სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექა ხოფერია "ქართულ ოცნებაში" წავიდა, თიკა ჯამბურია ნაციონალებს უმღერის
ბექა ხოფერია "ქართულ ოცნებაში" წავიდა, თიკა ჯამბურია ნაციონალებს უმღერის

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ყო­ველ კვი­რა უერ­თდე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი. მათ რი­გებ­ში აღ­მოჩ­ნდა ბექა ხო­ფე­რი­აც. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებ, რომ ბექა თიკა ჯამ­ბუ­რი­ას ყო­ფი­ლი ქმა­რი გახ­ლავთ. თიკა თით­ქმის არა­სო­დეს გა­მო­დი­ო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კონ­ცერ­ტებ­ზე. ამის მი­ზე­ზებ­ზე კუ­ლუ­ა­რუ­ლად სა­უბ­რობ­დნენ. ამ­ბობ­დნენ, რომ ნო­ემ­ბრის ცნო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი მი­ტინ­გე­ბის დროს, ერთ-ერთ დღეს თიკა აქ­ცი­ა­ზე და­ი­ნა­ხეს, მაგ­რამ მომ­ღე­რა­ლი ამას პირ­ველ სკო­ლა­ში სწავ­ლით ხსნი­და. ამ­ჯე­რად, რო­გორც ჩანს, თი­კა­ზე გული მო­უბ­რუნ­დათ და მომ­ღერ­ლე­ბის სი­ა­ში ჩას­ვეს. გულ­მობ­რუ­ნე­ბულ­თა შო­რის არის ნინი შერ­მა­დი­ნიც, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის "იმე­დის" და­ხურ­ვის დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

ცი­ხე­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სას­ტი­კი ვი­დე­ო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც თი­კამ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ კე­დელ­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა, ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა პრე­ზი­დენ­ტის­თვის ჰიმ­ნის სიმ­ღე­რა შე­ახ­სე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მომ­ღე­რალ­მა სტა­ტუ­სი წა­შა­ლა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბექა და თიკა ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. მათ სა­ერ­თო შვი­ლი - ნინა ჰყავთ. ცოტა ხნის წინ "რე­ი­ტინ­გში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბექა ამ­ბობ­და, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ამ­ბობ­დნენ, რომ თი­კაც არ არის მარ­ტო და რე­პე­რი მას­ტე­რი უყ­ვარს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ეს ჭორი იყო.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ბე­ქას და­ვუ­რე­კე, თუმ­ცა და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე სა­უ­ბა­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბით" და­ვი­წყე.

- ბექა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" გა­წევ­რი­ან­დი, რა­ტომ უჭერ მხარს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს?

- დიდი ხა­ნია, რაც მის შვი­ლებ­თან ვმე­გობ­რობ და მი­მაჩ­ნია, რომ ისი­ნი ოჯა­ხის სა­ხე­ე­ბი, კარ­გად აღ­ზრდი­ლი ბი­ჭე­ბი და ვაჟ­კა­ცე­ბი არი­ან. ბა­ტონ ბი­ძი­ნას პი­რა­დად არ ვიც­ნობ, მაგ­რამ დიდ პა­ტივს ვცემ, რომ ასე­თი ვაჟ­კა­ცი ბი­ჭე­ბი გა­ზარ­და.

- რა როლი გა­კის­რია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში"?

- ახალ­გაზ­რდულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვარ გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თონ­ში. მი­მაჩ­ნია, რომ რი­თიც შე­მეძ­ლე­ბა, უნდა და­ვეხ­მა­რო და ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო.

- შენი უფ­რო­სი ძმა აქამ­დე არც თუ ისე შორს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­გან. ის თუ არის ჩარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აქ­ცი­ებ­ში?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არა, მაგ­რამ ახლო მო­მა­ვალ­ში არ გა­მოვ­რი­ცხავ.

- ში­შის მო­მე­ტი არ გქო­ნია, რომ ამის გამო შე­იძ­ლე­ბა, შენ­ზე ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ?

- არ მქო­ნია, რად­გან დიდი ხა­ნია ოპო­ზი­ცი­ა­ში ვარ. პრო­ტეს­ტი აქამ­დე ღიად არ გა­მო­მი­ხა­ტავს, მაგ­რამ ახლა ვთვლი, რომ აქ უნდა ვიყო, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით.

- რა იწ­ვევს შენ­ში პრო­ტეს­ტის გრძნო­ბას?

- ბევ­რი რამ და პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლა­დო­ბა. აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვა, დევ­ნი­ლე­ბის გა­მოყ­რა და უსახ­ლკა­როდ და­ტო­ვე­ბა.

- შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გზა აირ­ჩიო?

- არ გა­მოვ­რი­ცხავ, მაგ­რამ არც ასე­თი ამ­ბი­ცი­უ­რი ვიქ­ნე­ბი. რა­საც და­მა­ვა­ლე­ბენ, პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლებ

- ბექა, შენი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, თიკა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მო­დის.

- ამა­ზე თი­კას­თან არ მი­სა­უბ­რია. რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, არც ვარ ჩა­ხე­დუ­ლი. ამ მო­მენ­ტში ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ და კონ­ცერ­ტე­ბის სა­ყუ­რებ­ლად დრო არ მაქვს. თი­კას­თან მხო­ლოდ ჩემი შვი­ლი მა­კავ­ში­რებს. თუ ვნა­ხუ­ლობ, მარ­ტო იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ბავ­შვი უნდა ვნა­ხო. ვმე­გობ­რობთ და პო­ლი­ტი­კა­ზე არ ვსა­უბ­რობთ. არც ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მიც­ნია.

- ამ­ბო­ბენ, რომ მე­ო­რედ და­ო­ჯა­ხე­ბას აპი­რებ.

- იმ გო­გო­ნას სა­ხელ­სა და გვარს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, მაგ­რამ და­ო­ჯა­ხე­ბას ახლო მო­მა­ვალ­ში ნამ­დვი­ლად ვა­პი­რებ. რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი მა­რა­თო­ნი ჩა­ივ­ლის და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, მა­გა­ზეც ვიზ­რუ­ნებ. ვა­დას­ტუ­რებ, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, მყავს მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და ახლო მო­მა­ვალ­ში ოჯა­ხის შექ­მნა­ზეც ვიზ­რუ­ნებ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბექა ხოფერია "ქართულ ოცნებაში" წავიდა, თიკა ჯამბურია ნაციონალებს უმღერის

ბექა ხოფერია "ქართულ ოცნებაში" წავიდა, თიკა ჯამბურია ნაციონალებს უმღერის

"ქართულ ოცნებას" ყოველ კვირა უერთდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მათ რიგებში აღმოჩნდა ბექა ხოფერიაც. მკითხველს შევახსენებ, რომ ბექა თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი გახლავთ. თიკა თითქმის არასოდეს გამოდიოდა "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კონცერტებზე. ამის მიზეზებზე კულუარულად საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ ნოემბრის ცნობილი ოპოზიციური მიტინგების დროს, ერთ-ერთ დღეს თიკა აქციაზე დაინახეს, მაგრამ მომღერალი ამას პირველ სკოლაში სწავლით ხსნიდა. ამჯერად, როგორც ჩანს, თიკაზე გული მოუბრუნდათ და მომღერლების სიაში ჩასვეს. გულმობრუნებულთა შორის არის ნინი შერმადინიც, რომელიც ოპოზიციური განცხადებებით ბადრი პატარკაციშვილის "იმედის" დახურვის დროს გამოირჩეოდა.

ციხეში გადაღებული სასტიკი ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ, როდესაც თიკამ "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე უკმაყოფილება გამოთქვა, ერთ-ერთმა მეგობარმა პრეზიდენტისთვის ჰიმნის სიმღერა შეახსენა. მოგვიანებით კი მომღერალმა სტატუსი წაშალა.

მოგეხსენებათ, ბექა და თიკა ერთმანეთს დაშორდნენ. მათ საერთო შვილი - ნინა ჰყავთ. ცოტა ხნის წინ "რეიტინგში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბექა ამბობდა, რომ შეყვარებულია. ამბობდნენ, რომ თიკაც არ არის მარტო და რეპერი მასტერი უყვარს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ჭორი იყო.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ბექას დავურეკე, თუმცა დაოჯახებამდე საუბარი "ქართული ოცნებით" დავიწყე.

- ბექა, "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდი, რატომ უჭერ მხარს ბიძინა ივანიშვილს?

- დიდი ხანია, რაც მის შვილებთან ვმეგობრობ და მიმაჩნია, რომ ისინი ოჯახის სახეები, კარგად აღზრდილი ბიჭები და ვაჟკაცები არიან. ბატონ ბიძინას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დიდ პატივს ვცემ, რომ ასეთი ვაჟკაცი ბიჭები გაზარდა.

- რა როლი გაკისრია "ქართულ ოცნებაში"?

- ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ვარ გაწევრიანებული და აქტიურად ჩავერთე წინასაარჩევნო მარათონში. მიმაჩნია, რომ რითიც შემეძლება, უნდა დავეხმარო და ჩემი წვლილი შევიტანო.

- შენი უფროსი ძმა აქამდე არც თუ ისე შორს იყო პოლიტიკური პროცესებისგან. ის თუ არის ჩართული ოცნების წინასაარჩევნო აქციებში?

- ჯერჯერობით არა, მაგრამ ახლო მომავალში არ გამოვრიცხავ.

- შიშის მომეტი არ გქონია, რომ ამის გამო შეიძლება, შენზე ზეწოლა განახორციელონ?

- არ მქონია, რადგან დიდი ხანია ოპოზიციაში ვარ. პროტესტი აქამდე ღიად არ გამომიხატავს, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ აქ უნდა ვიყო, ქართველი ხალხის გვერდით.

- რა იწვევს შენში პროტესტის გრძნობას?

- ბევრი რამ და პირველ რიგში, ძალადობა. აქციების დარბევა, დევნილების გამოყრა და უსახლკაროდ დატოვება.

- შეიძლება მომავალში პოლიტიკური გზა აირჩიო?

- არ გამოვრიცხავ, მაგრამ არც ასეთი ამბიციური ვიქნები. რასაც დამავალებენ, პირნათლად შევასრულებ

- ბექა, შენი ყოფილი მეუღლე, თიკა, "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კონცერტებზე გამოდის.

- ამაზე თიკასთან არ მისაუბრია. რომ არ მოგატყუოთ, არც ვარ ჩახედული. ამ მომენტში ძალიან დაკავებული ვარ და კონცერტების საყურებლად დრო არ მაქვს. თიკასთან მხოლოდ ჩემი შვილი მაკავშირებს. თუ ვნახულობ, მარტო იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი უნდა ვნახო. ვმეგობრობთ და პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ. არც ჩემი გადაწყვეტილება გამიცნია.

- ამბობენ, რომ მეორედ დაოჯახებას აპირებ.

- იმ გოგონას სახელსა და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ დაოჯახებას ახლო მომავალში ნამდვილად ვაპირებ. როდესაც პოლიტიკური მარათონი ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება, მაგაზეც ვიზრუნებ. ვადასტურებ, რომ შეყვარებული ვარ, მყავს მეორე ნახევარი და ახლო მომავალში ოჯახის შექმნაზეც ვიზრუნებ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება