­ჯერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია და სამ­ჯერ­ვე მი­ვი­ღეთ აკ­რე­დი­ტა­ცია, არა­და, უკ­რა­ი­ნა­საც აქვს პრობ­ლე­მე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ას­თან. ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტრუქ­ტუ­რა, შე­საძ­ლოა, სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ცეს­კო საქ­მის ვი­თა­რე­ბა­ში ვერ გა­ერ­კვა და რა­ღაც სა­შიშ­რო­ე­ბა იგ­რძნო. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­დამ­კვირ­ვებ­ლო სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ არ­ჩევ­ნე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბი­სა, რო­გორც კავ­კა­სი­ა­ში, ისე მთელ პოსტსაბ­ჭო­ურ სივ­რცე­ში. სა­ერ­თოდ, როცა თან­ხე­ბი, ფული ერთი დიდი ჯგუ­ფის­გან მო­დის, ყო­ველ­თვის უნდა და­ფიქ­რდე, შე­საძ­ლოა, ეს საფრ­თხის შემ­ცვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს, ლა­პა­რა­კია სა­ხელ­მწი­ფო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, ამი­ტომ ჩვენ და­ფი­ნან­სე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის არ მიგ­ვი­მარ­თავს, ასო­ბით კერ­ძო შე­მომ­წირ­ვე­ლი გვყავს. სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ მოგვ­თხო­ვა გა­მოგ­ვექ­ვეყ­ნე­ბი­ნა სია ყვე­ლა იმ პი­რი­სა, რო­მელ­თაც სახ­სრე­ბი შე­მოს­წი­რეს ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ ზო­გი­ერთ ემიგ­რანტს, თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში, მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ სხვა­გან ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჰყავს და­ტო­ვე­ბუ­ლი და ში­შო­ბენ, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბით მათ საფრ­თხეს შე­უქ­მნიდ­ნენ... ამის გამო არ გა­მოქ­ვეყ­ნდა სრუ­ლი სია იმ პი­როვ­ნე­ბე­ბის, ვინც თან­ხა შე­მოგ­ვწი­რეს... სა­ქარ­თვე­ლოს ცეს­კო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­და ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით, თუმ­ცა მან სრუ­ლი­ად უპ­რობ­ლე­მოდ მის­ცა აკ­რე­დი­ტა­ცია ბე­ლო­რუ­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, რო­მელ­მაც თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბა, რის გა­მოც 28 ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლა აეკ­რძა­ლა.

- ძი­რი­თა­დად რა სა­ხის დარ­ღვე­ვებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლებ­დით ყუ­რა­დღე­ბას ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას?

- არის პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ყუ­რა­დღე­ბა მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ხმე­ბის დათ­ვლი­სა და შე­ჯა­მე­ბის პრო­ცეს­ზე. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მოხ­სე­ნე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ვა­პი­რებთ, პო­ზი­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ხა­ტავთ, ეს გზა­ღა დაგ­ვი­ტო­ვეს. ჩვე­ნი 20 გრძელ­ვა­დი­ა­ნი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­შია, თე­ლა­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ბა­თუ­მით დამ­თავ­რე­ბუ­ლი: მათ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ხუთი თვით ადრე და­ი­წყეს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, რაც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კარ­გად ვი­ცით, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დღე­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი, ხში­რად არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ.. ამი­ტომ ვაკ­ვირ­დე­ბო­დით ყვე­ლა­ფერს. ასე­ვე დიდ პრობ­ლე­მად მიგ­ვაჩ­ნია ამომ­რჩე­ველ­თა სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი.

- თქვე­ნი აზ­რით, არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე გამჭვირ­ვა­ლე და ობი­ექ­ტუ­რი? რო­გორ შე­ა­ფა­სებთ "მასთ ქე­რის" მოქ­მე­დე­ბის ახ­ლან­დელ პრინ­ციპს?

- ძალ­ზე ბევ­რმა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­ა­კე­თა ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი და ჩვენ მათ თვალ­საზ­რისს ვე­თან­ხმე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ა­სივ­რცე ღა­რი­ბი, მწი­რია და ვფიქ­რობთ, "მასთ ქერი" არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც უნდა გაგ­რძელ­დეს.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ტე­ლე­ვი­ზი­ით გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს, რო­მე­ლიც ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას ასა­ხავს?

- რო­გორც ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია და მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი, ამ კად­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ სრუ­ლი­ად შო­კი­რე­ბუ­ლი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ არა­კა­ნო­ნი­ერ მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­თა­ნა­დოდ და­ის­ჯე­ბა.

- რო­გორ აფა­სებთ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის მო­ად­გი­ლის თო­მას მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ აშშ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ეუ­თოს დას­კვნის გაც­ნო­ბის შემ­დეგ აღი­ა­რებს?

- თო­მას მე­ლია კარ­გი პი­როვ­ნე­ბაა. აშშ ევ­რო­პის უშიშ­რო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ქვე­ყა­ნაა და არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ მხო­ლოდ ეუთო-ოდი­რის დას­კვნის შემ­დეგ გა­მო­ხა­ტავს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას.

- რო­დის მი­ემ­გზავ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან?

- თუ 1-ლი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა, ერთი კვი­რის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვალთ, სა­დაც ასე­ვე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია, ხოლო თუ პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­რჩე­ბით და მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას და­ვაკ­ვირ­დე­ბით.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

"თუ არჩევნების შემდეგ პრობლემები შეიქმნება, საქართველოში დავრჩებით"

"თუ არჩევნების შემდეგ პრობლემები შეიქმნება, საქართველოში დავრჩებით"

საქართველოს წინასაარჩევნო გარემოს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტის" კომუნიკაციების მართვის დირექტორი დალას ფრორიბი აფასებს.

- საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რატომ გითხრათ უარი ამ არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრაციაზე? რა იყო მისი მთავარი არგუმენტი?

- ჩვენ ცესკოში ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია წარვადგინეთ. სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დოკუმენტებმა არ დააკმაყოფილა. მთავარი არგუმენტი და პრობლემა მათი მხრიდან ჩვენი ფინანსური დაფინანსების საკითხი იყო. ჩვენი ორგანიზაცია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებით კერძო ორგანიზაციაა, რომელიც ფინანსდება არა სახელმწიფოს, არამედ კერძო პირების მიერ. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ჩვენ აქ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მოწვევით ჩამოვედით, "ღია დემოკრატიის ინსტიტუტი" 6 ქვეყანაში მოღვაწეობს და 4 ქვეყანაში უკვე მიიღო აკრედიტაცია სადამკვირვებლო მისიის განსახორციელებლად. უკრაინაში სამჯერ განვახორციელეთ სადამკვირვებლო მისია და სამჯერვე მივიღეთ აკრედიტაცია, არადა, უკრაინასაც აქვს პრობლემები დემოკრატიასთან. ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციის სტრუქტურა, შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ცესკო საქმის ვითარებაში ვერ გაერკვა და რაღაც საშიშროება იგრძნო. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ორგანიზაციაში სადამკვირვებლო სფეროს პროფესიონალები არიან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ არჩევნების დაკვირვებისა, როგორც კავკასიაში, ისე მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში. საერთოდ, როცა თანხები, ფული ერთი დიდი ჯგუფისგან მოდის, ყოველთვის უნდა დაფიქრდე, შესაძლოა, ეს საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს, ლაპარაკია სახელმწიფო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ამიტომ ჩვენ დაფინანსებისთვის სახელმწიფოსთვის არ მიგვიმართავს, ასობით კერძო შემომწირველი გვყავს. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვთხოვა გამოგვექვეყნებინა სია ყველა იმ პირისა, რომელთაც სახსრები შემოსწირეს ჩვენს ორგანიზაციას. მაგრამ საქმე ის არის, რომ ზოგიერთ ემიგრანტს, თავის ქვეყანაში, მაგალითად, უკრაინაში, საქართველოში თუ სხვაგან ოჯახის წევრები ჰყავს დატოვებული და შიშობენ, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნებით მათ საფრთხეს შეუქმნიდნენ... ამის გამო არ გამოქვეყნდა სრული სია იმ პიროვნებების, ვინც თანხა შემოგვწირეს... საქართველოს ცესკო უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჩვენი მისამართით, თუმცა მან სრულიად უპრობლემოდ მისცა აკრედიტაცია ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც თავის ქვეყანაში არჩევნები გააყალბა, რის გამოც 28 ქვეყანაში ჩასვლა აეკრძალა.

- ძირითადად რა სახის დარღვევებზე გაამახვილებდით ყურადღებას ამ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას?

- არის პროცედურული დარღვევები, განსაკუთრებით ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ყურადღება მიმართული იქნება არჩევნების დღეს ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესზე. არჩევნების შემდეგ მოხსენების გამოქვეყნებას ვაპირებთ, პოზიციას აუცილებლად გამოვხატავთ, ეს გზაღა დაგვიტოვეს. ჩვენი 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი მთელ საქართველოშია, თელავიდან დაწყებული, ბათუმით დამთავრებული: მათ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე დაიწყეს საარჩევნო პროცესზე დაკვირვება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. კარგად ვიცით, რომ არჩევნების დღეზე უფრო მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდი, ხშირად არჩევნების დღეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ.. ამიტომ ვაკვირდებოდით ყველაფერს. ასევე დიდ პრობლემად მიგვაჩნია ამომრჩეველთა სიაში არსებული ხარვეზები.

- თქვენი აზრით, არის თუ არა საქართველოში საინფორმაციო სივრცე გამჭვირვალე და ობიექტური? როგორ შეაფასებთ "მასთ ქერის" მოქმედების ახლანდელ პრინციპს?

- ძალზე ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკეთა ამ საკითხზე კომენტარი და ჩვენ მათ თვალსაზრისს ვეთანხმებით. საქართველოს მედიასივრცე ღარიბი, მწირია და ვფიქრობთ, "მასთ ქერი" არჩევნების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.

- როგორ შეაფასებთ ტელევიზიით გავრცელებულ კადრებს, რომელიც ქართულ ციხეებში, პენიტენციურ სისტემაში შექმნილ ვითარებას ასახავს?

- როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და მრავალი ქართველი, ამ კადრების ნახვის შემდეგ სრულიად შოკირებული და გაოგნებული ვართ. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ არაკანონიერ მოქმედებაში მონაწილეობდა, სათანადოდ დაისჯება.

- როგორ აფასებთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მოადგილის თომას მელიას განცხადებას, რომ აშშ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეუთოს დასკვნის გაცნობის შემდეგ აღიარებს?

- თომას მელია კარგი პიროვნებაა. აშშ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა და არ არის გასაკვირი, რომ მხოლოდ ეუთო-ოდირის დასკვნის შემდეგ გამოხატავს საკუთარ პოზიციას.

- როდის მიემგზავრებით საქართველოდან?

- თუ 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება, ერთი კვირის შემდეგ უკრაინაში წავალთ, სადაც ასევე საპარლამენტო არჩევნებია, ხოლო თუ პრობლემები შეიქმნება, საქართველოში დავრჩებით და მოვლენების შემდგომ განვითარებას დავაკვირდებით.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა