რესთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესს ლეკვი აჩუქა. სამი თვის რუსული შავი ტერიერის ლეკვი ჩავესს Роснефти-ის პრეზიდენტმა იგორ სეჩინმა გადასცა. სეჩინის თქმით, ლეკვი ჩავესს მოეწონა. ვენესუელის პრეზიდნტი ახლა მის სახელზე ფიქრობს.
რუსული შავი ტერიერის ჯიში, რომელსაც არაოფიციალურად "სტალინის ძაღლს" ეძახიან, სსრკ-ში 50-იან წლებში ძაღლსაშენ "კრასნაია ზვეზდაში" გამოიყვანეს. ეს მუშა ჯიშია, რომელიც რიზენშნაუცერის, ერდელტერერის და როტვეილერის შეჯვარებით მიიღეს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.