მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმართა სასტიკი წამების დღემდე უცნობი ფაქტები
პატიმართა სასტიკი წამების დღემდე უცნობი ფაქტები

დე­პუ­ტა­ტი დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, პა­ტი­მარ­თა სას­ტი­კი წა­მე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- 2009 წელს, რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის წევ­რი, ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის მო­ნი­ტო­რინგს. 2010 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან კი ამ საქ­მეს ჩა­მო­მა­შო­რეს, ჯგუფ­ში მხო­ლოდ ნაც­მოს წევ­რე­ბი ჩარ­თეს და ცი­ხე­ში დღემ­დე არა­ნა­ი­რი მო­ნი­ტო­რინ­გი არ მი­წარ­მო­ე­ბია. რო­დე­საც ეს შო­კის­მომ­გვრე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და, გა­დავ­წყვი­ტე, რა­დაც უნდა დამ­ჯდო­მო­და, შე­მეღ­წია ცი­ხე­ში. მარ­თლაც, მე და ბა­ტო­ნი გელა კე­ტაშ­ვი­ლი შეგ­ვიშ­ვეს გლ­და­ნის ცი­ხე­ში. სა­პყრო­ბი­ლის ახალ­მა დი­რექ­ტორ­მა გუ­რამ დო­ლი­ძემ მი­თხრა, რომ მე­ნე­ჯმენ­ტი სრუ­ლი­ად არის შეც­ვლი­ლი და ყვე­ლა­ფერს იღო­ნე­ბენ პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. დო­ლი­ძის­გან მი­ვი­ღე ნე­ბარ­თვა, რომ ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცეს­ში. ცი­ხე­ში 7 სა­ა­თი გა­ვა­ტა­რე, შევ­ხვდი ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის პა­ტი­მარს და ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, რა მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ისი­ნი. პა­ტიმ­რე­ბი იყ­ვნენ უკი­დუ­რე­სად აღ­გზნე­ბულ­ნი, გა­მო­ხა­ტავ­დნენ პრო­ტესტს ცი­ხის იმ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ რჩე­ბი­ან სა­პა­ტიმ­რო­ში, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ მათ გვა­რებს. ჩემი ცი­ხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლინ­და და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა რვა თა­ნამ­შრო­მე­ლი. ყვე­ლა პა­ტი­მა­რი მზად არის, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცეს ჩვე­ნე­ბა.

- ბა­ტო­ნო დი­მიტ­რი, სად ჰყავთ მო­თავ­სე­ბუ­ლი გლ­და­ნის ცი­ხის და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი?

- წე­სით, მათი ად­გი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო იზო­ლა­ტორ­შია, მაგ­რამ ისი­ნი ჰყავთ ე.წ. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ზო­ნა­ში, მატ­რო­სო­ვის ქუ­ჩა­ზე. რო­გორც შე­ვი­ტყვე, ისი­ნი სა­უ­ცხოო პი­რო­ბებ­ში არი­ან. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, მათი და­კა­ვე­ბის საქ­მე ძა­ლი­ან ჰგავს გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბის საქ­მეს იმ მხრივ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ლო­ი­ა­ლუ­რი იყო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი­სად­მი და დღე­საც ასე ხდე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჯა­ლა­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ას­რუ­ლებ­დნენ სა­ა­კაშ­ვილ-ადე­იშ­ვი­ლის კა­ბი­ნე­ტებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბულ მი­თი­თე­ბებს. მათ ჰქონ­დათ ინ­სტრუქ­ცია, რა მე­თო­დე­ბით უნდა და­ეთ­რგუ­ნათ პა­ტიმ­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება, რო­გორ უნდა გა­ე­ტე­ხათ და და­ემ­ცი­რე­ბი­ნათ ისი­ნი. ამას ჰყვე­ბი­ან ის პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­ნის ფან­ჯრე­ბი­დან უყუ­რებ­დნენ წა­მე­ბას. მათ იცოდ­ნენ, რომ რო­დე­საც პა­რას­კე­ვი დად­გე­ბო­და, და­ი­წყე­ბო­და კა­რან­ტი­ნის სის­ხლი­ა­ნი დაშ­ლა და ამას იქა­უ­რი ჯა­ლა­თე­ბი უწო­დებ­დნენ "სის­ხლი­ან პა­რას­კევს". წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა მკრე­ხე­ლო­ბაა, რომ მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი იყო სის­ხლი­ან დარ­ბე­ვას­თან. იმ პა­ტიმ­რებს, ვინც ამას აპ­რო­ტეს­ტებ­და, ცალ­კე ყრიდ­ნენ ე.წ. ფუქ­სებ­ში და მათ უს­წორ­დე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა მე­თო­დით - აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ პრე­ზერ­ვა­ტივ­წა­მოც­მუ­ლი "დუ­ბინ­კით". ჯა­ლა­თე­ბი ასე იმ პა­ტიმ­რებს უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­საც ღირ­სე­ბის დაც­ვის პრე­ტენ­ზია ჰქონ­დათ. პა­ტიმ­რე­ბი ასა­ხე­ლე­ბენ მათ გვა­რებ­საც, ვინც აღას­რუ­ლებ­და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის აქტს კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში.

- არის ვინ­მე და­კა­ვე­ბუ­ლი იმ პირ­თა­გან, ვინც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის აქტს აღას­რუ­ლებ­და?

- ამას აკე­თე­ბი­ნებ­დნენ მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტი­მარს, მეტ­სა­ხე­ლად "გოჭს", რო­მე­ლიც ახლა იზო­ლი­რე­ბუ­ლი ჰყავთ. უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის გვარს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ და მზად ვარ, თუკი შე­იქ­მნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კო­მი­სია, მას წარ­ვუდ­გი­ნო ჩემ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. პა­ტიმ­რებს მო­უს­მე­ნი­ათ "გო­ჭის" ცი­ნი­კუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი მსხვერ­პლის მი­სა­მარ­თით, მა­გა­ლი­თად ასე­თი: "ხომ ჰქონ­და უკა­ნა­ლი ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი­ვით!". შე­ვი­ტყვე იმ პი­რის ვი­ნა­ო­ბაც, რო­მე­ლიც სი­გა­რე­ტით აწა­მებ­და პა­ტი­მარს. ის ადა­მი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის. მარ­თა­ლია, დღეს აღარ არის ცი­ხის თა­ნამ­შრო­მე­ლი, მაგ­რამ ადრე ამ მე­თო­დით აწა­მებ­და პა­ტიმ­რებს. ჯა­ლა­თებ­ზე - ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვილ­ზე (და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე) და ოლეგ ფა­ცა­ცი­ა­ზე (რე­ჟი­მის უფ­რო­სი) ხომ ლე­გენ­დე­ბი და­დის ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ფა­ცა­ცი­ას ყვე­ლა პა­ტი­მა­რი ნა­ცე­მი ჰყავს. მისი გვარ-სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა პოლ­კოვ­ნიკ სერ­გო თეთ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბებ­საც, ისე­ვე რო­გორც ყა­ჭე­იშ­ვი­ლის, რო­მე­ლიც არის და­უნ­დო­ბე­ლი ჯა­ლა­თი. ყა­ჭე­იშ­ვილ­მა უმო­წყა­ლოდ სცე­მა ჯა­შუ­შო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ა­საც... მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­მარ­თა­ლი იზე­ი­მებს და ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პირი და მოწ­მე მათ წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცემს ჩვე­ნე­ბას. მე ჩა­ვე­დი კა­რან­ტინ­ში, გა­ვი­ა­რე ის გზა, რო­მელ­საც გა­დი­ოდ­ნენ პა­ტიმ­რე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად, ადა­მი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი­დან გა­მოჰ­ყავთ და სცე­მენ უმო­წყა­ლოდ. ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნი, ვაი-ვაგ­ლა­ხით ადის მე­ო­რე სარ­თულ­ზე, სა­დაც ათავ­სე­ბენ გა­ლი­ა­ში და ცე­მას გა­ნაგ­რძო­ბენ. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ უშ­ვე­ბენ სა­კან­ში. ამ გზას გა­დი­ო­და უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა პა­ტი­მა­რი პა­რას­კე­ო­ბით. ათე­უ­ლო­ბით ცი­ხის თა­ნამ­შრო­მე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად ფეხ­ბურთს თა­მა­შობს პა­ტიმ­რე­ბის სხე­უ­ლე­ბით და ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ ამის შე­სა­ხებ გე­ნინ­სპექ­ცი­ამ და მი­ნის­ტრებ­მა არა­ფე­რი იცი­ან? პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ამ­გვა­რი მე­თო­დე­ბი ახა­ლა­ი­ამ და­ნერ­გა, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ მისი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი არ არის. ეს შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო იმ სტრუქ­ტუ­რას­თან, რო­მე­ლიც კუ­რა­ტო­რობ­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბას და ეს არის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო. ცი­ხე­ებ­ში არა­ფე­რი ხდე­ბო­და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე. ამის მი­ზა­ნი კი იყო ის, რომ მითი ცი­ხის სი­სას­ტი­კის შე­სა­ხებ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ერთ-ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბა პა­ტი­მარ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სა. მაქვს ინ­ფორ­მა­ცია გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ა­ზე, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვან­თა კორ­პუს­ზე მო­მუ­შა­ვე ზე­დამ­ხედ­ვე­ლია და რო­მე­ლიც ბავ­შვებს ყო­ველ­დღი­უ­რად სცემ­და, თან თავ­ზე შარ­ვალს ჩა­მო­აც­ვამ­და, სა­ხე­ზე წა­მე­ბის კვა­ლი რომ არ დამ­ჩნე­ო­დათ. ჰყო­ლი­ათ ისე­თი პი­რე­ბიც, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ პა­ტიმ­რე­ბის გი­ნე­ბა ევა­ლე­ბო­დათ... ისე­თი გა­უ­გო­ნა­რი სი­სას­ტი­კი­სა და აგ­რე­სი­ის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით, რომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მთე­ლი ქვე­ყა­ნა ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კას და­ემ­სგავ­სა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცხად­ყოფს, რომ ნაც­მოძ­რა­ო­ბა არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლი­, ბო­კე­რია, რა­მიშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან პო­ლი­ტი­კურ სექ­ტას ქვე­ყა­ნა­ში. მათი მი­ზა­ნია ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უკი­დუ­რე­სად გა­ღა­ტა­კე­ბა, და­ჩა­ჩა­ნა­კე­ბა და სამ­შობ­ლო­დან გან­დევ­ნა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბე­ბით და სხვა­დას­ხვა ჯა­რი­მით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბით მდიდ­რდე­ბი­ან და არ უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს, როცა შე­ვი­ტყობთ, რომ პო­ლი­ტი­კა­ში არაფ­რით მო­სუ­ლი ნიკა გი­ლა­უ­რი დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ლი­ო­ნე­რია.

- ბა­ტო­ნო დი­მიტ­რი, რას იტყვით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ახალ მი­ნის­ტრზე, რო­მელ­მაც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, თავს სას­ტი­კი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ი­ღო.

- გი­ორ­გი ტუ­ღუშს ლეღ­ვის ფოთ­ლის ფუნ­ქცია აკის­რია. მან რე­ა­ლუ­რად, ჰა­რა­კი­რი გა­ი­კე­თა და გახ­და იმ სა­ზი­ზღრო­ბის შე­მოქ­მე­დი, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. ტუ­ღუშს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პოსტზე ორი წელი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ ომ­ბუდსმე­ნო­ბა 2 კვი­რის მი­ნის­ტრო­ბას ანაც­ვა­ლა. 1-ლი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მისი ბუნ­დღა არ იქ­ნე­ბა. ნაც­მომ ეს კაცი სა­კუ­თა­რი ბინ­ძუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა. პა­ტიმ­რე­ბი უნ­დობ­ლად შეხ­ვდნენ ტუ­ღუ­შის გა­მი­ნის­ტრე­ბას, ვი­ნა­ი­დან ის სა­ა­კაშ­ვი­ლის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებს.

- ვის უნდა და­ე­კის­როს მომ­ხდარ­ზე რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?

- პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, უნდა და­ე­კის­როს პრე­ზი­დენტს. პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უნდა მი­ე­ცეს სა­მი­ვე მი­ნის­ტრი - ახა­ლა­ია, შაშ­კი­ნი და კალ­მა­ხე­ლი­ძე. ასე­ვე, უნდა და­ი­სა­ჯონ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი. გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი და­ვით ჭა­კუა, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ვ­მჯდო­მა­რე, ხოლო მისი მო­ად­გი­ლე მკურ­ნა­ლი­ძე - და­კა­ვე­ბუ­ლი?! რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ სას­ჯე­ლებს უმ­სუ­ბუ­ქებს და შე­უ­სა­ბა­მო მუხ­ლე­ბით ასა­მარ­თლებს. მათ მი­მარ­თაც ისე­თი­ვე მე­თო­დებს იყე­ნე­ბენ, რა მე­თო­დე­ბი­თაც გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბი "და­სა­ჯეს"- და­კა­ვე­ბუ­ლებს ამ­შვი­დე­ბენ, დრო­ე­ბით და­გა­კა­ვებთ, მერე სას­ჯელს შე­გიმ­სუ­ბუ­ქებთ და ეს იქ­ნე­ბა გა­რან­ტია იმი­სა, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მალე და­ტო­ვებ­თო.

- ბა­ტო­ნო დი­მიტ­რი, თუ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დის სას­ჯელს გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი? რუ­სუ­დან შა­რა­ძეს ეჭვი ეპა­რე­ბა, რომ იგი ცო­ცხა­ლია, და 2010 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლეთ ცი­ხე­ში.

- 2010 წელს ვი­ყა­ვი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის წევ­რი. ჩემ­თან მო­ვი­და ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო მი­ქი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მი­თხრა - ბა­რა­თე­ლი არც ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ იძებ­ნე­ბა და იქ­ნებ პა­ტი­მა­რი მო­გე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა­თო. შე­ვე­დი ორ­თა­ჭა­ლის N1 სა­პყრო­ბი­ლე­ში, ე.წ. კრი­ტში, ვნა­ხე ბა­რა­თე­ლი, ვე­სა­უბ­რე და გა­და­ვე­ცი რუ­სუ­დან შა­რა­ძის კი­თხვა­რი, რო­მელ­ზეც უნდა ეპა­სუ­ხა. პა­სუ­ხე­ბიც გა­მო­ვი­ტა­ნე. მე მისი გა­რეგ­ნუ­ლი ნიშ­ნე­ბიც კი და­ვი­მახ­სოვ­რე. მა­გა­ლი­თად, მარ­ცხე­ნა ხელ­ზე, შუ­ა­ში ჰქონ­და დიდი ხალი. იმ მო­მენ­ტში ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­და­ნი კმა­ყო­ფი­ლი იყო და, რო­გორც ჩანს, მან ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­ყე­ნა იმის­თვის, რომ შემ­დგომ­ში შვე­ი­ცა­რი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მი­ე­ღო. მე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, შა­რა­ძის ოჯა­ხის­თვის ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია რომ გა­მო­მე­ტა­ნა. რო­გორც პა­ტიმ­რებ­მა გან­მი­ცხა­დეს, დღეს ბა­რა­თე­ლი ორ­თა­ჭა­ლის N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის 46-ე სა­კან­ში ზის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ხომ მა­ინც იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, გა­მო­იყ­ვა­ნონ და ალა­პა­რა­კონ ბა­რა­თე­ლი? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ რუ­სუ­დან შა­რა­ძეს ჩემ­თვის ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წევს...

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

პატიმართა სასტიკი წამების დღემდე უცნობი ფაქტები

პატიმართა სასტიკი წამების დღემდე უცნობი ფაქტები

დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფებოდა, პატიმართა სასტიკი წამების საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებზე გვესაუბრება:

- 2009 წელს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრი, ვახორციელებდი პენიტენციური სისტემის მონიტორინგს. 2010 წლის გაზაფხულიდან კი ამ საქმეს ჩამომაშორეს, ჯგუფში მხოლოდ ნაცმოს წევრები ჩართეს და ციხეში დღემდე არანაირი მონიტორინგი არ მიწარმოებია. როდესაც ეს შოკისმომგვრელი კადრები გავრცელდა, გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, შემეღწია ციხეში. მართლაც, მე და ბატონი გელა კეტაშვილი შეგვიშვეს გლდანის ციხეში. საპყრობილის ახალმა დირექტორმა გურამ დოლიძემ მითხრა, რომ მენეჯმენტი სრულიად არის შეცვლილი და ყველაფერს იღონებენ პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პირების გამოსავლენად. დოლიძისგან მივიღე ნებართვა, რომ ჩავრთულიყავი მონიტორინგის პროცესში. ციხეში 7 საათი გავატარე, შევხვდი ყველა კატეგორიის პატიმარს და ჩემი თვალით ვნახე, რა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. პატიმრები იყვნენ უკიდურესად აღგზნებულნი, გამოხატავდნენ პროტესტს ციხის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან საპატიმროში, გვეუბნებოდნენ მათ გვარებს. ჩემი ციხეში ყოფნის პერიოდში გამოვლინდა და თანამდებობიდან გათავისუფლდა რვა თანამშრომელი. ყველა პატიმარი მზად არის, დამნაშავეების წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.

- ბატონო დიმიტრი, სად ჰყავთ მოთავსებული გლდანის ციხის დაპატიმრებული თანამშრომლები?

- წესით, მათი ადგილი საგამოძიებო იზოლატორშია, მაგრამ ისინი ჰყავთ ე.წ. თანამშრომლების ზონაში, მატროსოვის ქუჩაზე. როგორც შევიტყვე, ისინი საუცხოო პირობებში არიან. რატომღაც მგონია, მათი დაკავების საქმე ძალიან ჰგავს გირგვლიანის მკვლელების საქმეს იმ მხრივ, რომ ხელისუფლება ლოიალური იყო დამნაშავეებისადმი და დღესაც ასე ხდება. ეს ადამიანები არიან ჯალათები, რომლებიც ასრულებდნენ სააკაშვილ-ადეიშვილის კაბინეტებში შემუშავებულ მითითებებს. მათ ჰქონდათ ინსტრუქცია, რა მეთოდებით უნდა დაეთრგუნათ პატიმრის თავისუფალი ნება, როგორ უნდა გაეტეხათ და დაემცირებინათ ისინი. ამას ჰყვებიან ის პატიმრები, რომლებიც საკნის ფანჯრებიდან უყურებდნენ წამებას. მათ იცოდნენ, რომ როდესაც პარასკევი დადგებოდა, დაიწყებოდა კარანტინის სისხლიანი დაშლა და ამას იქაური ჯალათები უწოდებდნენ "სისხლიან პარასკევს". წარმოიდგინეთ, რამხელა მკრეხელობაა, რომ მაცხოვრის ჯვარცმა გაიგივებული იყო სისხლიან დარბევასთან. იმ პატიმრებს, ვინც ამას აპროტესტებდა, ცალკე ყრიდნენ ე.წ. ფუქსებში და მათ უსწორდებოდნენ სხვადასხვა მეთოდით - აუპატიურებდნენ პრეზერვატივწამოცმული "დუბინკით". ჯალათები ასე იმ პატიმრებს უსწორდებოდნენ, რომლებსაც ღირსების დაცვის პრეტენზია ჰქონდათ. პატიმრები ასახელებენ მათ გვარებსაც, ვინც აღასრულებდა გაუპატიურების აქტს კონკრეტულ შემთხვევებში.

- არის ვინმე დაკავებული იმ პირთაგან, ვინც გაუპატიურების აქტს აღასრულებდა?

- ამას აკეთებინებდნენ მე-8 დაწესებულების პატიმარს, მეტსახელად "გოჭს", რომელიც ახლა იზოლირებული ჰყავთ. უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მის გვარს ჯერჯერობით ვერ დავასახელებ და მზად ვარ, თუკი შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია, მას წარვუდგინო ჩემ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. პატიმრებს მოუსმენიათ "გოჭის" ცინიკური გამონათქვამები მსხვერპლის მისამართით, მაგალითად ასეთი: "ხომ ჰქონდა უკანალი ჯენიფერ ლოპესივით!". შევიტყვე იმ პირის ვინაობაც, რომელიც სიგარეტით აწამებდა პატიმარს. ის ადამიანი დაკავებული არ არის. მართალია, დღეს აღარ არის ციხის თანამშრომელი, მაგრამ ადრე ამ მეთოდით აწამებდა პატიმრებს. ჯალათებზე - ვიქტორ ყაჭეიშვილზე (დაწესებულების დირექტორის მოადგილე) და ოლეგ ფაცაციაზე (რეჟიმის უფროსი) ხომ ლეგენდები დადის ამ დაწესებულებაში. ფაცაციას ყველა პატიმარი ნაცემი ჰყავს. მისი გვარ-სახელი უკავშირდება პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების გარემოებებსაც, ისევე როგორც ყაჭეიშვილის, რომელიც არის დაუნდობელი ჯალათი. ყაჭეიშვილმა უმოწყალოდ სცემა ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ვახტანგ მაისაიასაც... მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს და ყველა დაზარალებული პირი და მოწმე მათ წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას. მე ჩავედი კარანტინში, გავიარე ის გზა, რომელსაც გადიოდნენ პატიმრები. თავდაპირველად, ადამიანი კარანტინიდან გამოჰყავთ და სცემენ უმოწყალოდ. ნაცემი ადამიანი, ვაი-ვაგლახით ადის მეორე სართულზე, სადაც ათავსებენ გალიაში და ცემას განაგრძობენ. მხოლოდ ამის შემდეგ უშვებენ საკანში. ამ გზას გადიოდა უკლებლივ ყველა პატიმარი პარასკეობით. ათეულობით ციხის თანამშრომელი ყო­ველდღიურად ფეხბურთს თამაშობს პატიმრების სხეულებით და ვინმეს ჰგონია, რომ ამის შესახებ გენინსპექციამ და მინისტრებმა არაფერი იციან? პატიმართა წამების ამგვარი მეთოდები ახალაიამ დანერგა, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ეს შეთანხმებული იყო იმ სტრუქტურასთან, რომელიც კურატორობდა სასჯელაღსრულებას და ეს არის იუსტიციის სამინისტრო. ციხეებში არაფერი ხდებოდა ზურაბ ადეიშვილთან შეთანხმების გარეშე. ამის მიზანი კი იყო ის, რომ მითი ციხის სისასტიკის შესახებ უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი პირობა პატიმართა ოჯახის წევრებთან საპროცესო შეთანხმებების გაფორმებისა. მაქვს ინფორმაცია გიორგი ახალაიაზე, რომელიც არასრულწლოვანთა კორპუსზე მომუშავე ზედამხედველია და რომელიც ბავშვებს ყოველდღიურად სცემდა, თან თავზე შარვალს ჩამოაცვამდა, სახეზე წამების კვალი რომ არ დამჩნეოდათ. ჰყოლიათ ისეთი პირებიც, რომლებსაც მხოლოდ პატიმრების გინება ევალებოდათ... ისეთი გაუგონარი სისასტიკისა და აგრესიის წინაშე აღმოვჩნდით, რომ შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ფსიქიატრიულ კლინიკას დაემსგავსა. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ნაცმოძრაობა არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გაერთიანება. სააკაშვილი­, ბოკერია, რამიშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან პოლიტიკურ სექტას ქვეყანაში. მათი მიზანია ჩვენი მოსახლეობის უკიდურესად გაღატაკება, დაჩაჩანაკება და სამშობლოდან განდევნა. ეს ადამიანები საპროცესო შეთანხმებებით და სხვადასხვა ჯარიმით მიღებული შემოსავლებით მდიდრდებიან და არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა შევიტყობთ, რომ პოლიტიკაში არაფრით მოსული ნიკა გილაური დღეს ოფიციალური მილიონერია.

- ბატონო დიმიტრი, რას იტყვით სასჯელაღსრულების ახალ მინისტრზე, რომელმაც, როგორც ამბობენ, თავს სასტიკი განაჩენი გამოუტანა, როცა სააკაშვილის შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღო.

- გიორგი ტუღუშს ლეღვის ფოთლის ფუნქცია აკისრია. მან რეალურად, ჰარაკირი გაიკეთა და გახდა იმ საზიზღრობის შემოქმედი, რაც ქვეყანაში ხდება. ტუღუშს სახალხო დამცველის პოსტზე ორი წელი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ომბუდსმენობა 2 კვირის მინისტრობას ანაცვალა. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ მისი ბუნდღა არ იქნება. ნაცმომ ეს კაცი საკუთარი ბინძური მიზნებისთვის გამოიყენა. პატიმრები უნდობლად შეხვდნენ ტუღუშის გამინისტრებას, ვინაიდან ის სააკაშვილის დაკვეთას ასრულებს.

- ვის უნდა დაეკისროს მომხდარზე როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა?

- პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს პრეზიდენტს. პასუხისგებაში უნდა მიეცეს სამივე მინისტრი - ახალაია, შაშკინი და კალმახელიძე. ასევე, უნდა დაისაჯონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ სასჯელაღსრულების პროცესზე არიან პასუხისმგებელნი. გაუგებარია, რატომ არის თავისუფალი დავით ჭაკუა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თა­ვ­მჯდომარე, ხოლო მისი მოადგილე მკურნალიძე - დაკავებული?! როგორც ცნობილი გახდა, პროკურატურა მათ სასჯელებს უმსუბუქებს და შეუსაბამო მუხლებით ასამართლებს. მათ მიმართაც ისეთივე მეთოდებს იყენებენ, რა მეთოდებითაც გირგვლიანის მკვლელები "დასაჯეს"- დაკავებულებს ამშვიდებენ, დროებით დაგაკავებთ, მერე სასჯელს შეგიმსუბუქებთ და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას მალე დატოვებთო.

- ბატონო დიმიტრი, თუ გაქვთ ინფორმაცია, რომელ დაწესებულებაში იხდის სასჯელს გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებული გიორგი ბარათელი? რუსუდან შარაძეს ეჭვი ეპარება, რომ იგი ცოცხალია, და 2010 წლის ოქტომბერში მოინახულეთ ციხეში.

- 2010 წელს ვიყავი პენიტენციური სისტემის მონიტორინგის ჯგუფის წევრი. ჩემთან მოვიდა ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, რომელმაც მითხრა - ბარათელი არც ერთ დაწესებულებაში არ იძებნება და იქნებ პატიმარი მოგენახულებინათო. შევედი ორთაჭალის N1 საპყრობილეში, ე.წ. კრიტში, ვნახე ბარათელი, ვესაუბრე და გადავეცი რუსუდან შარაძის კითხვარი, რომელზეც უნდა ეპასუხა. პასუხებიც გამოვიტანე. მე მისი გარეგნული ნიშნებიც კი დავიმახსოვრე. მაგალითად, მარცხენა ხელზე, შუაში ჰქონდა დიდი ხალი. იმ მომენტში ქალბატონი რუსუდანი კმაყოფილი იყო და, როგორც ჩანს, მან ეს ინფორმაცია გამოიყენა იმისთვის, რომ შემდგომში შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიეღო. მე ყველაფერი გავაკეთე, შარაძის ოჯახისთვის ობიექტური ინფორმაცია რომ გამომეტანა. როგორც პატიმრებმა განმიცხადეს, დღეს ბარათელი ორთაჭალის N1 დაწესებულების 46-ე საკანში ზის. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხომ მაინც იქნება შესაძლებელი, გამოიყვანონ და ალაპარაკონ ბარათელი? დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის შემდეგ რუსუდან შარაძეს ჩემთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს...

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა