პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "თურმე საქართველოს მომავალი უნდა გადაწყდეს ქურდების "სხადნიაკის" და "აბშიაკის" მიერ"
მიხეილ სააკაშვილი - "თურმე საქართველოს მომავალი უნდა გადაწყდეს ქურდების "სხადნიაკის" და "აბშიაკის" მიერ"

იმის გამო, რომ რამ­დე­ნი­მე ნა­ძი­რა­ლა და სა­დის­ტი და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ო­და, თურ­მე სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი უნდა გა­და­წყდეს ქურ­დე­ბის "სხად­ნი­ა­კის" და "აბ­ში­ა­კის" მიერ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გო­რის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გა­ე­რო-ში გა­მოს­ვლი­სას ისე არ ნერ­ვი­უ­ლობს, რო­გორც გო­რის ის­ტო­რი­ულ მო­ე­დან­ზე სა­უბ­რი­სას.

პრე­ზი­დენ­ტმა გორ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრით გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და აღ­ტა­ცე­ბუ­ლია.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა გო­რის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად მი­იწ­ვია, რად­გან, მისი თქმით, ცოტა ხან­ში გა­ნახ­ლე­ბულ ქა­ლაქს ვე­ღა­რა­ვინ იც­ნობს.

"ეს არის მო­ე­და­ნი, სა­დაც ხალ­ხი დაგ­ვი­ხო­ცეს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ომ გა­ნად­გუ­რე­ბით სის­ხლით და სა­ზი­ზღრო­ბით გა­იც­ნო და სა­დაც მტე­რი ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის წერ­ტი­ლის დას­მას ცდი­ლობ­და. სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ცო­ცხლდა, წა­მოდ­გა ფეხ­ზე და გა­აგ­რძე­ლებს წინსვლას უკე­თე­სი მო­მავ­ლის­კენ. 1-ლი ოქ­ტომ­ბე­რი თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით არის ისე­თი­ვე გა­დამ­წყვე­ტი, რო­გო­რიც იყო 2008 წლის აგ­ვის­ტო, რად­გან რაც მტერ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა პრო­ვო­კა­ცი­ე­ბით, ფრონ­ტით, ემ­ბარ­გო­თი და მოს­ყიდ­ვით, ცდი­ლობს გა­ა­კე­თოს არ­ჩევ­ნე­ბის გარ­შე­მო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მა­ნევ­რე­ბით, სამ­ხედ­რო კონ­ცენ­ტრა­ცი­ით, მი­ლი­ო­ნო­ბით შე­მოყ­რი­ლი რუ­სუ­ლი ფუ­ლით და ჩვე­ნი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე, რო­გო­რიც იყო 2008 წელს. სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მო­მა­ვა­ლი არა­ფერ­ზე იც­ვლე­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მას და­ი­ცავს. ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვართ. ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს, მაგ­რამ ბევ­რი რამ უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა. დღეს ცდი­ლო­ბენ გვი­თხრან, რომ ეს არა­ფერს ნიშ­ნავს და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის უღირ­სმა და­ნა­შა­ულ­მა, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ ვიხ­სნით და რო­მე­ლიც ყვე­ლა სის­ტე­მა­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ფა­როს. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მა­ლუ­ლად ჩა­დე­ნილ­მა სა­ზი­ზღრო­ბამ და სი­სას­ტი­კემ, რო­მე­ლიც გა­მოგ­ვე­პა­რა, არ შე­იძ­ლე­ბა უცებ ხაზი გა­და­უს­ვას ყვე­ლა­ფერ იმას, რა­საც ყო­ველ­დღე თავ­გა­და­დე­ბუ­ლი და ხე­ლე­ბა­კა­პი­წე­ბუ­ლი რუ­დუ­ნე­ბით ვა­კე­თებთ", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­უშ­ვებს, ამ ფაქ­ტმა ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა შე­ა­ჩე­როს.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, აწუ­ხებს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის გა­ჭირ­ვე­ბა და იცის, რომ გა­სა­კე­თე­ბე­ლი ჯერ კი­დევ ბევ­რია, თუმ­ცა ყვე­ლა და­პი­რე­ბა შეს­რულ­დე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტი შიდა ქარ­თლის მო­სახ­ლე­ო­ბას გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრე­ბის გახ­სნას დაჰ­პირ­და, რათა, მისი თქმით, უმუ­შევ­რო­ბის პრობ­ლე­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ დამ­თავ­რდეს.

"მა­შინ, რო­დე­საც ამა­ზე ვსა­უბ­რობთ, უნ­დო­დათ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე დაგ­ვე­ვი­წყე­ბი­ნა აღმშე­ნებ­ლო­ბა და ის, რომ გო­რის ევ­რო­პის ერთ-ერთ მთა­ვარ ტუ­რის­ტულ ცენ­ტრად ქცე­ვას ვა­პი­რებთ. ხალ­ხს იმე­დი გა­უჩ­ნდა, პა­ტა­რა ბიზ­ნე­სებს ხსნი­ან და სწო­რედ ამ დროს გვე­უბ­ნე­ბი­ან, ყვე­ლა­ფერს ხაზი გა­და­ვუს­ვათ იმის გამო, რა­საც რამ­დე­ნი­მე ნა­ძი­რა­ლა და სა­დის­ტი სჩა­დი­ო­და. თურ­მე ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს აღარ უნდა ჰქონ­დეს ხვა­ლინ­დე­ლი დღე და ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი "ქურ­დე­ბის სხად­ნი­ა­კის" და "აბ­ში­ა­კის" მიერ უნდა გა­და­წყდეს. მინ­და გკი­თხოთ, არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო უკე­თე­სი ქვე­ყა­ნა, ვიდ­რე იყო 8 წლის წინ და თუ არის, მა­შინ ნუ­რა­ვის მის­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო და­აბ­რუ­ნოს უკან", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა და მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა, არ და­უშ­ვან, რომ მტერ­მა 1-ელ ოქ­ტომ­ბერს გა­ა­კე­თოს ის, რაც 2008 წელს ვერ შეძ­ლო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ სააკაშვილი - "თურმე საქართველოს მომავალი უნდა გადაწყდეს ქურდების "სხადნიაკის" და "აბშიაკის" მიერ"

მიხეილ სააკაშვილი - "თურმე საქართველოს მომავალი უნდა გადაწყდეს ქურდების "სხადნიაკის" და "აბშიაკის" მიერ"

იმის გამო, რომ რამდენიმე ნაძირალა და სადისტი დანაშაულს სჩადიოდა, თურმე საქართველოს მომავალი უნდა გადაწყდეს ქურდების "სხადნიაკის" და "აბშიაკის" მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გორის ცენტრალურ მოედანზე მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაერო-ში გამოსვლისას ისე არ ნერვიულობს, როგორც გორის ისტორიულ მოედანზე საუბრისას.

პრეზიდენტმა გორში განხორციელებულ სარეაბილიტაციო პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის ცენტრით გაოგნებული და აღტაცებულია.

მიხეილ სააკაშვილმა მთელი საქართველოს მოსახლეობა გორის დასათვალიერებლად მიიწვია, რადგან, მისი თქმით, ცოტა ხანში განახლებულ ქალაქს ვეღარავინ იცნობს.

"ეს არის მოედანი, სადაც ხალხი დაგვიხოცეს, რომელიც მსოფლიომ განადგურებით სისხლით და საზიზღრობით გაიცნო და სადაც მტერი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის წერტილის დასმას ცდილობდა. საქართველო გამოცოცხლდა, წამოდგა ფეხზე და გააგრძელებს წინსვლას უკეთესი მომავლისკენ. 1-ლი ოქტომბერი თავისი მნიშვნელობით არის ისეთივე გადამწყვეტი, როგორიც იყო 2008 წლის აგვისტო, რადგან რაც მტერმა ვერ მოახერხა პროვოკაციებით, ფრონტით, ემბარგოთი და მოსყიდვით, ცდილობს გააკეთოს არჩევნების გარშემო ჩატარებული მანევრებით, სამხედრო კონცენტრაციით, მილიონობით შემოყრილი რუსული ფულით და ჩვენი პასუხი იქნება ისეთივე, როგორიც იყო 2008 წელს. საქართველოს თავისუფლება და მომავალი არაფერზე იცვლება და ქართველი ხალხი მას დაიცავს. ძალიან კონკრეტული არჩევანის წინაშე ვართ. ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. დღეს ცდილობენ გვითხრან, რომ ეს არაფერს ნიშნავს და რამდენიმე ადამიანის უღირსმა დანაშაულმა, რომელზეც პასუხისმგებლობას არ ვიხსნით და რომელიც ყველა სისტემაში შეიძლება აღმოჩნდეს, შეიძლება ყველაფერი გადაფაროს. რამდენიმე ადამიანის მალულად ჩადენილმა საზიზღრობამ და სისასტიკემ, რომელიც გამოგვეპარა, არ შეიძლება უცებ ხაზი გადაუსვას ყველაფერ იმას, რასაც ყოველდღე თავგადადებული და ხელებაკაპიწებული რუდუნებით ვაკეთებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, ამ ფაქტმა ქვეყნის აღმშენებლობა შეაჩეროს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, აწუხებს ყველა ადამიანის გაჭირვება და იცის, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა ყველა დაპირება შესრულდება.

პრეზიდენტი შიდა ქართლის მოსახლეობას გადამზადების ცენტრების გახსნას დაჰპირდა, რათა, მისი თქმით, უმუშევრობის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს.

"მაშინ, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, უნდოდათ რამდენიმე დღით ადრე დაგვევიწყებინა აღმშენებლობა და ის, რომ გორის ევროპის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრად ქცევას ვაპირებთ. ხალხს იმედი გაუჩნდა, პატარა ბიზნესებს ხსნიან და სწორედ ამ დროს გვეუბნებიან, ყველაფერს ხაზი გადავუსვათ იმის გამო, რასაც რამდენიმე ნაძირალა და სადისტი სჩადიოდა. თურმე ამიტომ საქართველოს აღარ უნდა ჰქონდეს ხვალინდელი დღე და ქვეყნის მომავალი "ქურდების სხადნიაკის" და "აბშიაკის" მიერ უნდა გადაწყდეს. მინდა გკითხოთ, არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე იყო 8 წლის წინ და თუ არის, მაშინ ნურავის მისცემთ საშუალებას, საქართველო დააბრუნოს უკან", - განაცხადა პრეზიდენტმა და მოსახლეობას მიმართა, არ დაუშვან, რომ მტერმა 1-ელ ოქტომბერს გააკეთოს ის, რაც 2008 წელს ვერ შეძლო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა