საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე, რომელიც ამაჟამად პატიმრობაში იმყოფება, იუბილარია. დემეტრაძე 36 წლის გახდა. "ფეისბუქში" კოალიცია "ქართული ოცნების" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ყოფილი ფეხბურთელის ფოტო წარწერით "დემე, გილოცავთ დაბადების დღეს! მალე გათავისუფლებას გისურვებთ!".
სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დემეტრაძეს დაბადების დღეს ულოცავს ასევე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი. "დემეს ულოცავს დაბადების დღეს მთლიანად საქართველო", - წერს ფებურთელი.
ამ დროისთვის ფოტო 587-მა ადამიანმა მოიწონა, 287-მა გააზიარა, ხოლო - 53-მა კომენტარი დატოვა. გულშემატკივრები დემეტრაძეს ულოცავენ და გათავისუფლებას უსურვებენ. ყოფილმა ფეხბურთელმა მილოცვები უკრაინელი გულშემატკივრებისგანაც მიიღო.
ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე 2010 წლის 8 ივნისს დააკავეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - სამართალდამცავები მას ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში ადანაშაულებენ.
იხილეთ ასევე: "დემეტრაძე თუ ზის, კიკაბიძე რატომ დგას?"