მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ხარატიშვილი: "ვმუშაობთ ღიად და გამჭვირვალედ!"
ზურაბ ხარატიშვილი: "ვმუშაობთ ღიად და გამჭვირვალედ!"

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვილ­თან.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვა: ჩა­ტარ­დე­ბა 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნად და იქ­ნე­ბა თუ არა მისი შე­დე­გი ამომ­რჩევ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი?

- ვფიქ­რობ, რომ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით, ისე სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, სა­ჭი­რო წი­ნა­პი­რო­ბე­ბი შექ­მნი­ლია. ვმუ­შა­ობთ ღიად და გამჭვირ­ვა­ლედ და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს აქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის გან­ხილ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

- ზო­გი­ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია მი­იჩ­ნევს, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ზეც, შე­საძ­ლოა, მი­მარ­თონ გა­ყალ­ბე­ბის ისეთ მე­თოდს, რო­გო­რიც ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, "კა­რუ­სე­ლე­ბია".

- ჯერ გან­ვმარ­ტოთ, რას ვუ­წო­დებთ გა­ყალ­ბე­ბას. რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს: პირ­ვე­ლი - ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ჩაყ­რა; მე­ო­რე - შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბის არას­წო­რი შედ­გე­ნა; მე­სა­მე - შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბის გა­და­კე­თე­ბა. გან­ვი­ხი­ლოთ სა­თი­თა­ოდ:

ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ჩაყ­რა - ამ შემ­თხვე­ვის პრე­ვენ­ცი­ად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი წევ­რე­ბი, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, მე­დია. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, თითო სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე სა­შუ­ა­ლოდ 20 წყვი­ლი და­მა­ტე­ბი­თი თვა­ლი იქ­ნე­ბა, რაც და­მე­თან­ხმე­ბით, ნამ­დვი­ლად არის კონ­ტრო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ყალბ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბებს, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა არ არის მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის დღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი დო­კუ­მენ­ტი. იგი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და ყალ­ბი მოწ­მო­ბე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად იჩენ­და სად­მე თავს. არ ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ­მეს შე­უძ­ლია ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის და­ბეჭდ­ვა, მათი და­რი­გე­ბა ათე­უ­ლო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნის­თვის და შემ­დეგ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ისე მარ­თვა, რომ მათ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი შე­ე­შა­ლოთ და სად­მე შემ­თხვე­ვით ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა არ გა­მო­ი­ყე­ნონ.

შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბის არას­წო­რი შედ­გე­ნა - ამ შემ­თხვე­ვა­შიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის დათ­ვლის პრო­ცესს ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი 20-მდე წყვი­ლი და­მა­ტე­ბი­თი თვა­ლი ეს­წრე­ბა და არას­წო­რი ოქ­მის შედ­გე­ნა მხო­ლოდ მათი სა­ყო­ველ­თაო თან­ხმო­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. რაც პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, აგ­რეთ­ვე, რომ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის დე­დან­ზე ხელი უნდა მო­ა­წე­როს კო­მი­სი­ის 13-ვე წევ­რმა. სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ოქ­მის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რი­სა და მდივ­ნის ხელ­მო­წე­რილ და ბეჭ­დით და­მოწ­მე­ბულ ასლს მი­ი­ღე­ბენ.

შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბის გა­და­კე­თე­ბა - სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან ცეს­კო-ში მო­სუ­ლი ოქ­მის ასლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აიტ­ვირ­თე­ბა ცეს­კოს ვებ-გვერ­დზე. ოქ­მე­ბის მი­ღე­ბა და ატ­ვირ­თვა ცეს­კო­ში მოხ­დე­ბა. ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, და­ეს­წროს ამ პრო­ცესს და სა­კუ­თა­რი თვა­ლით დარ­წმუნ­დეს. ასე­ვე ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექტს შე­უძ­ლია შე­ა­და­როს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ასლი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულს. ვფიქ­რობ ეს კონ­ტრო­ლის ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მია.

- კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია სპე­ცუბ­ნე­ბის პრობ­ლე­მა, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შექ­მნი­ლია 70 ასე­თი უბა­ნი. სა­ინ­ტე­რე­სოა, ექ­ნე­ბათ თუ არა მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა იმ სამ­ხედ­რო პი­რებს, რომ­ლე­ბიც ამ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ ცხოვ­რო­ბენ? ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ სპე­ცუბ­ნებ­ზეც სა­უბ­რო­ბენ... წინა არ­ჩევ­ნე­ბი­სას, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სპე­ცუბ­ნებ­ზე ბი­უ­ლე­ტე­ნის შე­ფე­რი­ლო­ბა უფრო ღია ფე­რი­სა იყო. ამ­ჯე­რად თუ იქ­ნე­ბა იქ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი?

- თქვენ, ალ­ბათ, სა­არ­ჩევ­ნო ოლქი გაქვთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში. კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ისი­ნი ხმას აძ­ლე­ვენ, ოღონდ ახალ­წვე­უ­ლებ­ზე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უწყე­ბა­თა­შო­რის­მა კო­მი­სი­ამ რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წია, რომ არ წა­რად­გი­ნოს სპეც­სი­ებ­ში. ერ­თი­და­ი­მა­ვე სა­ხის ბი­უ­ლე­ტე­ნის ფერი ყვე­ლა ერ­თნა­ი­რია და ამ­გვა­რი რამ პირ­ვე­ლად მეს­მის.

- რა შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ით­ვლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნი ბა­თი­ლად? ხმის მი­ცე­მი­სას, ამომ­რჩე­ველ­მა მის­თვის სა­სურ­ვე­ლი პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი უნდა შე­მო­ხა­ზოს თუ ყვე­ლა გა­და­ხა­ზოს და ერთი და­ტო­ვოს?

- სა­არ­ჩევ­ნო კო­დე­ქის 69.3. მუხ­ლის თა­ნახ­მად, დად­გე­ნი­ლი ნი­მუ­შის სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­იჩ­ნე­ვა ბა­თი­ლად, თუ: ა) სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი და­მოწ­მე­ბუ­ლი არ არის ამომ­რჩე­ველ­თა რე­გის­ტრა­ტო­რის ხელ­მო­წე­რი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ბეჭ­დით; ბ) შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის დად­გე­ნა, რო­მელ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექტს მის­ცა ხმა ამომ­რჩე­ველ­მა; გ) სპე­ცი­ა­ლურ კონ­ვერ­ტში აღ­მოჩ­ნდა დად­გე­ნილ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე მეტი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი; დ) სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ვერ­ტი არ არის დად­გე­ნი­ლი ნი­მუ­ში­სა; ე) სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში აღ­მოჩ­ნდა სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ვერ­ტის გა­რე­შე; ვ) სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი გან­კუთ­ვნი­ლი იყო სხვა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­სათ­ვის.

დად­გე­ნი­ლი წე­სის თა­ნახ­მად, ნო­მე­რი უნდა იქ­ნას შე­მო­ხა­ზუ­ლი, თუმ­ცა თუ ად­გი­ლი აქვს სხვა შემ­თხვე­ვას ისე, რომ მკა­ფი­ოდ ჩანს ამომ­რჩევ­ლის ნება, ასე­თი ბი­უ­ლე­ტე­ნი ბა­თი­ლად არ ჩა­ით­ვლე­ბა, ოღონდ ეს სა­კი­თხი სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ უნდა გა­ნი­ხი­ლოს.

რაც შე­ე­ხე­ბა დღეს ასე აქ­ტუ­ა­ლურ ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბის სა­კითხს, ფო­ტო­ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბე­ბი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის გახ­სნი­დან სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბის შედ­გე­ნის პე­რი­ო­დის ჩათ­ვლით დრო­ის შე­უ­ზღუ­და­ვად ნე­ბა­დარ­თუ­ლია.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ზურაბ ხარატიშვილი: "ვმუშაობთ ღიად და გამჭვირვალედ!"

ზურაბ ხარატიშვილი: "ვმუშაობთ ღიად და გამჭვირვალედ!"

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან.

- ბატონო ზურაბ, დღეს საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოში, აქტუალურია კითხვა: ჩატარდება 1-ლი ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად და იქნება თუ არა მისი შედეგი ამომრჩევლის პოლიტიკური ნების გამომხატველი?

- ვფიქრობ, რომ, როგორც საქართველოს საარჩევნო კოდექსით, ისე საარჩევნო ადმინისტრაციის რეგულაციებით, საჭირო წინაპირობები შექმნილია. ვმუშაობთ ღიად და გამჭვირვალედ და ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს ადმინისტრაციის სამუშაო პროცესში მონაწილეობის და სხვადასხვა საკითხის განხილვის შესაძლებლობა.

- ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებზეც, შესაძლოა, მიმართონ გაყალბების ისეთ მეთოდს, როგორიც ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენება და შესაბამისად, "კარუსელებია".

- ჯერ განვმარტოთ, რას ვუწოდებთ გაყალბებას. რამდენიმე ვარიანტი არსებობს: პირველი - ბიულეტენების ჩაყრა; მეორე - შემაჯამებელი ოქმების არასწორი შედგენა; მესამე - შემაჯამებელი ოქმების გადაკეთება. განვიხილოთ სათითაოდ:

ბიულეტენების ჩაყრა - ამ შემთხვევის პრევენციად შეიძლება განვიხილოთ საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რეგისტრირებული დამკვირვებლები, მედია. ჩვენი ვარაუდით, თითო საარჩევნო უბანზე საშუალოდ 20 წყვილი დამატებითი თვალი იქნება, რაც დამეთანხმებით, ნამდვილად არის კონტროლის საშუალება. რაც შეეხება ყალბ პირადობის მოწმობებს, გავითვალისწინოთ, რომ პირადობის მოწმობა არ არის მხოლოდ არჩევნების დღისთვის განკუთვნილი დოკუმენტი. იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება და ყალბი მოწმობების დიდი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში აუცილებლად იჩენდა სადმე თავს. არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ვინმეს შეუძლია ასეულობით ათასი ყალბი პირადობის მოწმობის დაბეჭდვა, მათი დარიგება ათეულობით ათასი ადამიანისთვის და შემდეგ ამ ადამიანების ისე მართვა, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში არაფერი შეეშალოთ და სადმე შემთხვევით ყალბი პირადობის მოწმობა არ გამოიყენონ.

შემაჯამებელი ოქმების არასწორი შედგენა - ამ შემთხვევაშიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიულეტენების დათვლის პროცესს ზემოთ ნახსენები 20-მდე წყვილი დამატებითი თვალი ესწრება და არასწორი ოქმის შედგენა მხოლოდ მათი საყოველთაო თანხმობით არის შესაძლებელი. რაც პრაქტიკულად გამორიცხულია. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ შემაჯამებელი ოქმის დედანზე ხელი უნდა მოაწეროს კომისიის 13-ვე წევრმა. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ოქმის კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერილ და ბეჭდით დამოწმებულ ასლს მიიღებენ.

შემაჯამებელი ოქმების გადაკეთება - საარჩევნო უბნიდან ცესკო-ში მოსული ოქმის ასლი დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებ-გვერდზე. ოქმების მიღება და ატვირთვა ცესკოში მოხდება. ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელს საშუალება ექნება, დაესწროს ამ პროცესს და საკუთარი თვალით დარწმუნდეს. ასევე ყველა საარჩევნო სუბიექტს შეუძლია შეადაროს შემაჯამებელი ოქმის მის ხელთ არსებული ასლი გამოქვეყნებულს. ვფიქრობ ეს კონტროლის ეფექტიანი მექანიზმია.

- კვლავ აქტუალურია სპეცუბნების პრობლემა, ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილია 70 ასეთი უბანი. საინტერესოა, ექნებათ თუ არა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ სამხედრო პირებს, რომლებიც ამ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ? ოპოზიციური პარტიები ხელოვნურად შექმნილ სპეცუბნებზეც საუბრობენ... წინა არჩევნებისას, იყო შემთხვევები, როცა სპეცუბნებზე ბიულეტენის შეფერილობა უფრო ღია ფერისა იყო. ამჯერად თუ იქნება იქ განსხვავებული საარჩევნო ბიულეტენები?

- თქვენ, ალბათ, საარჩევნო ოლქი გაქვთ მხედველობაში. კანონმდებლობით, ისინი ხმას აძლევენ, ოღონდ ახალწვეულებზე თავდაცვის სამინისტროს უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია, რომ არ წარადგინოს სპეცსიებში. ერთიდაიმავე სახის ბიულეტენის ფერი ყველა ერთნაირია და ამგვარი რამ პირველად მესმის.

- რა შემთხვევაში ჩაითვლება საარჩევნო ყუთში ჩაგდებული ბიულეტენი ბათილად? ხმის მიცემისას, ამომრჩეველმა მისთვის სასურველი პარტიის საარჩევნო ნომერი უნდა შემოხაზოს თუ ყველა გადახაზოს და ერთი დატოვოს?

- საარჩევნო კოდექის 69.3. მუხლის თანახმად, დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ: ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით; ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა; გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი; დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა; ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე; ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.

დადგენილი წესის თანახმად, ნომერი უნდა იქნას შემოხაზული, თუმცა თუ ადგილი აქვს სხვა შემთხვევას ისე, რომ მკაფიოდ ჩანს ამომრჩევლის ნება, ასეთი ბიულეტენი ბათილად არ ჩაითვლება, ოღონდ ეს საკითხი საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს.

რაც შეეხება დღეს ასე აქტუალურ ვიდეოგადაღების საკითხს, ფოტოვიდეოგადაღებები საარჩევნო უბნის გახსნიდან საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით დროის შეუზღუდავად ნებადართულია.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა