Faceამბები
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბადრი პატარკაციშვილი გიგი უგულავას - აღმოჩნდა, რომ მე თქვენ გებრძვით?
ბადრი პატარკაციშვილი გიგი უგულავას - აღმოჩნდა, რომ მე თქვენ გებრძვით?

Youtube-ზე გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში დე­და­ქა­ლა­ქის მერი გიგი უგუ­ლა­ვა ბიზ­ნეს­მენ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს პრო­რუ­სულ ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და გა­ნუ­მარ­ტავს, რომ ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ერ­თო პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს.

"მე მე­სენ­ჯე­რის ფუნ­ქცი­ას ვას­რუ­ლებ, "ობში" პო­ზი­ცი­ას გა­მოვ­ხა­ტავ. ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა, რომ წყალ­გა­მო­ყო­ფი ხა­ზე­ბი ივ­ლე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით იკ­ვე­თე­ბა პრო­რუ­სე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი. როცა წყალ­გა­მო­ყო­ფი ხა­ზე­ბი ივ­ლე­ბა, მერე იქე­თაც და აქე­თაც ვე­ღარ იქ­ნე­ბი, მერე ან იქეთ ხარ ან აქეთ. თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში საკ­მა­ოდ და­შორ­დე­ბა ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი", - მი­მარ­თავს გიგი უგუ­ლა­ვა პა­ტარ­კა­ციშ­ვილს.

ამას­თან, უგუ­ლა­ვა გან­მარ­ტავს, რომ ზე­და­პირ­ზე "ბევ­რი რამე ჩანს".

"ცო­ცხა­ლი ცე­ცხლია გახ­სნი­ლია, არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი და კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი. რუ­სეთ­მა გახ­სნა ცე­ცხლი და თუ წა­მო­ე­გე­ბი, მერე შენც ხარ ცე­ცხლი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ხა­ზე­ბი გა­ივ­ლო და ჩვენ აქე­თა გუნდში ვართ, თქვენ იქე­თა გუნდში. ეს არის რაც ჩანს. ყო­ველ­გვა­რი ეჭ­ვე­ბის გა­რე­შე ვამ­ბობ - ბევ­რი რამე ჩანს. ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი უნდა ით­ქვას, რომ მერე მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ იყოს", - მი­მარ­თავს თბი­ლი­სის მერი ბიზ­ნეს­მენს.

ვი­დე­ო­მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, უგუ­ლა­ვას ბრალ­დე­ბებს პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს და დე­და­ქა­ლა­ქის მერს შე­კი­თხვით მი­მარ­თავს: "აღ­მოჩ­ნდა, რომ მე ვარ რუ­სე­თის მხა­რეს და თქვენ ხართ ამ გუნ­დის მხა­რეს? სწო­რად მეს­მის? მე მინ­და რომ და­ვა­ზუს­ტო ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რომ გან­სა­ზღვრე­ბებ­ში ვიყო ზუს­ტი. აღ­მოჩ­ნდა, რომ მე თქვენ გებ­რძვით?", - ეკი­თხე­ბა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი უგუ­ლა­ვას, რა­ზეც დე­და­ქა­ლა­ქის მერი პა­სუ­ხობს, რომ მან "აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რად გა­ი­გო".

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით მთავ­რდე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ის გუნ­დი­დან "გავა და მის სწორ პო­ზი­ცი­ას და­ა­ფიქ­სი­რებს".

"ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ის ადა­მი­ა­ნი, ვინც გა­ა­კე­თებ­და ქვეყ­ნის­თვის სა­ჭი­რო საქ­მეს. ის, რომ თქვენ ასე ფიქ­რობთ, ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­მსა­ზღვრე­ლია. თქვენ თუ გგო­ნი­ათ, რომ მე ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ რა­ღა­ცე­ე­ბის უკან დგას, მა­შინ სულ ცოტა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს იმი­სა, რომ და­გა­ნა­ხოთ, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი ვარ მე. ყვე­ლა­ფერ­ში, თუკი რამე შე­იძ­ლე­ბო­და, დამ­ჩაგ­რეს და გა­და­მაგ­დეს. თქვე­ნი მე­სი­ჯი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბია და მე რა ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­გორ ვარ გახ­სნი­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ან თქვენ­თვის რას ვა­კე­თებ, ამას აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­ვი­ტან და და­ვა­ლა­გებ. მე ერთი შე­მიძ­ლია გი­თხრათ, არა­სო­დეს ჩემი მხრი­დან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯი არ ყო­ფი­ლა. თუ თქვენ მი­იჩ­ნევთ, რომ ის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც იდ­გმე­ბა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და მე­ტიც, არას­წო­რია, მა­შინ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არაა, მე გა­მო­ვალ და ჩემს სწორ პო­ზი­ცი­ას და­ვა­ფიქ­სი­რებ. მე მი­მაჩ­ნდა, რომ ჩემი სწო­რი პო­ზი­ცია გა­ა­ხა­რებ­და მტრებს და 9 თვე ამი­ტომ სა­ერ­თოდ გა­ვე­რი­დე ყვე­ლა­ფერს და ვი­ყა­ვი ჩუ­მად", - გა­ნა­ცხა­და პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა.

ბიზ­ნეს­მე­ნის მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ უგუ­ლა­ვა პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის ად­გილს ტო­ვებს.

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გავ­რცელ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: "გინ­დათ თქვათ, რომ მე თქვენ გებ­რძვით?" - გიგი უგუ­ლა­ვას და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ბადრი პატარკაციშვილი გიგი უგულავას - აღმოჩნდა, რომ მე თქვენ გებრძვით?

ბადრი პატარკაციშვილი გიგი უგულავას - აღმოჩნდა, რომ მე თქვენ გებრძვით?

Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს პრორუსულ ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და განუმარტავს, რომ ის ხელისუფლების საერთო პოზიციას აფიქსირებს.

"მე მესენჯერის ფუნქციას ვასრულებ, "ობში" პოზიციას გამოვხატავ. ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ წყალგამოყოფი ხაზები ივლება. განსაკუთრებით იკვეთება პრორუსების აქტივობები. როცა წყალგამოყოფი ხაზები ივლება, მერე იქეთაც და აქეთაც ვეღარ იქნები, მერე ან იქეთ ხარ ან აქეთ. თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ საბოლოო ჯამში საკმაოდ დაშორდება ჩვენი პოზიციები", - მიმართავს გიგი უგულავა პატარკაციშვილს.

ამასთან, უგულავა განმარტავს, რომ ზედაპირზე "ბევრი რამე ჩანს".

"ცოცხალი ცეცხლია გახსნილია, არსებობს კონკრეტული მიზანი და კონკრეტული ამოცანები. რუსეთმა გახსნა ცეცხლი და თუ წამოეგები, მერე შენც ხარ ცეცხლი. სამწუხაროდ, ეს ხაზები გაივლო და ჩვენ აქეთა გუნდში ვართ, თქვენ იქეთა გუნდში. ეს არის რაც ჩანს. ყოველგვარი ეჭვების გარეშე ვამბობ - ბევრი რამე ჩანს. ასეთი რაღაცეები უნდა ითქვას, რომ მერე მოულოდნელი არ იყოს", - მიმართავს თბილისის მერი ბიზნესმენს.

ვიდეომასალის მიხედვით, უგულავას ბრალდებებს პატარკაციშვილი პასუხობს და დედაქალაქის მერს შეკითხვით მიმართავს: "აღმოჩნდა, რომ მე ვარ რუსეთის მხარეს და თქვენ ხართ ამ გუნდის მხარეს? სწორად მესმის? მე მინდა რომ დავაზუსტო ფორმულირება, რომ განსაზღვრებებში ვიყო ზუსტი. აღმოჩნდა, რომ მე თქვენ გებრძვით?", - ეკითხება პატარკაციშვილი უგულავას, რაზეც დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მან "აბსოლუტურად სწორად გაიგო".

ვიდეოჩანაწერი პატარკაციშვილის განცხადებით მთავრდება, რომელიც ამბობს, რომ ის გუნდიდან "გავა და მის სწორ პოზიციას დააფიქსირებს".

"ამდენი ხნის განმავლობაში ვცდილობდი ვყოფილიყავი ის ადამიანი, ვინც გააკეთებდა ქვეყნისთვის საჭირო საქმეს. ის, რომ თქვენ ასე ფიქრობთ, ჩემთვის აბსოლუტურად განმსაზღვრელია. თქვენ თუ გგონიათ, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ამ რაღაცეების უკან დგას, მაშინ სულ ცოტა ვალდებულება მაქვს იმისა, რომ დაგანახოთ, როგორი ადამიანი ვარ მე. ყველაფერში, თუკი რამე შეიძლებოდა, დამჩაგრეს და გადამაგდეს. თქვენი მესიჯი აბსოლუტურად გასაგებია და მე რა ადამიანი ვარ, როგორ ვარ გახსნილი და საზოგადოების ან თქვენთვის რას ვაკეთებ, ამას აბსოლუტურად გამოვიტან და დავალაგებ. მე ერთი შემიძლია გითხრათ, არასოდეს ჩემი მხრიდან არაადეკვატური ნაბიჯი არ ყოფილა. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება არაადეკვატური და მეტიც, არასწორია, მაშინ არანაირი პრობლემა არაა, მე გამოვალ და ჩემს სწორ პოზიციას დავაფიქსირებ. მე მიმაჩნდა, რომ ჩემი სწორი პოზიცია გაახარებდა მტრებს და 9 თვე ამიტომ საერთოდ გავერიდე ყველაფერს და ვიყავი ჩუმად", - განაცხადა პატარკაციშვილმა.

ბიზნესმენის მხრიდან აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ უგულავა პატარკაციშვილთან შეხვედრის ადგილს ტოვებს.

ვიდეოჩანაწერი სოციალური ქსელით რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.

იხილეთ ვიდეო: "გინდათ თქვათ, რომ მე თქვენ გებრძვით?" - გიგი უგულავას და ბადრი პატარკაციშვილის საუბრის ჩანაწერი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა