ცნობილ მსახიობს, ენ ჰეთევეის, რომელიც ცოტა ხნის წინ დაინიშნა, საქორწინო კაბა ცნობილმა დიზაინერმა, ვალენტინომ შეუკერა. ეს ამბავი არავის გაჰკვირვებია, ვინაიდან ვალენტინო და ენ ჰეთევეი დიდი ხნის მეგობრები არიან და წითელ ხალიჩაზე მსახიობი მხოლოდ მისი მეგობრის უზადო გემოვნებას ენდობა.
დიზაინერმა განაცხადა, რომ საქორწინო კაბა ჰეთევეისთვის თითქმის მზადაა.
"ენი ჩემი მეგობარია. მას ქალიშვილივით ვუყურებ! ის იმსახურებს ყველაფერს, რაც აქვს. ეს ნიშნავს, რომ ენი უკვე დიდი ვარსკვლავია და კიდევ უფრო დიდი გახდება", - განაცხადა დიზაინერმა.
ენ ჰეთევეიმ და ადამ შულმანმა ნიშნობის შესახებ 2011 წლის ნოემბერში განაცხადეს. 2012 წლის ივლისის დასასრულს კი გავრცელდა ხმები, რომ მსახიობი ორსულად არის.
მომზადებულია tatler.ru-ს მიხედვით.